Jump to content
×
×
  • Create New...

სიმართლის ჯაჭვი


Recommended Posts

  • ფორუმელი
5 minutes წინ, Artie said:

მოყევი შენი პირველი გამოცდილების შესახებ კომპიუტერთან. რას აკეთებდი და ა.შ

პირველად კომპიუტერი ერთ-ერთ აფთიაქში ვნახე ცოცხლად. რა თქმა უნდა ნახვით შემოვიფარგლე, ვინ მიმიშვებდა. არც სურივილი გამრჩენია, მაგრამ თავი დამამახსოვრა :) მაშინ საკმაოდ იშვიათი ხილი იყო საქართველოში.
 მერე უნივერსიტეტში ჩავაბარე, კათედრაზე იყო კომპიუტერი და დაიწყო... ადვილი არ იყო ჩემი კომპიუტერისგან მოშორება. როგორც კი თავისუფალი დრო ჩამივარდებოდა, მივჯდებოდი ხოლმე ეგრევე. ვსწავლობდი რაღაცეებს, ნეტში დავძვრებოდი... თანმშრომლები გიჟებს ჰგავდნენ :) ციმფია ძაღლი რომ უტრიალებს მაგიდას საჭმლის კეთების დროს, ასე ვუტრიალებდი ხოლმე. როგორც კი წამოდგებოდა კათედრის რომელიმე თანამშრომელი, ეგრევე ვჯდებოდი. ჩემი ჯგუფელებისთვისაც უცხო ხილი იყო, მაგრამ გაიცნეს, მოიკლეს ცნობისმოყვარეობა და გაეშვნენ. ინფორმატიკა ოფიციალურ საგნადაც გვქონდა, პლუს სპეციალობის პროგრამა ეყენა ზოგ კომპში, რაღაც გამოთვლებს აკეთებდა. ხანდახან ღამით გამოვდიოდი უნიდან, კომპთან ჯდომისგან გაბრუებული. ამის წყალობით ჯგუფში ყველაზე კარგად ვიცოდი კომპიუტერის და ინტერნეტის ანა-ბანა, მაგრამ ძალიან ღრმა და ხანგრძლივიც არ გამოდგა ეს გატაცება.

 

ხერხემლის ჯანმრთელობაზე ზრუნავ მიზანმიმართულად?

ნესტანი მშვენიერი ჯანმრთელი გოგოა © 

Share on other sites

  • ფორუმელი

 :up:

9 minutes წინ, დათვების მეგობარი said:

ხერხემლის ჯანმრთელობაზე ზრუნავ მიზანმიმართულად?

მე არა, მაგრამ ბავშვობაში დედაჩემი ზრუნავდა და ხან მასაჟებზე დავყავდი, ხან სპეციალური ქამრით მატარებდა. ;დ

რომელ ნივთში არ დაგენანებოდა ფულის 'გადაყრა' და ასევე რა აქტივობაში (ქველმოქმედების გარდა)?

:wackygirl::t4426::wackygirl:

Share on other sites

  • ფორუმელი
ონლაინ, Artie said:

რომელ ნივთში არ დაგენანებოდა ფულის 'გადაყრა' და ასევე რა აქტივობაში (ქველმოქმედების გარდა)?

ნივთებიდან ტელეფონს ვიტყვი. ამ მომენტში არ მაქვს და დამჭირდა. ისე ბევრია. 

აქტივობები... გოგონების გამოკვება ქველმოქმედებაში ითვლება? ?
არ დამენანებოდა ბუნებაში სიარულში, ასევე ისეთ რამეებში, რაც მავითარებს და საჭირო უნარ-ჩვევებს მძენს. "აისის" სალაშქრო და ბუნებაში თვითგადარჩენის კურსები, მაგალითად.

 

ევა მენდესი თუ ევა ჰერციგოვა?

ნესტანი მშვენიერი ჯანმრთელი გოგოა © 

Share on other sites

  • ფორუმელი
5 minutes წინ, დათვების მეგობარი said:

გოგონების გამოკვება ქველმოქმედებაში ითვლება?

ნაწილობრივ. :D

6 minutes წინ, დათვების მეგობარი said:

ევა მენდესი თუ ევა ჰერციგოვა?

დიდად არცერთი, მაგრამ:

მენდესი - მესექსუალურება.

ჰერციგოვას ყინულის პრინცესად უფრო აღვიქვამ.

 

რამდენი გოგო და რამდენი ბიჭი გაგიცვნია ნეტიდან და რომელიმესთან დღემდე თუ გაქვს გარკვეული ურთიერთობა (თუნდაც წელიწადში ერთხელ მოკითხვა და ა.შ.)?

:wackygirl::t4426::wackygirl:

Share on other sites

  • ფორუმელი
2 minutes წინ, Artie said:

რამდენი გოგო და რამდენი ბიჭი გაგიცვნია ნეტიდან და რომელიმესთან დღემდე თუ გაქვს გარკვეული ურთიერთობა (თუნდაც წელიწადში ერთხელ მოკითხვა და ა.შ.)?

ბევრი გამიცნია, რა დათვლის. ზოგი ახლო მეგობარი გახდა, ზოგი მომეონა ქალვაჟურად, ზოგი შემიყვარდა, ერთი კინაღამ ცოლიც გაიჩითა :) კარგი და სასიამოვნო ნაცნობების სტატუსით ხომ ვინ მოთვლის.

 

როგორ შეაფასებდი შენს სიმამაცეს ათბალიანი შკალით? ათი ყველაზე უშიშარია.

ნესტანი მშვენიერი ჯანმრთელი გოგოა © 

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
11 minutes წინ, დათვების მეგობარი said:

როგორ შეაფასებდი შენს სიმამაცეს ათბალიანი შკალით? ათი ყველაზე უშიშარია.

არ გავკადნიერდები და, 9 იყოს. 10-ზე თავს არ დავდებ.

ჩემი ძმა უაზრო უშიშარს მეძახდა ხოლმე. :დ ანუ საფრთხეს რომ არ ვითვალისწინებდი. ... ეს ადრე იყო. ახლა ვითვალისწინებ და გონებას ვუჯერებ, როგორც წესი.

რამდენად მალე შეგიძლია ტრამვის გადახარშვ-გადატანა? (ვინმეს გარდაცვალებას არ ვგულისხმობ. სხვა, შეეედარებით ნაკლებ ტრამვებს).

 

 

 

Edited by Artie

:wackygirl::t4426::wackygirl:

Share on other sites

  • ფორუმელი
ონლაინ, Artie said:

რამდენად მალე შეგიძლია ტრამვის გადახარშვ-გადატანა? (ვინმეს გარდაცვალებას არ ვგულისხმობ. სხვა, შეეედარებით ნაკლებ ტრამვებს).

სწრაფად. რაც დრო გადის, უფრო და უფრო სწრაფად. სწავლადია ეგეც და ვსწავლობ. გარდაცვალებასაც ეხება ეს.

 

სახლიდან გაქცევის მცდელობა გქონია 18 წლამდე? ან იქნებ გამოგივიდა კიდეც?

ნესტანი მშვენიერი ჯანმრთელი გოგოა © 

Share on other sites

  • ფორუმელი
5 minutes წინ, დათვების მეგობარი said:

სახლიდან გაქცევის მცდელობა გქონია 18 წლამდე? ან იქნებ გამოგივიდა კიდეც?

არასდროს. ყოველთვის მიყვარდა ჩემი ოჯახი. და პირიქით, სახლი ერთადერთი ადგილი იყო, სადაც გარესამყაროს ვემალებოდი (შეძლებისდაგვარად) და სადაც სულ მინდოდა ყოფნა. ჩემი ციხესიმაგრე იყო მართლაც. დედაჩემი "მაგდებდა" ხოლმე გარეთ. :D მოზარდობისას. ... არათინეიჯერულ ასაკში ჩვეულებრივი თხაკიკინა მხიარული და ბავშვებში აქტიურად მოთამაშე ვიყავი. მერე შევიცვალე.

 

როგორი ბავშვობა და თინეიჯერობა გქონდა?

 

:wackygirl::t4426::wackygirl:

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share