Jump to content
×
×
  • Create New...

კანის მოვლის რუტინა


Windmühle
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

@amy ლიფტინგ ეფექტი დროებითია რაა, ტყუილად იწელება კანი, აიწევა დაიწრვა და ამასობაში საერთო ჯამში უფრო ეშვება კანი ვიდრე ტონუსშია. ლოგიკურია ხო?

მაგიტო მე ამ ლიფტინგ საშუალებებს ბოროტებად მივიჩნევ :givi:

მდა. შენ გგონია რომ რომელიმე ძნ ძვირიანი სერუმის ქიმიური ფორმულის წარმოება უფრო მეტი ჯდება ვიდრე 6 დოლარია? :givi:

მართლა ასე გგონია?

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი

@Mulan არა :დ გააჩნია. 50+ ქალებში ლიფტინგ კრემები სულ თუ არ გამოიყენე ეგ ეფექტია, თან გააჩნია ლიფტინგი რის ხარჯზე მიიღწევა.

ეს რაც დაგიდე, მჟავების ნაკრებია, რაც აცლის მკვდარ ქსოვილებს სახის კანს და ასტიმულირებს უჯრედებს. ამიტომ ჩვენ ასაკში თუ ნორმალურად მოუარე და ეს სერუმიც მიაშველე, გარკვეული ეფექტი გაქვს. ცხადია მუდმივი ეფექტი ვერაფერზე ვერ გექნება, ეს ხომ ის არაა, ერთხელ გაიკეთო და მერე ვსიო, რაც გინდა ქნა იგივე შედეგი შეინარჩუნო მთელი ცხოვრება. 

უმეტესობა ლიფტინგ-კრემების უაზრობაა, კი. ამიტომ გააჩნია რა მექანიზმის ხარჯზე უწერია ლიფტინგ ეფექტის მიღწევა. 

ნიაცინამიდი ბაზარზე რა ღირს ვერ გეტყვი, მაგრამ ამდენი ელემენტის შემცველობა რომ არის კრემში, რომელიც 6 დოლარი ღირს და მოგებაზე გაყავს კომპანია (იქ პიარი, იქ შეფუთვა და სხვა ხარჯები), მასეთს ცხადია არ წავისვამ :დ

 

'nothing ever happened, not even this'

 

Share on other sites

  • ფორუმელი

@amy იგივე ორდინარის წითელი პილინგი ან დოქტორ ბრანდტის ექსფოლიანტი რომელსაც მე ვიყენებ და ძნ კმაყოფილი ვარ უზრუნველყოფს იმას რომ მკვდარი უჯრედები სწხეზე არ გქონდეს, მჟავაა წითელი პილინგიც, ბრანდტი მექანიკური ექსფოლიანტია. მოკლერ ამ ორი პილინგით პილინგის პრობლემა არ მაქვს რა... რაც შეეხება ლიფტინგს ჯერ არ ვიყენებ, სამომავლოდ პლასტიკური ქირურგია და მისი ჯანი, ისიც ლაითი ჩარევებით...

საქმეც მაგაშია რომ შეფუთვასა და მარკეტინგში უაზროდ ბევრს არ ხარჯავს, მეტიც მინიმუმს ხარჯავს ორდინარი, ესტემ იყიდა 3 მლრდ დოლარად, რებრენდინგს აპირებენ და დიდი ალბათობით გადაფუთავენ და გააძვირებენ იგივე ფორმულას. ყველა შრატი შეიცავს ბაზის ქიმიურ ნივთიერებებს ჯოჯობა შმოჟობა და უწუწუ დანამატები არის მარკეტინგული ზახოდები რონელიც ძვირად აყიდინებთ პროდუქტს, ფაქტია ორდინარი თავისი ბიუჯეტური და ეფექტური პროდუქციით მხოლოდ მადლიერებას იწვევს მომხმარებელში, მე პირადად აღფრთოვანებული ვარ მაგათი პროდუქციით. რეტინოლსაც ორდინარისას ვიწყებ :fofo:

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი

დღეიდან ვიწყებ რეტინოლს, იმედია მომეწონება, ვაპირებ აპრილის ბოლომდე გამოვიყენო :fofo: 

პირველი დოზა 02% იანი და ნელ-ნელა გავზრდი ყოველ ახალ ფლაკონზე, სავარაუდოდ თვენახევარში ერთი მომიწევს :fofo: 

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი

რაღაც ეს რეტინოლი არ მომწონს :wtf:

არფერს შვრება სამი თვეა ვისვამ. 

ნიაცინამიდი ათასჯერ ჯობია ხო და დავიწყე ყველგან წასმა დღეიდან რომ დროულად გამოვლიო და ნიაცინამიდზე გადავიდე. მე აწი პკ რეტინოლს რა :facepalm:

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი

@Mulan 22ში უნდა ყოფილიყო და ფრენა გადაიდოო და 30ში ჩამოვა იმედია ჩემი ნიაცინამიდი

ვნახო ერთი რა, წესით უნდა მომიხდეს :fofo:

'nothing ever happened, not even this'

 

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share