Jump to content
×
×
  • Create New...

ტაილანდის ცენტრალური ბანკი უკანონო ციფრული ვალუტის შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%98%E1%83%9A%E1%

ტაილანდის ბანკმა მკაცრი გაფრთხილება კერძო სტაბილკოინის წინააღმდეგ გამოსცა, რომელიც ეროვნულ ვალუტას, ბატს უკავშირდებოდა.

Bangkok Post-ის თანახმად, 18 მარტს, ცენტრალურმა ბანკმა მოქალაქეებს განუცხადა, რომ Thai Baht Digital-ს არ აქვს სამართლებრივი გარანტიები და დაცვა. ამიტომ მომხმარებლები შეიძლება იყვნენ კიბერ ქურდობის ან ფულის გათეთრების რისკის ქვეშ.

ცენტრალური ბანკის იურიდიული ჯგუფის ხელმძღვანელის თანაშემწემ, ფრუთიპონგ სქრიმაქჰენდმა განაცხადა, რომ ნებისმიერი აქტივობა, რომელიც სტაბილკოინით მიმდინარეობს უკანონოა.

”ნებისმიერი ფულის ნიშნის შექმნა, გაცემა, გამოყენება ან ბრუნვა წარმოადგენს ფულის სავალუტო კანონის 1958 წლის მე-9 ნაწილის დარღვევას. ამგვარი გამოყენება საბოლოო ჯამში გავლენას მოახდენს ფართო საზოგადოების ნდობაზე ეროვნული სავალუტო სისტემის სტაბილურობის მიმართ, რომელიც ქვაკუთხედია ყველა ეკონომიკური საქმიანობისა”,-აღნიშნა ქვეყნის ცენტრალური ბანკის იურიდიული ჯგუფის ხელმძღვანელის თანაშემწემ.

სტაბილკოინი Terra პლატფორმაზე გაიცემა.

შეგახსენებთ, რომ ტაილანდის ბანკმა საკუთარი კვლევა ეროვნული ციფრული ვალუტის შესახებ დააჩქარა. კვლევა მიმდინარეობს ჰონგ-კონგის მონეტარულ ორგანოსთან, არაბეთის გაერთიანებული საამიროების ცენტრალურ ბანკთან და ჩინეთის ბანკის ციფრული ვალუტის ინსტიტუტთან ერთად.

The post ტაილანდის ცენტრალური ბანკი უკანონო ციფრული ვალუტის შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს appeared first on ბიტკოინ & ბლოქჩეინ სიახლეები.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   250 all people including: 0 წევრი, 1 ანონიმური, 249 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • YandexBot(1)
    • Chrome(10)
    • Googlebot(3)