Guest Merlin Posted 18 მარტი, 2021 Posted 18 მარტი, 2021 ხუთშაბათს, 18 მარტს ციფრული ვალუტების ბაზარი უმნიშვნელოდ, მაგრამ მაინც შემცირდა. ბიტკოინი მეტ-ნაკლებად ინარჩუნებდა 58.000 დოლარის ნიშნულს. უფრო კონკრეტულად კი, დღის განმავლობაში კრიპტოვალუტის ფასის ნიშნული 57.900-სა და 58.000 დოლარის ფარგლებში მოძრაობდა. ბოლო 24 საათის განმავლობაში ბიტკოინის კურსი დაახლოებით 1.75%-ით შემცირდა. კვირის განმავლობაში კი ფასის გაუმჯობესების მაჩვენებელი 0.44%-ს შეადგენს. რაც შეეხება ეთერიუმს: ალტკოინი 1.700 დოლარის პოზიციას კვლავ ინარჩუნებს. ბოლო 24 საათის განმავლობაში ეთერიუმის კურსი დაახლოებით 2.15%-ით შემცირდა. დღის მანძილზე კრიპტოვალუტის ფასი 1.800-სა და 1.788 დოლარს შორის მოძრაობდა. უნდა აღინიშნოს, რომ კვირის განმავლობაში ეთერიუმის ფასის ნიშნული 3.08%-ით არის შემცირებული. შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 18 მარტს კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია ტრილიონ 778 მილიარდ დოლარს შეადგენდა. The post 18 მარტს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა appeared first on ბიტკოინ & ბლოქჩეინ სიახლეები. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა