Jump to content
×
×
  • Create New...

ძებნა

'მიმოხილვა' ძებნის შედეგები.

  • ტეგების მიხედვით

    Type tags separated by commas.
  • ავტორის მიხედვით

კონტენტის ტიპი


დისკუსიები

  • სადისკუსიო ბადე
    • პოლიტიკა & საზოგადოება
    • განათლება & მეცნიერება
    • ჯანმრთელობა & მედიცინა
    • ხელოვნება & კულტურა
    • გ ვ ი რ ი ლ ა
    • ზოგადი დისკუსიები
  • თავისუფალი ბადე
    • F L A M E
  • ადმინისტრაციული ბადე
    • ბადეს შესახებ

მომიძებნე მხოლოდ

ან მომიძებნე


შექმნის დრო

  • Start

    End


განახლებული

  • Start

    End


Filter by number of...

რეგისტრაციის დრო

  • Start

    End


ჯგუფი


სქესი


ჰობი

Found 6 results

  1. ორშაბათს, 22 მარტს კრიპტოვალუტის ბაზრისთვის არცთუ სახარბიელო დღე აღმოჩნდა. ციფრული ვალუტების ბაზარი წინა დღესთან შედარებით შემცირდა. 21 მარტს ბიტკოინის კურსი 58.767 დოლარს შეადგენდა. თუმცა გუშინ, დღის ბოლოს, ფასმა 57.500 დოლარის ფარგლებში დაიწყო მოძრაობდა. ბოლო 24 საათის განმავლობაში ბიტკოინის კურსი დაახლოებით 3%-ით არის შემცირებული. ეს კი ნიშნავს, რომ ფასი 56.000 დოლარს შეადგენს. რაც შეეხება ეთერიუმს: ბოლო 24 საათის განმავლობაში ალტკოინის კურსი ასევე 3%-ით შემცირდა. საბოლოოდ, ეთერიუმის ღირებულებამ 1.745 დოლარი შეადგინა. ბოლო პერიოდში ფასის ზრდის ტენდენციის დროს ეთერიუმის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 13 მარტს დაფიქსირდა, რა დროსაც ფასი 1.937 დოლარი იყო, ხოლო ყველაზე დაბალი კურსი პირველ მარტს 1.416 დოლარზე დაფიქსირდა. უნდა აღინიშნოს, რომ კვირის განმავლობაში ეთერიუმის კურსი 2.18%-ით არის შემცირებული. შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 22 მარტს, დღის მეორე ნახევარში, კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით ტრილიონ 753.1 მილიარდ დოლარს შეადგენდა. The post 22 მარტს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა appeared first on ბიტკოინ & ბლოქჩეინ სიახლეები.
  2. ხუთშაბათს, 18 მარტს ციფრული ვალუტების ბაზარი უმნიშვნელოდ, მაგრამ მაინც შემცირდა. ბიტკოინი მეტ-ნაკლებად ინარჩუნებდა 58.000 დოლარის ნიშნულს. უფრო კონკრეტულად კი, დღის განმავლობაში კრიპტოვალუტის ფასის ნიშნული 57.900-სა და 58.000 დოლარის ფარგლებში მოძრაობდა. ბოლო 24 საათის განმავლობაში ბიტკოინის კურსი დაახლოებით 1.75%-ით შემცირდა. კვირის განმავლობაში კი ფასის გაუმჯობესების მაჩვენებელი 0.44%-ს შეადგენს. რაც შეეხება ეთერიუმს: ალტკოინი 1.700 დოლარის პოზიციას კვლავ ინარჩუნებს. ბოლო 24 საათის განმავლობაში ეთერიუმის კურსი დაახლოებით 2.15%-ით შემცირდა. დღის მანძილზე კრიპტოვალუტის ფასი 1.800-სა და 1.788 დოლარს შორის მოძრაობდა. უნდა აღინიშნოს, რომ კვირის განმავლობაში ეთერიუმის ფასის ნიშნული 3.08%-ით არის შემცირებული. შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 18 მარტს კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია ტრილიონ 778 მილიარდ დოლარს შეადგენდა. The post 18 მარტს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა appeared first on ბიტკოინ & ბლოქჩეინ სიახლეები.
  3. ორშაბათს, 15 მარტს ციფრული ვალუტის ბაზარი წინა დღესთან შედარებით ოდნავ შემცირდა. დღის პირველ ნახევარში ბიტკოინის ფასი 58.000 დოლარის ფარგლებში მოძრაობდა. უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში კრიპტოვალუტის ფასმა დაახლოებით 4%-ით დაიკლო. უნდა აღინიშნოს, რომ ბიტკოინის კურსი კვირას გაუმჯობესდა. გუშინ, ბიტკოინმა 60.000 დოლარის ზღვარი დასძლია და 61.597 დოლარზე დაფიქსირდა. თუმცა ამ ნიშნულის შენარჩუნება დღის ბოლომდე ვერ მოახერხა. კრიპტოვალუტაზე ვაჭრობა 59.302 დოლარზე დაიხურა. მიუხედავად ამისა, ბიტკოინი კვლავ რჩება კაპიტალიზაციის მაჩვენებლით ყველაზე დიდ კრიპტოვალუტად. უკანასკნელი მონაცემებით ბიტკოინის კაპიტალიზაცია დაახლოებით ტრილიონ დოლარს შეადგენს. რაც შეეხება ეთერიუმს: გუშინ, ეთერიუმის ფასი 2.000 დოლარის ნიშნულთან ძალიან ახლოს იყო. დღის განმავლობაში დაფიქსირებული ყველაზე მაღალი ფასის დონე 1.930 დოლარს შეადგენდა. თუმცა ალტკოინმა ამ ნიშნულის შენარჩუნება ვერ მოახერხა. ბოლო 24 საათის განმავლობაში ეთერიუმის კურსი დაახლოებით 5.71%-ით შემცირდა. 15 მარტს, დღის პირველ ნახევარში, ალტკოინის ღირებულება კი 1.791 დოლარის ფარგლებში მერყეობდა. შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 15 მარტს, დღის პირველ ნახევარში, კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით ტრილიონ 745 მილიარდ დოლარს შეადგენდა. The post 15 მარტს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა appeared first on ბიტკოინ & ბლოქჩეინ სიახლეები.
  4. კვირას, 8 ნოემბერს ციფრული ვალუტების ბაზარი ოდნავ შემცირდა. უნდა აღინიშნოს, რომ კვირის შუა პერიოდში ბიტკოინის კურსი ზრდას აჩვენებდა. ჯერ კიდევ 6 ნოემბერს კრიპტოვალუტის ფასმა მკვეთრად მოიმატა. ანალიტიკოსების პროგნოზი გამართლდა და ბიტკოინის ფასი 14.000 დოლარის ნიშნულს მნიშვნელოვნად ასცდა. უკვე შაბათ-კვირას ციფრული ვალუტის ფასი 15.000 დოლარის ფარგლებში მერყეობდა. თუმცა კვირას, დღის ბოლოს, ბიტკოინის კურსი დაახლოებით 2.17%-ით იყო შემცირებული. კრიპტოვალუტის ფასი კი 15.170 დოლარს შეადგენდა. ბაზარზე ბიტკოინის დომინირების მაჩვენებელი კი 64.2% იყო. რაც შეეხება ეთერიუმს: გუშინ, ალტკოინის ღირებულება ასევე შემცირდა. ეთერიუმის კურსი 443 დოლარის ფარგლებში მერყეობდა. უნდა აღინიშნოს, რომ დღის განმავლობაში კრიპტოვალუტის კურსი 3.91%-ით შემცირდა. თუმცა პოზიტიური ნიშანია, რომ ეთერიუმის ფასი კვლავ 400 დოლარის ფარგლებში მერყეობს. შეგახსენებთ რომ, CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 8 ნოემბერს, საღამოს კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 438.1 მილიარდ დოლარს შეადგენდა. The post 8 ნოემბერს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა appeared first on ბიტკოინ & ბლოქჩეინ სიახლეები.
  5. სამშაბთს, 13 ოქტომბერს ციფრული ვალუტების ბაზარი ოდნავ შემცირდა. დღის განმავლობაში ბიტკოინის ფასი 11.450 დოლარის ქვემოთაც კი აღმოჩნდა. უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში ბიტკოინის კურსი 1.33%-ით შემცირდა. კვირის განმავლობაში კი ბიტკოინის კურსის მატების მაჩვენებელი 6.43%-ს შეადგენს. რაც შეეხება ეთერიუმს: ეთერიუმი ბაზრის კაპიტალიზაციით მეორე ადგილს კვლავ ინარჩუნებს. ალტკოინის კაპიტალიზაციის მაჩვენებელი 42.9 მილიარდ დოლარს შეადგენს. რიპლის კაპიტალიზაცია კი 14 მილიარდი დოლარია. ბოლო 24 საათის განმავლობაში ეთერიუმის კურსი დაახლოებით 2.32%-ით შემცირდა. დღის განმავლობაში კი ალტკოინის ფასის ნიშნული 379 დოლარის ფარგლებში მერყეობდა. კვირის განმავლობაში კი ეთერიუმის ფასის მაჩვენებელი 8.61%-ით არის გაზრდილი. შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 13 ოქტომბერს კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 360.8 მილიარდ დოლარს შეადგენდა. The post 13 ოქტომბერს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა appeared first on ბიტკოინ & ბლოქჩეინ სიახლეები.
  6. იმ დროს, როდესაც მსოფლიოში COVID-19-ის დადასტურებული შემთხვევები ძალიან სწრაფად იზრდება, სხვადასხვა ქვეყნის ჯანდაცვის მკვლევარები დაუღალავად მუშაობენ ვირუსის შემამსუბუქებელი სიახლეების აღმოსაჩენად. პროექტები, რომლებზეც კომპანიები მუშაობენ, 3 ძირითად ჯგუფად იყოფა, ესენია – დიაგნოზი, მკურნალობა და ვაქცინა. პოსტში თითოეულ მათგანზე მოგიყვებით. დიაგნოზი: დაავადების სწრაფად და ეფექტურად გამოვლენა, რომელიც ამცირებს გართულების და გავრცელების რისკს დღეისათვის ტესტებზე მომუშავე კომპანიების რიცხვი ბევრია. მათი მიზანი რაც შეიძლება ნაკლებ დროში, ზუსტი პასუხის მქონე ტესტების შექმნაა. უკვე შემუშავებული და მსოფლიო მაშტაბით გამოყენებული ტესტების სია 41 პროდუქტს აერთიანებს, მათგან ზოგი რამოდენიმე წუთში იძლევა ეფექტურ პასუხს: საქართველოში ანალიზი ვირუსზე ტარდება ლუგარის ლაბორატორიაში ე.წ. პოლიმერაზიული ჯაჭვური რეაციის მეთოდით, რომელიც დიდ დროს მოითხოვს და მასობრივ ტესტირებებთან შეუთავსებელია. ჩინეთის მიერ დახმარების სახით მოწოდებული სწრაფი ტესტები, რომლებიც საათნახევარში იძლევა პასუხს, ლიმიტირებული რაოდენობით გვაქვს და მისი ძირითადი ნაწილი უკვე მარნეულს მოხმარდა. რაც შეეხება 15-30 წუთიან სწრაფ ტესტებს, რომელიც საქართველოში მარტის ბოლოს შემოვიდა, უვარგისი აღმოჩნდა და ჯერ-ჯერობით ქვეყანა სწრაფი ტესტების გარეშე რჩება. 2. მკურნალობა: სიმპტომების შემსუბუქება იმ ადამიანებში რომლებსაც აქვთ დაავადება და საბოლოოდ, საერთო სიკვდილიანობის მაჩვენებლის შემცირება. მიუხედავად იმისა, რომ COVID-19-ით ინფიცირებულთა უმრავლესობას ნაკლებად მწვავე სიმპტომები ახასიათებთ, დაავადებამ ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლოა, მძიმე შედეგები გამოიწვიოს. რისკ ჯგუფში ქრონიკული დაავადებების მქონე და ასაკოვანი პაციენტები შედიან. მკურნალობის ფორმების უმეტესობა 2 კატეგორიისგან შედგება: რესპირატორული სიმპტომების მკურნალობა, განსაკუთრებით პნევმონიის, რომელიც მძიმე შემთხვევებში გვხვდება;ორგანიზმში ანტივირუსების ზრდა ანუ ადამიანის სხეულში ვირუსების გამრავლების შეჩერება.ცხრილში მოცემულია COVID-19-ის მკურნალობისთვის გათვალისწინებული მედიკამენტები, რომლებსაც უმეტეს შემთხვევაში, სხვადასხვა ქვეყნის ჯანდაცვის ორგანიზაციები ინფიცირებულთა სამკურნალოდ იყენებენ და მათი ტესტირება ჯერ კიდევ პროცესშია: თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსით დაავადებული პაციენტების სამკურნალოდ ისეთ ექსპერიმენტულ მედიკამენტებს იყენებენ როგორიცა მაგალითად, რემდესივირი. საქართველომ აირჩია პრეპარატები, რომლებმაც ჩინეთის გამოცდილებით დიდი ეფექტი აჩვენეს და ჯერ-ჯერობით ჩვენი მედიკოსების სწორი გადაწყვეტილება სიკვდილიანობის ნულოვან მაჩვენებელზეც ისახება. 3. ვაქცინა: მოსახლეობაში COVID-19-ის მიმართ ხელოვნური იმუნიტეტის გამომუშავების გზით ინფექციის გავრცელების შეჩერება. დღეისათვის დაახლოებით 35 კომპანია და აკადემიური ინსტიტუტი იბრძვის COVID-19-ის საწინააღმდეგო ეფექტური ვაქცინის შესაქმნელად. მათგან რამოდენიმემ კი უკვე დამაიმედებელ შედეგებსაც მიაღწია: როგორც წესი, ვაქცინა ჯერ კლინიკურ ცდებს გადის ცხოველებზე, შემდეგ კი გადადის მომდევნო ეტაპზე და იწყება მათი ადამიანებზე გატესტვა, რასაც ჩვეულებრივ წელიწადი ან მეტი დრო სჭირდება. თუმცა რადგან ვითარება სულ სხვაგვარია, საჭირო გახდა ვაქცინის შემუშავების დაჩქარება. ვაშინგტონში კომპანია Moderna Therapeutics-მა დროის მოგების მიზნით მათ მიერ შემუშავებული ვაქცინა mRNA-1273, პირდაპირ ადამიანზე გამოსცადა, რაც ჯერ-ჯერობით დამაიმედებელ შედეგს იძლევა და თუ ყველაფერმა გეგმის შესაბამისად ჩაიარა, აღნიშნულ კომპანიას ვაქცინა 2020 წლის შემოდგომისთვის ექნება მზად. ცნობილია, რომ ვაქცინის ყველაზე ადრეული ვერსიები რისკ ჯგუფებისთვის და სამედიცინო პერსონალისთვის იქნება ხელმისაწვდომი. გარდა ზემოთ ჩამოთვლილისა, მეცნიერები ცდილობენ ვირუსის ზემოქმედება ორგანიზმზე ადამიანის დნმ-ის დონეზე გამოიკვლიონ, ამით ისინი ცდილობენ ახსნან კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობის მიზეზი იმ პაციენტებში, რომლებიც არ შედიოდნენ რისკ ჯგუფებში. მკვლევარები ვარაუდობენ, რომ ვირუსისადმი მგრძნობელობა შესაძლოა გენეტიკური ფაქტორებით იყოს განპირობებული. ასევე, ქიმიკოსების ჯგუფი ცდილობს შექმნას ცილის ფრაგმენტი ე.წ. პეპტიდი, რომელსაც ვირუსის ცილების ადამიანის უჯრედში შეღწევის ბლოკირება შეუძლია. მკვლევარები ამ მხრივ დამაიმედებელ ცნობებს იძლევიან და გვპირდებიან, რომ მეთოდის გამოცდას პაციენტებზე რამოდენიმე კვირაში დაასრულებენ. წყარო: VISUAL CAPITALIST