Jump to content
×
×
  • Create New...

საქართველოში ღარიბი ადამიანების რიცხვმა 1 მლნ-ს გადააჭარბა


Recommended Posts

  • ფორუმელი

https://www.bpn.ge/article/76936-sakartveloshi-garibi-adamianebis-ricxvma-1-mln-s-gadaacharba-ramdeni-igebs-saxelmcipo-shemceobas/

 

fbIconAlt.png
prntIcon.png
 

ბოლო ერთ წელიწადში იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც სახელმწიფოს მხრიდან საარსებო შემწეობას იღებენ, დაახლოებით, 23,8%-ით გაიზარდა.

სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, 2020 წლის ნოემბერში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა (უკიდურესად გაჭირვებულების) წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 99 304 ადამიანით არის გაზრდილი.

სტატისტიკური მონაცემებით, 2019 წლის ნოემბერში საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი 416 396-ს შეადგენდა, 2020 წლის ნოემბერში კი 515 700-ს შეადგინა.

 

ერთ მილიონს გადააჭარბა სოციალური მომსახურების სააგენტოს ბაზაში რეგისტრირებულთა რაოდენობამაც, ანუ მათი რიცხვი, ვინც თვლის, რომ ღარიბია და დახმარებას საჭიროებს. უფრო კონკრეტულად, 2019 წლის ნოემბერში ასეთი ადამიანების რიცხვი შეადგენდა 929 440-ს, დღეის მდგომარეობით კი ბაზაში 1 011 868 ადამიანია რეგისტრირებული.

 

_________________________________________________________

 

რა უბედურება გვჭირს.

 

This guy doesn't just wanna win you know, he wants to bury ya, he wants to humiliate ya, he wants to prove to the whole world that you was nothin but some kind of freak the first time out. He said you were a one time lucky bum! Well now I don't wanna get mad in a biblical place like this. But I think you're a hell of a lot more than that kid! 
Share on other sites

  • ფორუმელი

როცა 3 მილიონიან ქვეყანაში 80კ ბავშვი შიმშილობს და მერე ამ შიმშილს მილიონერი, ქლესა პარლამენტარები აპრავებენ, დროა გავიაზროთ რომ ვერ შედგა სახელმწიფო.

ესაა სახელმწიფობანას თამაში და რაც მალე დასრულდება და მოედგნება დედა ამ სისტემას მით უკეთესი.

 

Share on other sites

  • ფორუმელი
4 minutes წინ, Chigurh said:

როცა 3 მილიონიან ქვეყანაში 80კ ბავშვი შიმშილობს და მერე ამ შიმშილს მილიონერი, ქლესა პარლამენტარები აპრავებენ, დროა გავიაზროთ რომ ვერ შედგა სახელმწიფო.

ესაა სახელმწიფობანას თამაში და რაც მალე დასრულდება და მოედგნება დედა ამ სისტემას მით უკეთესი.

ჰოდა რატომ ხდება ესე?

ჩვენ რასაც ვითმენთ 30 წელია, ამას ბევრი ევროპული სახელმწიფო ვერ მოითმენდა.

ნუთუ ჩვენმა სისხლიანმა ისტორიამ იმხელა გამძლეობა გამოგვიმუშავა, რომ ფაქტობრივად ფსიქოლოგიურად ეს გამძლეობა მონობად გადაიქცა?

 

 

This guy doesn't just wanna win you know, he wants to bury ya, he wants to humiliate ya, he wants to prove to the whole world that you was nothin but some kind of freak the first time out. He said you were a one time lucky bum! Well now I don't wanna get mad in a biblical place like this. But I think you're a hell of a lot more than that kid! 
Share on other sites

  • ფორუმელი
19 minutes წინ, ბაყბაყდევი said:

ჰოდა რატომ ხდება ესე?

ჩვენ რასაც ვითმენთ 30 წელია, ამას ბევრი ევროპული სახელმწიფო ვერ მოითმენდა.

ნუთუ ჩვენმა სისხლიანმა ისტორიამ იმხელა გამძლეობა გამოგვიმუშავა, რომ ფაქტობრივად ფსიქოლოგიურად ეს გამძლეობა მონობად გადაიქცა?

 

 

სიკვდილის განაჩენის ბოლო ფაზა შეგუებაა.ამიტომ.

მანამდეა უარყოფა, მრისხანება და ა.შ.

 

Share on other sites

@Chigurh

1 საათის წინ, Chigurh said:

სიკვდილის განაჩენის ბოლო ფაზა შეგუებაა.ამიტომ.

მანამდეა უარყოფა, მრისხანება და ა.შ.

 

გენიალურია სენიორ.

Share on other sites

  • ფორუმელი

ასე მარტივი არ არის ცხოვრება და პოლიტ-ეკონომიკა ხომ საერთოდ.

 

1) სიღარიბის ზღვარი მცოცავია, ანუ განისაზღვრება როგორც "მედიანური მოხმარების 60%-ის ქვემოთ მყოფი მოსახლეობა".

ავიღოთ ერთ სცენარში 3 ცალი 10 წევრიანი ჯგუფი ადამიანების, მოხმარების დონეებით 500, 1500 და 3000 ლარი თვეში. მედიანური მოხმარება ამ შემთხვევაში იქნება 1500 და ათივე 500 ლარიანი ჩაითვლება ღარიბად.

მაგრამ ვთქვათ 500 ლარიანი ჯგუფიდან ყველა გამდიდრდა და გადავიდნენ 1500-იანში, და ამასთან ერთად 1500 ლარიანში ვინც იყო, იმათგან 6 ტიპი გახდა 3000 ლარიანი, ანუ ახლა პირველ ჯგუფში არის 0 ადამიანი, მეორეში 14 და მესამეში 16. ამ შემთხვევაში მედიანური მოხმარება გახდება უკვე 3000 ლარი, და 1500 ლარიანი ადამიანები ჩაითვლებიან "ღარიბებად".

ანუ, მიუხედავად იმისა რომ ერთადერთი რაც მოხდა იყო ის რომ მოსახლეობის ნახევარზე მეტი მოძლიერდა ეკონომიკურად, ამან გაზარდა "ღარიბი" ადამიანების რაოდენობა.

"სიღარიბე", ამ სტანდარტებით, არის არა კეთილდღეობის არამედ ეკონომიკური თანასწორობის საზომი ერთეული და თავისუფალი ბაზარი, თითქმის უნივერსალურად, ეკონომიკურ უთანასწორობას ზრდის.

 

2) როცა ქვეყანას აქვს სოციალური დახმარების მინიჭების სტრუქტურა რომელსაც აქვს "მოჭრის" ბასრი ნაპირი. ანუ ამ ხაზის აქეთ "იღებ" და ერთი ნაბიჯის იქით აღარ.

ეგ იწვევს იმას რომ ყველა ამ ხაზთან ახლოს მყოფი ცდილობს იმ ხაზზე ერთი ნაბიჯით უკან იყოს ან სულ მინიმუმ ასე გამოჩნდეს მაინც.

 

3) საერთოდ რა არის სიღარიბე? 100 წლის წინ ადამიანს წნელის ქოხი თუ ჰქონდა და ზამთარში ცეცხლი ენთო, წელში გამართული გაივლიდა სოფლის ორღობეში და დღეს რა სტანდარტი გვაქვს?

ტელევიზორი შავთეთრი უდგას სახლში თუ ფერადი, სარეცხის მანქანა თუ აქვს, დ.ა.შ.

დღეს ბევრი "ღარიბი", აბსოლუტური სტანდარტებით უკეთესად ცხოვრობს ვიდრე 100 წლის წინ მოსახლეობის ტოპ 0.1% ცხოვრობდა.

 

4) არის კატეგორია ადამიანების რომლებიც არასდროს იქნებიან არა-ღარიბები. მათი ცხოვრებისეული ფილოსოფია და მსოფლმხედველობა განაპირობებს რომ არასდროს შეინახავენ იმდენ ეკონომიკურ დოვლათს რომ საარსებო მინიმუმს ასცდნენ.

 

ეს ყველა ფქტორი ერთად განაპირობებს იმას რომ "სიღარიბე" ყველგან და ყოველთვის იქნება და მისი დევნა არის ქარის წისქვილებთან ბრძოლა.

ეს არ ნიშნავს იმას რომ არავინ არავის დაეხმაროს, უფრო იმას რომ კერძო, დეცენტრალიზებული ქველმოქმედება უნივერსალურად უფრო ეფექტური იქნება ვიდრე ნებისმიერი სახელმწიფო პროგრამა.

Share on other sites

  • ფორუმელი
18 საათის წინ, ბაყბაყდევი said:

რა უბედურება გვჭირს.

როგორ დავიჯერო შრომის უნარიანები რომ არ იქნებიან მათ ოჯახებში .

ელემენტარულია თუ ხელს არ  გავატოკებთ ჩვენც მოვხვდებით მათ რიგებში ხოდა  სიზარამცე ერშია გამჯდარი  ეს ცალსახაა.

პ.ს. სიზარმაცეს უთხარით არა და ხელები დაიკაპიწეთ :) 

 

    ღმერთმანი 

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   34 all people including: 0 წევრი, 0 ანონიმური, 34 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(27)
    • YandexBot(17)
    • Googlebot(2)