Jump to content
×
×
  • Create New...

„მილუოკიმ“ სტუმრად „ფილადელფია“ დაამარცხა – იანისი საუკეთესო იყო [ვიდეო] #1TVSPORT


Guest Georgia
 Share

Recommended Posts

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) რეგულარული სეზონის მორიგი შეხვედრები გაიმართა. „ფილადელფიამ“ საკუთარ არენაზე „მილუოკის“ უმასპინძლა და ოვერტაიმში, ოთხი ქულის სხვაობით, ანგარიშით 105:109 დამარცხდა. „სიქსერსი“ კვლავ ჯოელ ემბიდის გარეშე თამაშობდა, რომელსაც მუხლის ტრავმა აწუხებს.

ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო იანის ანტეტოკუნმპო იყო, რომელმაც 32 ქულითა და 15 მოხსნით ორმაგი დუბლი გაიფორმა. 20 ქულა დააგროვა ახალგაზრდა დონტე დივინჩენცომ. 19 ქულით დაასრულა მატჩი ჯრუ ჰოლიდეიმ.

„ფილადელფიას“ რიგებში ყველაზე მეტი 19 ქულა ტობაიას ჰარისის ანგარიშზეა. მას ორმაგ დუბლამდე ერთი მოხსნა დააკლდა. სამმაგი დუბლი შეასრულა ბენ სიმონსმა (13 ქულა, 10 მოხსნა და 12 პასი). 13 ქულითა და 15 მოხსნით ორმაგი დუბლი ჰქონდა დვაიტ ჰოვარდს.

„ფილადელფიას“ „ბრუკლინის“ მსგავსად 28 მოგება და 13 მარცხი აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციის ლიდერია. „მილუოკი“ 26 მოგებითა და 14 მარცხით მესამე პოზიციაზეა.

დეტროიტი – ტორონტო 116:112

ინდიანა – ბრუკლინი 115:124

ვაშინგტონი – საკრამენტო 119:121

კლივლენდი – ბოსტონი 117:110

ჩიკაგო – სან ანტონიო 99:106

ჰიუსტონი – გოლდენ სტეიტი 94:108

მემფისი – მაიამი 89:85

დენვერი – შარლოტი 129-104

დალასი – კლიპერსი 105-89

The post „მილუოკიმ“ სტუმრად „ფილადელფია“ დაამარცხა – იანისი საუკეთესო იყო [ვიდეო] #1TVSPORT appeared first on 1TV.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   117 all people including: 0 წევრი, 0 ანონიმური, 117 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(7)
    • Googlebot(3)
    • YandexBot(15)