Jump to content
×
×
  • Create New...

საფრანგეთის მთავრობა ჩამორთმეულ კრიპტოვალუტებს აუქციონზე ჰყიდის


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

shutterstock_1008697807-300x200.jpg

საფრანგეთის მთავრობამ მილიონობით ევროს ღირებულების კრიპტოვალუტა აუქციონზე გაიტანა. კრიპტოვალუტები ჰაკერებს 2019 წელს ჩამოართვეს.

ციფრული ვალუტები GateHub-ის სავაჭრო პლატფორმის გატეხვასთან დაკავშირებულ პირებს ჩამოერთვათ.

კრიპტოვალუტები ორ ნაწილიად არის გაყოფილი: პირველი შედგება 437 ლოტისაგან, რომელშიც 0,11–დან 2 ბიტკოინამდეა მოთავსებული, ხოლო მეორე ნაწილი შედგება 41 ლოტისგან, სადაც 5-დან 20 ბიტკოინზეა საუბარი.

მოსალოდნელია, რომ აუქციონით 28 მილიონი ევროს მიღება გახდება შესაძლებელი.

ანალიტიკური ორგანიზაციის, 2B4CH Swiss-ის დამფუძნებელმა, ივ ბენაიმიმ Euronews-სთან ინტერვიუს დროს აღნიშნა, რომ მთავრობის გადაწყვეტილება კრიპტოვალუტის გაყიდვის შესახებ უკვე ცხადია.

”ტექნიკურად სამინისტროს უფლება აქვს გაყიდოს რამე, რაც ჩამორთმეული იქნა, თუ ფიქრობენ, რომ შესაძლოა, მისი ღირებულება შემცირდეს. საინტერესოა, რომ ისინი კრიპტოვალუტებს ახლა ჰყიდიან, დიდი ალბათობით იმ მიზეზით, რომ ფასი დაეცემა, რომ ეს მხოლოდ “ეკონომიკური ბუშტია” და სხვა, არაფერი”,- განაცხადა 2B4CH Swiss-ის დამფუძნებელმა.

შეგახსენებთ, რომ შაბათს, ბიტკოინმა ისტორიაში პირველად გადააჭარბა 60,000 დოლარის ნიშნულს. ანალიტიკოსები კი კრიპტოვალუტის სწრაფ წინსვლას ნაწილობრივ აშშ-ს სტიმულირების გეგმის მიღებას უკავშირებენ.

The post საფრანგეთის მთავრობა ჩამორთმეულ კრიპტოვალუტებს აუქციონზე ჰყიდის appeared first on ბიტკოინ & ბლოქჩეინ სიახლეები.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   347 all people including: 1 წევრი, 1 ანონიმური, 345 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(15)
    • Micawber
    • YandexBot(6)
    • Facebookexternalhit(1)
    • Googlebot(1)