Jump to content
×
×
  • Create New...

შეყვარებულის ყოლა მართლა ასუქებს?


Mulan
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ შეყვარებულის ყოლას თქვენს წონაზე დიდი გავლენა შეიძლება ჰქონდეს.

ქუინსლენდის უნივერსიტეტში ჩატარებული კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა 10 წლის განმავლობაში დაგროვილი ინფორმაცია გააანალიზეს, რომელშიც 15 000 სხვადასხვა ადამიანის მონაცემი შედიოდა.

მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ შეყვარებული წყვილები საშუალოდ 5.8 კილოგრამით მეტს იწონიდნენ, ვიდრე ისინი, ვისაც შეყვარებული არ ჰყავდა.

სტაბილური პარტნიორის ყოლისას თქვენში სპორტულ დარბაზში წასვლის სურვილი ნელ-ნელა იკლებს, რადგან თქვენ უკვე გყავთ ადამიანი, რომელიც დროის დიდ ნაწილს თქვენთან ატარებს. ლოგინზე წამოწოლა, საყვარელი ფილმების ყურება და სამი ბოთლი ღვინის დალევა ბევრად უფრო მიმზიდველად ჟღერს, ვიდრე დარბაზში ძუნძული.

მეცნიერებმა ასევე დაადგინეს, რომ წყვილებს ზოგადად უფრო ჯანსაღი ცხოვრების წესი ახასიათებთ, ისინი ეწევიან ნაკლებს და მიირთმევენ უფრო ჯანსაღ საკვებს, თუმცა ისინი წონაში მაინც ხშირად იმატებენ.

თუ ამ ყველაფერში ეჭვი გეპარებათ, შეგვიძლია ეს ფაქტი დამატებითი კვლევებითაც გავამყაროთ.

დალასის ერთ-ერთ უნივერსიტეტში ჩატარებული კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა 200 ახალდაქორწინებული წყვილი შეისწავლეს, რის შემდეგაც ისინი იდენტურ დასკვნამდე მივიდნენ.

"კმაყოფილება წონის მატებასთან არის დაკავშირებული. რაც უფრო ბედნიერია წყვილი, მით უფრო იმატებენ ისინი წონაში." - ამბობს კვლევის ავტორი.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რაც უფრო ბედნიერი ხართ საკუთარი ურთიერთობით, მით უფრო ფუმფულა ხდებით თქვენ.


https://on.ge/story/27870-მეცნიერებმა-დაადგინეს-რომ-ურთიერთობაში-ყოფნა-ასუქებს?fbclid=IwAR1YKjicArKcFyBVRphO2PiH2ybgN0frSUWR3E9gasClKVlcdO1uqqOKSgw

 

:lol:

აბა 2021 ში დიეტას ვინ იწყებთ? :lol:

 

 

Share on other sites

მართალია, ჩემი მეგობარი გასცილებია ქმარს, წუხელ მირეკავს, 30კგ დაუკლია.

 

არადა ცხრა წლის წინ ვუთხარი ერთადერთი ფრაზა, ამ კაცთან აპირებ დაბერებას თქო?))წუხელ მსაყვედურობდა, რატო მეტი არ მითხარი მაშინ და რატო არ გამომწიწკნე ამ კაცსო..ეს ცხრა წელიც რაში გავხარჯეო.((

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
5 minutes წინ, iaiameri said:

არადა ცხრა წლის წინ ვუთხარი ერთადერთი ფრაზა, ამ კაცთან აპირებ დაბერებას თქო?))წუხელ მსაყვედურობდა, რატო მეტი არ მითხარი მაშინ და რატო არ გამომწიწკნე ამ კაცსო..ეს ცხრა წელიც რაში გავხარჯეო.((

ამ დროს რა აზრი აქვს რამის თქმას? შენ გამოხვიდოდი ცუდი მეგობარი. ყველამ კარგად ვიცით ხოლმე ვისთან რა ღირს და რატომ.

-30 კგ არაა ცოტა. საღოლ. ასეთი რა გაამწარა კაცმა? :givi:

 

ჩემი რჩევები ასეთია= თავად გადაწყვიტე თუ გიღირს :givi: 

 

Edited by cosmia

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი

მარტო წონა რომ იყოს კიდე რა უჭირს :katutu:

კონკურენციის არარსებობა ბიზნესს, ენჯეოს ან მთავრობას რასაც უშვება, იგივეს უშვება ადამიანს.

Spoiler

ტეხავს :katutu:

 

Share on other sites

  • ფორუმელი

ეგ ჩემსკენ ისედაც ეგრე იქნება

გოგოს თუ ჭამ აარ უყვარს დიდი წითელი კრესწიკი ჩემგან :D

This guy doesn't just wanna win you know, he wants to bury ya, he wants to humiliate ya, he wants to prove to the whole world that you was nothin but some kind of freak the first time out. He said you were a one time lucky bum! Well now I don't wanna get mad in a biblical place like this. But I think you're a hell of a lot more than that kid! 
Share on other sites

  • ფორუმელი
1 საათის წინ, mulan said:

მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ შეყვარებული წყვილები საშუალოდ 5.8 კილოგრამით მეტს იწონიდნენ, ვიდრე ისინი, ვისაც შეყვარებული არ ჰყავდა.

აი ეს როგორ უნდა აღმოაჩინო კაცმა???

ნეტა ისე რისთვის წონიდნენ წყვილებად, რომ ეგ ფაქტი დაინახეს?

 

და მოიცა, მოიცა :spy: წყვილებს წონიდნენ კი ნამდვილად?

კაი, შეყვარებული წყვილი ხო, მაგრამ არაშეყვარებულებს ვისთან აწყვილებდნენ????

მერვე და მეცხრე ვიქტორინის გამარჯვებული :bravo:

Share on other sites

  • ფორუმელი
38 minutes წინ, Damnoc said:

კონკურენციის არარსებობა ბიზნესს, ენჯეოს ან მთავრობას რასაც უშვება, იგივეს უშვება ადამიანს

 

:lol:

რა სწორი შედარებაა ღმერთმანი!

33 minutes წინ, ბაყბაყდევი said:

გოგოს თუ ჭამ აარ უყვარს დიდი წითელი კრესწიკი ჩემგან :D

აუ ისე, მეც ანალოგიურად გამიჭირდება არასუსნია არაგურმანი კაცის ატანა! რომ გავაკეთებ რამეს და მნიამმნიამ რეაქციები არ ქონდეს ხო დავამხე თავზე ყველაფერი? შხამიც რომ მივუტანო შეკმაზული ემოცია დამანახოს და დააგემოვნოს არ მაინტერესებს! :getakva:

 

27 minutes წინ, საწყალი ოსვალდო რიოსი said:

ნეტა ისე რისთვის წონიდნენ წყვილებად, რომ ეგ ფაქტი დაინახეს?

 

ახალი ჰობი გაქვს ხო? უკვე გხედავ 2021 ში როგორ ხვეწ საკუთარ ობრაზს :katutu: 

 

 

 

Share on other sites

50 minutes წინ, mulan said:

შენ გამოხვიდოდი ცუდი მეგობარი.

მეც ეგ ვიფიქრე, როცა ვეუბნებოდი, მაგრამ  სრულიად უმიზეზოდ აუშარდა ცოლს და ისეთი შეურაცხყოფა მიაყენა, თან ჩემი თანდასწრებით, რომ მე ვერ გადავიტანდი მასეთ რამეს.

მაშინ ვუთხარი ეგ.

52 minutes წინ, mulan said:

-30 კგ არაა ცოტა. საღოლ. ასეთი რა გაამწარა კაცმა? :givi:

 

უფ, ისეთი რამეები ქნა, მე მგონი არც არსად დაწერილა და თქმულა. სიბერეში, ყველა კაცი საკუთარ დედას ემსგავსება.(ჩემი მიგნებაა))))))))) იმას კიდევ ანჩხლი და მავნე ქალი ჰყავდა დედა.((

 

ქართულ ტრადიციულს უბერავდა, ოჯახი როგორ დავანგრიოს და რას იტყვიან მეზობლები.

ახლა, იცოცხლე გავუკეთე ფსიქოოყნა.

 

 

 

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   19 all people including: 0 წევრი, 1 ანონიმური, 18 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(15)
    • YandexBot(3)