Jump to content
×
×
  • Create New...

სამსახურში სხვისი საჭმლის


marguerite
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი
1 საათის წინ, marguerite said:

:lol:

რამდენჯერმე კამერების გადახვევაც ვიფიქრე, მაგრამ როგორც ვიფიქრე, ასევე გადავიფიქრე :hahaaa:

გეტყვიან ტანი ჩემი არ არისო :lol:

Share on other sites

  • ფორუმელი

ძალიან მესაკუთრე ვარ. ჩემს ნივთებს რომ ეხებიან ცეცხლებს ვყრი:mad:წარმოვიდგინე აღშფოთება. ჩემს ფუნთუშას რომ ვინმე შეხებოდა?

წინაზე ტორტი ამახიეს მაღაზიაში, რომელსაც თვალი დავადგი ?

Share on other sites

  • ფორუმელი
7 საათის წინ, marguerite said:

რამდენჯერმე კამერების გადახვევაც ვიფიქრე, მაგრამ როგორც ვიფიქრე, ასევე გადავიფიქრე :hahaaa:

დააკარი გაფრთხილება, ვინმე შეეხება და გადავახვევ-თქო. თუ მაინც შეეხებიან, გადაახვიე. უმოქმედობით ქურდის წახალისებას ახდენ, რაც მასაც ვნებს და მის სხვა პოტენციურ მსხვერპლსაც.

ისე, სად ინახავ, , შენს უჩუმრად რომ ახერხებენ ჭამას? იდეაში სამუშაო მაგიდაზე/მაგიდაში ან სამუშაო ოთახის რამე კარადაში ინახავენ.

 

5 საათის წინ, Darkness said:

ძალიან მესაკუთრე ვარ. ჩემს ნივთებს რომ ეხებიან ცეცხლებს ვყრი

ეგეც მესმის, მაგრამ ეგ უფრო წიკია. თუ არ აფუჭებს და თავის ადგილას დებს, რა მოხდა. თუმცა მაინც უნდა იკითხოს, თუ არის საშუალება. ეგ უბრალოდ უზრდელობა და უცერემონიობაა. აი საჭმლის მოპარვა და ადამიანის მშიერი დატოვება სულ სხვა კატეგორიაა. 

 

Quote

წინაზე ტორტი ამახიეს მაღაზიაში, რომელსაც თვალი დავადგი

ეგეც სხვა თემაა. Кто успел, тот и съел გამონათქვამი პირდაპირი მნიშვნელობით აგიხდა.

ბულკი ვარ ჩვეულებრივი © Mulan
ბებიაჩემი გრძნეული ქალი იყო © Mulan

Share on other sites

1 საათის წინ, დათვების მეგობარი said:

ეგეც სხვა თემაა. Кто успел, тот и съел გამონათქვამი პირდაპირი მნიშვნელობით აგიხდა.

მესაკუთრე ვარო ხომ ახსენა :D თვალი დაადო და მისია, ვსო :D

ულტიმეტჩოფერი

Share on other sites

  • ფორუმელი

ფიზიკურად ვმუშაობდი ადრე და რამდენიმე საათის დაქანცულები და დამშეულები ზოგჯერ ვეცემოდით ხოლმე ქალების მოტანილ რაღაცებს, ოღონდ ისე იასნად რო იმათაც ეჭამათ :givi: მერე იმით ვაბალანსებდით, რომ ჩვენ თუ მიგვქონდა რაღაცები ან მაღაზიაში გავიდოდით შესვენებაზე, იქით ვუმასპინძლდებოდით ხოლმე. ისედაც ჯიგრები იყვნენ და არ ჰქონდათ პრობლემა ეგეთებზე, ზატო მე მაგათ ნაგავ მუსიკას ვუსმენდი მუშაობისას ისე, რომ ხანდახან არ ვურთავდი :lol: საოფისე სამუშაოსას არ მიხლია ხელი სხვისი საკვებისთვის, როცა დგას აპარატი და მაღაზიაც ორი ფეხის ნაბიჯზეა მანდ უკვე სინაგლეა. პირველ რიგში იმას აქვს მნიშვნელობა რა ურთიერთობა გაქვს ადამიანთან მაინც. 

Angels lie to keep control.

Share on other sites

  • ფორუმელი

სხვისი საჭმლის გაქრობა კი არა, ისეთი დრო მოვიდა, თვითონ რომ მთავაზობენ, იმაზეც გადაჭრით ვეუბნები უარს :up:

მერვე და მეცხრე ვიქტორინის გამარჯვებული :bravo:

Share on other sites

  • ფორუმელი

@Darkness

არც მე მსიამოვნებს ხოლმე, მაგრამ საჭმლის გამო არ მიღირს წყენები :hahaaa:

@დათვების მეგობარი

სამზარეულოში მიდევს, ხან მაცივარში და ხან კარადაში. მხოლოდ ჩემს საჭმელს არ ერჩიან, სხვებზეც ხშირად ყოფილა, ვისაც დაგვაქვს, ეტყობა ,,სახლური” რამეები ეგემრიელებათ :lol:

დავუშვათ გადავახვიე და ვნახე, შენიშვნას ხომ ვერ ვეტყვი, მერიდება და მეცინება რაღაცნაირად :hahaaa:

 

@Caesar

ამას ვფიქრობ ხოლმე, ადამიანს შიოდა და აიღო, როგორ ვუთხრათქო რამე :?

 

 

პ.ს. ანუ მარტო იშვიათ სამსახურებში ხდება? ;(

ტოტებს ქარისას გადაჰყვა მარტი...

Share on other sites

  • ფორუმელი
ონლაინ, marguerite said:

დავუშვათ გადავახვიე და ვნახე, შენიშვნას ხომ ვერ ვეტყვი

რატომ ვერ ეტყვი? ნუ შეგიძლია პირდაპირ პოლიციასაც გადასცე, მაგრამ შენიშვნა უფრო კონსტრუქციული იქნება ამ შემთხვვაში.

 

 

 

Quote

ამას ვფიქრობ ხოლმე, ადამიანს შიოდა და აიღო

თუ ქუჩქში კვდება შიმშილით და მოიპარა რამე, კიდევ შეიძლება გაამართლო. ასე თავხედურად კარადიდან რომ გპარავს, ეგეთი რამ ჩემამდე არ მოდის.

 

Quote

პ.ს. ანუ მარტო იშვიათ სამსახურებში ხდება? ;(

საერთოდ არ გამეგო მსგავსი რამ და ვერც წარმოვიდგენდი. მესმის ფულზე წაუცდეს ვინმეს ხელი ან რამე ნივთი მოგპაროს, მაგრამ საჭმლის რეგულარული ქურდობა?! 

შეიძლება დამლაგებელი იპარავს, შეიძლება სახლშიც მიაქვს. სხვა ვერ წარმომიდგენია.

ბულკი ვარ ჩვეულებრივი © Mulan
ბებიაჩემი გრძნეული ქალი იყო © Mulan

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share