Guest Merlin Posted 15 მარტი, 2021 Posted 15 მარტი, 2021 სამხრეთ კორეაში დაფუძნებული Shinhan Bank-ი ციფრულ სავალუტო პლატფორმას LG CNS–თან თანამშრომლობს. სამხრეთ კორეის მთავარი კომერციული ბანკი, Shinhan Bank-ი ცდილობს ქვეყნის ცენტრალურ ბანკთან ერთად ეროვნული ციფრული ვალუტის შემუშავების საკითხში თავისი წვლილი შეიტანოს. ბანკმა შეიმუშავა Blockchain-ზე დაფუძნებული საპილოტე პლატფორმა ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტისთვის. ბანკი LG Corporation-ის IT სერვისთან და LG CNS-თან პარტნიორობს. Shinhan Bank-მა და LG CNS-მა შექმნეს ციფრული სტაბილკოინის მოდელი, რომლის თანახმადაც, კორეის ბანკი გამოსცემს სტაბილკოინს, ხოლო სხვა საბანკო ინსტიტუტები, როგორიცაა Shinhan Bank-ი, ფინანსური შუამავლების როლს ასრულებენ. ანგარიშის თანახმად, სტაბილკოინის სისტემა ბანკის კლიენტებს საშუალებას მისცემს ციფრული ვალუტა ფულადი გზავნილებისა და სავალუტო ოპერაციებისთვის გამოიყენონ. პლატფორმა სტაბილკოინს ასევე ჰყოფს ორ ნაწილად: ზოგად სახსრებად, რომელსაც ფლობენ ფიზიკური პირები და მთავრობის სახსრებად, რომლებიც განკუთვნილია კონკრეტული მიზნებისთვის, მაგალითად, საგანგებო სიტუაციების დაფინანსებისათვის. The post სამხრეთ კორეული ბანკი სტაბილკოინის გამოშვებაში მონაწილეობს appeared first on ბიტკოინ & ბლოქჩეინ სიახლეები. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა