Guest Merlin Posted 13 მარტი, 2021 Posted 13 მარტი, 2021 კომპანია ARK Ecosystem-ის პრეზიდენტმა, ფრანსუა ტურენსმა(Francois Thoorens) შექმნა პეტიცია, საფრანგეთის ცენტრალური ბანკისთვის ბიტკოინის შესყიდვის შესაძლებლობის მიცემის მოთხოვნით. პეტიციაში, რომელმაც მოცემულ მომენტში 322 ხელმოწერა დააგროვა, შემოთავაზებულია საკანონმდებლო ცვლილებები და რეგულაციები, რომლებიც სახელმწიფო დაწესებულებებსა და მათ შორის ცენტრალურ ბანკსაც, ციფრული აქტივების ყიდვის შესაძლებლობას მისცემს. პეტიცია აქტიური იქნება 5 სექტემბრამდე და საკმარისი ხელმოწერების დაგროვების შემთხვევაში საფრანგეთის სენატში იქნება წარდგენილი. იმისთვის, რომ საფრანგეთის ცენტრალურმა ბანკმა ციფრული აქტივების ყიდვა შეძლოს, საკანონმდებლო ორგანოს კანონში არაერთი ცვლილების შეტანა მოუწევს. დოკუმენტს ხელი უკვე მოაწერა საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის წევრმა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წარმომადგენელმა ჟან-მიშელ მისმა. პეტიციამ საიტზე გამოქვეყნებისთვის უკვე მიიღო სენატის ნებართვა. 100000 ხელმოწერის შეგროვების შემთხვევაში, მას განიხილავს საბჭო, რომლის შემადგენლობაშიც შედიან ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტი და ვიცე პრეზიდენტები, მუდმივი კომისიების თავმჯდომარეები და ეროვნული ასამბლეის სხვა თვალსაჩინო წევრები. ცოტახნით ადრე, ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტმა,კრისტინ ლაგარდმა(Christine Lagarde) განაცხადა, რომ ნეკლებ სავარაუდოა სხვადასხვა ქვეყნების ცენტრალურმა ბანკებმა ბიტკოინი სარეზერვო ვალუტის სახით შეიძინონ. წყარო: https://bits.media The post საფრანგეთის მთავრობამ შესაძლოა ცენტრალურ ბანკს ბიტკოინის შეძენის ნება დართოს appeared first on CryptoNews.Ge - ქართული კრიპტო მედია. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა