Jump to content
×
×
  • Create New...

Binance-მა კრიპტოაქტივების გამოტანა ახალი მომხმარებლების მოზღვავებული ნაკადის გამო შეაჩერა


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

კრიპტოვალუტის ბირჟამ Binance კრიპტოაქტივების გამოტანა ახალი მომხმარებლების განაცხადების გაზრდილი რაოდენობის გამო დროებით შეაჩერა. ამჟამად აქტივების გატანა უკვე შესაძლებელია.

გამოტანის დროებითი შეჩერების შესახებ Binance-მა ტვიტერში განაცხადა და მომხმარებელს შექმნილი დისკომფორტის გამო ბოდიში მოუხადა. ბირჟა იძულებული იყო ეს ნაბიჯი გადაედგა, რათა გამკლავებოდა პლატფორმაზე დარეგისტრირების მსურველ ახალ მომხმარებელთა განაცხადებების დიდ რაოდენობას. დეპოზიტებისა და გარიგებების რაოდენობა ასევე გაიზარდა, რამაც სისტემაზე დამატებითი დატვირთვა წარმოშვა.

Binance-მა დაამშვიდა მომხმარებლები და განაცხადა, რომ მათ აქტივებს საფრთხე არ ემუქრება. დაახლოებით ერთ საათში გამოტანის ოპერაციების განხორციელება განახლდა.

შექმნილი სიტუაცია ძალიან ჰგავს 2018 წლის მოვლენებს, როდესაც Binance-მა დროებით შეაჩერა ყველა ოპერაცია ციფრული ვალუტის, Syscoin-ის ანომალური ტრანზაქციების და ბლოკჩეინზე უჩვეულო აქტივობის გამო. უსაფრთხოების ზომების ფარგლებში Binance იძულებული იყო შეეჩერებინა ახალი მომხმარებლების რეგისტრაცია და წაეშალა ყველა მოქმედი API გასაღები. შედეგად, API ინტერფეისის ყველა მომხმარებელს ახალი გასაღების შექმნა მოუწია.

Binance-ს ადრეც არაერთხელ ჩაუტარებია ხანგრძლივი ტექნიკური სამუშაოები და შედეგად სპოტ,მარგინალური და პირინგული ვაჭრობა შეუჩერებია. პრობლემები შექმნია ასევე  შეტყობინებათა მარშრუტიზაციის სერვისთან და საბაზრო მონაცემების პროვაიდერებთან. Binance-ის გენერალური დირექტორის ჩენპენ ჟაოს (Changpeng Zhao) თქმით, ტექნიკურ სისტემაზე სერიოზულმა დატვირთვამ ასევე იქონია გავლენა.

წყარო: https://bits.media/

The post Binance-მა კრიპტოაქტივების გამოტანა ახალი მომხმარებლების მოზღვავებული ნაკადის გამო შეაჩერა appeared first on CryptoNews.Ge - ქართული კრიპტო მედია.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   329 all people including: 0 წევრი, 0 ანონიმური, 329 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(22)
    • YandexBot(1)