Jump to content
×
×
  • Create New...

ნიგერიის ვიცე-პრეზიდენტი ციფრული სექტორის მიმართ სკეპტიკურად არის განწყობილი


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

Nigerian-flag-300x169.jpg

ნიგერიის ვიცე-პრეზიდენტი, იემი ოსინბაჯო რამდენიმე დღის წინ სიტყვით გამოვიდა ეკონომიკურ სამიტზე, სადაც კრიპტოვალუტასა და Blockchain-ზე არცთუ დადებით კონტექსტში ისაუბრა.

”ეჭვგარეშეა, რომ Blockchain ტექნოლოგია და კრიპტოვალუტები უახლოეს წლებში გამოწვევას შეუქმნის ტრადიციულ საბანკო მომსახურებას, მათ შორის სარეზერვო ბანკს. ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ამ “სეისმური” ცვლილებისათვის”, – განაცხადა ვიცე-პრეზიდენტმა.

როგორც ჩანს, საზოგადოების მხრიდან კრიპტო სექტორისადმი გამოხატული ინტერესი მთავრობის წევრების პოზიციის შესაცვლელად საკმარისი არ არის.

”ზოგიერთ საინტერესო მოვლენის მიმართ, რომელსაც ვხედავთ, საჭიროა სიფრთხილის გამოჩენა. ამას ძალიან კარგად გამოხატავენ ჩვენი მარეგულირებელი ორგანოები. თუმცა, ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ ცოდნით და არა შიშით. უნდა დავრწმუნდეთ, რომ შეგვეძლება სარგებლობის მიღება და ისიც, რომ თავიდან ავიცილებთ უარყოფით, გვერდით მოვლენებს, ან რაიმე შესაძლო, თუნდაც დანაშაულებრივ ქმედებებს, რომლებიც შეიძლება წარმოიშვას რომელიმე ამ ვარიანტის მიღების ან გამოყენების შედეგად”,- აღნიშნა სიტყვით გამოსვლის დროს იემი ოსინბაჯომ.

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის კვლევის თანახმად, ნიგერია, ბიტკოინის ვაჭრობის მოცულობის მხრივ ლიდერია აფრიკის რეგიონში. ნიგერია აშკარად ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი კრიპტო ბაზარი იყო მსოფლიოში.

The post ნიგერიის ვიცე-პრეზიდენტი ციფრული სექტორის მიმართ სკეპტიკურად არის განწყობილი appeared first on ბიტკოინ & ბლოქჩეინ სიახლეები.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   129 all people including: 0 წევრი, 2 ანონიმური, 127 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(12)
    • YandexBot(12)
    • Googlebot(1)