Jump to content
×
×
  • Create New...

სამხრეთ აფრიკის კრიპტო სექტორი გამჭვირვალე მარეგულირებელ სისტემას მოითხოვს


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

shutterstock_762653605-300x200.jpg

სამხრეთ აფრიკის კრიპტო კომპანიები აცხადებენ, რომ გაუმჭვირვალე რეგულაციები ინდუსტრიას აზიანებს.

სამხრეთ აფრიკაში მოღვაწე ინვესტორები და ბიზნესმენები საზღვარგარეთ კაპიტალის გადატანას არ გამორიცხავენ, თუკი ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლები არ დაადასტურებენ მარეგულირებელი კომისიების მიერ მიღებული კანონების “სიწმინდეს“.

“ბლუმბერგთან” საუბრისას, ადგილობრივი კრიპტო საინვესტიციო პლატფორმის Revix–ის აღმასრულებელმა დირექტორმა, შონ სანდერსმა, რომელიც აპირებს კომპანიის სათაო ოფისის დიდი ბრიტანეთში გადატანას, განაცხადა:

”ისინი იწვევენ ბიზნესს საერთაშორისო დონეზე, დაურეგულირებელ გარემოში, სადაც მომხმარებელი ეჭვის თვალით უყურებს ჩვენს ნებისმიერ ინიციატივას და მათი პოზიცია სრულიად გასაგებიცაა.”

უნდა აღინიშნოს, რომ სამხრეთ აფრიკის მარეგულირებელი ორგანოები ცდილობენ მეტად გააკონტროლონ კრიპტოვალუტით ვაჭრობა.

2021 წლის იანვარში ბიტკოინის სავაჭრო კომპანია, Mirror Trading International-ი, მოათავსეს დროებითი ლიკვიდაციის პირობებში, რადგან ინვესტორებს ვაჭრობასთან დაკავშირებული პრობლემები შეექმნათ.

ამასთანავე, ფინანსური სექტორის ქცევის ორგანოს მიერ ჩატარებულმა გამოძიებამ დაადგინა, რომ კომპანია ბუღალტრული აღრიცხვის ჩანაწერებს არ ინახავდა. გარდა ამისა, ბირჟას არ ჰქონდა რაიმე სახის მომხმარებლთა მონაცემთა ბაზა შექმნილი.

კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ გამოძიებას თაღლითური სქემის არსებობის დასკვნა არ გამოუტანია. სამართალდამცავმა უწყებამ ბირჟის მუშაობის შეწყვეტის ბრძანება გამოსცა, რადგან ბირჟა ლიცენზიის გარეშე ოპერირებდა.

The post სამხრეთ აფრიკის კრიპტო სექტორი გამჭვირვალე მარეგულირებელ სისტემას მოითხოვს appeared first on ბიტკოინ & ბლოქჩეინ სიახლეები.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share