Jump to content
×
×
  • Create New...

პოეზია - უპირველეს ყოვლისა!


Recommended Posts

5 minutes წინ, marguerite said:

დაღლილი და ნამთვრალევი ქალი კიდევ უფრო ტრაგიკულია

არა, უყურე

ქალი რომ ამბობდეს მაგ სიტყვებს არ იტყოდა "ქალივით" -ო

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი

"ღამეა, ცაში ომია,
ელვა ქვემეხებს ისვრის,
ქარმა ღრუბელი დაგლიჯა,
ადინა თეთრი სისხლი,

წვიმა თქრიალით მოვარდა,
ტყე დაიბურა ნისლით.
დილით მზე ამოჩახჩახდა,
გადაიბარდნა ნუში,

რაღაცამ გამოიღვიძა,
გაითამაშა გულში,
ბებიამ უთხრა ბაბუას:
- გაზაფხულდაო გუშინ"

ტოტებს ქარისას გადაჰყვა მარტი...

Share on other sites

  • ფორუმელი

იას უთხარით ტურფასა:

მოვა და შეგჭამს ჭიაო,

მაგრე მოხდენით, ლამაზო,

თავი რომ აგიღიაო!

შენ თუ გგონია სიცოცხლე

სამოთხის კარი ღიაო;

ნუ მოხვალ, მიწას ეფარე,

მოსვლაში არა ყრიაო.

ნუ ნახავს მზესა, ინანებს,

განა სულ მუდამ მზეაო!

მიწავ, შენ გებარებოდეს

ეს ჩემი ტურფა იაო,

შენ უპატრონე, ემშობლე,

როგორაც შენი ზნეაო.

ტოტებს ქარისას გადაჰყვა მარტი...

Share on other sites

  • ფორუმელი

შენ ჩამომართვი ბავშვური ხელი -

პეპლის ფრთასავით ნაზი და სუსტი,

შეცბუნებული დავდივარ მერე, 

თითქოს რაღაცა სასწაულს ვუცდი.

არ დაიჯერებ არას დიდებით, 

რომ გავურბივარ ვნებას ჟინიანს, 

შენი უმწეო, სუსტი თითების -

ლომის ტორივით რომ მეშინია!..

ტოტებს ქარისას გადაჰყვა მარტი...

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)


გაზაფხულის საღამოა მშვიდი, 

ხიდან ხეზე გადაფრინდა ჩიტი.

სული საზღვარს გადასცდება ფრენით,

ახლაც მახსოვს მისამართი შენი.

ცამდე წვდება ღამეების სიგრძე,

რაღაც დიდი სიხარული ვიგრძენ,

წინ მეშლება სხვა ოცნების არე.

მიწის ცქერით დაიღალა მთვარე.

გაზაფხულის საღამოა მშვიდი,

ხიდან ხეზე გადაფრინდა ჩიტი.

 

Edited by marguerite

ტოტებს ქარისას გადაჰყვა მარტი...

Share on other sites

  • ფორუმელი

აქ თითო ლერწი და თითო ყლორტი

მასზე ოცნებას დაემგვანება!

ტოტებს ქარისას გადაჰყვა მარტი...

Share on other sites

13 საათის წინ, marguerite said:

გაზაფხულის საღამოა მშვიდი, 

ხიდან ხეზე გადაფრინდა ჩიტი.

სული საზღვარს გადასცდება ფრენით,

ახლაც მახსოვს მისამართი შენი.

ცამდე წვდება ღამეების სიგრძე,

რაღაც დიდი სიხარული ვიგრძენ,

წინ მეშლება სხვა ოცნების არე.

მიწის ცქერით დაიღალა მთვარე.

გაზაფხულის საღამოა მშვიდი,

ხიდან ხეზე გადაფრინდა ჩიტი.

ეს ძალია მაგარი ლექსია მარჯერი მიყვარს.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share