Jump to content
×
×
  • Create New...

პოეზია - უპირველეს ყოვლისა!


Recommended Posts

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)

,,ის თუ ამღამ, სულ გაძარცვეს მთვრალი,
მე ერთ ლექსსაც ვერ მომპარავს ქურდი"

Edited by marguerite

ტოტებს ქარისას გადაჰყვა მარტი...

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)

ასკილის ჩაი (ჩვენ) 

 

ოქტომბრის თვეა ,ჩამოწვა ნისლი,
ასკილის ჩაი,ოთახი ფარდით.
მე გეუბნები : აცივდა უკვე
შენ კი მპასუხობ : ხეობებს აწვიმს.

ვსხედვართ და დღეებს ვალაგებთ მშვიდად,
ბუხარში შეშა თავისთვის იწვის.
ვიხსენებ,როგორ ამბობდა პაპა,
რომ შემოდგომას სუნი აქვს მიწის.

აკლდება ძალა ჩანავლულ ცეცხლს, თან
ვსვამთ ჩაის მშვიდად და  ნაწილ -ნაწილ
ვაწაწლებთ სიტყვებს, \"აცივდა\"- ვამბობთ
და შემოდგომა ხეობებს აწვიმს.

Edited by marguerite

ტოტებს ქარისას გადაჰყვა მარტი...

Share on other sites

  • ფორუმელი

მე მინდა გულზე შენი ხელი მედოს და მოდი

გულზე მე შენი ხელისგული მინდა რომ მედოს

შენი მოსვლის წინ ცეცხლს დავანთებ და მე შენს ლოდინს

ასე მოვითმენ.

მინდა მთელი ღამე რომ ენთოს ცეცხლი დიდი და სიჩუმეში ამ ცეცხლის ხმები

ისმოდეს მხოლოდ, როგორც ზღვის ხმა გვესმოდა ერთ დროს,

გულზე კი მედოს შენი მკლავი, მტევანი, ხელი და ცეცლი ენთოს.

გარეთ კი თოვდეს, არ გვახსოვდეს არავინ გარეთ.

 

ეძინოს ქალაქს მძიმე ძილით, ეძინოს ქალაქს.

ეძინოთ მამებს, ძმებს ეძინოთ ტკბილად და მწარედ,

ათოვდეს თეთრად ყოველ ადგილს, სივრცეს და ალაგს.

ქარხნებს, სადგურებს, აეროპორტს ეძინოთ მშვიდი

ძილით და ცამაც დაისვენოს,

არ იყოს ფრენა, ეზოს ძაღლები მაწანწალა,

მავთულზე ჩიტი თვლემას მიეცეს,

ყველაფერი მიეცეს ნელა ძილს და სიმშვიდეს.

მე კი შენი სუსტი და თეთრი ხელი მეჭიროს მთელი ღამე და გულზე მედოს,

წამით გაჩერდეს ჩვენს ფანჯრებთან უცნობი ღმერთი -

 

ჩვენც ჩაგვეძინოს - ცეცხლი კი ენთოს.

 

 

Share on other sites

Posted (შესწორებული)
3 საათის წინ, Mulan said:

ეძინოთ მამებს, ძმებს ეძინოთ ტკბილად და მწარედ,

ათოვდეს თეთრად ყოველ ადგილს, სივრცეს და ალაგს.

ქარხნებს, სადგურებს, აეროპორტს ეძინოთ მშვიდი

მამებს და ძმებს ეძინოთ ტკბილად და მწარედ

და ქარხნებს და სადგურებს და აეროპორტებს მშვიდადო

 

ეხლა  ავტორი ნორმალურია?

 

Edited by Eric
Share on other sites

3 საათის წინ, Mulan said:

მე კი შენი სუსტი და თეთრი ხელი მეჭიროს მთელი ღამე და გულზე მედოს,

უნაირო მანიაკია ვიღაცაა

Share on other sites

  • ფორუმელი
32 minutes წინ, Eric said:

მამებს და ძმებს ეძინოთ ტკბილად და მწარედ

და ქარხნებს და სადგურებს და აეროპორტებს მშვიდადო

 

ეხლა  ავტორი ნორმალურია?

 

ბატონი რატი არაა ნორმალური.

 

I killed my master. Why did he then give me a weapon?"

Sometimes, a single knife in the dark can do more than a thousand swords.

შენ ხარ კაცი Victorinox-ი... ©098

Why carry a gun? Because 1911 > 911.

t90a.sarahah.com
Share on other sites

  • ფორუმელი
2 საათის წინ, Eric said:

უნაირო მანიაკია ვიღაცაა

სენიორ ერიკ, თქვენ და პოეზია ძნ უცნაურ ურთში ხართ

 

გულზე დადებულ ხელს რას უწუნებთ? :chups:

სადმე სხვაგან დადებულს ამჯობინებდით? 

 

 

 

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   137 all people including: 0 წევრი, 1 ანონიმური, 136 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(12)
    • Googlebot(4)