Jump to content
×
×
  • Create New...

პოეზია - უპირველეს ყოვლისა!


Recommended Posts

  • ფორუმელი

@Eric

ყველა ლაპარაკს ხომ არ აქვს მიზანი და საფუძველი?

ზოგჯერ უბრალოდ გინდა ლაპარაკი ან უხმოდ ლაპარაკი

 

პ.ს. დადეთ, თქვენი საყვარელი ლექსები, მაინტერესებს

ტოტებს ქარისას გადაჰყვა მარტი...

Share on other sites

3 minutes წინ, marguerite said:

ყველა ლაპარაკს ხომ არ აქვს მიზანი და საფუძველი?

ზოგჯერ უბრალოდ გინდა ლაპარაკი ან უხმოდ ლაპარაკი

რათქმაუნდა აქვს

უმიზნოდ როგორ უნდა ილაპარაკო?

სიტყვების კონსტრუქცია გარკვეულ აზრს ქმნის და მერე?

 

თუ აბდაუბდა დაულაგებლად ილაპარაკებ კი, მარა რეიზა? მაგას არ გულისხმობდა ავტორი

4 minutes წინ, marguerite said:

პ.ს. დადეთ, თქვენი საყვარელი ლექსები, მაინტერესებს

მირბის მიმაფრენს უგზოუკვლოდ ჩემი მერანი ...

Share on other sites

  • ფორუმელი

@Eric

ახლა გამახსენდა, რომ შ,,შემოღამება მთაწმინდაზე" და ,,მერანი" ზეპირად ვიცოდი ოდესღაც, გუში მოვყევი და მხსომებია

 რაღა რომანტიკოსები ;(

ისე მხოლოდ ბარათაშვილი მომწონს მათგან

ყველა საუბარს ხომ არ აქვს ასე განსაზღვრული მიზანი, აი უბრალოდ ლაპარაკობ და მერე იქმნება

ტოტებს ქარისას გადაჰყვა მარტი...

Share on other sites

6 საათის წინ, marguerite said:

ისე მხოლოდ ბარათაშვილი მომწონს მათგან

მეც.

 

ესეც

ბედმა უცნობი გზით გამაქანა,
თქვენ დარჩით შორი… ცაზედაც შორი…
და, როგორც კარტში აგურის ქალებს
გქონდათ ქერა თმა და ყელი ბროლის.

მე გპირდებოდით, რომ დავბრუნდები,
რომ თქვენი თმები დამაბრუნებენ,
მაგრამ დღეები, როგორც ქურდები
ჩემს შეპირებას ანადგურებენ.

და სადმე ტყვია თუ გააციებს
გულს საშინელი განადგურებით,
თქვენ მაპატიეთ, ჰო, მაპატიეთ,
დანაშაული არდაბრუნების.
Share on other sites

  • ფორუმელი
6 საათის წინ, marguerite said:

ახლა გამახსენდა, რომ შ,,შემოღამება მთაწმინდაზე" და ,,მერანი" ზეპირად ვიცოდი ოდესღაც, გუში მოვყევი და მხსომებია

 რაღა რომანტიკოსები ;(

ისე მხოლოდ ბარათაშვილი მომწონს მათგან

ყველა საუბარს ხომ არ აქვს ასე განსაზღვრული მიზანი, აი უბრალოდ ლაპარაკობ და მერე იქმნება

არა რატომ?

გოგჩა ტბა ვრცელი ხმოვანებით ზღვისა მბაძავი :D

 

I killed my master. Why did he then give me a weapon?"

Sometimes, a single knife in the dark can do more than a thousand swords.

შენ ხარ კაცი Victorinox-ი... ©098

Why carry a gun? Because 1911 > 911.

t90a.sarahah.com
Share on other sites

  • ფორუმელი

@Eric

ყველა მოკლე და ქერა თმის ნახვით

გამახსენდება თმები შოლტები.

როგორ არ მინდა, როგორ არ მინდა,

მაინც მივდივარ, მაინც გშორდები.


ასე თიშავდნენ ძველი ზღაპრები

ასფურცელას და ოქროსთმებიანს,

ქარმა დაგლიჯა ყველა აფრები

და შენზე დარდში დამთენებია.


მგზავრი ვარ, შენზე ფიქრებს ვუნდები

და აჩრდილებთან თამაშს უვნებელს.

მე დავბრუნდები, ჰო, დავბრუნდები,

მე შენი თმები დამაბრუნებენ.

 

@t-90

ვერ ;(

მხოლოდ ეს ორი და დღეს გამახსენდა 

ტოტებს ქარისას გადაჰყვა მარტი...

Share on other sites

გულო, ოცნებას მალავ!
ცაო, ლურჯდება ზოლი!
ვაჟი: - დაიცა, ქალავ!
ქალი: - დაგიბრმა თოლი!
შორით ბრუნდება წყალი,
ნისლი იცრება მთაში.
- არა! - ჩურჩულებს ქალი.
- კარგი! - ამშვიდებს ვაჟი.
გულო, ოცნებას მალავ,
ცაო, ლურჯდება ზოლი.
ისევ: - დაიცა, ქალავ!
ისევ: - დაგიბრმა თოლი!

Share on other sites

ვერაფერი გამიგია,
ცხოვრებაში რა ხდება:
ყველაფერი წამიგია
მეგობრები მაკლდება.
ბრაუნინგით არ მომკვდარან,
ვინც დღეს ჩემთვის მკვდარია,
არც ფანჯრიდან გადამხტარან
მშვენიერად არიან.
უფრო ხშირად ახლა შინ ვარ,
წვიმას ვნატრობ შხაპუნას:
შევსვათ! ყველა თავის წვრილმან
საზრუნავში ჩაფლულა!
ყველა თავის ნავში სხდება,
ყველამ სადღაც გასცურა,
ყველა კვდება, გული მწყდება
წასულან და წასულან!
და დღეები გადის ზანტად,
ღამეები გროვდება,
ვიღაც უსაშველო ლანდად
მწუხრში მიახლოვდება....
მინდა მთაზე ავირბინო,
ზღვის მოქცევა ვიხილო,
თავში ხელი წავიშინო
რაც მომხვდება ვიყვირო.
 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   65 all people including: 0 წევრი, 2 ანონიმური, 63 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(16)
    • Googlebot(2)