Jump to content
×
×
  • Create New...

პოეზია - უპირველეს ყოვლისა!


Recommended Posts

Posted (შესწორებული)
18 minutes წინ, Mulan said:

ნწ ნწ

 

16 minutes წინ, marguerite said:

ეგ უნდა მეთქვა

რა გესმით

 

:nah:

 

ან ეს ორი ერთზე ერთდროული გამოლაშქრება რა ბედენაა? :gigi:

Edited by Eric
Share on other sites

  • ფორუმელი

@Eric

ეს ბონუსად

 

ყარა ცხენები ჯირითობდნენ ტყის განაპირას,

ღოლოიანში თათრის გოგო ძროხას მწყემსავდა,

ნაგუთნი მიწა სათოვარი ღრუბლის ნატირალს

შავი ტუჩებით ჟინმოსული სვამდა და სვამდა.

ბელტზე ჩამოვჯექ, გულს მოაწვა მომწარო შური,

აღსდგა წარსული წინაპართა მითის მთხრობელი;

ნეტავ ამ ფურებს მომწყემსავდეს ქალი ხევსური,

უფრო ამაყი, მშობლიური და მახლობელი.

თათრის ასულო, მომაჩერდი ასე რისათვის,

ფიქრობ მაგ თვალთა სიმუქეში ჩავიქარგები,

ეჰ, შენ რა იცი, ერთი მუჭა ამ მიწისათვის,

სისხლისგან როგორ იცლებოდნენ გურჯთა ძარღვები.

თათრის ასულო, მოზამბახე ბაგე რომ გიკრთის,

თითქოსდა ჩემში დაეძებდე სუსტსა და უძლურს,

არა! ამ სისხლში არ დამშრალა გენი დავითის,

მე ქეთევანი მაწოვებდა დაშანთულ ძუძუს...

ვიჯექი დიდხანს, პანორამა სთვლემდა მეფური,

არე ველური, ლურჯი ნისლით შემოგარსული,

ლამაზი იყო, ღმერთო ჩემო, თექვსმეტი ფური,

ღოლოიანში ოცნება და თათრის ასული.

ტოტებს ქარისას გადაჰყვა მარტი...

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
2 საათის წინ, Eric said:

ეს მეესმიის.

ბრავო ლედი.

მოიცა მოიცა სენიორ ; რა არის გასაგები - ჯარ გავარჩიოთ ლექსი 

სამ ეპიზოდს მოვიყვან ლექსიდან :

1. ველური მზერით გიყვარს თამაში,

ჩემს წინ ამაყად, ნებივრად დგომა.

ძლივს დატეულხართ ვიწრო კაბაში

შენ, გაზაფხული და შემოდგომა.

 ეს : 

2. შემოგადნება სხეულზე კაბა,

როგორც გულაბ მსხალს სიმწიფით კანი

და ოცნებაში თრთის ვარდის ქაფად

შენი ღვთიური რძისფერი ტანი.

და ეს :

3. მოდი, იხუვლე, ნაპირს გადმოდი,

თავდავიწყებას რახან მპირდები.

მე ცარიელი ვარ კალაპოტი

და ამომავსე შენი ზვირთებით.

ლექსის პატრონი საფუძვლიანად რომ ცდილობს თავგზა აგვიბნიოს - ამაზე რას იტყვით სენიორ ??? :D

ან იმაზე რას იტყვით სენიორ 2-ე და 3-ე სტროფებს შორის მინიმუმ ერტი კუპლეტი რომ დაგვიმალა ავტორმა ??? ;)

Edited by kvipriane

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

16 minutes წინ, kvipriane said:

ლექსის პატრონი საფუძვლიანად რომ ცდილობს თავგზა აგვიბნიოს - ამაზე რას იტყვით სენიორ ??? :D

ან იმაზე რას იტყვით სენიორ 2-ე და 3-ე სტროფებს შორის მინიმუმ ერტი კუპლეტი რომ დაგვიმალა ავტორმა ???

ოოოო

ეს უკვე ოოოოო

რა ხდება სენიორ? გამომიჭირეს ხომ პოეზიის არიფი

Share on other sites

  • ფორუმელი
2 საათის წინ, Eric said:

ოოოო

ეს უკვე ოოოოო

რა ხდება სენიორ? გამომიჭირეს ხომ პოეზიის არიფი

სენიორ დააკვირდით ? ბოლო კუპლეტის გარდა ყველა რომ მამაკაცის დაწერილი/წარმოთქმულია და ბოლო კუპლეტი რომ ქალბატონს/გოგონას ეკუთვნის ??? (სხვაგვარად უბრალოდ შეუძლებელია)

ანუ - თავიდან თუ მივყვებით ლექსს - გამოდის რომ მამაკაცი სამ მანდილოსანს ეარშიყება : ვინმეს "შენ"-ს ვინმე "გაზაფხულ-ს" და ვინმე "შემოდგომას"; რომლებიც ერტიდაიგივე სამოსში იხილა როგორც სჩანს და უჭირს არჩევნის გაკეთება - ამიტომაა რომ თავიდან ავტორი მხოლოდ იმ მხარეებს ეხება რომელიც ამ სამს "ერთნაირი" აქვთ ;) (ველური მზერა ; ნებივრად დგომა და ვიწრო კაბა) 

კონკრეტულ არჩევანზე  მხოლოდ შემდგომ გადადის და უკვე კონკრეტულ დახასიათებას გვაწვდის (მაგ: რძისფერი კანი)

ანუ გამოდის რომ იმ "სამიდან" ერთ-ერთმა (რომელსაც რძისფერი კანი აქვს) საპასუხო გრძნობა გამოხატა 

და აი აქ ჩნდება იმ სამიდან ერთ-ერთის სიტყვები (ბოლო სტროფი) :lolz: რომელიც ძალიან დიდი ალბათობით მდედრობითი სქესის წარმომადგენელს უნდა ეკუთვნოდეს :D

1. არ ჩანს სამიდან რომელი აირჩია 

2. არ ჩანს რატომ აირჩია 

3. გვიმალავს ბოლოსწინა სტროფს სადაც წესით უნდა სჩანდეს რომ ბოლო სტროფს ქალი წერს 

და მთავარი : - ზურიკელა ვაშალომიძის არ იყოს - სიყვარულზეა ლექსიო და სიყვარული საცხა ხო უნდა ახსენოს ??? თუ - სცხვენია და ვერ ამხელს ??? :gigi:

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

  • ფორუმელი

მსგავსი დღეების უსაშველო დარჩა ატანა,

დეე, გადაწყდეს ისე როგორც ღამემ განაგოს,

მოდი ჩემთან და ამ დუმილის გასაფანტავად,

თუნდაც სულ მცირე, ამინდებზე ვილაპარაკოთ.

 

ვილაპარაკოთ - როგორ ფეთქავს დილა კვირტივით,

წვიმის წვეთებში მზის სხივები როგორ ეტევა,

იცი, მე ახლაც შარშანწინდელ ამინდს მივტირი

და ეს ტირილიც მენანება გასამეტებლად.

 

ვილაპარაკოთ, შენს უმანკო სულთან მიმიშვი,

თორემ დრო ცდილობს სურვილები თავად ალაგმოს,

ვილაპარაკოთ - სიყვარულზე მთელი სიგიჟით

და მოდი მერე სიგიჟეზე ვილაპარაკოთ.

 

ვილაპარაკოთ, დანარჩენზეც, ბევრი მხილებით,

სხვებს როგორ უყვართ, როგორ სძულთ ან როგორ ელიან,

როგორ არიან ანგარებით ერთად წყვილები

და ანგარება ჩვენთვის როგორ არაფერია -

 

რადგან პროცესი დასრულდება მაინც გნიასით,

დაგეგმილ გრძნობებს ჩვეულებრივ ვეღარ განაგებ,

ვილაპარაკოთ - ერთადერთხელ პოეზიაზეც -

ან შენ მისმინე და მე მარტო ვილაპარაკებ...

 

ვილაპარაკოთ - უსაფუძვლოდ, უხმოდ, უმიზნოდ,

თორემ დრო ცდილობს სურვილები თავად ალაგმოს,

ვილაპარაკოთ, მაგრამ მოდი ისეც ნუ ვიზამთ,

რომ არაფერი აღარ დაგვრჩეს სალაპარაკო.

 

 

როი

ტოტებს ქარისას გადაჰყვა მარტი...

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share