ფორუმელი marguerite Posted 7 სექტემბერი, 2022 Author Posted 7 სექტემბერი, 2022 გაივლის წლები, წლებს ვინ ჩივის გავივლით ჩვენც და დარჩება ისევ შემოდგომა, დარჩება ფიქრი, რომ რაღაც ისე არ დამთავრდა, დაიწყო როგორც ან არ დაიწყო ისე, როგორც საჭიროდ თვლიდი. დარჩება სახლი, დაკეტილი ფანჯრები, მტვერი და ფილაქანზე მოფანტული ფოთლები მწკრივად. ბაღის სიღრმეში ჩაკარგული პატარა სკამი აივნის ფიცრის ჭრიალი და ნოემბრის წვიმა. გაივლის წლები, წლებს ვინ ჩივის გავივლით ჩვენც და დაგვრჩება ისე აქა-იქა წარსულზე ფიქრი, რომ რაღაც ისე არ დაიწყო , დამთავრდა როგორც ან არ დამთავრდა ისე, როგორც საჭიროდ ვთვლიდით ტოტებს ქარისას გადაჰყვა მარტი... Share on other sites More sharing options...
Jimmy Posted 8 სექტემბერი, 2022 Posted 8 სექტემბერი, 2022 11 საათის წინ, marguerite said: გაივლის წლები, წლებს ვინ ჩივის გავივლით ჩვენც და დარჩება ისევ შემოდგომა, დარჩება ფიქრი, რომ რაღაც ისე არ დამთავრდა, დაიწყო როგორც ან არ დაიწყო ისე, როგორც საჭიროდ თვლიდი. დარჩება სახლი, დაკეტილი ფანჯრები, მტვერი და ფილაქანზე მოფანტული ფოთლები მწკრივად. ბაღის სიღრმეში ჩაკარგული პატარა სკამი აივნის ფიცრის ჭრიალი და ნოემბრის წვიმა. გაივლის წლები, წლებს ვინ ჩივის გავივლით ჩვენც და დაგვრჩება ისე აქა-იქა წარსულზე ფიქრი, რომ რაღაც ისე არ დაიწყო , დამთავრდა როგორც ან არ დამთავრდა ისე, როგორც საჭიროდ ვთვლიდით აუ რა არის ლედი მარჯერინა რა ამ დილაუთენია ამ უბედურებას რომ წაიკითხავ როგორ ხასიათზე დადგები რამე ისეთი აღმაფრენ გამფრენ სისხლმჩქროლარ მტრებისშუბლ მსხიპავ საყვარელქალის ძუძუნძულტუნტულ მსრესავ გამაოგნებელ ცათმფრენი არ გვაქვს? Share on other sites More sharing options...
ფორუმელი marguerite Posted 8 სექტემბერი, 2022 Author Posted 8 სექტემბერი, 2022 @Eric აბა როგორ მოიწონებ ველური მზერით გიყვარს თამაში, ჩემს წინ ამაყად, ნებივრად დგომა. ძლივს დატეულხართ ვიწრო კაბაში შენ, გაზაფხული და შემოდგომა. ჯანსაღი ფერით მდიდარი ტანით მოხეთქილი ხარ, როგორც ჩანჩქერი, ჩემს წასალეკად და გასატანად და არსაიდან არ ჩანს საშველი. შენა ხარ ჩემი თავდავიწყება და მზიან გულზე დარდად მოწოლა, ჩემი საცერა თვალებით გაგცრი, აგაბრიალებ ველურ კოცონად. შემოგადნება სხეულზე კაბა, როგორც გულაბ მსხალს სიმწიფით კანი და ოცნებაში თრთის ვარდის ქაფად შენი ღვთიური რძისფერი ტანი. მოდი, იხუვლე, ნაპირს გადმოდი, თავდავიწყებას რახან მპირდები. მე ცარიელი ვარ კალაპოტი და ამომავსე შენი ზვირთებით. ტოტებს ქარისას გადაჰყვა მარტი... Share on other sites More sharing options...
Jimmy Posted 8 სექტემბერი, 2022 Posted 8 სექტემბერი, 2022 50 minutes წინ, marguerite said: ველური მზერით გიყვარს თამაში, ჩემს წინ ამაყად, ნებივრად დგომა. ძლივს დატეულხართ ვიწრო კაბაში შენ, გაზაფხული და შემოდგომა. ჯანსაღი ფერით მდიდარი ტანით მოხეთქილი ხარ, როგორც ჩანჩქერი, ჩემს წასალეკად და გასატანად და არსაიდან არ ჩანს საშველი. შენა ხარ ჩემი თავდავიწყება და მზიან გულზე დარდად მოწოლა, ჩემი საცერა თვალებით გაგცრი, აგაბრიალებ ველურ კოცონად. შემოგადნება სხეულზე კაბა, როგორც გულაბ მსხალს სიმწიფით კანი და ოცნებაში თრთის ვარდის ქაფად შენი ღვთიური რძისფერი ტანი. მოდი, იხუვლე, ნაპირს გადმოდი, თავდავიწყებას რახან მპირდები. მე ცარიელი ვარ კალაპოტი და ამომავსე შენი ზვირთებით. ეს მეესმიის. ბრავო ლედი. 1 Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Mulan Posted 8 სექტემბერი, 2022 Posted 8 სექტემბერი, 2022 @Eric ეს არაა ხო პორნოგრაფია? ნწ ნწ რამე დაელინკა გიფი ფილმიდან იგივეს იტყოდა Share on other sites More sharing options...
Jimmy Posted 8 სექტემბერი, 2022 Posted 8 სექტემბერი, 2022 18 minutes წინ, Mulan said: ეს არაა ხო პორნოგრაფია? პორნოგრაფია არის უსიყვარულოდ და თუ სიყვარულითააა ვისი რა საქმეა ვინ ოხრები Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Mulan Posted 8 სექტემბერი, 2022 Posted 8 სექტემბერი, 2022 6 minutes წინ, Eric said: პორნოგრაფია არის უსიყვარულოდ და თუ სიყვარულითააა ვისი რა საქმეა ვინ ოხრები ნწ ნწ გაგიჭირდებოდა გაპრავება აი Share on other sites More sharing options...
ფორუმელი marguerite Posted 8 სექტემბერი, 2022 Author Posted 8 სექტემბერი, 2022 @Mulan ეგ უნდა მეთქვა პოლიტგანყელებს რამის გამართლება გაუჭირდებათ? ტოტებს ქარისას გადაჰყვა მარტი... Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა