ფორუმელი marguerite Posted 2 აპრილი, 2023 Author Posted 2 აპრილი, 2023 მხოლოდ ღამემ, უძილობის დროს სარკმელში მოკამკამემ, იცის ჩემი საიდუმლო, ყველა იცის თეთრმა ღამემ. ტოტებს ქარისას გადაჰყვა მარტი... Share on other sites More sharing options...
ფორუმელი marguerite Posted 3 აპრილი, 2023 Author Posted 3 აპრილი, 2023 შენ იმედს ყოფნი სახელად, ქოჩორს მზის სხივი გიმოსავს. გილოცავ თვალის გახელას, პირველ შეკრთომას გილოცავ! გილოცავ მიწას სალოცავს, პირზე ღიმილის მოფენას, პირველი სიტყვის წარმოთქმას, პირველი მერცხლის მოფრენას. ამ მზეს და ამ გრილ სიოსაც, ამ მთებს და ამ ცას კრიალას. გაჩენილ ფიქრებს გილოცავ და ბევრ გასაჩენ იარას. ამ სოფლის ტყუილ-მართალსაც, განაგონსაც და ნახულსაც, შემოდგომას და ზამთარსაც, გაზაფხულსაც და ზაფხულსაც. და თუმცა ბოლო არ უჩანს გზებს უძნელესს და იოლსაც, გილოცავ უფლის საჩუქარს, ქვენად გაჩენას გილოცავ! ტოტებს ქარისას გადაჰყვა მარტი... Share on other sites More sharing options...
ფორუმელი marguerite Posted 4 აპრილი, 2023 Author Posted 4 აპრილი, 2023 ქუჩაში სამი საუბრობს ბიჭი. პირველი: - თვალი რაც უფრო გიჭრის, - გაქვს უფრო მეტი სიბრმავის ნიჭი. მეორე: - ენა რაც უფრო გიჭრის, - გაქვს უფრო მეტი დუმილის ნიჭი. მესამე: - ჭკუა რაც უფრო გიჭრის, - გაქვფს უფრო მეტი სიბრიყვის ნიჭი. ქუჩაში სამი საუბრობს ბიჭი. ტოტებს ქარისას გადაჰყვა მარტი... Share on other sites More sharing options...
ფორუმელი marguerite Posted 9 აპრილი, 2023 Author Posted 9 აპრილი, 2023 თოვლი, ფიფქი და აპრილი, ვარდისფერი თოვლი. ტოტებს ქარისას გადაჰყვა მარტი... Share on other sites More sharing options...
ფორუმელი marguerite Posted 10 აპრილი, 2023 Author Posted 10 აპრილი, 2023 რაც გაჰქრა, გაჰქრა, წავიდა, რაც არ გამქრალა, ქრება, ქრება, რომ მერე თავიდან კვლავ მოგვევლინოს ვნებად. რაც მიდის, მიდის, რაც არა, რჩება უბრალოდ, რჩება, რჩება ის, რაც არ დამწვარა, რაც არ გაშლილა ფრთებად. რაც მოდის, მოდის დროულად, მოდის, მოჰყვება ნამქერს, მოდის ის, რაც არ მოსულა, რომ მოვიდეს და გაჰქრეს. ტოტებს ქარისას გადაჰყვა მარტი... Share on other sites More sharing options...
ფორუმელი marguerite Posted 10 აპრილი, 2023 Author Posted 10 აპრილი, 2023 მე შენში მიყვარს ოცნება ჩემი ტოტებს ქარისას გადაჰყვა მარტი... Share on other sites More sharing options...
ფორუმელი marguerite Posted 10 აპრილი, 2023 Author Posted 10 აპრილი, 2023 რომ ორთაჭალამ ჩაიცვა თეთრი, რომ შენც ჩაიცვი კაბა ყვავილის... ტოტებს ქარისას გადაჰყვა მარტი... Share on other sites More sharing options...
ფორუმელი ფორთოხალი Posted 11 აპრილი, 2023 Posted 11 აპრილი, 2023 გეძებდი ყველგან... მახრჩობდა სიცხე და მწვავდა ჯვარის მხურვალე რკინა, მე ყველაფერი გადავივიწყე, არ არის ზეცა... არ არის ბინა. არის ჩვენს შორის მთელი კედელი, და ბრძოლა მძაფრი, ცეცხლის მდებელი. ჩემში აღმოჩნდა ბედის მკვეთელი, ჩემში აღმოჩნდა ამფეთქებელი. ო, მე იმედი დავკარგე ზეცის: არც მინდა შენი ყალბი ტახტები, მსხვერპლი ქვეყნიურ ძალის ასკეცის მტვერი იყავი, მტვერი გახდები. არის სიჩუმე, ბნელი ცხედარი, მის ტანზე შავი ცეცხლის გაჩენა, აპოკალიპსის მძაფრი მხედარი, ვინც ქაოსებში შემოაჭენა. Aerodynamically, the bumble bee shouldn't be able to fly, but the bumble bee doesn't know it so it goes on flying anyway. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა