ფორუმელი marguerite Posted 2 თებერვალი, 2022 Author Posted 2 თებერვალი, 2022 მე შენზე ვფიქრობ და თითქოს გხედავ ვფიქრობ და თითქოს დღეა მზიანი ძვირფასო მოსვლა რად გაგიძნელდა ძვირფასო რისთვის დაიგვიანე, ახლა ეს გრძნობა უფრო მეტია ახლა ქარები არხევენ ტირიფს მე შენ გიამბობ ჩემს ტრაგედიას და როგორც ბავშვი დავიწყებ ტირილს, ასე გაივლის წამება, ოხვრა შენ მოხვალ ჩემთან თეთრი ხელებით მოხვალ დაღლილი მეტყვი-როგორ ხარ? მოხვალ და ვიცი მომეფერები... თუმცა იქნება ღამე წამების ღამე სასტიკი და ულმობელი და ეს თვალები, ჩემი თვალები ლურჯი თვალები, ისევ მოგელის... ტოტებს ქარისას გადაჰყვა მარტი... Share on other sites More sharing options...
ფორუმელი ფორთოხალი Posted 6 თებერვალი, 2022 Posted 6 თებერვალი, 2022 ვისაც არ ჰყავს გულის ვარდი, ღვინო შესვას ფერად ლალი, დაიჯერებს, რომ ნამდვილად მისთვის კვდება ყველა ქალი. ღვინო შესვას, ბლომად შესვას, ვისაც არ აქვს ორი გროში, მას თავისი ეგონება, რაც ოქროა მსოფლიოში. ვისაც დარდი არ ასვენებს, ღვინო სვას და დათვრეს ხელად, ღვინო წუხილს დაავიწყებს, ღვინო შეიქმს უდარდელად. სატრფო არ მყავს, ფული არ მაქვს, დარდი მაქვს და რაც ვარ, ეს ვარ. ამიტომაც სხვაზე მეტი, სამჯერ მეტი უნდა შევსვა. Aerodynamically, the bumble bee shouldn't be able to fly, but the bumble bee doesn't know it so it goes on flying anyway. Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Chigurh Posted 12 მარტი, 2022 Posted 12 მარტი, 2022 დღე ისე გადის, რომ არ ძალმიძს ვიღონო რამე, ყოფნა-არყოფნის საფიქრალში ილევა ღამე, გადის ცხოვრება, რომლის წამიც მთელ ქვეყნად ფასობს და მე ფიქრებში ფუჭად ვკარგავ ამ ძვირფას წამებს ... აბუ საიდი სპარსული პოეზია არის ზეობა 1 Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Mulan Posted 29 მარტი, 2022 Posted 29 მარტი, 2022 გაზაფხულდება, უეჭველად გაზაფხულდება. რა დააოკებს თავნება აპრილს? მოვა, მოიტანს, ცისფერ ყვავილებს და შენს ფეხებთან დაჰყრის და დაჰყრის. ვერ გაუძლებენ მოვარდნილ ვნებებს და დასკდებიან ატმის კვირტები და მეც ვითარცა ახლად გაცნობილს, ახალი თვალით დაგაკვირდები. შენშიაც ვიგრძნობ აპრილის სუნთქვას, მოვარდნილ მეწყერს და ძუ ავაზას! გეტყვი, მითხარ: აპრილი გათბობს, თუ სხვა სურვილმა გაგალამაზა?.. გაზაფხულდება, უეჭველად გაზაფხულდება, მოვა დღეები წყურვილები და გაგიჟების, სადაც შეგხვდები, შემოგახევ მოცისფრო კაბას, თუ შენი ნებით, შენი ნებით არ გაშიშვლდები!.. 1 Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Chigurh Posted 30 მარტი, 2022 Posted 30 მარტი, 2022 მითხარ რას გარგებს ეგ მუხლმოყრა სალოცავ ნოხთან, ბედმა მრავალი მოინელა, ჩვენსავით კოხტა, ჩქარა დამიდგი ხელისგულზე ეგ სავსე ჯამი, რა დროს დარდია, მოსახდენი უჩვენოდ მოხდა ომარა პახმელიის დედა მოვხანო, შენიშვნებში ეწერა, მაგრამ ეგ აღარ გადმოთარგმნეს 1 Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Mulan Posted 30 მარტი, 2022 Posted 30 მარტი, 2022 (შესწორებული) ჩვენ აივანზე ჟამი გვედგა მწველი, მე და შენ. ორი სხეული, სულით ერთი მთელი, მე და შენ. ბაღმა გვაპკურა უკვდავების წყაროს ცვარ-ნამი, როცა ბაღნარში მოვიღერეთ ყელი მე და შენ. ჩვენს სათვალთვალოდ აციმციმდნენ ცაზე ვარსკვლავნი, ჩვენ, როგორც მთვარე თეთრ ღრუბლებში მვლელი, მე და შენ ტრფობის წყურვილით დაიშრიტნენ ფრინველნი ცათა, როს წამოვანთეთ ვნებით ღამე, ბნელი, მე და შენ. ჰო, საოცრებავ, იმ წამს, როცა ერთად ვიყავით და როცა გვწვავდა სიახლოვე, მწველი, მე და შენ. შენ ხორასანის ცა გფარავდა, მე კი ერაყის და გვაშორებდა ჩვენ მანძილი ვრცელი, მე და შენ. --------------------------------------- ჯერაც არ ვიცი მე მე ვარ თუ მე მე არა ვარ, რაღაც საოცარ ყოფაში ვარ მე მე არა ვარ სიყვარული ვარ, მოყვარული თუ საყვარელი? ვარ გაოგნების ჯამით მთვრალი, მე მე არა ვარ ვინა ვარ, რა ვარ, უსახელო რაღაც ქიმერა, მე სულ სხვა არსის ნიღაბი ვარ მე მე არა ვარ მარადისობას შენივთული სული მოკვდავი, რაღაც დიდების მწვერვალი ვარ, მე მე არა ვარ. რუმი Edited 30 მარტი, 2022 by Mulan 1 Share on other sites More sharing options...
ფორუმელი marguerite Posted 7 აპრილი, 2022 Author Posted 7 აპრილი, 2022 მირზა გელოვანი - ნუ მწერ ნუ მწერ, რომ ბაღში აყვავდა ნუში, რომ მთაწმინდაზე ცა დაწვა თითქოს, რომ საქართველო ამ გაზაფხულში, როგორც ყოველთვის, წააგავს ხვითოს, რომ ორთაჭალამ ჩაიცვა თეთრი, რომ შენც ჩაიცვი კაბა ყვავილის, რომ მტკვარი ოხრავს, როგორც ყოველთვის, როცა მეტეხის ახლოს ჩაივლის. ...წუხელ ვებრძოდი ცეცხლს და ურაგანს და საშინელი ბრძოლების ნისლში მე მომეჩვენა, სადღაც, ჩვენს უკან აელვებული იდგა თბილისი. ორთაჭალაში ყვაოდა ნუში, მთაწმინდის მხრებზე მზე იწვა თითქოს, და შენც, ძვირფასო, ამ გაზაფხულში, როგორც ყოველთვის, მოჰგავდი ხვითოს. ნუ მომწერ… ისეც ვიცი, რაგვარი ფერებით ყვავის თბილისი ახლა, რომ ვიღაც დადის მინდვრებში ღამით და დილისათვის ამწვანებს ნახნავს. მე ისიც ვიცი, რომ კარგ ამინდებს მოაქვთ გულების საამო ფეთქვა და თუ ბოლომდის ტყვია დამინდობს, თუ გაზაფხულებს შევხვდებით ერთად, გეტყვი, რომ მოვედ ბრძოლანახული და სიკვდილამდის შენთან დავრჩები, რომ ლამაზია მზე გაზაფხულის, ბრძოლების შემდეგ - მზე გამარჯვების ტოტებს ქარისას გადაჰყვა მარტი... Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Chigurh Posted 8 აპრილი, 2022 Posted 8 აპრილი, 2022 ჰე მეგობარო, დამენახვე ერთი წამითა პირველი კაცის ცხოვრებაზე გეტყვი თავიდან წამების შვილი აიზილა დარდის თიხისგან ამქვეყნად დაჰყო მცირე ხანს და უხმოდ წავიდა ომარ Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა