Jump to content
×
×
  • Create New...

პოეზია - უპირველეს ყოვლისა!


Recommended Posts

  • ფორუმელი

ყველაფერიც შეიძლება, უკეთესიც კი არის :gurabe:

 

წინ, მეეტლევ!
ეგ ცხენები გაქანე, გაქანე!
მსურს, რომ ერთხელ კიდევ ვნახო გაზაფხული მთები მწვანე,
მსურს, რომ დაფნით გადავხლართო მძიმე ფიქრთა ოკენე!..
წამიყვანე!
მთები! როგორ შვენით მათზე გაზაფხულის ბუჩქ-ფოთოლი!
როგორ შვენის ველზე ნამი, გამჭირვალე, როგორც ბროლი!
ცა ისეა მოწმენდილი, ცა ისეა შეუმკრთალი,
რომ ანგელოზს დანახავს მოდარაჯე კაცის თვალი.
კიპარისი ისე ღელავს, ისე ღელავს, ისე ღელავს,
სე ტოკავს, ისე ტოკავს, როცა ქარი გადათელავს…
წყარო კლდეში მოჩუხჩუხე, წვეთანკარა, ვით ცის ვნება,
დაფნის ბუჩქთა მწვანე ჩარჩოს ემება, ეხეთქება.
და ჩანჩქერი მთით ნასხლეტი, დაფლეთილი დილის სხივით,
ძირს ეშვება და იფრქვევა და გადადის რძის ქაფივით.
ვდგევარ მთაზე… და სიჩუმის იდუმალი მესმის ენა,
და მიტაცებს სწრაფი ფრთებით პოტური აღმაფრენა.
ვხედავს სურებს, ვხედავ დაფნარს, ვხედავ მდუმარ ნასაკირალს,
ვხედავ სოფლებს სიცოცხლისას, განახლების თვალით მზირალს.
ჩუმად!
ვიღაც მღერის მთაზე… რა ძალაა ამ ტკბილ ხმაში!..
არსად ისე არ მღერიან, როგორც აქ, ამ ქვეყანაში,
არსად, არსად არ არსებობს ბრძოლის ჟინი, ბრძოლის ქარი,
არსად ისე არ გადმოხეთქს უმანკობის ნიაღვარი,
და არსად, მთელ ქვეყანაზე არ ჰკოცნიან ისე ვნებით,
სე ცეცხლით, ისე ჟინით და იმგვარი გატაცებით,
ვერსად ისე ვერვინ გაგვხვევს გამოუცნობ ცეცხლის ტბაში,
როგორც ლერწამქალწულები - აქ, ამ წარმტაც ქვეყანაში!
და, მეეტლევ,
თუ მათ ალერსს
ვერ ვეღირსე, გეთაყვანე,
სალერსოდ ისევ მიწვევს გაზაფხულის მთები მწვანე…
მაშ, გარეკე ეგ ცხენები,
სადმე შორს, შორს წამიყვანე,
გამაქანე,
გამაქანე!

ტოტებს ქარისას გადაჰყვა მარტი...

Share on other sites

Posted (შესწორებული)
 
***
Кинь в окно горящии уголь
Тогда, когда все будут дома.
В этой серии первым умирает Цветок в горшке,
Как жаль его
Как без причин умирает он
Из за тех ,
Кто не знает в чьём кается
Облокотившемуся в сутане,
Мясу и крови.
М.М.
 
Edited by iaiameri

 

 

Share on other sites

ესეც ორი წლის წინანდელი ლექსი, მერე ვთარგმე კიდეც.

 

*** 

 

იცი,როგორი გოგო ვიყავი?
სულ არ ვიმჩნევდი
ტკივილს.
ვერ მიშავებდა საწუთრო
ავი,
ყურს არ ვუგდებდი
წივილს.
ვხარობდი,
ლაღად ვიდოდი დღისით,
ღამის სიზმრები ვერას
მაკლებდნენ,
ისეთი გოგო ვიყავი,
ღიმით
დღეები ფერად
ფერადდებოდნენ.
შავ თეთრი იყო
გარეთ ცხოვრება,
მე კი მზიანეთს
ირგვლივ ვხატავდი,
მაგრამ მოვიდა
სულ სხვა დროება,
მე და ჩემი მზე
ერთად ჩავთავდით
და სადღაც
ბჟუტავს ისევ სანთელი,
ბნელი ოთახის
ნათელ კუთხეში
და მე შიშისგან
ღამენათევი,
ვჩეხავ და ვჩეხავ
ჩრდილებს ფიქრებში.
იცი ,როგორი გოგო ვიყავი?
არ მეშინოდა
ღამის!
მ.მ.

Знаешь я какой была?
Не видно было боли.
Зло вокруг выла ,
Бросая на рань соли.

Не слушала я вопли,
Радовалась днем,
Кошмары распускали сопли
Когда меня пугали сном.

Была я такой весёлой,
Дни одевались в цвет,
Я разрисовала мелом,
Весь черно белый свет.

Но наступил другой час,
Нет уже в небе света,
Не оберегает солнышко нас,
И светит лишь свечка где-то,

И мне дана ветхая сила,
Одолеть страха очи.
Знаешь я какой была?
Не боялась я ночи!

М.М.

Перевод с грузинского

 

 

Share on other sites

Posted (შესწორებული)
ო,როგორ მინდა პეპლებზე ვწერო,
მაგრამ კალამმა ასე
ინება,
უხილავ თითებს
ვემორჩილები,
პეპლები წესით გვიან
იქნება,
ან არ იქნება და მოვა მხეცი,
წაიღებს როგორც ღვარცოფი სახლებს,
სიზმარში სახლის ფანჯარას ვეცი
და ჩავეჭიდე სიცოცხლის წამებს.
და მხოლოდ ერთი პეპელა
გაკრთა,
ბინდბუნდი იყო და მზე კი შავი,
სიომ დაჰქროლა,
პეპელა ჩაქრა,
დაკეცა ფრთები ,
ჩაჰკიდა თავი.
მ.მ.
 
 
-------------------------------
 
 
შეშფოთებულ ზღვის
ტალღებს
შეერია წვიმა და
ამინდი წერს წვიმით
გამებს,
ზღვის ტალღამაც იმატა.
აღიმართა ალამი,
სამკუთხა და წითელი,
მიმოქრიან
მაშველები,
მოიარეს პლიაჟი
მთელი,
მიმოავლეს ზღვას
თვალები.
ვიღაც ,მაინც იყო
ერთი
გაბედული ანდა
შტერი.
დაჰყურებდა თავზედ
ღმერთი,
ზღვაც არ იყო,
მისი მტერი.
ტალღას ტალღა
ენარცხება,
შავი ზღვა ბღავის და
ზმუის,
ის მიცურავს ნება -ნება
ამჯობინებს წყალში
დუმილს.
მაშველები შესცქერიან,
უკვე ხალხიც
მოგროვდა,
თოლიები დამღერიან,
მზე მთის კიდეს
მიგორდა.
ტალღებს ებაასებოდა,
მიტომ შეაგვიანდა,
მეცხე ტალღას
ჩაუსაფრდა
და ქვიშაზე
გადმოხტა.
ხალხმა დასცხო
უმალ ტაში,
მაშველბმაც ასევე,
თოლიები ხივან
ცაში,
მოცურავე ვიყავ
მე !
*** მ. მ.
Edited by iaiameri

 

 

Share on other sites

ტროტუარზე იდგა კაცი
და მესროლა მოთხრობა,
გაოცებას ვერ ვმალავდი,
ვერ ვამჩნევდი ლოთობას.
დავიხედე ფეხებთან,
კიდევ ერთი მოთხრობა,
წავიტანო უნდა თან,
არ ღირს აზრის მოშთობა.
ტროტუარზე იდგა კაცი
ლეგა ფერი ეცვა,
წამი გახდა უცებ ბაცი,
მოთხრობა კი მეცვა !
***მ.მ.

 

 

Share on other sites

ვარსკვლავებიან ცას,
ბებერი ალვის ხე მპარავს,
შევუთქვი ბევრჯერ მას,
წაიქცეს,ნუღა მფარავს.
მზიან დღეს ასრულდა,
ადიდდა შეთქმული,
დაეცა,
დამთავრდა,
დასრულდა,
მორჩა მზე მალული.
მეზობლის აივანს ჩამოჰკრა ფერდი.
მე არ დამსაჯა, არ გამკრა გვერდი.
შემრცხვა,
ავღელდი,
ათრთოლდა მკერდი.
მესიზმრა, ალვის შესახებ ვწერდი .
***მ.მ.

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი
გაივლის წლები, წლებს ვინ ჩივის გავივლით ჩვენც და
დარჩება ისევ შემოდგომა, დარჩება ფიქრი,
რომ რაღაც ისე არ დამთავრდა, დაიწყო როგორც
ან არ დაიწყო ისე, როგორც საჭიროდ თვლიდი.
დარჩება სახლი, დაკეტილი ფანჯრები, მტვერი
და ფილაქანზე მოფანტული ფოთლები მწკრივად.
ბაღის სიღრმეში ჩაკარგული პატარა სკამი
აივნის ფიცრის ჭრიალი და ნოემბრის წვიმა.
გაივლის წლები, წლებს ვინ ჩივის გავივლით ჩვენც და
დაგვრჩება ისე აქა-იქა წარსულზე ფიქრი,
რომ რაღაც ისე არ დაიწყო , დამთავრდა როგორც
ან არ დამთავრდა ისე, როგორც საჭიროდ ვთვლიდით...

ტოტებს ქარისას გადაჰყვა მარტი...

Share on other sites

  • ფორუმელი

ყოველ საღამოს, როცა მინდა დავწერო ლექსი,
როცა ბავშვები ეზოს ნუშებს ეთხოვებიან,
უცხო გოგონას აღებული აკორდი მესმის,
დავდებ კალამს და დავდუმდები:
– ბეთჰოვენია...
ის მოყავს ჩემთან უცხო გოგოს, უცხო ალერსით,
მოყავს,რომ გული, ჩემი გული სადღაც წაიღოს,
და იმ საღამოს ბეთჰოვენი როცა არ მესმის,
მე მეშინია ის გოგონა ავად არ იყოს....

ტოტებს ქარისას გადაჰყვა მარტი...

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   168 all people including: 1 წევრი, 3 ანონიმური, 164 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • YandexBot(7)
    • Googlebot(1)
    • Chrome(15)
    • t-90