Jump to content
×
×
  • Create New...

რუსეთის საგარეო დაზვერვა: აშშ ქართული ოცნების პოზიციებს ძირს უთხრის 


Recommended Posts

  • ფორუმელი

@ChariotGod :nope:

 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნარიშკინის განცხადებას ჰიბრიდული ომის გამოხატულებად მიიჩნევს

1 საათის წინ

ვახტანგ მახარობლიშვილი
ვახტანგ მახარობლიშვილი
 

რუსეთის ფედერაციის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელის, სერგეი ნარიშკინის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ ამერიკელები „ქართული ოცნების“ პოზიციების შერყევას აპირებენ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ვახტანგ მახარობლიშვილი გამოეხმაურა. სპეციალურ განცხადებაში იგი აღნიშნავს, რომ სერგეი ნარიშკინის განცხადება წარმოადგენს რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული ჰიბრიდული ომის მორიგ გამოხატულებას და პროვოკაციულ ნაბიჯს, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში დესტაბილიზაციის პროვოცირებას.

 

„საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაციის და ანექსიური პოლიტიკის ფონზე, მუდმივად სახეზეა რუსეთის ფედერაციის მცდელობები, ჰიბრიდული ომის ელემენტების აქტიური გამოყენებით და სხვა ხერხებით, უხეშად ჩაერიოს საქართველოს სუვერენულ არჩევანში, რაც უკავშირდება ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას, მის ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ ოჯახში გაწევრიანებას“, - აღნიშნავს ვახტანგ მახარობლიშვილი. მისი თქმით, მსგავსი ხერხებით რუსეთის ფედერაცია ცდილობს საზოგადოებაში ნიჰილიზმის დათესვას, ქვეყანაში პოლარიზაციისა და დაპირისპირების პროვოცირებას, რაც, მისი თქმით, ხელს არ უწყობს, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ, ზოგადად, რეგიონში მშვიდობასა და სტაბილურობას.

„ამჯერად რუსეთის ფედერაციის მცდელობები მიმართულია იქითკენ, რომ საზოგადოების თვალში მოახდინოს საქართველოსა და მის მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს - ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებული ძალზედ მჭიდრო ურთიერთობების დისკრედიტაცია, რომელიც ქვეყნის დამოუკიდებლობის დღიდან აქტიურად, სტრატეგიული პარტნიორობის სულისკვეთებით ვითარდება და ბოლო წლებში მართლაც უმაღლეს ნიშნულს მიაღწია. ბუნებრივია, საქართველო გააგრძელებს სტრატეგიული პარტნიორებისა და მეგობრების მხარდაჭერით ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას და განუხრელ სვლას ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანისკენ“, - აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ვახტანგ მახარობლიშვილის განცხადებაში.

რუსეთის ფედერაციის საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორი, სერგეი ნარიშკინი საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით აშშ-ის დამოკიდებულებზე სპეციალურ განცხადებაში საუბრობს. ამ განცხადების მიხედვით, საქართველოში წესრიგის დასამყარებლად ამერიკელები აპირებენ, ოპოზიციის მხარდასაჭერად სისტემურად იმუშაონ და, ამავდროულად, შეარყიონ „ქართული ოცნების“ პოზიციები

19 საათის წინ, Seth said:

არ უჭირდათ ბანძების ნაწილს და იმიტომ, ახლა როგორც ჩანს გაუჭირდათ. აბა რას გამოხტნენ მაინცდამაინც ეხლა?

ინტერპრეტაციის ამბავია. დაზვერვაა რა, შეიძლება პროვოცირებენ

 

 
Share on other sites

3 minutes წინ, Moor said:

ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას, მის ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ ოჯახში გაწევრიანებას

благими намерениями..

Share on other sites

  • ფორუმელი
1 minute წინ, Moor said:

ინტერპრეტაციის ამბავია. დაზვერვაა რა, შეიძლება პროვოცირებენ

ჰო პროვოცირებენ, ბოძებს რომ სვავენ სადღაც ქარელში ეგეც პროვოკაციაა თორემ სინამდვილეში დაბრუნება უნდათ ცხინვალის :დ

 

კარგით რა, თქვენ რაღა დაგემართათ? :user: 

ტიპებმა დედა იმასუქნეს ქვეყანას, გააჩერეს, ინვესტიცია არის 0, კორუფციაში ჩაახრჩეს, საგარეო ფრონტზე ყველანაირი ზეწოლა მოხსნეს ლოთებზე,  ევროატლანტიკისკენ ძალით მოგვათრევენ კაპიტალისტები (აი ძაღლი რომ გავირდება და წინ წასვლა არ უნდა ისე) და კიდევ პროვოკაცია ყოფილა :დ

Share on other sites

  • ფორუმელი

რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურმა 9 მარტს განაცხადა, რომ „ბოლო დროს, ვაშინგტონში სულ უფრო იზრდება უკმაყოფილება მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ ქმედებებით, რომელიც ამერიკული მოთხოვნების ცალსახად შესრულებას თავს არიდებს“.

„სამოქალაქო საქართველო“ რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის განცხადებაზე მმართველი გუნდისა და ოპოზიციის განსხვავებულ შეფასებებს გთავაზობთ.

მმართველი გუნდის შეფასება

მამუკა მდინარაძე – ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე: „რატომ ხდება ისე, რომ ანტიდასავლური განწყობების შექმნის მცდელობა მაინცდამაინც ამ დროს ემთხვევა? და რატომ ხდება ისე, რომ რასაც ლაპარაკობს ნაცმოძრაობის რომელიმე ლიდერი, იმას ლაპარაკობს დღეს რუსეთის საგარეო დაზვერვა. არავინ არ იძახის დღეს ამას თანამედროვე მსოფლიოში, რომ ქართული ოცნების პოზიცია დაშორდა დასავლურ სტანდარტებს და ამერიკის შეერთებული შტატების განწყობებს. ამას ლაპარაკობენ ოკუპანტები და ამას ლაპარაკობს ნაცმოძრაობის არაერთი ლიდერი“.

ნიკოლოზ სამხარაძე – საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე: „რუსი ოფიციალური პირები ამ განცხადებით ცდილობენ, რომ ქართულ ამერიკულ ურთიერთობებში შეიტანონ დაძაბულობა და შეიტანონ ბზარი. ნარიშკინები, გავრილოვები და სხვა პირები, რომლებიც განცხადებებს აკეთებენ ხოლმე, ხშირ შემთხვევაში, ემთხვევა დასავლეთის გააქტიურებას საქართველოში და ძალიან ნიშანდობლივია, რომ სწორედ მაშინ ხდება ხოლმე მათი მხრიდან ასეთი განცხადებების გაკეთება“.

ოპოზიციის შეფასება

გიორგი ბარამიძე – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა: „ეს ჩვენი ხალხია და ამათ ხელი არ მოკიდოთო, პირდაპირ ეუბნებიან ამერიკელებს. აი, ეს არის ის რეალობა, რა რეალობაშიც ჩვენ ვცხოვრობთ. სამწუხაროდ, [ეს არის ის], რასაც მთელი ამ წლების განმავლობაში ვსაუბრობთ, რომ საქართველოში არის ოლიგარქი, რომელიც პირდაპირ ახორციელებს და ასრულებს პუტინის გეგმას საქართველოში, რომ საქართველო გახდეს რუსეთის ვასალი სახელმწიფო, რუსეთზე პირდაპირ დამოკიდებული სახელმწიფო“.

გიგი უგულავა – ევროპული საქართველო: „პრაქტიკულად, მაშველი რგოლი გადმოუგდო ქართულ ოცნებას იმით, რომ მან ამხილა ვითომ ამერიკა, რომ ამერიკა, თურმე, ერევა საქართველოს შიდა საქმეებში. ახლა, მოდი, ვნახოთ, როგორ ერევა ამერიკა – ამერიკა სთხოვს საქართველოს მთავრობას, რომ რეპრესიებს ნუ უწყობს საკუთარ ხალხს, რომ ადამიანების უფლებებს პატივისცემაა საჭირო, რომ შტურმით ოპოზიციის ოფისის აღება და ლიდერის დაპატიმრება არ შეიძლება და ცუდი საქციელია. ანუ, სთხოვს დემოკრატიას. ახლა, რას თხოვს რუსეთი – რუსეთი სთხოვს დამინიშნე შინაგან საქმეთა მინისტრი და ასეთი გვყავდა ჩვენ, დამინიშნე უშიშროების მინისტრი“.

გრიგოლ გეგელია – ლელო საქართველოსთვის: „ეს არის შოკისმომგვრელი განცხადება, რომელიც, ერთი მხრივ, ადასტურებს, თუ როგორ ღელავს დედა რუსეთი და „კგბ“ თავის საყვარელ პრორუს ხელისუფლებაზე და, მეორე მხრივ, განცხადება, რომელიც ძალიან ნათლად გვიდასტურებს იმას, რაც რუსეთის დაზვერვის გარეშე შესანიშნავად ვიცით და ვამბობთ ყოველდღე, რომ ეს ხელისუფლება არ არის ევრო-ატლანტიკური კურსის გამტარი ხელისუფლება. ამ ხელისუფლებამ შეიძლება, რომ სიტყვით უერთგულოს ამერიკას, ევროპას და საქართველოს პროდასავლურ კურსს, მაგრამ საქმით 8 წელია სპობს ყოველდღიურ პრაქტიკაში ყველაფერ პრო-ევროპულს და საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრირების პერსპექტივას“.

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)

არა და რამდენი ხანი იყვნენ ჩუმათ ...

რაღაც სხვა რამ ხდება ... 

მგონი ნარიშკინის გამოხტომით ლოთებმა სოფლელებს შეუთვალეს რომ დაგვითმეო, ანუ "ჩვენი გავლენის სფეროა" და ჩვენ მივხედავთო ... 

გუშინ უკრებს ვუსმენდი, რაღაც პროვოკაციას ელოდებიან ლოთებისგან ... მოკლედ გამოჩნდება ამ დღეებში

Edited by kvipriane

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

  • ფორუმელი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ მახარობლიშვილმა დაგმო რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის მიერ ცოტა ხნის წინ გაკეთებული განცხადება, რომლის თანახმადაც, ამერიკის შეერთებული შტატები ქართული ოცნების პოზიციებს ძირს უთხრის, და მას პროვოკაციული ნაბიჯი უწოდა, რომელიც მიზნად ისახავს „საქართველოში დესტაბილიზაციის პროვოცირებას“.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ 10 მარტს განაცხადა, რომ საქართველოს ტერიტორიების „უკანონო ოკუპაციის და ანექსიური პოლიტიკის“ ფონზე, რუსეთი აქტიურად იყენებს ჰიბრიდული ომის ელემენტებს, რათა „უხეშად ჩაერიოს საქართველოს სუვერენულ არჩევანში, რაც უკავშირდება ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას, მის ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ ოჯახში გაწევრიანებას“.

მახარობლიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი ცდილობს, „საზოგადოების თვალში მოახდინოს საქართველოსა და მის მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს – ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებული ძალზედ მჭიდრო ურთიერთობების დისკრედიტაცია“ და მოსახლეობაში ნიჰილიზმი დათესოს.

„ქვეყანაში პოლარიზაციისა და დაპირისპირების პროვოცირება ხელს არ უწყობს, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ, არსებული ისედაც ტურბულენტური გარემოს გათვალისწინებით, ზოგადად რეგიონში მშვიდობას და სტაბილურობას“, – განაცხადა მან.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის 9 მარტის განცხადებას უპასუხა, რომლის თანახმადაც „ბოლო დროს ვაშინგტონში სულ უფრო იზრდება უკმაყოფილება მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ ქმედებებით, რომელიც ამერიკული მოთხოვნების ცალსახად შესრულებას თავს არიდებს“. ამავე განცხადების თანახმად, „საქართველოში წესრიგის დასამყარებლად, ამერიკელები სისტემური სამუშაოს განხორციელებას გეგმავენ, რათა ოპოზიციას დაუჭირონ მხარი, ხოლო „ქართული ოცნების“ პოზიციებს ძირი გამოუთხარონ“.

ასევე წაიკითხეთ:

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   266 all people including: 1 წევრი, 1 ანონიმური, 264 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(14)
    • YandexBot(4)
    • t-90
    • Googlebot(4)