Jump to content
×
×
  • Create New...

Recommended Posts

ამ წუთებში მოქალაქეები საპროტესტო მარშით ვარდების მოედნიდან მთავრობის კანცელარიისკენ მიემართებიან. 1 000 მშობლის მარშის სახელით მიმდინარე აქცია ნაწილია იმ 100-დღიანი კამპანიისა, რომელიც ქალთა მიმართ სქესობრივი ძალადობის წინააღმდეგ დაიგეგმა.

საპროტესტო აქციის მოთხოვნებია:

  • სისხლის სამართლის კოდექსში შეიცვალოს გაუპატიურების მუხლი, რითიც თანხმობის არარსებობა ცენტრალური ამოსავალი გახდება;
  • პროკურატურაში შეიქმნას სპეციალიზირებული დეპარტამენტი, რომელიც სექსუალური ძალადობის საქმეებს ეფექტიანად გამოიძიებს;
  • სქესბრივი განათლება ფორმალური განათლების ნაწილი გახდეს, რითიც ბავშვები სქესობრივი ძალადობის ამოცნობასა და მისგან თავის დაცვას შეძლებენ;
  • გაიზარდოს ფსიქოლოგებისა და სოცმუშაკების რაოდენობა;
  • დადგეს ნინის საქმის პროკურორის პასუხისმგებლობის საკითხი სამსახურეობრივი გულგრილობის გამო.

 

4e713381-8cf0-4abe-9a7f-57d84f22d7c9_cx0_cy0_cw80_w1597_n_r1_st.jpg.2deb3d86def150c04123fb5738205f82.jpg

 

100-დღიანი კამპანიის ფარგლებში „1000 მშობლის მარში“ თბილისში, პირველი რესპუბლიკის მოედნიდან მთავრობის ადმინისტრაციისკენ დაიძრა. კამპანია უპირისპირდება სქესობრივ ძალადობას გოგოების და ქალების მიმართ. ის მას შემდეგ დაიგეგმა, რაც თებერვლის დასაწყისში, 14 წლის გოგომ თავი მოიკლა.

მომისმინეთ“ - ასე წერია მთავარ პლაკატზე, რომელიც აქციის მონაწილეებს აქვთ.

„1000 მშობლის მარში“ საქართველოს რამდენიმე ქალაქში მიმდინარეობს.

14 წლის გოგოს საქმეზე დაკავებულია და პატიმრობაში იმყოფება 23 წლის კაცი. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით აქვს წარდგენილი: 140-ე მუხლის პირველი ნაწილი (სრულწლოვანის სექსუალური ხასიათის შეღწევა დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველის სხეულში, (ორი ეპიზოდი)) და 115-ე მუხლი (თვითმკვლელობამდე მიყვანა), რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საქმეზე, აგრეთვე, დაკავებულია გარდაცვლილი გოგოს ბაბუა

 

Share on other sites

  • ფორუმელი

8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღეს, ქალთა უფლებათა დამცველებმა და აქტივისტებმა, სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სისტემური რეფორმის მხარდასაჭერად, თბილისში „1 000 მშობლის მარში“ გამართეს.

დემონსტრაცია კამპანია „პროტესტის 100 დღის“ ფარგლებში ჩატარდა, რომელიც აჭარაში, სავარაუდოდ, გაუპატიურების მსხვერპლი 14 წლის გოგონას თვითმკვლელობის შემდეგ დაიგეგმა.

თავდაპირველად აქტივისტები რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ და რუსთაველის გამზირის გავლით მთავრობის კანცელარიასთან მსვლელობით მივიდნენ.

March_8_01-scaled.jpgპლაკატი მარცხნივ: „სექსუალური განათლება ძალადობის წინააღმდეგ“. პლაკატი მარჯვნივ: „ტრანს თემი ძალადობის წინააღმდეგ“, 8 მარტი, 2021, ფოტო: იანა ყორბეზაშვილი/Civil.ge

March_8_02-scaled.jpgპლაკატი მარცხნივ: „მე ვირჩევ თანასწორობას! არა ძალადობას“. პლაკატი მარჯვნივ: მომისმინე… არა ქალ კლა“, 8 მარტი, 2021, ფოტო: იანა ყორბეზაშვილი/Civil.ge

March_8_04-scaled.jpgსაპროტესტო პლაკატი წარწერით – „ამხილე მოძალადე“, 8 მარტი, 2021, ფოტო: იანა ყორბეზაშვილი/Civil.ge

March_8_05-scaled.jpgქალთა უფლებათა დამცველთა მარში სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ, 8 მარტი, 2021, ფოტო: იანა ყორბეზაშვილი/Civil.ge

March_8_06-scaled.jpgპლაკატი წარწერით: „მე ვცხოვრობ, მე ვგრძნობ, მე ვწყვეტ“, 8 მარტი, 2021, ფოტო: იანა ყორბეზაშვილი/Civil.ge

March_8_07-scaled.jpgბაია პატარაია – ქალთა უფლებათადამცველი არასამთავრობო ორგანიზაცია „საფარის“ ხელმძღვანელი, 8 მარტი, 2021, ფოტო: იანა ყორბეზაშვილი/Civil.ge

March_8_08-scaled.jpgსაპროტესტო ბანერი წარწერით: „1 000 მშობლის მარში; მომისმინე; პროტესტის 100 დღე“, 8 მარტი, 2021, ფოტო: იანა ყორბეზაშვილი/Civil.ge

March_8_09-scaled.jpgსაპროტესტო პლაკატი მარცხნივ – „ვითხოვ სექსუალურ განათლებას სკოლებში“. პლაკატი მარჯვნივ – „შეცვალე კანონი“, 8 მარტი, 2021, ფოტო: იანა ყორბეზაშვილი/Civil.ge

March_8_10-scaled.jpgპლაკატი წარწერით – „თუ ბრაზისგან გაცეცხლებული არ ხარ, ე.ი. არ უსმენ“, 8 მარტი, 2021, ფოტო: იანა ყორბეზაშვილი/Civil.ge

March_8_11-scaled.jpgბანერი წარწერით – „თანხმობის არარსებობა გაუპატიურებაა – შეცვალე კანონი“, 8 მარტი, 2021, ფოტო: იანა ყორბეზაშვილი/Civil.ge

March_8_12-scaled.jpgმსახიობი ნანკა კალატოზიშვილი მთავრობის კანცელარიის წინ შეკრებილებს სიტყვით მიმართავს, 8 მარტი, 2021, ფოტო: იანა ყორბეზაშვილი/Civil.ge

March_8_13-scaled.jpgქალთა უფლებათა მხარდამჭერი აქცია მთავრობის კანცელარიასთან, 8 მარტი, 2021, ფოტო: იანა ყორბეზაშვილი/Civil.ge

March_8_14-scaled.jpgქალთა უფლებათა მხარდამჭერი აქცია მთავრობის კანცელარიასთან, 8 მარტი, 2021, ფოტო: იანა ყორბეზაშვილი/Civil.ge

March_8_15-scaled.jpgარასამთავრობო ორგანიზაცია „საფარის“ ხელმძღვანელი ბაია პატარაია მთავრობის კანცელარიის წინ შეკრებილებს მიმართავს, 8 მარტი, 2021, ფოტო: იანა ყორბეზაშვილი/Civil.ge

March_8_16-scaled.jpgქალთა უფლებათა მხარდამჭერი აქცია მთავრობის კანცელარიასთან, 8 მარტი, 2021, ფოტო: იანა ყორბეზაშვილი/Civil.ge

 

 
Share on other sites

შექმენი ექაუნთი ან გაიარე ავტორიზაცია

დასაპოსტად რეგისტრაცია ან ავტორიზაციაა საჭირო

რეგისტრაცია

შეგიძლია ძალიან მარტივად დარეგისტრირდე და პოსტო

რეგისტრაცია

ავტორიზაცია

Already have an account? Sign in here.

შესვლა
 Share