Jump to content
×
×
  • Create New...

ფარული ჩანაწერები: ბერა ივანიშვილი პირად შურისძიებას სახელმწიფო დაცვის ამჟამინდელ უფროსს ავალებს?


Recommended Posts

Posted (შესწორებული)
12 საათის წინ, Mulan said:

@Moor არ მაქვს ნიკი თორემ ვკითხავდი ტიპს. საინტერესოა...

 

12 საათის წინ, Mulan said:

@Moor ტიმის აიპებით გავიდნენ სასტავზე თუ ფბ ებზე რასაც წერდნენ იქედან გამომდინარე დაადგნენ? 

 

12 საათის წინ, Moor said:

:lol: მე რა ვიცი. 

კი ვუთხარი ტიმს, წინ დაგხვდება ეგ აიპების თემათქო

 

 

მე ვიკითხე. პირდაპირ გაქრობა გაუტყდათ და დამერჯეს რამდენიმე თემა, ჩემი კითხვა რომ დაკარგულიყო.  

იყო რამდენიმე თემა ბერაზე, მეც რომ გავხსენი მაშინ მოუნდათ ყველას დახურვა ან გაერთიანება. :mulan: 

 

1497141412_Screenshot2021-03-07at13_47_33.thumb.png.c413751eee90c8cf548862a207e7b789.png1588549686_Screenshot2021-03-07at12_29_02.thumb.png.0dfaa0a42b52ba73cd3ee27439ef55b7.png

Edited by Civilian
Share on other sites

  • ფორუმელი
2 საათის წინ, kvipriane said:

ანუ რაც დრო გავა მით მეტად გამძაფრდება ...

რა თქმა უნდა სენიორ, სხვა გზა უბრალოდ არ არის. რომც არ იყოს (და რომც იყოს) პლებისციტი ან რიგგარეშე მაინც ეგრე იქნება. ნებისმიერი შეცდომა წარსული ან მომავალი მხოლოდ გააუარესებს სიტუაციებს. როგორც ვხედავთ წარსულის შეცდომებიც მრავლად ყოფილა და ესენი რომ უამრავ შეცდომას დაუშვებენ მომავალში ეს ვფიქრობ ერთადერთ ჭეშმარიტებას წარმოადგენს :დ

 

Share on other sites

  • ფორუმელი

@Civilian 

მოემზადე ბრად დაგბანენ გაჭუპაჭუპებენ ტიმის სამოთხეში :lol:

 

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი

უარყო ამანაც

 

რეპერი ზაზა ნოზაძე, რომელმაც წლების წინ ბერა ივანიშვილს შეურაცხყოფის გამო ბოდიში ვიდეომიმართვაში მოუხადა, განმარტებებს ავრცელებს. რეპერი აღნიშნავს, რომ მიმართვა ვინმეს ძალადობით არ ჩაუწერია და ეს "TV პირველის" ეთერში მოყოლილ ძალადობასთან კავშირში არ ყოფილა.

"კონკრეტული ადამიანები თუ ძალები ცდილობენ ჩემი „ბოდიში“ მიაწერონ ბოლო დროს გავრცელებულ აუდიო ჩანაწერებს, რაც არის სრული ს ი ყ ა ლ ბ ე... საბედნიეროდ, პირადად არ გავმხდარვარ მსხვერპლი მსგავსი ავადმყოფური გამოვლინების, თუმცა ნებისმიერი მსხვერპლის მდგომარეობას ვიზიარებ მთელი გულით და ყველანაირად პროტესტს ვუცხადებ, იმ ჩანაწერებს, რაც მოვისმინეთ, 100000%-ით!" - წერს სოციალურ ქსელში ნოზაძე.

 
 

ის აცხადებს, რომ ვიდეომიმართვა არასრული სახით გავრცელდა:

"თქვენი დამონტაჟებული სიყალბე, სადაც აზრს არ მამთავრებინებთ, აკოწიწებთ და აწვდით საზოგადოებას როგორც გსურთს, სადამდე მიგიყვანთ ვერ ვხვდები! მე აქ ვარ და გეუბნებით რომ თქვენს მიერ გავრცელებული ყალბი ინფორმაციები არ მემსახურება არც მე არც საზოგადოებას! სიბინძურეს ნუ ებრძვით სიბინძურით!"

 

"

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი
4 საათის წინ, Seth said:

რა თქმა უნდა სენიორ, სხვა გზა უბრალოდ არ არის. რომც არ იყოს (და რომც იყოს) პლებისციტი ან რიგგარეშე მაინც ეგრე იქნება. ნებისმიერი შეცდომა წარსული ან მომავალი მხოლოდ გააუარესებს სიტუაციებს. როგორც ვხედავთ წარსულის შეცდომებიც მრავლად ყოფილა და ესენი რომ უამრავ შეცდომას დაუშვებენ მომავალში ეს ვფიქრობ ერთადერთ ჭეშმარიტებას წარმოადგენს :დ

ნუ, აი რაც წუხელ მოვისმინეთ პატივცემულო, ხომ ხედავთ სადა ვართ  ??? 

თუმცა კარგია ზედაპირზე რომ ამოტივტივდა სიმართლე (ჩანაწერებზე არ ვამბობ) , ეხლა უკვე კარგად გამოჩნდა რომ არის ორი გზა :

1. - ავტორიტარული : - ესაა ის, სადაც ორ სუბიექტს შორის რაიმე დავა ავტორიტეტებთან აყვანით ან ძალოვნების ამოყვანით რეგულირდება, არიან ძლიერები, რომლებისთვისაც ყველაფერი "მოჟნა" სუსტებთან 

2. - სამართლებრივი ქვეყანა : - სადაც , ყველა დავა სუბიექტებს შორის სამართლიან სასამართლოში იხილება და აღსრულების ძალა აქვს, მიუხედავად მხარეთა შორის ფენათა სხვაობისა, შემოსავლების სხვაობისა , ნაცნობობის სიმრავლისა და სხვა დანარჩენი მახასიათებლისა , - დავის წარმმართველი ორგანო მსჯელობს მხოლოდ სამართლიანი მიუკერძოებლობით და წერტილი ...

... ეს ამოვიდა ზედაპირზე და მომავალ არჩევნებზე ამ ორ მენტალობას შორის იქნება ჭიდილი

ჩემდათავად პირობას ვდებ, თუ პირველმა აიღი 40%-ზე მეტი , მეც და ჩემი ოჯახიც ამ ქვეყნიდან გავდივართ ... 

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

  • ფორუმელი

რადიკალურ ოპოზიციას სურს, ჩანაწერები გამოიყენოს მოლაპარაკებებზე უარის თქმის საბაბად - მიუხედავად მათი ასეთი ქმედებებისა, ჩვენ მზად ვართ დიალოგის გაგრძელებისთვის, - ამის შესახებ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც პარტია „ტვ პირველის’ ეთერით გავრცელებულ ჩანაწერებს ეხმაურება.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ცივილიზებულ სამყაროში ასეთი, საბჭოთა, „კაგებეს“ მეთოდების გამოყენება აბსოლუტურად ამორალური და მიუღებელია.

“გუშინ, ერთ-ერთი პარტიული ტელევიზიის ეთერში საზოგადოებამ იხილა და მოისმინა 2010-2011 წლების უკანონო ჩანაწერების უხეში ფაბრიკაცია. გამოქვეყნებული გაყალბებული საუბარი შედგება როგორც მინიმუმ რამდენიმე თვის განმავლობაში, ათეულობით ჩანაწერიდან ამოღებული სიტყვებისა და ფრაზებისაგან. ეს არის ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს (ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში შემოსვლამდე) „კუდის“ მიერ, ორ კერძო პირს შორის უკანონო ჩანაწერების უხეში ფაბრიკაცია, სადაც ერთ მხარეს არის საქველმოქმედო ფონდი, „ქართუს“ პრეზიდენტი ირაკლი ღარიბაშვილი, მეორე მხარეს კი არასრულწლოვანი ბერა ივანიშვილი, თუმცა არც ასეთი ჩანაწერის გამოქვეყნებას მოერიდნენ. ისინი, სასოწარკვეთილების ამგვარი გამოხატვით, კიდევ უფრო ინადგურებენ საკუთარ თავს, რადგან ცივილიზებულ სამყაროში ასეთი, საბჭოთა, „კაგებეს“ მეთოდების გამოყენება აბსოლუტურად ამორალური და მიუღებელია. უკანონო მოსმენა, მოსმენილის შენახვა, დამონტაჟება-ფაბრიკაცია, მისი გამოყენება, ძალადობა, მკვლელობა და ა.შ. ნაციონალური მოძრაობის ხელწერაა. რაც შეეხება ქართულ ოცნებას და მათ ლიდერებს, ისინი მსგავს მეთოდებს არ იყენებდნენ არც პოლიტიკაში მოსვლამდე და არც პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ.

ჩანაწერთა ფაბრიკაცია, როგორც ჩანს, დიდი ხნის ნამუშევარი, საგულდაგულოდ დამონტაჟებული და „საჭირო მომენტისთვის“ იყო გადანახული.

ორი დღის წინ გამოქვეყნდა ეუთო/ოდირის უაღრესად პოზიტიური შეფასება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შესახებ. ამავე დროს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა საკუთარ თავზე აიღო მედიატორის როლი, რაც ბუნებრივია, პროცესის დეესკალაციის და მოლაპარაკებების კონსტრუქციულ რეჟიმში გაგრძელების გარანტი უნდა ყოფილიყო. როგორც ჩანს, სწორედ ამ ფაქტორებმა და მოლაპარაკების ჩაშლის მიზანმა განაპირობა გაყალბებული ჩანაწერების გამოქვეყნება. რადიკალურ ოპოზიციას სურს, ეს ჩანაწერები გამოიყენოს მოლაპარაკებებზე უარის თქმის საბაბად და ვხედავთ მათ მიერ აგორებულ ახალ კამპანიასაც, რომელსაც პერსპექტივა ერთი მარტივი მიზეზის გამო არ გააჩნია - ის სიყალბეზეა დაფუძნებული.

მიუხედავად მათი ასეთი ქმედებებისა, „ქართული ოცნება“ უარს არასოდეს იტყვის კონსტრუქციულ და სახელმწიფოებრივ დამოკიდებულებებზე. შესაბამისად ჩვენ მზად ვართ დიალოგის გაგრძელებისთვის, რასაც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებიც მოგვიწოდებენ“, - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, "ტვ პირველის" ინფორმაციით, მათ მოიპოვეს ფარული აუდიო ჩანაწერი, რომლითაც, მათივე მტკიცებით, ბერა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად არასასურველი კომენტარების გამო, რამდენიმე პირის, მათ შორის ბავშვის დასჯას უკვეთავს.

 

:basketball:

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი
1 საათის წინ, kvipriane said:

1. - ავტორიტარული : - ესაა ის, სადაც ორ სუბიექტს შორის რაიმე დავა ავტორიტეტებთან აყვანით ან ძალოვნების ამოყვანით რეგულირდება, არიან ძლიერები, რომლებისთვისაც ყველაფერი "მოჟნა" სუსტებთან 

2. - სამართლებრივი ქვეყანა : - სადაც , ყველა დავა სუბიექტებს შორის სამართლიან სასამართლოში იხილება და აღსრულების ძალა აქვს, მიუხედავად მხარეთა შორის ფენათა სხვაობისა, შემოსავლების სხვაობისა , ნაცნობობის სიმრავლისა და სხვა დანარჩენი მახასიათებლისა , - დავის წარმმართველი ორგანო მსჯელობს მხოლოდ სამართლიანი მიუკერძოებლობით და წერტილი ...

... ეს ამოვიდა ზედაპირზე და მომავალ არჩევნებზე ამ ორ მენტალობას შორის იქნება ჭიდილი

ჩემდათავად პირობას ვდებ, თუ პირველმა აიღი 40%-ზე მეტი , მეც და ჩემი ოჯახიც ამ ქვეყნიდან გავდივართ ... 

დიახ სენიორ, როგორც 2012 ანტინაცური ხმები უნდა ყოფილიყო არჩევნებზე, ისევე 2016-შიც და საპრეზიდენტო გურჯებს ანტიქოცური ხმები უნდა უზრუნველყოთ. განსაკუთრებით იმათ ვისაც პრეტენზია აქვთ ინტელექტზე და ქვეყნის ბედზე.

ასე რომ ყოფილიყო, შესაძლოა ამ მარაზმს რაც დღესაა ავცდენილიყავით.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   353 all people including: 0 წევრი, 2 ანონიმური, 351 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(16)
    • YandexBot(4)
    • Googlebot(4)