Jump to content
×
×
  • Create New...

ფარული ჩანაწერები: ბერა ივანიშვილი პირად შურისძიებას სახელმწიფო დაცვის ამჟამინდელ უფროსს ავალებს?


Recommended Posts

  • ფორუმელი

„ტელეკომპანია პირველმა“ 6 მარტს ფარული აუდიოჩანაწერები გაავრცელა, რომლებშიც ისმის, რომ ქართული ოცნების დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ვაჟი, მომღერალი ბერა ივანიშვილი, სავარაუდოდ, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ამჟამინდელ ხელმძღვანელ ანზორ ჩუბინიძეს იმ ახალგაზრდების დაშინებას, დამცირებასა და დასჯას სთხოვს, რომელთაც ინტერნეტში ივანიშვილების ოჯახის შეურაცხმყოფელი კომენტარები დაწერეს.

ტელეკომპანიამ სხვა ფარული აუდიო ჩანაწერებიც გაავრცელა, რომელთა მიხედვითაც, ბერა ივანიშვილი ამ თემაზე ამჟამინდელ პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან საუბრობს, რომელიც ამ ქმედებებს იწონებს და ახალისებს.

ფარული ჩანაწერის სავარაუდო თარიღი

„ტელეკომპანია პირველის“ ინფორმაციით, ფარული ჩანაწერები, დაახლოებით 2017 წლით თარიღდება.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ დღეს გვიან საღამოს გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ ჩანაწერები 2010 წელს, პოლიტიკაში ბიძინა ივანიშილის მოსვლამდეა გაკეთებული, საიდანაც ერთ-ერთი „ყვითელი“ ტელევიზიის მიერ „ამოკრებილია ფრაზები“. მისივე თქმით, ჩანაწერი „აბსოლუტური ფაბრიკაციაა“, დამონტაჟებული „კგბ“-ის მეთოდებით და „მიმდინარეობს საინფორმაციო ტერორი“.

აღსანიშნავია, რომ ბიძინა ივანიშვილის მიერ 2011 წლის ოქტომბერში პოლიტიკაში მოსვლის განცხადებამდე, ივანიშვილების ოჯახს, მათ შორის, ბერა ივანიშვილსაც, ქართული საზოგადოება ახლოს ნაკლებად იცნობდა.

2010 წელს ამჟამინდელი პრემიერი ირაკლი ღაიბაშვილი ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული პირი, ივანიშვილისვე ბანკი „ქართუს“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, ასევე ბერა ივანიშვილის ხმისჩამწერი სტუდიის დირექტორი იყო.

2010 წელს ანზორ ჩუბინიძე შს სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტში მსახურობდა. 2014 წლიდან დღემდე კი იგი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელია. ამ თანამდებობაზე იგი პრემიერმა ღარიბაშვილმა დანიშნა.

თავად ღარიბაშვილმა პრემიერ-მინისტრის პოსტი 2015 წელს დატოვა და 2017 წელს მას არცერთი პოლიტიკური თანამდებობა ეკავა.

ამბის კონტექსტი

ფარული ჩანაწერების დაძაბული პოლიტიკური გარემოს ფონზე გავრცელდა. რამდენიმე დღის წინ, ქართულ ოცნებასა და ოპოზიციას შორის ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის შუამავლობით დეკემბრიდან გაჩერებული დიალოგი განახლდა.  ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი 2020 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს მოჰყვა, რომელსაც ოპოზიციის დიდი ნაწილი „გაყალბების“ გამო არ აღიარებს და ახალ პარლამენტს ბოიკოტს უცხადებს. კრიზისი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაჭერის შემდეგ კიდევ უფრო გაღრმავდა.

ჩანაწერებზე საუბრისას ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომ „ეს ხალხი [ქართული ოცნება] არის საშიში ხალხი, საქართველოს მომავლისთვის“. მანვე მამუკა მდინარაძის განმარტებას, რომ ჩანაწერი 2010 წლის არის, უპასუხა – „ძალაუფლება რომ არ ჰქონდათ მაშინ იქცეოდნენ ასე?!“.

ჩანაწერების სრულად გაშვებამდე, ანონსზე დაყრდნობით გააკეთა კომენტარი ნინო ლომჯარიამ. საქართველოს სახალხო დამცველმა ფარული ჩანაწერების გაკეთების პრაქტიკა დაგმო და ამ კუთხით სათანადო გამოძიების ნაკლებობას გაუსვა ხაზი. მისივე განცხადებით, მხოლოდ „ეფექტიანი“ გამოძიებით შეიძლება შეფასდეს „შეიცავს თუ არა ჩანაწერები ინფორმაციას სავარაუდო დანაშაულებრივ ქმედებებთან დაკავშირებით“.

„ტელეკომპანია პირველმა“ საკითხზზე ანზორ ჩუბინიძის კომენტარიც გამოაქვეყნა, რომელმა ჩანაწერების ავთენტურობა არ უარყო, თუმცა თქვა, რომ ბერა ივანიშვილთან მსგავსი შინაარსის საუბარს ვერ იხსენებს..

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი
 

"BERA მოძალადე ტიკ-ტოკერი" – „ქართული ოცნების“ ოფისთან აქცია იმართება

2 საათის წინ

8b59d6f2-d0af-442a-9d52-dc5fbcd67d3d_cx1
 

ქართული ოცნების ცენტრალურ ოფისთან, სადაც ცოტა ხნის წინ მმართველი გუნდის პოლიტსაბჭოს სხდომა დამთავრდა, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეები ტელეკომპანია TV პირველის ეთერში გასულ ფარულ ჩანაწერებს აპროტესტებენ, სადაც, სავარაუდოდ, ისმის ირაკლი ღარიბაშვილისა და ბერა ივანიშვილის ხმები. ტელეკომპანიის ცნობით, ისინი, სატელეფონო საუბრისას, კონკრეტული პირების, მათ შორის, ბავშვების დასჯაზე ლაპარაკობენ, რადგან სოციალურ ქსელში მათ მიერ გაკეთებული კომენტარები არ მოეწონათ.

ქართულ ოცნებასთან აქტივისტები მივიდნენ პლაკატებით, რომლებსაც აწერია: "BERA მოძალადე ტიკ-ტოკერი", "მამიკოს ბიჭი კანონის წინაშე აგებს პასუხს".

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის თქმით, ფარული ჩანაწერი ფაბრიკაციაა. მისი თქმით, ეს იყო ერთ-ერთი ის საკითხი, რომელიც დღეს მმართველი პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომაზე განიხილეს:

"პრემიერთან ვისაუბრეთ დღეს, თუ რა ჩანაწერებზე იყო საუბარი, ეს არის 2010 წლის - ხაზს ვუსვამ, არა 2011 წლის, არამედ 2010 წლის ჩანაწერი, რამდენიმე ათეული ჩანაწერიდან ამოკრეფილი ფრაზები და ეს არის აბსოლუტური ფაბრიკაცია. ეს არის კაგებეშნიკურად დამონტაჟებული მასალა. უნდა შევთანხმდეთ, რომ ასეთი ქმედებები, ვისი მხრიდანაც არ უნდა იყოს, აუცილებლად უნდა იყოს დაგმობილი. ასეთი ინფორმაცია, რომელიც საზოგადოებაში არასწორ განცდებს აჩენს, უნდა იყოს დაგმობილი“.

TV პირველის ეთერში გასულ ჩანაწერებს გამოეხმაურა სახალხო დამცველიც, მისი თქმით, ჩანაწერების ავთენტურობისა და ნამდვილობის დადგენის შემდეგ შეიძლება შეფასდეს, შეიცავს თუ არა ჩანაწერები ინფორმაციას სავარაუდო დანაშაულებრივ ქმედებებთან დაკავშირებით.

ტელეკომპანია TV პირველმა 6 მარტს გაავრცელა ფარული სატელეფონო ჩანაწერი, სადაც ჟურნალისტის მტკიცებით, ბერა ივანიშვილი, „ქართული ოცნების“ ყოფილი თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ვაჟი და პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, სოციალურ ქსელში დაწერილი კომენტარის გამო სკოლის მოსწავლის მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტს განიხილავენ.

სიუჟეტის ავტორის ინფორმაციით, სატელეფონო საუბარში მონაწილეობს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძეც, რომელთანაც ჩანაწერის თანახმად, ბერა ივანიშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი ცალ-ცალკე მსჯელობენ ანგარიშსწორების გეგმაზე.

ჩანაწერის მიხედვით, ბერა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილს ეუბნება, რომ ანზორ ჩუბინიძის სადამსჯელო რაზმმა არასრულწლოვანი შეაშინა და ოჯახის და მეზობლების თანდასწრებით, დამამცირებელ გარემოში, ბოდიშის მოხდა აიძულა: „სკოლაში ჩაფსმული მივა დღეს“, - ამბობს, სავარაუდოდ, ბერა ივანიშვილი. მას, სავარაუდოდ, ირაკლი ღარიბაშვილი პასუხობს: „ვერ წავიდოდა სკოლაში, ტო“.

TV პირველის ეთერში გასული ჩანაწერის თანახმად, სავარაუდოდ, ბერა ივანიშვილი, რამდენჯერმე ამოწმებს ანზორ ჩუბინიძესთან, ნამდვილად დასაჯა თუ არა სათანადოდ არასრულწლოვანი, რომელმაც სოციალურ ქსელში მისთვის არასასურველი კომენტარი გამოაქვეყნა.

ამის შემდეგ, სავარაუდოდ, ბერა ივანიშვილი და სავარაუდოდ, ირაკლი ღარიბაშვილი, განიხილავენ სხვა პირების დასჯის ალბათობასაც.

ირაკლი ღარიბაშვილი ბერა ივანიშვილს აქებს: „ყოჩაღ ძმაო, ყოჩაღ, კაცურად მოიქეცი“.

ჩანაწერის მიხედვით, სავარაუდოდ, ბერა ივანიშვილი ღარიბაშვილს ეუბნება, რომ ანგარიშსწორების შესახებ ბიძინა ივანიშვილმა ყველაფერი იცის.

სიუჟეტის ავტორის თქმით, ანონიმურმა წყარომ მათ 4 ჩანაწერი მიაწოდა. ჟურნალისტებისთვის უცნობია, როდისაა გაკეთებული აუდიოჩანაწერი

 

 
Share on other sites

რა უნდა ვქნათ აზრზრ არ ვარ, საითაც გავიქეცი, ყველგან წავიქეციო . . . 

 

ვილოცოთ - მეტი გზა მაინც აღარ დარჩა, ნუ პრინციპში მეტი გზა არც არასოდეს ყოფილა . . . და კიდევ კარგი ლოცვა მაინც შეგვიძლია სურვილისამებრ!

Share on other sites

  • ფორუმელი

ზიჩის და  ბენისაც დასდგომიან. მე რატო ვზივარ ჭურში @Mulan

https://forum.ge/?f=25&showtopic=34311989 

 

1860981717_Screenshot2021-03-07at01_35_45.thumb.png.a8c2c444ebbc30de74480e36119e180f.png

 

2072446596_Screenshot2021-03-07at01_46_18.thumb.png.148d0fc87e7e2014c043a1e77a3d05af.png

 

@Seth

მაგ პერიოდში უსათაუროში ტროლების თემები იყო  სათაურებით 'შეესიეთ', 'დავტროლოთ'. ვინმე ცნობილი ტიპის ფეისბუქზე ან იუთუბზე შეცვივდებოდა მთელი განყოფილება და ღადაობდა. ეგ ლადოც უსათაუროელი უნდა იყოს

ეტკინა ეს ტროლაობა პრინცს, როგორც ჩანს :დ

ტროლაობები მახსოვს, მაგრამ ვინმეს თუ დაადგნენ, არ მახსოვს

 

იყოს აქაც. ისტორიას შევუნახავ იქ თუ წაიშლება :დ 

Capture.thumb.PNG.db9385faf2632b5ae10864296531b627.PNG

PGijji3_iJHpf.thumb.png.bba600526b31cad5edf68d2dcb8306a7.png

 

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი

@Moor ტიმის აიპებით გავიდნენ სასტავზე თუ ფბ ებზე რასაც წერდნენ იქედან გამომდინარე დაადგნენ? 

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
3 minutes წინ, Mulan said:

@Moor ტიმის აიპებით გავიდნენ სასტავზე თუ ფბ ებზე რასაც წერდნენ იქედან გამომდინარე დაადგნენ? 

:lol: მე რა ვიცი. 

კი ვუთხარი ტიმს, წინ დაგხვდება ეგ აიპების თემათქო

 

Edited by Moor

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი

@Moor არ მაქვს ნიკი თორემ ვკითხავდი ტიპს. საინტერესოა...

 

 

Share on other sites

16 წლის ბერა დატროლეს თავისმა ტოლებმა და მამიკოს დაცვა მიუგზავნა და იქით 'დატროლა' თავის ჭკუაში. ცოტა წაუსადისტებს, აი. ეს სირებიც როგორ უცინიან

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   266 all people including: 1 წევრი, 1 ანონიმური, 264 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(14)
    • YandexBot(4)
    • t-90
    • Googlebot(4)