Jump to content
×
×
  • Create New...

ქართულ პოლიტიკაში მარტო ცუდი ადამიანები რატომ მონაწილეობენ, ვინმე კაი ტიპი გახსენდებათ? (მართლა კაი?!!)


Recommended Posts

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)

ისტორია მიყვარს, კიდეც ვასწავლი, მაგრამ ცხადია იმდენად დიდი საუნჯეა რომ მხოლოდ წვეთი მესმის, ალბათ მასწავლებლის სასერტიფიკაციო გამოცდას მოუმზადებლადაც ჩავაბარებ, მაგრამ ეგ ცოტაა, ხოდა რაც ვიცი მახსენდება დიდი ადამიანები, კეთილშობილი ადამიანები რომლითაც კაცობრიობა ამაყობს. ჩვენი საქართველოს ისტორია ჩემი ციცქნა ცოდნით სავსეა ასეთი ადამიანებით. დავითი ალბათ უმკაცრესი პიროვნება იყო, მაგრამ კეთილშობილება არ აკლდა, ეს მის ტოლერანტულ მსოფლმხედველობასა და მემკვიდრეობაში ჩანს, ალბათ მამასთან ჩაიჭრა და მაგას მიუძღვნა გალობანი სინანულისანი, ერეკლე მეორეც ძალიან მაგარი ადამიანი იყო, ერთი შეეშალა ალექსანდრე ამილახვარი არ უნდა დაესახიჩრებინა, მაგრამ ის რომ მოკრძალებული სული ჰქონდა მემგონი არ ვცდები. ილია ჭავჭავაძეც ალბათ ენამწარე კახელი გადარეული იყო, ნარდიც უყვარდა და თამაშიც, მაგრამ ისეთი ბაბუ იქნებოდა რომ ჩაიხუტებდი და გაგისწორდებოდა, ასეთი იყო ექვთიმე, ნიკო ნიკოლაძე, ჯავახიშვილი... მოკლედ რა ჩამოთვლის. მსოფლიოს ისტორიიდან აბრაამ ლინკოლნი მახსენდება, "პრერიების მეფე", უბრალო თვითნასწავლი ადვოკატი, მაგრამ დიდი გულით, ჯიგრული იუმორით, ისე ამერიკა სავსეა კეთილშობილი პრეზიდენტებით, ბენჟამინ ფრანკლინი, ვაშინგტონი, ჯონ ქვინსი ადამსი... პრუსიის ისტორიიდან ფრიდრიხ მეორე "ბებერი პრინცი" და ოტო ფონ ბისმარკია. ეს ხომ საერთოდ გადარეული იყო მაგრამ პრინციპული და რაციონალური.

ყველა ნორმალურ საზოგადოებაში არის შანსი რომ კარგმა ადამიანმა მიაღწიოს მმართველ თანამდებობებს. ბარაკ ობამა დამთმობი პრეზიდენტი მაგრამ უკიდურესად კეთილშობილი, არც ერთხელ შეურცხვენია თეთრი სახლი, ორივე ვადა იუმორში და ღუღუნში გაატარა, სხვა ვინ გავიხსენო ევროპაში, ყველა შავ-თეთრია, მაგრამ ისეთი დედა მოტ...ნული როგორიც ჩვენი პოლიტიკური სპექტრია ალბათ მარტო პოსტ საბჭოთა სივრცეშია. კი ვიცი ამაში მარტონი არ ვართ, მთელი სავოკი ჯოჯოხეთის ბალღამია, რომელიც საკუთარ ბოღმის წვნიანში იხარშება, ხოდა რა ჭირი გვჭირს ასეთი რომ ერთი კაი კაცი ვერ გავართრიეთ არათუ მმართველად არამედ კანონმდებლადაც?!

ცხადია ქართული ელიტის რეკრუტირების პროცესი პირდაპირ მიბმულია ქართულ კულტურას, ხოდა რა ღირებულებებიც არის მოთხოვნათი "საქმის კეთების" სისტემაში ისეთი ელიტა გვყავს. რატომ არის რომ ჩვენს საზოგადოებაში რთულია მორჩილების და დისციპლინის შენარჩუნება?

ამის მიზეზი ქართულ საზოგადობაში გაბატონებული ჰიპერმასკულინური კულტურაა, რომელიც ყოველი ადამიანისგან ალფა მამრული ღირსებების გამოვლენას ითხოვს. მაშინ როცა მთელ რიგ საზოგადოებებში მსახურება და დისციპლინა არის ადამიანის ზრდილობის, განათლების და ღირსების მამტკიცებელი თვისება, ჩვენში რაოდენ სასწაულიც არ უნდა იყოს ქართული საზოგადოებისთვის სწორედ ეს პირობებია თმენის, ტანჯვის და მეცადინეობის მდგომარეობა. ჩვენ ქართველებს მხოლოდ სხვისი დისციპლინა გვიყვარს მაგრამ არა ჩვენი, სხვისიც იმიტომ რომ ჩვენი უდისცპლინობით სხვის დისცპილინას გვერდიდან შემოუაროთ და ურიგოდ გავძვრეთ, ხოდა ყველაზე ცუდიც სწორედ ისაა რომ ასეთი "ჩალიჩა" მოხერხებულობის გამო ძმაკცებსაც და პატივსაც ბევრს დავაგროვებთ, არავინ დაგძრახავთ თუ "გაჩალიჩდით" არავინ!!! აი სწორედ აქაა ჩვენი გასაჭირის სათავეც. ჩვენს უკუღმართ საზოგადოებაში ნონკონფორმიზმი გამოხატულია არა რომანტიული ამბოხით, როგორიც იყო პაციფიზმი ვიეტნამის ომის დროს, ჩე გევერას ბრძოლა ანტი-ამერკანიზმის წინააღმდეგ, არამედ თითმის ველური, თითქმის იმპულსური შეწინააღმდეგებით რომ გამოკვეთილ იქნეს მასკულინობა ავტორიტეტის დაუორჩილებლობით. მიხვდით რას ვგულისხმობ? აი სწორედ იმ დისკომფორტს ხელმძღვანელი რომ ბრძანებას გასცემს, ეკუთვნის ეს უფლება, ბრძანებაც გასაგებია და შესასრულებელი, მაგრამ ერთი სული გაქვს შემოუტრიალდე და დედა შეუკურთხო, იმიტომ რომ საკუთარ თავს და სხვებსაც დაუმტკიცო რომ "წერპილა" არ ხარ, ეს არის საზოგადოება რომელიც დამსაქმებელ ხელმძვანელს ეტყვის მერე რა რომ მუშა ვარ შენ ვინ ჩემი ყ..ლე ხარო. მარტივად რომ ვთქვათ დაუმორჩლებლობა არის კიდეც ყველა რეალიზებული მამაკაცის კულტურულად მოსალოდნელი ქცევა, იმიტომ რომ დაუმორჩილებლობით მამაკაცი ავლენს მამაკაცურ ძლიერებას.

აი ამ ზიზღით შექმნის საზოგადოებას ცხადია არავითარი შანსი არ აქვს რომ კეთილშობილი ადამიანი გაათრიოს ელიტის რიგებში, იმიტომ რომ ელიტამდე იმდენჯერ უნდა გამოავლინო მახინჯი დაუმორჩილებლობა რომ სხვებმა შეგნიშნონ, სწორედ უდისცპლინობით დაწინაურდები და არა პროფესიონალიზმით, აზრზე ხართ რა ბრიყვული სოციალური ლიფტები გვაქვს რომ პროფესიონალიზმი კი არ გაგქაჩავს არამედ დაუმორჩილებლობა, ანუ ვინც სტეიკ ჰოლდერია, ვინც გადაწყვეტილების მიმღებია, ის შენში სანდო კაცს მარტო დაუმორჩილებლობით დაინახავს, აი თუ მორჩილი და შენი საქმის ერთგული ხარ მაშინ დარჩები მომსახურების სფეროში, აი სწორედ იქ სადაც საქმეებს აკეთებენ, თეთრსაყელოებიანების სტრატაში, შემოვა შენზე ბრიყვი, შენზე უშნო, გასიებული რეგვენი და დაგიგდებს მაგიდაზე დავალებას რომლის წაკითხვაც არ იცის, ხოდა შენ მორჩილო წიგნის ჭიავ, იმის საქმე უნდა გააკეთო. ის გადაწყვეტს შენ კი ასრულებ. აი ეს არის ჩვენი საზოგადოების პრობლემა, ქართული საზოგადოება წამგებიანი კულტურით ხელმძღვანელობს.

დამოუკდიებელი საქართველოს ისტორიაში, აბსოლუტურად ყველა, ყველა არის უღირსი ადამიანი, ვერც ერთმა ვერ შენარჩუნა პრინციპები, პატიოსნება და ჯიგარი, სხვადასხვა გამოწვევის დროს ყველა ჩაიჭრა. ზვიადი ჯერ კიდევ დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის დროს, იმდენჯერ რა მოთვლის, მერე ეს ყელფანდურა იდიოტები, ყველას გინება, ყველას ძაგება. ჯაბა, კიტოვანი და სიგუა ხომ სხვადასხვა ზომის და სისქის დილდოა, ედუარდ შევარდნაძეზე საიდან დავიწყო, მთელი მისი ბიოგრაფიაა სხვების გადაგდება და სავოკური მნაგახადოვკები; სააკაშვილი ასევე ღვარძლით და მეგალონამანიაკური ეგოიზმის სავსე რეგვენი რომელმაც აღმშნეებლობის იმპულსი შექმნა და თავად გააბანძა, ბიძინა ხო საერთოდ კიდალაა, განსხეულებული კვაჭი კვაჭანტირაძე, პრემიერები როგორ მოგწონთ?__ღარიბაშვილი__ ღმერთო გვიშველე; კვირიკაშვილი__კორუმპირებული ნეხვი__გახარია თვალთხარია; ისევ ღარიბაშვილი ეს ერთიც ღმერთო ეს ერთიც და მეტი აღარა...

პარლამენტის წევრები?__ ვინ? ვინმე გახსენდებათ კეთილშობილებით, ჯიგარით, პატიოსნებით?

ხოდა რატომ არა? ___ იმიტომ რომ ჩვენში პატიოსნება ნაკლია, ტორმუზია, თმენაა, აი სწორედ ამიტომ!

Edited by Damnoc
ტექსტის ფორმატი

ამის წაკითხვა ნებაყოფლობითია, მაგრამ სავალდებულო!

Share on other sites

  • ფორუმელი
15 minutes წინ, Mepar said:

ყველა ნორმალურ საზოგადოებაში არის შანსი რომ კარგმა ადამიანმა მიაღწიოს მმართველ თანამდებობებს. ბარაკ ობამა დამთმობი პრეზიდენტი მაგრამ უკიდურესად კეთილშობილი, არც ერთხელ შეურცხვენია თეთრი სახლი, ორივე ვადა იუმორში და ღუღუნში გაატარა

ამას რომ დაწერს ადამიანი ალბათ უარესსაც იკადრებს :boli:

Share on other sites

  • ფორუმელი

ბარაკის ფანი არ ვარ მაგრამ რამე გამომრჩა და შემახსენებ?

ამის წაკითხვა ნებაყოფლობითია, მაგრამ სავალდებულო!

Share on other sites

  • ფორუმელი
1 minute წინ, Civilian said:

რა პრინციპით გამოარჩიე? მე ვერ მივხვდი რომელი ერთი დავაფეისპალმო 

ვინ გამოვარჩიე, წერა გეზარებათ თუ კითხვა ვერ გავიგე?

ამის წაკითხვა ნებაყოფლობითია, მაგრამ სავალდებულო!

Share on other sites

@Mepar

თქვენ, არა სერ, ვინც დავთაგე, კითხვაც იმას ეკუთვნოდა. 

მოკლედ,  მთელი ტექსტის დაშლა დეტალურად და კრიტიკა დამახინჯებული ფაქტების, დიდ დროს წაიღებს. არც ზედმეტი იაზვობა არ მინდა.  არაფერში არ გეთანხმებით ფაქტიურად.

 

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი
9 minutes წინ, Mepar said:

რამე გამომრჩა და შემახსენებ?

ჩემი აზრით მთელი ეს ხედვა არის ძალიან ზედაპირული პოპ-ისტორიის ფანჯრიდან დანახული და ის იმიჯებიც რომელიც შედარებაშია მოყვანილი იმ პორტრეტებიდან არის გადმოხატული რომლებიც თვითონ იმ ხალხს უკიდიათ "ზალაში".

ჩემი აზრით რაც აქ რეალურად არის შედარებული არის არა ადამიანის თვისებები არამედ მასაზე იმიჯის პროექციის მათი უნარები, ანუ არტისტების დაჯილდოებაა და არა ლიდერების.

ზოგადად ადამიანური გამოცდილების პრობლემაა ეგ. ვხედავთ ზედაპირს იმიტომ რომ ღრმად რაღაცის ანალიზს კალორიები უნდა და ბუნებამ ჩაგვიპროგრამა რომ ზედმეტად კალორიები არაფერში ვხარჯოთ.

მაგალითად, სადავო საკითხია რათქმაუნდა მაგრამ ჩემი აზრით იმიჯი ერთადერთი იყო რაც ობამას ღირებული ჰქონდა. ქვეყნის ლიდერობის თვალსაზრისით, ბევრი ჩემგან პატივცემული ეკონომისტ-ისტორიკოსი თვლის ყველაზე უარეს პრეზიდენტად მთელი ამერიკის ისტორიის მანძილზე, ამ მოსაზრებას ეთანხმება რამდენიმე პოპულარული გამოკითხვის შედეგიც მაგრამ მათი მეთოდოლოგიის გამართულობაზე თავს ვერ დავდებ.

საერთო ჯამში შეიძლება დავეთანხმო იმას რომ ჩვენთან მასკულინობას მეტად აქვს გადგმული ფესვები როგორც ელიტის ფილტრს ვიდრე ოპტიმალურია მაგრამ მე ამას ვხედავ როგორც ერთი საფეხურით მაინც უფრო გულახდილ სიტუაციას ვიდრე ის რისი კერპიც ობამაა თუნდაც.

ანუ ჩვენები *ლეები არიან მაგრამ ვერ მალავენ მაინც ამას გლამურული ფასადის მიღმა და მე ამას ძალიან ვაფასებ.

Share on other sites

  • ფორუმელი
14 minutes წინ, Civilian said:

რა პრინციპით გამოარჩიე?

ის მონაკვეთია სადაც ტექსტისთვის გამოყოფილი benefit of the doubt ამოიწურა :boli:

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   414 all people including: 0 წევრი, 0 ანონიმური, 414 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(15)
    • Facebookexternalhit(6)
    • Googlebot(1)
    • YandexBot(2)