Jump to content
×
×
  • Create New...

Recommended Posts

  • ფორუმელი

„ყველა საკითხზე იყო საუბარი, აზრები იქნა გაცვლილი. შევთანხმდით, რომ წარსულზე არ უნდა იყოს საუბარი. იქ იყო რამდენიმე მცდელობა, რომ ისევ წარსულზე გვესაუბრა. შევთანხმდით, რომ მთელი აქცენტი მოლაპარაკების უნდა იყოს ჩვენი ქვეყნის ხვალინდელ დღეზე:lool: გამოსავლის ძიებაზე. ჩვენ გვჭირდება გამოსავალი და გამოსავალი არის მხოლოდ მომავალში. ვფიქრობ, რომ პროცესი სხვა კატეგორიაში გადავიდა და იმედი მაქვს, თუ ხელისუფლება იქნება გონივრული და მოქნილი ამ საკითხების გადაწყვეტაში, გამოსავალს ვნახავთ. კიდევ ერთ რამეზე შევთანხმდით, რომ არ უნდა იყოს კუნთების თამაში, ვის უფრო ძლიერი პოზიცია აქვს, ვინ უფრო ძლიერია ქუჩაში, ვის უკავია ხელისუფლება. კუნთების თამაშმა შეიძლება ეს ქვეყანა მძიმე მდგომარეობამდე მიიყვანოს. პოლიტპატიმრების ნაწილსაც შევეხეთ, კატეგორიულად იყო დასმული საკითხი, რომ, სანამ მელია არის ამ მდგომარეობაში, ძნელია საუბრის გაგრძელება, მაგრამ იმედი მაქვს ამ გამოსავალსაც ორივე მხარე ერთად ნახავს“, - განაცხადა ხაზარაძემ.

მამუკა ხაზარაძე - 16 მარტს შეხვედრაა ბრიუსელში და იმ მომენტისთვის ხელისუფლებამ და ოპოზიციის წარმომადგენლებმა, უნდა მოვახერხოთ, რომ საკითხები ქვეყნის საკეთილდღეოდ გადავწყვიტოთ

 

 

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი
1 minute წინ, Seth said:

ამას ეტყობა არავინ გადაუთარგმნა რომ გურჯისტანში შუამავალს ყველაზე მეტი ხვდება:seth:

რა შარში გაყო თავი, არ იცის :lol: დააფასებენ კარლის შრომას

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი

„დღეს ამაყი ვარ, რომ კარგი და მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა სწორი მიმართულებით“, – თქვა ევროპული საბჭოს ბრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ოპოზიციასა და ქართული ოცნების მთავრობას შორის პრეზიდენტის სასახლეში მისი მედიაციით გამართული თითქმის ორსაათიანი შეხვედრის დასრულების შემდეგ.

აღნიშნა რა, რომ „არსებული პოლიტიკური კრიზისის დაუყოვნებლივ გადაჭრა აუცილებელია“, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ დღეს დიალოგის განახლება არ ნიშნავს, რომ ყველა საკითხი მოგვარებულია.

პრეზიდენტმა მიშელმა თქვა, რომ ევროკავშირი ამ „რთულ თემაზე“ მიღწეულ პროგერსს, ორ კვირაში, ბრიუსელში, ასოცირების საბჭოს მორიგ შეხვედრაზე დააკვირდება.

„ევროკავშირის მთავარი გზავნილი „საქართველოს მოქალაქეების ინტერესების დაცვაა“, – თქვა შარლ მიშელმა და დაამატა, რომ „ამ ქვეყანაში ბევრი რთული და კომპლექსური გამოწვევაა – ეკონომიკური განვითარება, სოციალური თანასწორობა, კოვიდ-19, უსაფრთხოება და სტაბილურობა – ეს ძალიან მნიშნველოვანი გამოწვევებია, რომელთა მოგვარებაც აუცილებელია“.

Mediation4.jpegევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი პრეზიდენტის სასახლეში ოპოზიციასა და პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს შორის შეხვედრას მედიაციას უწევს, 1 მარტი, 2021, ფოტო: პრეზიდენტის ადმინისტრაცია

პრემიერ-მინისტრის განცხადება

პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ შეხვედრა „კონსტრუქციულ ატმოსფეროში“ წარიმართა და მხარეები „დიალოგის გაგრძელებაზე“ შეთანხმდნენ.

აღნიშნა, რა რომ მას განხილულ საკითხებზე პარტიის პოლიტსაბჭოსთან კონსულტაციები ექნება, ღარიბაშვილმა განაცხადა – „ჩვენ უნდა გამოვნახოთ შესაძლებლობა, ეროვნული, საერთო იდეა, რომელიც ჩვენს ხალხს და ჩვენს ერს გააერთიანებს“.

„ეს არის, ის, რაც სჭირდება ყველაზე მეტად ჩვენს ქვეყანას დღეს, საერთო ეროვნული კონსენსუსი, საერთო ეროვნული თანხმობა“, – თქვა პრემიერმა და ხაზი გაუსვა, რომ მხარეები ისეთ საკითხებზე უნდა კონცენტირიდნენ როგორებიცაა – ოკუპაცია, სიღარიბე, ეკონომიკური სიდუხჭირე, კოვიდპანდემია.

„იმედი მაქვს, რომ ოპოზიცია ასეთ კონსტრუქციულ რეჟიმში გააგრძელებს მუშაობას და ჩვენ, ჩვენის მხრივ, ვადასტურებთ სრულ მზაობას, რომ გავაგრძელოთ დიალოდი“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ოპოზიციის შეფასება

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშივლმა დღევანდელი შეხვედრის მთავარ შედეგად მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის დიალოგის განახლება დაასახელა.

მანვე ხაზი გაუსვა, რომ მოლაპარაკებებში მხარეებმა პოლიტპატიმრების გათავისუფლებისა და ახალი არჩევნების დანიშვნაზე პროგრესის მიღწევა უნდა შეძლონ, „წინააღმდეგ შემთხვევაში, მოლაპარაკებები მოლაპარაკებებისთვის შედეგეს ვერ მოგვიტანს“.

ევროპული საქართველოს თავმჯდომარის, დავით ბაქრაძის თქმით, მხარეები განსახილველი საკითხების „ჩარჩოზე“ შეთანხმდნენ და მოლაპარაკების მაგიდაზე დევს ყველა საკითხი, მათ შორის, „პოლიტპატიმრების გათავისუფლება, რიგგარეშე არჩევნები საარჩევნო და სასამართლო [სისტემების] რეფორმა, რომელიც მნიშვნელოვანია, საქართველოში პოლიტიკური კრიზისის ნორმალიზაციისთვის“.

„დიალოგი აიწია სხვა დონეზე და პირადად ევროპული საბჭოს პრეზიდენტი იქნება ჩართული ამ დიალოგის შედეგით დასრულებაში“, – თქვა სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ.

პარტია გირჩი-მეტი თავისუფლებისთვის ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, მომავალში მხარეებს შორის მოლაპარაკება ჯამში 6 პუნქტის გარშემო წარიმართება, საიდანაც ახალი მხოლოდ ორი – „მართლმსაჯულების სისტემის რეფორმა და ძალაუფლების დანაწილებაა“.

პატრიოტთა ალიანსის ლიდერმა, ირმა ინაშვილმა არსებული პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის ერთადერთ გზად ახალი არჩევნები დაასახელა. მანვე ხაზი გაუსვა, რომ დრო აჩვენებს, თუ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას ამ მიმართულებით.

მანამდე განვითარებული მოვლენები

ევროპული საბჭოს პრეზიდენმა ოპოზიციისა და მმართველი გუნდის შეხვედრის შესახებ, მანამდე პრემიერ ღარიბაშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ ერთბლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ოპოზიცური პარტიების დიდი ნაწილი 2020 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების „გაყალბების“ გამო მის შედეგებს არ ცნობს და პარლამენტს ბოიკოტს უცხადებს. პოლიტიკური ჩიხის გადასალახად უცხოელი ფასილიტატორების ჩართულობით დაწყებული მოლაპარაკებები გასული წლის დეკემბერში შეჩერდა.

არსებული კრიზისი თებერვლის მიწურულს, პრემიერის პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილის ხელახლა არჩევის შემდეგ, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავების შემდეგ კიდევ უფრო გამწვავდა.

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი

„მე შევთავაზე ევროკავშირის მხარდაჭერა განსხვავებულ საკითხებზე პოზიტიური ძალისხმევის გასაძლიერებლად. ორ კვირაში ბრიუსელში გვექნება საქართველოსთან ასოცირების საბჭოს მომავალი სხდომა, იმისთვის, რომ დავაკვირდეთ, რა პროგრესია მიღწეული სხვადასხვა რთულ საკითხზე. მთავარი გზავნილი შემდეგია: საქართველოს მოქალაქეების ინტერესების დაცვა. ამ ქვეყანაში ბევრი რთული გამოწვევაა: ეკონომიკური განვითარება, სოციალური ვითარება, კოვიდ-19, უსაფრთხოება, სტაბილურობა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევები, რომლებსაც უნდა გავუმკლავდეთ. სწორედ ამიტომ სასწრაფოდ უნდა გადაიჭრას ეს პოლიტიკური კრიზისი“, - განაცხადა შარლ მიშელმა.

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი
20 minutes წინ, Moor said:

დააფასებენ კარლის შრომას

რძე უნდა მისცენ, მავნე პირობებში მუშაობისთვის :დ

 

პ.ს. ქ-ნი ელჩი არ დარჩება ვითომ ნაწყენი დღევანდელი დღის მერე? :seth:

Share on other sites

  • ფორუმელი
1 minute წინ, Seth said:

პ.ს. ქ-ნი ელჩი არ დარჩება ვითომ ნაწყენი დღევანდელი დღის მერე? :seth:

რა აკლდება? ნებისმიერ მომენტში ჩაერთვება, თუ მონდომებს

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი

ცხელცხელი ანეკდოტი: :lol:

პარტია „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერის, ალექსანდრე რაქვიაშვილის განცხადებით, ის ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შარლ მიშელის ორგანიზებით მიმდინარე შეხვედრას ვერ დაესწრო.

როგორც ალექსანდრე რაქვიაშვილი ჟურნალისტებთან აცხადებს, "რაღაც გაუგებრობა" იყო, რის გამოც, რეზიდენცია დატოვა.

მისივე თქმით, ვინაიდან შეხვედრაზე ზურაბ ჯაფარიძეც არის, ადმინისტრაციაში შესაძლოა, ჩათვალეს რომ "გირჩიდან" ზურაბ ჯაფარიძე იმყოფება.

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი
ონლაინ, Moor said:

პარტია „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერის, ალექსანდრე რაქვიაშვილის განცხადებით, ის ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შარლ მიშელის ორგანიზებით მიმდინარე შეხვედრას ვერ დაესწრო.

როგორც ალექსანდრე რაქვიაშვილი ჟურნალისტებთან აცხადებს, "რაღაც გაუგებრობა" იყო, რის გამოც, რეზიდენცია დატოვა.

მისივე თქმით, ვინაიდან შეხვედრაზე ზურაბ ჯაფარიძეც არის, ადმინისტრაციაში შესაძლოა, ჩათვალეს რომ "გირჩიდან" ზურაბ ჯაფარიძე იმყოფება

????

 

პატივცემულებო, ხომ ვერ მეტყვით მიშელის რა 6 პუნქტზეა ლაპარაკი? :დ

7 minutes წინ, Moor said:

ნებისმიერ მომენტში ჩაერთვება, თუ მონდომებს

ჩართვაზე არ არის, მოგვარების ავტორობაზეა...

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   40 all people including: 0 წევრი, 1 ანონიმური, 39 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(13)
    • Googlebot(1)