Guest Civilian Posted 28 თებერვალი, 2021 Posted 28 თებერვალი, 2021 On 2/26/2021 at 3:57 PM, Seth said: კითხვა - რატომ არის განსხვავები მოთხოვნებში? - არ იარსებებდა არ არის Share on other sites More sharing options...
ფორუმელი mikheil Posted 1 მარტი, 2021 Posted 1 მარტი, 2021 ხელისუფლებას დღეს აქვს ისეთი პრობლემები, რომ ოპოზიცია მდინარის პირას რომ დაჯდეს და დაელოდოს, მდინარე მისი ოპონენტის პოლიტიკურ გვამს აუცილებლად ჩამოატარებს. ვფიქრობ, რიგგარეშე არჩევნები გარადაუვალია არა იმიტომ, რომ ოპოზიცია შეძლებს და ხელისუფლებას ამას აიძულებს, არამედ იმიტომ, რომ თვითონ ხელისუფლება შეუწყობს ხელს მოვლენების ასეთ განვითარებას. ______________________________ მე ის მიკვირს, საზოგადოების დიდი ნაწილის თავისუფალი აზროვნება რატო წავიდა ასე უკან? Share on other sites More sharing options...
ფორუმელი mikheil Posted 1 მარტი, 2021 Posted 1 მარტი, 2021 ლუკ კოფი: მე არ ვარ მზად ვთქვა, რომ საქართველო ევროატლანტიკურ გზას აღარ ადგას, ამის არ მჯერა, - ამის შესახებ „ჰერიტიჯის ფონდის“ წარმომადგენლმა ლუკ კოფიმ „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან ინტერვიუში განაცხადა. „ვფიქრობ, ყველა დემოკრატიას აქვს აღმასვლა და დაღმასვლა, ჩვენ ვნახეთ, რა მოხდა 6 იანვარს ამერიკაში, ჩვენ გამუდმებით ვსწავლობთ შეცდომებზე, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ როდესაც ეს შეცდომები ხდება, ვაღიაროთ და ვცადოთ გამოვასწოროთ ისინი. ამის ნახვას ვისურვებდი. საქართველოში განსხვავებული პოლიტიკური პარტიების ლიდერებს შორის უნდა იყოს გულწრფელი დიალოგი იმისათვის, რომ ამ ჩიხიდან გამოსვლა გახდეს შესაძლებელი“, - აღნიშნა მან. ლუკ კოფის თქმით, საქართველში შექმნილ პოლიტიკურ კრიზისზე ორივე მხარე ერთნაირად არის პასუხისმგებელი, თუმცა მისივე თქმით, მთავრობის ვალდებულებაა მოლაპარაკებებისთვის პირველი ნაბიჯი გადადგას. „ვფიქრობ, სამხრეთ კავკასიაში ამერიკის ლიდერობის დროა და ვისურვებდი მენახა, რომ სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი თვითმფრინავში ჩაჯდეს და წავიდეს თბილისში, გამოიყენოს ის გავლენა, რაც ამერიკის სახელმწიფო მდივანს აქვს იმისთვის, რომ დაეხმაროს ჩვენს მოკავშირეებს, პარტნიორებს, მეგობრებს საქართველოს პოლიტიკური სპექტრის ყველა მხარეს ერთმანეთთან გულწრფელი დიალოგისთვის. ამერიკელები ვერ გადაჭრიან საქართველოს ნაცვლად მის პრობლემებს, მაგრამ შეგვიძლია ჩვენს მეგობარ საქართველოს დავეხმაროთ სიტუაციის გაუმჯობესებაში. ჩემთვის ნათელია, რომ საქართველოს მთავრობას არ სურს ამჟამად რაიმე ტიპის კომპრომისი ან მოლაპარაკება, ან არსებითი დიალოგი ოპოზიციასთან, მაგრამ არსებობს ალბათ იგივე არგუმენტი ოპოზიციის მისამართითაც, რომლის წევრებმაც პარლამენტის ბოიკოტირება გადაწყვიტეს. ორივე მხარე პასუხისმგებელია იმ ჩიხზე, რომლის პირისპირაც ახლა ვართ. ვფიქრობ, ორივე მხარემ უნდა გადადგას ნაბიჯები სიტუაციის დეესკალაციისკენ. მაგრამ მართლაც მიმაჩნია, რომ მთავრობის პასუხისმგებლობა და ვალდებულებაა, გადადგას პირველი ნაბიჯი შერიგებისკენ. იმიტომ, რომ მათ აქვთ ძალაუფლება, კონტროლი და წვდომა ხელისუფლებისა და სახელმწიფოს ყველა შესაძლებლობაზე. ეს მათი მოვალეობაა, რომ მიმართონ ოპოზიციას და სცადონ სიტუაციის დეესკალაცია, მაგრამ როდესაც ისინი ამას გააკეთებენ, ასევე თანაბრად მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციამ მიიღოს ეს მოწვევა კომპრომისისა და შერიგებისკენ. თუმცა არ მგონია, რომ რომელიმე მხარე ახლა ამისთვის მზა პოზიციაშია. საქართველო ამერიკის საკმაოდ მნიშვნელოვანი პარტნიორი და მეგობარია საიმისოდ, რომ თავი ქვიშაში ჩავრგოთ და თავი მოვიკატუნოთ, თითქოს არ არის მიმდინარე პრობლემა. საქართველოში არის პრობლემა, ამაში საკმარისი ბრალი მიუძღვის ყველა მხარეს. მაგრამ პრობლემა ნამდვილად არსებობს და ამერიკას ეს უნდა აშფოთებდეს“, - განაცხადა კოფიმ. __________________________________________________________ ამაზე ჭკვიანურად როგორღა გვირჩიონ გამოსავალი? დანიშნეთ არჩევნები და ცივილიზებულად მოიქეცითო. ეს არის დედა აზრი. ეს ინფორმაცია თავად ნადეჟდამაც სთქუა. (იმედზე) Share on other sites More sharing options...
Guest Civilian Posted 1 მარტი, 2021 Posted 1 მარტი, 2021 @mikheil ორმხრივ კომპრომისზე რატო ლაპარაკობს ეგ კაი კაცი? Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Moor Posted 1 მარტი, 2021 Posted 1 მარტი, 2021 01.03.2021 საქართველოს პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლეში ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან პირისპირ შეხვედრა გამართა, რის შემდეგაც სალომე ზურაბიშვილმა და შარლ მიშელმა ერთობლივი განცხადებები გააკეთეს. საქართველოს პრეზიდენტი: - მინდა დიდი მადლობა მოვახსენო ბატონ პრეზიდენტს საქართველოში ჩამოსვლისთვის. მე გავიხსენებ ორი თვის წინ ჩემს ვიზიტს ბრიუსელში, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი იყო როგორც პირველი პოსტკოვიდვიზიტი და მაშინაც ძალიან კარგი საუბარი გვქონდა. დღეს პრეზიდენტის საქართველოში ჩამოსვლა ნიშნავს იმას, რომ ევროკავშირი არსად წასულა, ის აქ არის და როგორც არასდროს, ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანია საქართველომ გააგრძელოს თავისი ევროპული, დემოკრატიული გზა და ამ გზაზე არაფერმა შეუშალოს ხელი. როგორც არასდროსს ეს მნიშვნელოვანია გამომდინარე იქიდან, რომ ამ რეგიონში ვითარება შეიცვალა, საჭიროა, რომ (ის რაც იყო და არის) საქართველო - როგორც სტაბილურობისა და დემოკრატიის კუნძული კიდევ უფრო გაძლიერდეს და გამყარდეს. ანუ, ევროკავშირს ჩვენგან სჭირდება მეტი სტაბილურობა, მეტი დემოკრატია და მეტი ეკონომიკური განვითარება. ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ევროკავშირთან ერთად ვიმუშაოთ პოსტკრიზისულ გეგმაზე. ჩვენ საუბრისას (და როგორც შეამჩნიეთ საუბარი გაგვიგრძელდა) ძალიან დეტალურად ვისაუბრეთ პოლიტიკურ ვითარებაზე, შევთანხმდით ერთ რამეზე, რომ ამ ქვეყანას, როგორც არასოდეს, სჭირდება სწორედ შიდა სტაბილურობა, შერიგება, დიალოგი. ეს არის ჩვენი ერთადერთი გზა, იმისთვის რომ საქართველომ მიიღოს ყველა ის დივიდენდი, რაც ევროკავშირის გზაზეა. ჩვენ უნდა შევძლოთ და დროზე მივხვდეთ, რომ ეს ყველაფერი ჩვენს ხელშია, ჩვენს საზოგადოებას უნდა ეს და სხვა არაფერი. პოლიტიკური პასუხისმგებლობა ყველა მხრიდან იმას ნიშნავს, რომ შესრულდეს საზოგადოების მოთხოვნა და იმ გზაზე წაიყვანოს საქართველო, რომელიც საზოგადოების მიერაა მოთხოვნილი. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ბატონო პრეზიდენტო, ჩვენი ურთიერთობა მყარი და მუდმივია! ევროპული საბჭოს პრეზიდენტი: - მოგესალმებით ქალბატონო პრეზიდენტო, ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ვიმყოფები საქართველოში და რამდენიმე კვირის წინ, ბრიუსელში გამართული შეხვედრის შემდეგ, კვლავ გხვდებით ერთმანეთს. ჩემი დღევანდელი ვიზიტი, ისევე როგორც გუშინდელი მოლდოვაში და ხვალინდელი უკრაინაში, ეს არის პარტნიორობის მესიჯი ევროკავშირის მხრიდან რეგიონის ქვეყნებისათვის. ევროკავშირს უნდა დარჩეს საქართველოს გვერდით. ჩვენ მხარს ვუჭერთ თქვენს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას რეგიონში, რომელიც ვიცით რომ კომპლექსურია. ჩვენ ასევე მხარს ვუჭერთ რეფორმების გატარების ამბიციას და კოვიდ 19-ის გამოწვევის წინააღმდეგ ბრძოლას, რომელიც ყველას გვიტევს მთელს მსოფლიოში. მომდევნო წლების განმავლობაში, უნდა მოვახდინოთ მობილიზება ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის არსებული ვითარებიდან გამოყვანის ირგვლივ. მინდა, რომ სწორედ ჩემი აქ ყოფნით ვისარგებლო და კიდევ ერთხელ გამოგიცხადოთ ევროკავშირის მხრიდან მეგობრობის მესიჯი. როგორც თქვენ აღნიშნეთ, ჩემი ვიზიტი პოლიტიკური კრიზისის ფონზე მიმდინარეობს, რომელიც გამწვავდა. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან აღელვებს ევროკავშირსაც და მეც, პირადად. ევროკავშირი მოუწოდებს ყველა მხარეს, რომ ინტენსიურად იმუშაოს იმაზე, რომ მოხდეს სიტუაციის განეიტრალება და შეიკრიბონ საერთო ენის მოსაძებნად. ჩვენი შეხვედრისას საშუალება მაქვს მოვუწოდო მხარეებს - ოპოზიციასა და მთავრობას პასუხისმგებლიანი მოქმედებისა და დიალოგისკენ. დღის მეორე ნახევარში იმედი მაქვს გულწრფელი და ღია დისკუსიის საშუალება მექნება პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან და ოპოზიციური პარტიების ხელმძღვანელებთან. ვიცი რომ, დემოკრატიული გადმოსახედიდან პოლიტიკური დებატები საჭიროებს აუცილებლად ლიდერშიფს, გამბედაობას და ყველა მხარის ჩართულობას. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს აქვს ყველა ბერკეტი გადალახოს მიმდინარე გამოწვევა და მოახდინოს დემოკრატიის კონსოლიდირება, არამხოლოდ ევროპის ჩართულობის თვალსაზრისით, არამედ იმისათვის რომ ამ ქვეყანაში დაცული იყოს ადამიანის ფუნდამენტური უფლებები, გარანტირებული იყოს მოქალაქეთა მისწრაფებების შესრულება. შესაბამისად, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობის გაღრმავებისთვის აუცილებელია განმტკიცდეს პოლიტიკური სტაბილურობა ღია დემოკრატიით, ქმედითი და დამოუკიდებელი სასამართლო სისტემით. სწორედ ესაა ასახული ჩვენს ასოცირების ხელშეკრულებაში, რომელიც ძალიან ამბიციურია და თამაშობს ძრავის როლს, ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობებისა და სოციალური ერთიანობის კუთხით. კოვიდ 19-ის პერიოდში, ევროკავშირმა აჩვენა და ისევ გააგრძელებს დაანახოს საქართველოს თავისი ძლიერი სოლიდარობა. ევროკავშირმა, წევრ ქვეყნებთან ერთად, კრიზის დასაძლევად მობილიზება გაუკეთა დაახლოებით, 400 მილიონ ევროს. ახლა, ამ მომენტში, სწრაფი ვაქცინაცია არსებითი მნიშვნელობის საკითხია დღის წესრიგში. ევროკავშირი ,,კოვაქს პროგრამის“ მთავარი დონორია და ამის წყალობით, იმედი მაქვს, რომ ამ ქვეყანაშიც იქნება ვაქცინის დისტრიბუცია. მე, ევროპის ინსტიტუციებთან ერთად, გავაგრძელებ საქართველოს მხარდაჭერას, რათა საქართველოს რაც შეიძლება მალე ქონდეს დოზებზე წვდომა და ჩვენი საერთო პასუხი დაფუძნებული უნდა იყოს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან ერთობლივ თანამშრომლობაზე. ევროკავშირის დახმარება, რა თქმა უნდა, უფრო ფართოა, ვიდრე კოვიდის პერსპექტივა. ამ ბოლო წლების განმავლობაში, 800 მილიონის ევროს მობილიზება მოხდა, განსაკუთრებით, ისეთ პრიორიტეტულ სექტორებში, როგორიც სოფლის მეურნეობაა. ეს დახმარების ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია ევროკავშირისა და ევროპის საინვესტიციო ბანკის მხრიდან, რომლის პრეზიდენტიც დღეს ჩემთან ერთად იმყოფება საქართველოში იმისათვის, რომ უფრო კარგად განვიხილოთ პროექტების გაგრძელების ქმედითი ნაბიჯები. ევროპის საინვესტიციო ბანკმა 2007 წლიდან, დაახლოებით, 1.8 მილიარდი ევრო ჩადო ადგილობრივ ეკონომიკაში. ახლახან კოვიდის კუთხით კი, 170 მილიონი. დაბოლოს, ჩვენ ასევე ვისაუბრეთ კონფლიქტების შესახებ. მე კიდევ ერთხელ მინდა გამოვხატო საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ევროკავშირის მყარი მხარდაჭერა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. დღეს, მოგვიანებით, მე მექნება საშუალება ადმინისტრაციულ სადემარკაციო ხაზთან მივიდე. ამჟამინდელი მოვლენები თქვენს რეგიონში, კიდევ ერთი შეხსენებაა იმისა, რომ საქართველოსთვის აუცილებელია ერთიანობა - ძირითადი ღირებულებებისა და ინტერესების გარშემო გაერთიანება და ამაში თქვენ, რა თქმა უნდა, შეგიძლიათ ევროკავშირის ჩართულობის იმედი გქონდეთ. ძალიან დიდი მადლობა. Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Moor Posted 1 მარტი, 2021 Posted 1 მარტი, 2021 ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი, რომელიც 28 თებერვლიდან 2 მარტამდე თბილისს სტუმრობს, დღეს საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა. პრეზიდენტის სასახლეში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს სჭირდება შიდა სტაბილურობა, შერიგება და დიალოგი იმისათვის, რომ ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე ყველა დივიდენდი მიიღოს. მისი თქმით, ამაზე პასუხისმგებლობა ყველა პოლიტიკურმა მხარემ უნდა აიღოს. საქართველოს პრეზიდენტის თქმით, შეხვედრაზე მათ ისაუბრეს, რომ ევროკავშირს მეტი სტაბილურობა, დემოკრატია და ეკონომიკური განვითარება სჭირდება საქართველოს მხრიდან გამომდინარე იქიდან, რომ რეგიონში ვითარება შეიცვალა. „საჭიროა, რომ საქართველო, როგორც სტაბილურობისა და დემოკრატიის კუნძული კიდევ უფრო გაძლიერდეს და გამყარდეს“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. თავის მხრივ, შარლ მიშელმა აღნიშნა, რომ მისი ვიზიტი საქართველოში პოლიტიკური კრიზისის გაღრმავების ფონზე ხორციელდება, რაც ევროკავშირის „დიდ შეშფოთებას“ იწვევს. „ევროკავშირი მოუწოდებს მხარეებს, გააძლიერონ ძალისხმევა, რათა სიტუაციის დეესკალაცია მოახდინონ და საერთო ენა გამონახონ“, – განაცხადა მან. „ჩვენ მხარს ვუჭერთ თქვენს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, იმ რეგიონში, რომელიც, ვიცით, რომ რთულია“, – განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა. თავის მხრივ, ევროკავშირი მოელის, რომ საქართველო განაგრძობს რეფორმებს, მათ შორის, სასამართლოს დამოუკიდებლობის თვალსაზრისით. პრეზიდენტ ზურაბიშვილის შემდეგ, შარლ მიშელი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მხარეებმა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები განიხილეს და კონსტრუქციული დიალოგის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი. „ვიზიტი მკაფიო დასტურია იმისა, რომ ჩვენი რეგიონი ევროკავშირისთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა. განვიხილეთ რიგი საკითხები, მათ შორის, ოკუპაცია და გლობალური პანდემია“, – დაწერა ღარიბაშვილმა Twitter-ზე შეხვედრის შემდეგ. ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, რომელიც თბილისში კიშინიოვიდან 28 თებერვალს ჩამოვიდა, დღესვე პარლამენტის სპიკერს არჩილ თალაკვაძეს და ოპოზიციის ლიდერებს შეხვდება. 2 მარტს იგი თბილისიდან კიევში გაემგზავრება. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში არჩევნების შემდეგ გაღრმავებული კრიზისის ფონზე მას შემდეგ იმართება, რაც პოლიციამ 23 თებერვალს ნაციონალური მოძრაობის ოფისში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავა. ასევე წაიკითხეთ: ევროპული საბჭოს პრეზიდენტი თბილისს ესტუმრება ევროპარლამენტარები ევროპული საბჭოს პრეზიდენტს საქართველოს თაობაზე მიმართავენ Share on other sites More sharing options...
ფორუმელი mikheil Posted 1 მარტი, 2021 Posted 1 მარტი, 2021 ორმხრივ დათმობაზე რომ საუბრობს, იქვე აღნიშნავს: პირველი ჯერი ხელისუფლებიდან უნდა იყოს დათმობისო. დანიშნეთ არჩევნებიო ასე ვერ იტყვის, რადგან არ აქვს უფლება. ოპოზიციის მხრიდან დათმობაში სავარაუდოდ გულისხმობენ რადიკალიზაციის ამოღებას. ანუ ამით ანიშნებს ოპოზიციას, რომ ვადამდელს თუ დაგინიშნავენ, ველურებივით არ მოიქცეთ და მერე თქვენ არ დაიწყოთ რეპრესიებიო. ადამიანურად იაზროვნეთ, თუ მართლა გინდათ, რომ ევროპულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდეთო. თუ არა და მოგსთყვნიათ პატრონიოო. Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Seth Posted 1 მარტი, 2021 Posted 1 მარტი, 2021 @Moor ჰა რა ქნა ბებერმა? მოასწრო ამ ვაიპოლიტიკანების შეთრევა პარლამენტში თუ ვერა ჯერ კიდევ? :დ Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა