Jump to content
×
×
  • Create New...

Recommended Posts

  • ფორუმელი

ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროატლანტიკურ გზაზე, მაგრამ ჩვენ გვჭირდება პარტნიორები საქართველოში, რომლებიც მზად იქნებიან, ჩვენი დახმარება მიიღონ და რომლებიც იქნებიან მზად იმის რეალიზებისთვის, რასაც მათ შევთავაზეთ ფინანსური დახმარების კუთხით, პროექტების კუთხით და ა.შ., - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებული ვირტუალური მრგვალი მაგიდის, სახელწოდებით: „ევროპარლამენტარების განცხადება საქართველოს შესახებ: ღია დისკუსია სამოქალაქო საზოგადოებასთან და მედიასთან“ მიმდინარეობისას განაცხადა.

ევროპარლამენტარის თქმით, ის საქართველოში იმყოფებოდა და სხვადასხვა პარტიისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს ესაუბრა.

„საკმაოდ იმედგაცრუებული დავრჩი შეუთანხმებლობით, მიუხედავად იმისა, რომ ქართველი ხალხის უმრავლესობა სხვა რამეს ელოდება. ისინი ელიან გამოსავალს ამ კრიზისიდან, ამ პოლიტიკური არეულობიდან რაც შეიძლება მალე. ოპოზიციის ბოიკოტის გამო თავიდანვე არ ვიყავი კმაყოფილი, ვინაიდან მათ არც კი დაიცადეს ეუთო/ოდირის საბოლოო რეკომენდაციებამდე და შეფასებამდე და არჩევნების ღამესვე გადაწყვიტეს ბოიკოტირება. ეს ჩემთვის მისაღები არ არის.

მსურს, ვუთხრა ოპოზიციურ პარტიებს, რომ თუკი პარლამენტის გარეთ დარჩებით, თუკი გადაწყვეტთ, რომ წახვალთ რაიმე სახის ქუჩის რევოლუციების გზით, არ გექნება არანაირი დიალოგი, არ ვიმუშავებთ ერთად.

ჩვენ გვჭირდება ძლიერი ოპოზიცია. ჩვენ გვჭირდება, პარტნიორები, კოლეგები, პარლამენტარები პარლამენტში და არა პარლამენტს გარეთ. მოვუწოდებ ჩემს კოლეგებს ოპოზიციიდან, რომ მიიღონ მანდატები და მუშაობა პარლამენტიდან დაიწყონ და ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ მათ პარლამენტიდან მუშაობის უკეთესი შესაძლებლობები ჰქონდეთ.

ჩვენ გვსურს საქართველო ევროკავშირში, მაგრამ ამისთვის ჩვენ გვჭირდება სწორი პარტნიორები პარლამენტსა და მთავრობაში, რომლებსაც ესმით, როგორ მართონ ქვეყანა,“- აღნიშნა ევროპარლამენტარმა.

გაზიარება

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი

ასე ვერ გაგრძელდება: საქართველო ან საკუთარ პოლიტიკურ კრიზისს დანიელსონის მიერ შემოთავაზებული ევროკავშირის ლიდერშიპის რჩევების თანახმად გადაწყვეტს, ან გარკვეულ ფასს გადაიხდის , - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებული ვირტუალური მრგვალი მაგიდის, სახელწოდებით: „ევროპარლამენტარების განცხადება საქართველოს შესახებ: ღია დისკუსია სამოქალაქო საზოგადოებასთან და მედიასთან“ მიმდინარეობისას განაცხადა.

მან ისაუბრა რამდენიმე დღის წინ ევროპარლამენტარების მიერ გამოქვეყნებული განცხადების შესახებ საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. „ჩვენ ყველას გვაერთიანებს ის, რომ ყველას გვიყვარს საქართველო. სწორედ ამიტომ ვართ შეშფოთებულები უახლესი სიტუაციით, ესაა, რის გამოც ვცდილობთ, საქართველოს დავეხმაროთ, იმ შემთხვევაშიც, თუ ხანდახან კრიტიკული და მტკივნეული შენიშვნებიცაა ხოლმე ქართული პოლიტიკური საზოგადოების მიმართ. მეორეა, მედიაში რაც ვნახე, განსაკუთრებით მმართველი პარტიიდან, იყო ეჭვები იმის შესახებ, თუ რა ფასი აქვს 7 ევროპარლამენტარის განცხადებას. ვერაფერს დავამატებ გარდა იმისა, რაც ელჩმა კარლ ჰარცელმა თქვა, რომ: „სერიოზულად მიიღეთ ეს განცხადება“. თუ უფრო დავაკვირდებით, განცხადებას ხელს აწერდნენ სხვადასხვა ჯგუფის, სხვადასხვა დელეგაციის სხვადასხვა ლიდერი, ადამიანები. ისინი ამა თუ იმ კუთხით ჩართულები არიან აღმოსავლეთ პარტნიორობის თუ საქართველოს განვითარების პროცესებში, ასე რომ მათი გადმოსახედი პატივცემული იქნებოდა პოლიტიკასა და პარლამენტში. არ ვიცი, როგორ გაგრძელდება ეს ყველაფერი შემდეგ, იქნება რაიმე ახალ რეზოლუციაზე მსჯელობა, თუ მანამდე კომიტეტში, მაგრამ ვიტყოდი, რომ მიუხედავად იმისა, რომ ევროპარლამენტში ახალი ვარ, ერთი რამ, რაც ვისწავლე, ისაა, რომ თუ ასეთი განცხადება ასეთი ადამიანების ჯგუფის მიერ კეთდება, ჩვეულებრივ, ის პარლამენტის უმრავლესობის მხრიდანაა მხარდაჭერილი“, - აღნიშნა ევროპარლამენტარმა. კუბილიუსმა ისაუბრა იმის შესახებაც, თუ რატომ მივიდა ევროპარლამენტი ასეთ განცხადებამდე.

„ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ევროკავშირის ჩართულობა ასეთი კრიზისის გადაწყვეტისთვის, შარლ მიშელისა და მისი სპეციალური წარმომადგენლის დონეზე, ყველაზე მეტია, რისი შემოთავაზებაც ევროკავშირს შეუძლია საქართველოსთვის ამგვარ კრიზისში. არ მახსოვს არც ერთი მსგავსი მაგალითი, სადაც რაიმე სახის მსგავს შიდა პოლიტიკურ კრიზისში ევროკავშირი ასეთი ჩართული ყოფილიყო. ჩემი აზრით, პრობლემა ახლა საქართველოს შიგნითაა, პირველ რიგში, პოლიტიკური პარტიები ორივე მხარეს გარკვეული სახის პოლიტიკური ლიდერშიპის შიდა კრიზისს განიცდიან, რადგან პარტიებში არიან ფორმალური ლიდერები, მაგრამ ასევე არიან არაფორმალური ყოფილი ლიდერები, რომლებიც სინამდვილეში შორს არ არიან პარტიების საქმიანობაში მონაწილეობის მიღებისგან. ეს სიტუაციას ალბათ, უფრო ართულებს, რომ პოლიტიკურმა პარტიები შეთანხმდნენ იმაზე, თუ რა ნაბიჯების გადადგმაა საჭირო კრიზისის დასამთავრებლად.

ასევე, მეორე, რასაც ვხედავ, და ესეც შეიძლება ისევ ამ პოლიტიკური ლიდერობის კრიზისის გამოა, ჩემი აზრით, ორივე პოლიტიკური ჯგუფის შიგნით გარკვეული სახის გაუგებრობაა იმაზე, თუ რა არის ევროკავშირის დამოკიდებულება ამ კრიზისის გადაწყვეტის მიმართ. როგორც მესმის, ორივე მხარეს ზოგიერთი ფიქრობს, რომ ევროკავშირი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს საქართველოს, და ამის გამო შეუძლიათ, ეს დამოკიდებულება საკუთარი სარგებლისთვის გამოიყენონ. ვფიქრობ, ამან გარკვეული მცდარი წარმოდგენა, გაუგებრობა შექმნა. ამიტომაც უნდა გამოვსულიყავით ძალიან მკაფიო მესიჯით - ეს ყველაფერი ასე ვერ გაგრძელდება: ან საქართველო გადაწყვეტს საკუთარ პოლიტიკურ კრიზისს დანიელსონის მიერ შემოთავაზებული ევროკავშირის ლიდერშიპის რჩევების თანახმად, ან გარკვეულ ფასს გადაიხდის, რადგან პოლიტიკური პარტიები და ლიდერები ვერ ახერხებენ კრიზისის გადაჭრას“, - აღნიშნა ანდრიუს კუბილიუსმა. მისივე თქმით, პირობითობა რაიმე ახალი ცნება არ არის,

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი

7 ევროპარლამენტარის მიერ გაკეთებული განცხადების უკან ყველა ჩვენგანი ვდგავართ, მათ შორის იმ წინადადების უკან, რომელიც ევროკავშირის ფინანსურ დახმარებას და შემდგომი თანამშრომლობის შესაძლო შეწყვეტას ეხება, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიანემ „ფონდ თავისუფალი რუსეთის“ კავკასიის ბიუროს მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ისეთი უმაღლესი დონის ევროკავშირის ლიდერის შუამავლობაში ჩართვა, როგორიც შარლ მიშელი იყო, ხშირად არ ხდება. „ორი მხარიდან არცერთმა არ გამოიყენა ეს შესაძლებლობა. რა თქმა უნდა, დღეს კიდევ მეტი ეჭვი მაქვს, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის ევროატლანტიკური გზა პრიორიტეტი იყოს,“- განაცხადა ევროპარლამენტარმა.

 

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი

მარინა კალიურანდი - ევროპას მედიაციის მიმართულებით დაუსრულებელი შემოთავაზებები არ ექნება - ეს პრეზიდენტ მიშელის პირადი თავდადებაა, ამაზე მეტი არ იქნება!

მარინა კალიურანდი - ევროპას მედიაციის მიმართულებით დაუსრულებელი შემოთავაზებები არ ექნება - ეს პრეზიდენტ მიშელის პირადი თავდადებაა, ამაზე მეტი არ იქნება!
 

“ევროპას არ ექნება დაუსრულებელი შემოთავაზებები თავისი მაღალი დონის ვიზიტებისა და თავისი მედიაციის მიმართულებით”, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მარინა კალიურანდმა საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებული ვირტუალური მრგვალი მაგიდის, სახელწოდებით: „ევროპარლამენტარების განცხადება საქართველოს შესახებ: ღია დისკუსია სამოქალაქო საზოგადოებასთან და მედიასთან“ მიმდინარეობისას განაცხადა.

მან ისაუბრა რამდენიმე დღის წინ საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ევროპარლამენტარების მიერ გამოქვეყნებული განცხადების შესახებ.

„მთავარი ფაქტორია, რომ განცხადებაში საქართველოს მედიაციაში ჩართული ყველა პოლიტიკური ლიდერი გავაკრიტიკეთ, იმიტომ, რომ მედიაციას ევროკავშირი ვერ დაასრულებს, კომპრომისზე ევროკავშირი ვერ შეთანხმდება, ელჩი დანიელსონი საქართველოს მომავალს ვერ გადაწყვეტს, - ეს ყველაფერი ქართველებმა უნდა გააკეთონ. დიახ, რა თქმა უნდა, პირველ რიგში მმართველ პარტიაზეა აქცენტი და მათგან ცოტა მეტს ელოდებით, ვიდრე სხვებისგან, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ოპოზიციამ პატივი არ უნდა სცეს და არ უნდა წამოაყენოს პოზიციები, გარანტიები, პატივისცემა და თავდადება იმის მიმართ, რასაც მთავრობა აკეთებს. ასე რომ, ეს დაბალანსებული პროცესი უნდა იყოს, ვალდებულებებით ორივე მხარეს - დიახ, მმართველი პარტიისგან პირველ ნაბიჯს ველით, მაგრამ სხვებმა ამას პატივი უნდა სცენ და მიჰყვნენ“, - აღნიშნა კალიურანდმა.

მისი შეხედულებით, მნიშვნელოვანია საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობისთვის იმის ახსნა, რომ პოლიტიკური კრიზისი მხოლოდ საქართველოს შიდა საკითხი არ არის, მაგრამ ევროკავშირი აღმოსავლეთ პარტნიორობისგან დაღლილია და საქართველო იმაზე მეტს ორგანიზაციისგან არ უნდა ელოდოს, ვიდრე ახლა იღებს.

„ეს ბევრად უფრო ფართო საკითხია - საუბარი საქართველ-ევროკავშირის ურთიერთობების მომავალზე, ტრანსატლანტიკური თანამშრომლობის მომავლის კუთხით მაღალ მისწრაფებებზე და საქართველოს მომავალზეა. ვიცი, რომ ეს ყველაფერი სლოგანივით ჟღერს, მაგრამ ეს სიმართლეა. ევროპარლამენტში და ევროკავშირში აღმოსავლეთ პარტნიორობა დღის წესრიგში წინ წამოწეული არ არის - მენდეთ, ბევრი სხვა მნიშვნელოვანი საკითხი გვაქვს: პანდემია, მიგრაცია, ეკონომიკური კრიზისი და ა.შ. სამწუხაროა, მაგრამ ბოლო დროს აღმოსავლეთ პარტნიორობას მაშინ განვიხილავთ, როცა რაიმე ცუდი ხდება ან კრიზისები იწყება. ევროპა დაიღალა, ევროპა აღმოსავლეთ პარტნიორობისგან გამოფიტვას განიცდის, ამიტომ ევროპას არ ექნება დაუსრულებელი შემოთავაზებები თავისი მაღალი დონის ვიზიტებისა და თავისი მედიაციის მიმართულებით - თქვენ იმაზე დიდ თავდადებას არ უნდა ელოდოთ, ვიდრე ახლაა. ეს პრეზიდენტ შარლ მიშელის პირადი თავდადებაა, ამაზე მეტი არ იქნება. ამიტომ ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია, ქართველმა ხალხმა გაიგოს, რამდენადაა ევროპა პროცესში ჩართული და მისი ერთგული და გადაწყვეტილებები ამაზე დაფუძნებით იქნას მიღებული.

რაც შეეხება პირობითობის პრინციპს, გულწრფელი უნდა ვიყო: ყველა პოლიტიკური ჯგუფი შეთანხმდა იმაზე, რომ პირობითობის პრინციპის დროა. თუ ჩვენ საქართველოში რეფორმებს მხარს ვუჭერთ, თუ საქართველოს გზასა და ინტეგრაციას მხარს ვუჭერთ და ვერ ვხედავთ პოლიტიკურ ერთგულებას საქართველოს მხრიდან, მაშინ პირობითობის წამოყენების დროა“, - განაცხადა ევროპარლამენტარმა.

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)

მარინა კალიურანდი - ევროკავშირის განცხადებებში სტრიქონებს შორის კითხვა უნდა ისწავლოთ

ქართველმა ხალხმა საკუთარი ნება გამოხატა და ამიტომ ვუჭერთ მხარს სამოქალაქო საზოგადოებას, თავისუფალ მედიას და ა.შ. ესაა, რის გამოც ევროკავშირი თქვენ გვერდით იდგება - მაგრამ თავისი შეზღუდვებითა და პირობითობით, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მარინა კალიურანდმა საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებული ვირტუალური მრგვალი მაგიდის, სახელწოდებით: „ევროპარლამენტარების განცხადება საქართველოს შესახებ: ღია დისკუსია სამოქალაქო საზოგადოებასთან და მედიასთან“ მიმდინარეობისას განაცხადა.

მან უპასუხა კითხვას წითელი ხაზების და მათი გადალახვის გზების შესახებ.

„ჩემი რჩევა ყოველთვის ერთი იყო - ხანდახან არაპოპულარული გადაწყვეტილებები უნდა მიიღო, ხანდახან შენი ერის ინტერესები პარტიის ინტერესებზე მაღლა უნდა დააყენო - ეს არ არის ადვილი, არც პოპულარული, მაგრამ მიმდინარე სიტუაციაში სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ, გარდა არაპოპულარულ კომპრომისებს ორივე მხრიდან და კომპრომისების პატივისცემაზე შეთანხებას ორივე მხრიდან“, - აღნიშნა კალიურაინდმა.

„ინტერპრესნიუსის“ შეკითხვის საპასუხოდ, რამდენად რეალისტურად აფასებენ ევროპარლამენტარები საქართველოს მთავრობის მისწრაფებას, რომ ქვეყანამ 2024 წელს ევროკავშირის წევრობაზე შეიტანოს განაცხადი, კალიურანდმა აღნიშნა, რომ წევრობა უახლოეს მომავალში არ მოხდება.

„მინდა შეგახსენოთ, რომ ევროკავშირის წევრობა - ეს კონსენსუსის გადაწყვეტილებაა, არა? ახლა ევროკავშირში გაფართოებაზე დიდი მონდომება არ შეინიშნება. არიან უბრალოდ მეგობრები, რომლებიც ცდილობენ, აღმოსავლეთ პარტნიორობა უფრო მეტად წამოწიონ წინ. მაგრამ დღეს არაა მზაობა, ეს რეალობაა. ასე რომ დიახ, შეიძლება იყოს პოლიტიკური განცხადებები წევრობასთან დაკავშირებით, მაგრამ პოლიტიკური რეალობა ისაა, რომ ეს უახლოეს მომავალში არ მოხდება. ამჟამინდელმა სიტუაციამ ეს ყველაფერი კიდევ უფრო ჩახლართა.

რაც შეეხება ევროკავშირს, ევროკავშირი საქართველოს ზურგს არასდროს შეაქცევს, მანამ სანამ თქვენ დემოკრატიული რეფორმების გზაზე დგახართ და სანამ ქართველი ხალხი ევროკავშირთან ინტეგრაციის ნებას გამოხატავს. ეს სლოგანი არ არის - ქართველმა ხალხმა თავისი ნება გამოხატა, ისევე, როგორც უკრაინელმა ხალხმა. ამიტომაა, რომ მხარს ვუჭერთ სამოქალაქო საზოგადოებას, ჟურნალისტიკას, თავისუფალ მედიას და ა.შ. ესაა, რის გამოც ევროკავშირი თქვენ გვერდით იდგება - მაგრამ თავისი შეზღუდვებითა და პირობითობით“, - განაცხადა ევროპარლამენტარმა.

მისივე თქმით, მაშინ, როდესაც ევროკავშირის განცხადებები დადებითია, „სტრიქონებს მიღმა ამოკითხვის სწავლაა“ საჭირო.

„აქ ევროკავშირის მიმართაც კრიტიკული უნდა ვიყო - თუ გახსოვთ, რამდენიმე კვირის წინ ასოციაციის საბჭოს შეხვედრა იყო ბრიუსელში საქართველოსა და ევროკავშირს შორის. წაიკითხეთ პრეს რელიზები - „მაგარი იყო, ყველაფერი ფანტასტიკურად იყო, უზარმაზარი წარმატებაა!“ - თქვენ ევროკავშირის განცხადებებში სტრიქონებს შორის კითხვა უნდა ისწავლოთ. სამწუხაროდ, ევროკავშირის განცხადება ყოველთვის ისეთი ღია არ არის, როგორც ჩვენ ვართ ამ დისკუსიაში. შესაბამისად, ამიტომაც აქვს ევროკავშირს საკუთარი ენა და სამწუხაროდ, ევროკავშირის „ლიდერშიპი“ ყოველთვის არასდროს გამოხატავს შეშფოთებას ისე, რომ ეს ყველამ გაიგოს“, - აღნიშნა კალიურანდმა.

 

პს. 2005 წლიდან 2008 წლამდე მე ვიყავი ესტონეთის ელჩი რუსეთში. წარმოიდგინეთ, 2007 და 2008 წელს ვინ იყო რუსთის ყველაზე დიდი მტერი? ესტონეთი და საქართველო. ამიტომ, მე სულ ბრწყინვალე ურთიერთობა მქონდა ჩემს ქართველ კოლეგებთან. მე ვცდილობდი, მხარი დამიჭირა საქართველოსთვის მთელი ჩემი კარიერის განმავლობაში და ამის მაგალითად [ვიტყვი], როდესაც რუსეთში ესტონეთის ელჩი ვიყავი და რუსეთის ბაზარზე ქართული პროდუქტი აკრძალეს, ჩემს საელჩოში [სტუმრებს] ქართული ღვინით ვუმასპინძლდებოდით. მე [ღვინო] ესტონეთიდან ჩამოვიტანე და ყველა რუსი ოფიციალური პირი, რომელიც ჩემს საელჩოში მოდიოდა, სვამდა ხვანჭკარას, ქინძმარაულს და ყველა სხვა ბრწყინვალე ქართულ ღვინოს. ამიტომ, პატარა სახელმწიფოებსაც შეუძლიათ დიდი ჟესტებით მეგობრების მხარდაჭერა... (ც) მარინა

Edited by Moor

 

 
Share on other sites

  • მოდერატორი
1 საათის წინ, Moor said:

ევროკავშირის განცხადებებში სტრიქონებს შორის კითხვა უნდა ისწავლოთ

ვაიმეე ვაიმეეე :user:

სახის ნარჩენებიც აგვახიეს, ამ მავნებლებმა 

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
40 minutes წინ, Freeman said:

სახის ნარჩენებიც აგვახიეს

ჩვენ წავიკითხეთ სენიორ :დ

Edited by Seth
Share on other sites

  • მოდერატორი

@Seth ეს ნახეთ სენიორ? აღარც ღმერთი და აღარც არაფერი მართლა და მართლა ((((((((((

ვიოლა ფონ კრამონი - ქვეყანაში რამდენიმე ცნობილ ადამიანთან საუბრიდან გამომდინარე, ვიტყოდი, რომ საქართველო ევროკავშირის წევრობიდან იმდენად შორს არის, რამდენადაც შეგვიძლია წარმოვიდგინოთ

ვიოლა ფონ კრამონი - ქვეყანაში რამდენიმე ცნობილ ადამიანთან საუბრიდან გამომდინარე, ვიტყოდი, რომ საქართველო ევროკავშირის წევრობიდან იმდენად შორს არის, რამდენადაც შეგვიძლია წარმოვიდგინოთ
fbshare.png
print.png

ვეჭვობ, რომ იმ ეტაპზე ვართ, როცა საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გაკეთება სერიოზულად იქნებოდა აღქმული მინიმუმ, ევროპული პარლამენტის მხრიდან, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებული ვირტუალური მრგვალი მაგიდის, სახელწოდებით: „ევროპარლამენტარების განცხადება საქართველოს შესახებ: ღია დისკუსია სამოქალაქო საზოგადოებასთან და მედიასთან“ მიმდინარეობისას განაცხადა.

„ინტერპრესნიუსის“ შეკითხვის საპასუხოდ, რამდენად რეალისტურად აფასებენ ევროპარლამენტარები საქართველოს მთავრობის მისწრაფებას, რომ ქვეყანამ 2024 წელს ევროკავშირის წევრობაზე შეიტანოს განაცხადი, ვიოლა ფონ კრამონმა აღნიშნა, რომ წევრობამდე ძალიან შორია.

მისივე თქმით, ევროკავშირის წევრობაზე განცხადებები "ალბათ, მმართველი პარტიის მიერ იმის არცოდნას უკავშირდება, თუ რას ველით მათგან".

"ვისურვებდი, ბევრად ახლოს ვიყოთ. მაგრამ ქვეყანაში რამდენიმე ცნობილ ადამიანთან საუბრიდან გამომდინარე, ვიტყოდი, რომ გულწრფელად, საქართველო წევრობიდან იმდენად შორს არის, რამდენადაც შეგვიძლია წარმოვიდგინოთ - ეს ჩემი შთაბეჭდილება იყო. მას შემდეგ, რაც საქართველოს ბევრჯერ ვეწვიე, შთაბეჭდილება მრჩება, რომ უკანასკნელი წლების განმავლობაში ყველაფერი მნიშვნელოვნად შეიცვალა: ნათელი არ არის გადაწყვეტილების მიღების პროცესი მთავრობაში და პარლამენტში, ბევრი სტრუქტურა აღარაა ისეთი გამჭვირვალე, როგორც ადრე იყო. ევროკავშირში გაწევრიანების მიზანი რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, მაგრამ არ არის იმის აღქმა და კონცეფცია, თუ როგორ უნდა იქნას ეს მიზანი მიღწეული. განსაკუთრებით, როდესაც ყველაზე პრო-ევროპულ, პრო-ტრანსატლანტიკურ ფიგურებს საპასუხისმგებლო პოზიციებიდან აგდებ, ძალიან ძნელია იმის აღიარება, რომ ამის მიღწევა შენთვის სერიოზული მიზანი ან საკითხია. ვგულისხმობ, რომ ძალიან მომწონდა ბრიუსელში თქვენი ყოფილი ელჩი, ნატალი (საბანაძე) - მან სწორად დაწერა, რომ ევროკავშირის მიმართ მისწრაფებაზე საუბარი საკმარისი არ არის. ვგულისხმობ, რომ ამასთანავე, გარკვეული ქმედებებიც უნდა განახორციელო. ჩემი გადმოსახედიდან, რაც გვაკლია, ეს ყველაზე ცოტა, რეალური მოქმედებაა.

ვნახეთ ძალიან ბევრი წინააღმდეგობრივი განცხადებები „ქართული ოცნების“ და მთავრობის წარმომადგენლების მხრიდან, ბევრი როტაციაა სამინისტროების კუთხით, ადამიანები მოდიან და მიდიან, შესაბამისად, საქართველოს დიდი პარტიიდან რეალურად ვერ ხედავ სტრატეგიას, თუ როგორ უნდა იქნას ეს მიზანი მიღწეული.

შესაბამისად, როგორც აღვნიშნე, ყველას გვაქვს სურვილი, რომ საქართველო სხვა მიმართულებაზე დამდგარი გვენახა, მაგრამ ამჟამინდელი მდგომარეობით, ძალაუფლების და პასუხისმგებლობის განაწილების მზაობით, და ა.შ. უნდა ვთქვა, მაქვს ჩემი ეჭვები იმასთან დაკავშირებით, რომ იმ ეტაპზე ვართ, როცა წევრობაზე განაცხადის გაკეთება სერიოზულად იქნებოდა აღქმული მინიმუმ, ევროპული პარლამენტის მხრიდან. მაგრამ ეს ჩემი ძალიან პირადი შეფასებაა“, - აღნიშნა ვიოლა ფონ კრამონმა.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   211 all people including: 0 წევრი, 1 ანონიმური, 210 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(16)
    • Googlebot(3)
    • Facebookexternalhit(1)