Jump to content
×
×
  • Create New...

Recommended Posts

  • ფორუმელი
29 minutes წინ, Moor said:

უფროსობა რა შუაშია

იმ შუაშია სენიორ, რომ უფროსმა გაამახვილა ყურადღება ძირითადად საკითხებზე, არაუფროსმა კი ყველა სხვა დანარჩენ საკითხზე.

31 minutes წინ, Moor said:

მიშელის ბელგიური პარტია იპიპიშია. ბორელი კიდე ქოცების პარტნიორია

აბა ნაჩხუბრები ყოფილან და ეგაა :დ იმიტომაც გაიქცა კახელი თავქუდმოგლეჯილი :დ

Share on other sites

  • ფორუმელი
9 საათის წინ, Seth said:

იმ შუაშია სენიორ, რომ უფროსმა გაამახვილა ყურადღება ძირითადად საკითხებზე, არაუფროსმა კი ყველა სხვა დანარჩენ საკითხზე

ძირითადია რეფორმები და სტაბილურობა. ამას ამბობს იენსი და მერე აპატურაია ამისთვის საჭირო მექანიზმებს აზუსტებს - ოპოებო შეეყარეთ პარლამენტშიო

9 საათის წინ, Seth said:

აბა ნაჩხუბრები ყოფილან და ეგაა :დ იმიტომაც გაიქცა კახელი თავქუდმოგლეჯილი

ბანალურ შიდა ევროპულ გარჩევებში ამოვუავით თავი. იპიპის ტუსკმა, პარტნიორ პარტიას ვერ მივატოვებთო და ჩამოდის მიშელი.  ბელგიელი ქრისტიანდემოკრატი.

სოციალისტებმა ცოტა დააშეიმინგეს თავისები საჯაროდ და გადავიდნენ გაპრავებაზე ისევ.

 

 
Share on other sites

მოკლედ დაგვღალეს ამ ევროპელებმა .

საუბარი ამათ არ იციან ურთიერთობა პოზიცია ერთი ერთს ამბობს მეორე მეორეს

ვერავის ვერაფერში არწმუნებენ ვისთან რა თქვან არ იციან

ამათ როგორ უნდა იცხოვრონ :D

Share on other sites

  • ფორუმელი

ბიჯოო ევროპელების დედაც! ეხლა რეალურად დავწერ რა მდგომარეობაა. 

ქვეყანაში მთლიანად მოშლილია ყველა სისტემა. ხალხი რაღაც არ არსებულის მოლოდინშია და ყველა შიშით შეჰყურებს მომავალს, რომელიც არ ჩანს.

ახალგაზრდობის ძალიან დიდი ნაწილი განარკომანდა. ამ ყველაფერს მშვენივრად ხედავს უფროსი თაობა და დუმს! 

ყოველ საღამოს ეწყობა ნარკო ფართები. ევროპიდან დაბრუნდა ყველა ნარკომანი ემიგრანტი და ტვინ გაყინულები დადიან. რომელი მომავალი თაობის იმედი გაქვთ? რაც უქნეს თაობებს 90-იან წლებში, ის ზღვაში წვეთად ჩანს დღევანდელ რეალობაში. 

ოპოზიცია მხოლოდ ხელისუფლებაში მოსვლაზე "ოცნებობს" ხელისუფლება კი ხელისუფლებაში დარჩენას "ოცნებობს" 

რეალურ პრობლემებზე არავინ საუბრობს. 

უფრო პატარა ბავშვები მიაჯაჭვეს კომპიუტერებს და სმარტფონებს. არანაირი სპორტით დაინტერესება! 

კომენდანტმა მასონური შედეგი გამოიღო! ადამიანებს დააკარგვინეს ადამიანობა! 

რაღაც ვირტუალურ სამყაროში გამოგვკეტეს და ის ვინც მოერგო ამ ყველაფერს, გონია ადამიანურად ცხოვრობს. 

რამ დაგიყინათ ტვინები? გამოფხიზლდით!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!! ვერავინ ვერ გვიშველის, თუ თავად ხალხი არ დადგება ჭეშმარიტ მხარეს. 

დროა ყველა თაობა გაერთიანდეს. ნუ დაუცდით მესიას! ყოფნა არ ყოფნის ზღვარზე ვართ. 

ნუ გაიქცევით მარწყვის საკრეფად გერმანიაში! როდესაც ჩამოხვალთ, სამშობლო აღარ დაგხვდებათ!

Share on other sites

  • ფორუმელი
16 საათის წინ, Moor said:

იენს სტოლტენბერგი - პრემიერო, მოგიწოდებთ ოპოზიციასთან ერთად საერთო ენის და გამოსავლის ძიების გაგრძელებისკენ

 

1 საათის წინ, Moor said:

ძირითადია რეფორმები და სტაბილურობა.

აქ სკრიპტში გამორჩათ ჟოპო?

Share on other sites

  • ფორუმელი
1 minute წინ, Seth said:

აქ სკრიპტში გამორჩათ ჟოპო?

იგულისხმება. სტოლტენბერგი ქოცების ლიდერს კიარა, ქვეყნის მეთაურს ელაპარა. მისი მოთხოვნები ზოგადად ხელისუფლებას ეხებოდა და არა   პირადად აჩიკოს ან ნიკას. პრესკონფერენციებში ვერც შევიდოდნენ მეტ დეტალებში. აი, ამის მერე რომ გამოდის ნატოს კაცი და აზუსტებს, შედით პარლამენტშიო, ეს ვერ იქნება ნაკლებად მნიშვნელოვანი მესიჯი. ესაა ნატოს ხედვა, როგორ უნდა მოგვარდეს პრობლემა. 

აქცენტია  იმაზე, რაც ჩვენი ერთადერთი პლიუსია ან შეიძლება იყოს - კარგ მმართველობაზე და დემოკრატიაზე. ხვალვე ძალაუფლების გადაცემა ნაცებითვის ან თუნდაც კოალიციისთვის ამის საფუძველს ვერ შექმნის. კოალიციაც შეიძლება იყოს კორუმპირებული. ქოცებიც კოალიციით მოვიდნენ თავიდან. 

ეს კრიზისი კარგი შესაძლებლობაა დასავლეთისთვის, ხელისუფლებას რეფორმები დააჩქარებინოს

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი

როგორც მედიატორები ამბობენ, ეს არ იქნება შეთანხმება, რომლითაც კმაყოფილი, ბედნიერი დარჩება ორივე მხარე. რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ ხათუნა სამნიძემ განაცხადა, რომ მოლაპარაკებების პროცესი სავარაუდოდ დღეს, 18 მარტ დასრულდება

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   145 all people including: 1 წევრი, 0 ანონიმური, 144 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(15)
    • YandexBot(1)
    • Googlebot(1)
    • t-90