Jump to content
×
×
  • Create New...

Recommended Posts

  • ფორუმელი
6 minutes წინ, ASIA said:

რა ადვილი გგონიათ მებაღეობა-მეფუტკრეობა

არ მგონია სენიორა. ბიძაჩემია ორივეთი დაკავებული. მაგათ რაც შეეხება შეიძლება ბუნებასთან შეხებამ უშველოს :დ

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)

ჟიგიმანტას პავილიონისი - მივესალმები პოზიტიურ სიგნალებს თბილისიდან | საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსი" (interpressnews.ge)

 

რაც არ იყო რთული გამოსაცნობი. იგივეს მღერის გულში იპპ შმპპ :დ და არამარტო

ე.ი. რა მივიღეთ (ნუ დღეს) - ძალაუფლების შენარჩუნების ნაწილში ბანძები იმაზე ცუდ დღეში არიან ვიდრე ამ მასკარადის დაწყებამდე. ქვეყნის ინტერესების ნაწილში კი საერთოდ ფსკერზე დაგვდეს ბანძებმა.

დიდი მადლობა იცით ვისაც. :დ

Edited by Seth
Share on other sites

  • ფორუმელი
7 საათის წინ, Seth said:

მე მეკითხებით? :დ გრეჩიხას პრინციპულობას თქვენ მიმტკიცებდით აქ წინა პოსტებში.

 

თქვენ ახლანდელი ოპოებისას მიმტკიცებდით და მაგას შევადარე. როგორი პრინციპულებიც ესენი არიან, ისეთები იყვნენ ისინიცთქო

7 საათის წინ, Seth said:

ანუ ი ს ე დ ა ც იცოდნენ რომ სულთანთან რაღაც ეგეთი მოხდებოდა ხომ? :დ

8 საათის წინ, Moor said:

ვინ იცოდნენ? ვიღაცამ შეიძლება იცოდა, ვიღაცამ შეიძლება არა. 

7 საათის წინ, Seth said:

ლანდსბერგისი დღეს გახდა მინისტრი და ჟიგიმანტასის პარტიის ლიდერი?

8 საათის წინ, Moor said:

რა მნიშვნელობა აქვს როდის გახდა? ოპოებს მოუწოდა ხელი მოაწერონ

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი

აშშ-ის საელჩო და ევროკავშირის წარმომადგენლობა - მივესალმებით ურთიერთობის განახლებას, როგორც ნიშანს მზადყოფნისა, გაგრძელდეს კონსულტაციები ფართო შეთანხმების მისაღწევად

აშშ-ის საელჩო და ევროკავშირის წარმომადგენლობა - მივესალმებით ურთიერთობის განახლებას, როგორც ნიშანს მზადყოფნისა, გაგრძელდეს კონსულტაციები ფართო შეთანხმების მისაღწევად
 

საქართველოში აშშ-ის საელჩო და ევროკავშირის წარმომადგენლობა ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და კიდევ ერთხელ აღნიშნავენ, მხარეებს შორის კომპრომისის აუცილებლობაზე.

"მივესალმებით ურთიერთობის განახლებას, როგორც ნიშანს მზადყოფნისა, გაგრძელდეს კონსულტაციები ფართო შეთანხმების მისაღწევად. ჩვენ კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ ყველა მხარეს შორის კომპრომისის აუცილებლობას", - ნათქვამია საქართველოში აშშ-ის საელჩოსა და ევროკავშირის წარმომადგენლობის ერთობლივ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს, რომელიც მიშელის სპეციალურმა წარმომადგენელმა საქართველოში კრისტიან დანიელსონმა წარადგინა, ხელი მოაწერა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხებზე რეაგირება მოხდება, განხორციელდება ამბიციური საარჩევნო და სასამრთლო რეფორმები, პარლამენტის წევრები ოპოზიციური პარტიებიდან უხელმძღვანელებენ ხუთ კომიტეტს, ასევე „ქართული ოცნება“ მზადყოფნას გამოხატავს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში აამოქმედოს მხარდაჭერის 40%-იანი პრინციპი, რაც გულისხმობს შემდეგს - თუ მმართველი პარტია თვითმმართველობის არჩევნებში 40%-ს ვერ მიიღებს, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება.

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი

ვიზიტის დასრულების შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპის და რეგიონული უსაფრთხოების ქვეკომიტეტის დემოკრატმა თავმჯდომარე ჯინ შაჰინმა და რესპუბლიკელმა უფროსმა წევრმა სენატორმა რონ ჯონსონმა „ამერიკის ხმას“ წერილობითი კომენტარი მისცეს.

"სენატორები იმედს იტოვებენ, რომ მიმდინარე ჩიხური პოლიტიკური სიტუაციის სწრაფად გადაჭრას იხილავენ იმისთვის, რომ საქართველოს კანონმდებლებმა შეძლონ საკუთარი ყურადღების ქართველი ხალხისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე გამახვილება. აუცილებელია ორივე მხარემ მოლაპარაკება კეთილსინდისიერად და ევროკავშირთან და შეერთებულ შტატებთან კოორდინაციით აწარმოოს ძლიერი, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული დემოკრატიის შესაქმნელად“, ნათქვამია განცხადებაში.

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა 17:00 საათამდე გადაიდო. ამის შესახებ ინფორმაცია მედიას ევროკავშირის წარმომადგენლობაში განუცხადეს.

შეხვედრა 14:00 საათზე იყო ჩანიშნული, თუმცა უცნობია, რა მიზეზით მოხდა შეხვედრის განრიგში ცვლილება. :basketball:

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
13 საათის წინ, Moor said:

თქვენ ახლანდელი ოპოებისას მიმტკიცებდით და მაგას შევადარე. როგორი პრინციპულებიც ესენი არიან, ისეთები იყვნენ ისინიცთქო

თუ სინამდვილეში გაინტერესებთ გადახედეთ წინა პოსტებს და გამოჩნდება ვინ აპელირებს ოპოების პრინციპულობაზე.

13 საათის წინ, Moor said:

ვინ იცოდნენ? ვიღაცამ შეიძლება იცოდა, ვიღაცამ შეიძლება არა.

მანდ მთავარი სიტყვაა - ისედაც.

13 საათის წინ, Moor said:

რა მნიშვნელობა აქვს როდის გახდა? ოპოებს მოუწოდა ხელი მოაწერონ

ის მნიშვნელობა აქვს რომ კოლექტიურ ჟიგიმანტასს ერთ ადგილას ჰკიდია ვის რას მოუწოდებს ეგ პატივცემული.

----------

 

წაიკითხეთ კოლექტიური ჟიგიმანტასის პოზიცია? თუ წაიკითხეთ წესით აღარ უნდა მეკამეთებოდეთ.

13 საათის წინ, Moor said:

ვიზიტის დასრულების შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპის და რეგიონული უსაფრთხოების ქვეკომიტეტის დემოკრატმა თავმჯდომარე ჯინ შაჰინმა და რესპუბლიკელმა უფროსმა წევრმა სენატორმა რონ ჯონსონმა „ამერიკის ხმას“ წერილობითი კომენტარი მისცეს.

"სენატორები იმედს იტოვებენ, რომ მიმდინარე ჩიხური პოლიტიკური სიტუაციის სწრაფად გადაჭრას იხილავენ იმისთვის, რომ საქართველოს კანონმდებლებმა შეძლონ საკუთარი ყურადღების ქართველი ხალხისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე გამახვილება. აუცილებელია ორივე მხარემ მოლაპარაკება კეთილსინდისიერად და ევროკავშირთან და შეერთებულ შტატებთან კოორდინაციით აწარმოოს ძლიერი, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული დემოკრატიის შესაქმნელად“, ნათქვამია განცხადებაში.

როგორ ფიქრობთ, პატ. სენატორებმა სიტყვები პარლამენტი და შესვლა არ იციან? :დ

Edited by Seth
Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
56 minutes წინ, Seth said:

როგორ ფიქრობთ, პატ. სენატორებმა სიტყვები პარლამენტი და შესვლა არ იციან? :დ

 

 მანდ მთავარი ისაა, რომ მიესალმებიან ქართული ოცნების გადადგმულ ნაბიჯს  და ოპოზიციასაც მოუწოდებენ, გადადგან შემხვედრი ნაბიჯი, რათა შედგეს კონსესუსი. 

 

56 minutes წინ, Seth said:

მანდ მთავარი სიტყვაა - ისედაც.

ეგ ხუმრობად ჩავთვალოთ. ეგ სიტყვა მე სხვა რამეზე გამოვიყენე  და არა ურსულას ვიზიტზე. 

56 minutes წინ, Seth said:

წაიკითხეთ კოლექტიური ჟიგიმანტასის პოზიცია? თუ წაიკითხეთ წესით აღარ უნდა მეკამეთებოდეთ.

 

რა კოლექტიური ჟიგიმანტასი ან ეგ რას გვეუბნება?

56 minutes წინ, Seth said:

თუ სინამდვილეში გაინტერესებთ გადახედეთ წინა პოსტებს და გამოჩნდება ვინ აპელირებს ოპოების პრინციპულობაზე.

 

ვინ და თქვენ. თქვენ იკითხეთ, რატომ გახდა ოპოზიცია პრინციპული ახლაო. და მე ვთქვი რომ 'ეგეთი პრინციპული' ყოველთვის იყვნენ. ყოველთვის გვყავდა ოპოზიცია, რომელსაც რადიკალიზაცია, ქუჩაში გასვლა და ბოიკოტი უკეთესად გამოსდიოდა, ვიდრე მოლაპარაკებები. 

განსხვავება წინა პერიოდებთან ისაა, რომ გარედან მეტი ინტერესია კონსესუსი შედგეს და ორივე მხარეს ელოლიავებიან, რომ აქცენტი გაკეთდეს რეფორმებზე და პარლამენტში შევიდეს ოპოზიცია და გააგრძელოს მუშაობა. მაგათი შესვლის გარეშე მაინც ვერ მოხდება ვერანაირი ცვლილებები. 

მაგიტომ დარბიან ელჩები პირადად მელიას და რურუას თემის მოსაგვარდებლად რომ შეთანხმებას შეუწყონ ხელი. 

ის, რომ ინგლისის ინტერესშია ყველაფერი, ჟიგიმანტასმა  დარეკა და ოპოზიციამ მაგიტომ დაიკიდა ამერიკის და დასავლეთის ოფიციალური პირების რეკომენდაციები. ძაან ფანტასტიკაა 

56 minutes წინ, Seth said:

ის მნიშვნელობა აქვს რომ კოლექტიურ ჟიგიმანტასს ერთ ადგილას ჰკიდია ვის რას მოუწოდებს ეგ პატივცემული.

 

ვინაა ეს კოლექტიური ჟიგიმანტასი მაინც ვერ გავიგე ან ჟიგიმანტასს რატო კიდია საკუთარი პარტიის ლიდერის პოზიცია ან ჟიგიმანტასის პოზიცია რომაა მისი ლიდერის პოზიციაზე უფრო მნიშვნელოვანი?

 

 

 

Edited by Moor

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   298 all people including: 0 წევრი, 0 ანონიმური, 298 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(19)
    • YandexBot(1)
    • Googlebot(3)