Jump to content
×
×
  • Create New...

Recommended Posts

  • ფორუმელი

 

 

 

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში მიმდინარე პროცესს ეხმაურება და მიესალმება ქართული ოცნების განცხადებას, კრისტიან დანიელსონის მიერ შეთავაზებული დოკუმენტის ხელმოწერის შესახებ.

"მივესალმებით ქართული ოცნების განცხადებას და მას ვაფასებთ, როგორც ნიშანს მზაობისას შეუერთდნენ ინკლუზიურ პოლიტიკურ დიალოგს, რომელიც ინიცირებული იყო პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ მისი საქართველოში ვიზიტისას 2020 წლის პირველ მარტს და რომელიც პრეზიდენტ მიშელის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მიერ, 30 მარტს შეთავაზებულ შეთანხმების პროექტს ეყრდნობა.

ამ დიალოგის ინკლუზიურობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს შორის პოლიტიკური კომპრომისების მიღწევისთვის, რომლებიც საქართველოს პოლიტიკური კრიზისიდან გამოყვანისთვის არის აუცილებელი, რაც შედის ქართველი ხალხის ინტერესში და ხელს უწყობს ქვეყნის დემოკრატიულ კონსოლიდაციას" - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
1 საათის წინ, Moor said:

თორე რატო აგინებინეს ვიცით. აგინებინეს იმიტო რო იღორეს და არაპროფესიონალიზმი გამოიჩინეს ვაჭრობისას. @Freeman მა როგორც თქვა, ფსკერი შემოეტესტათ, მარა დიალოგის მაგიდასთანაც აპირებდნენ ხელი მოეწერათ მაგ დოკუმენტზე თუ ოპოები მოაწერდნენ დანიელსონისთვის ნერვებს რო არ ემტყუნა :დ. ანუ მისაღები დათმობა იყო.  ცალმხრივად რო არ მოაწერეს და მიქარეს, ეგ ვთქვით. 

ჰოი წმინდაო გულუბრყვილობავ (c) აღარ მახსოვს.

ე.ი.

1. ყველაფერი ისედაცაა :დ - ცხვირა ისედაც მიდიოდა, კახელი ისედაც მოდიოდა, ხელს ისედაც აწერდნენ, პარლამენტში ისედაც კარგად არიან, პარლამენტში ისედაც შეიყვანენ და ა.შ. :დ

2. დანიელსონს ნერვებმა უმტყუნა :დ

3. თავი აგინებინეს იმიტომ რომ გაღორდნენ :დ მაგრამ ხელს ისედაც აწრდნენ :დ

4. თავისი ევროპელი პარტნიორები გადაყარეს, მაგრამ ხელს ისედაც აწერდნენ.

5. გაჩეჩილს ჩამოსვლაც კი არ აცადეს, ისე გამოვარდნენ პრესკონფერენციით, მაგრამ ხელს ისედაც აწერდნენ.

6. ბანძები ეხლა მომგებიან პოზიციაში არიან, მაგრამ ჟოპოს დაერხა :დ

:დ 

 

სენიორ, 2 შეკითხვა მაქვს...

1. პატარა შანსიც არაა ხომ, რომ მაგარი ისინი არიან და ეს გაუბედურებული ჟოპო ხმარობს წაღმა-უკუღმა? 

2. თქვენი აზრით ჟოპო დღეს ხელს რატომ არ აწერს?

Edited by Seth
Share on other sites

  • ფორუმელი

 

  

1 საათის წინ, Seth said:

5. გაჩეჩილს ჩამოსვლაც კი არ აცადეს, ისე გამოვარდნენ პრესკონფერენციით, მაგრამ ხელს ისედაც აწერდნენ.

 

არ აცადეს რას ნიშნავს? პროტოკოლი დაირღვეა? :დ თუ ამერიკელების ზეწოლის დამსახურებაა, რა შუაშია დაცდა?

 

1 საათის წინ, Seth said:

1. პატარა შანსიც არაა ხომ, რომ მაგარი ისინი არიან და ეს გაუბედურებული ჟოპო ხმარობს წაღმა-უკუღმა? 

 

მაგარი ისინი არიან, მარა ძირითადად თვითონ უშვრებიან თავის თავს

1 საათის წინ, Seth said:

2. თქვენი აზრით ჟოპო დღეს ხელს რატომ არ აწერს?

თქვენი აზრით? 

პს. მეც არ მოვაწერდი

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი
1 minute წინ, Moor said:

არ აცადეს რას ნიშნავს? პროტოკოლი დაირღვეა? :დ თუ ამერიკელების ზეწოლის დამსახურებაა, რა შუაშია დაცდა?

Timing is everything :დ პროტოკოლი კი არ დაირღვა, ჩაითვალა რომ სასწრაფოდ უნდა გაეოფიციალურებინათ.

1 minute წინ, Moor said:

მაგარი ისინი არიან, მარა ძირითადად თვითონ უშვრებიან თავის თავს

ანუ შანსი არ არის :დ გასაგებია

3 minutes წინ, Moor said:

თქვენი აზრით? 

:დ კითხვაზე კითხვით მპასუხობთ? :დ

Share on other sites

  • ფორუმელი

 

1 minute წინ, Seth said:

ჩაითვალა რომ სასწრაფოდ უნდა გაეოფიციალურებინათ.

იმიტომ რომ ვიზიტისას/მოლაპარაკებებში ზურგი გაემაგრებინათ? რასაც თმობდნენ, ის დათმეს. რასაც არ თმობდნენ, ის არ დათმეს. 

ოპოზიცია ითხოვს ვადამდელს, სენატორები ითხოვდნენ ნიკა მელიას გამოშვებას და ქოცებმა დაპირებული სასამართლოს რეფორმების პაკეტი დაამტკიცეს. რა დრო არ ითმენდა და ოპოების ყოვლისშემძლეობა. 

 

 

6 minutes წინ, Seth said:

:დ კითხვაზე კითხვით მპასუხობთ? :დ

დაკითხვა ხო არაა, მეც ხო მაქვს კითხვის დასმის უფლება? :დ მეც მაინტერესებს  თქვენი აზრი და გკითხეთ. 

 

 

 

 

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი

„ქართველი ხალხი იმსახურებს სტაბილურ ხელისუფლებას, რომელიც გაერთიანებულია დემოკრატიული იდეალების ერთგულების გარშემო. მოხარული ვარ, რომ პარტია „ქართულმა ოცნებამ“ ამ მიზნისკენ მიმართა საკუთარი ძალისხმევა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა წაახალისა, იგივე გააკეთოს“, - წერს კონგრესმენი „ტვიტერზე“.

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი

"ოპოზიციამ უნდა გააცნობიეროს, გამოსავალი თუ ვერ მოიძებნება, ამაში დამნაშავე ოპოზიცია იქნება", - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მარინა კალიურანდიმ "პირველ არხს" განუცხადა.

როგორც კალიურანდმა აღნიშნა, მას იმედი აქვს, რომ ოპოზიცია გადახედავს თავის გადაწყვეტილებას და გადადგამენ ნაბიჯებს გამოსავლისკენ. მისივე თქმით, ევროკავშირმა საქართველოში კრიზისის გადასაჭრელად დიდი ინვესტიციები დააბანდა.

დიდი იმედი მაქვს, რომ ოპოზიცია გადახედავს საკუთარ პოზიციას. დღეს ყველა მათ უყურებს. დღეს პასუხისმგებლობა მათზეა, რათა მოიძებნოს კომპრომისი და კრიზისი დასრულდეს. ასე რომ, ოპოზიციამ უნდა გააცნობიეროს, თუ გამოსავალი ვერ მოიძებნება, ამაში დამნაშავე ოპოზიცია იქნება.

დიდი იმედი მაქვს, რომ ისინი გადახედავენ გადაწყვეტილებას და გადადგამენ ნაბიჯებს გამოსვლისკენ. თუ ეს არ მოხდა, მაშინ ჩვენ დავუბრუნდებით იმ ეტაპს, როდესაც ბატონი დანიელსონი წავიდა, მისი მეორე ვიზიტის შემდეგ და შვიდმა ევროპარლამენტარმა გავავრცელეთ განცხადება, ვფიქრობ, ამ განცხადებაში ძალიან მკაფიოდ ვთქვით, რომ გამოსვალი თუ არ მოიძებნა, საქართველოს ურთიერთობა ევროკავშირთან იგივე აღარ დარჩება. ეს კი ძალიან სამწუხაროა. ამიტომ კიდევ ერთხელ მინდა, მოვუწოდო ოპოზიციის ყველა პოლიტიკურ ლიდერს, რათა გადახედონ ყველა ნაბიჯს და ყველა სიტყვას, რომელსაც დღეიდან იტყვიან. ამას მოჰყვება შედეგები საქართველოსთვის, ასევე საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე და ეს მხოლოდ სიტყვები არ არის. ეს რეალობაა. ევროკავშირმა დიდი ინვესტიციები დააბანდა საქართველოში კრიზისის გადასაჭრელად და უმაღლეს დონზე იყო ჩართული.

იმაზე მაღალი დონე, ვიდრე ევროპული საბჭოს პრეზიდენტი და მისი პირადი წარმომადგენელია, აღარ იქნება. ამიტომ ყველას ვთხოვ, ამას სერიოზულად მიუდგნენ. აქვე ვიტყვი, რომ ყველა ოპოზიციურ პარტიას თუ არ შეუძლია შეთანხმების მიღება, მაშინ იმათ მაინც მოვუწოდებ, ვისაც ეს ძალუძს. გამოდით საჯაროდ, გააკეთეთ განცხადებები, შედით პარლამენტში, ხელი მოაწერეთ დანიელსონის დოკუმენტს, რადგან ამას შეიძლება მოახდინოს ზემოქმედებს სხვა ოპოზიციურ პარტიებზე. ვფიქრობ, დღეს არავის სურს, მარტო ყოფნა კუთხეში, დამნაშავის სტატუსით“, – განაცხადა კალიურანდიმ.

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი

"ეს კარგი მესიჯი და კარგი ახალი ამბავია, ახლა ველით იმას, თუ რას იტყვის ოპოზიცია. მე ვფიქრობ, რომ საქართველოში ყველას სჭირდება მსგავსი გადაწყვეტილების მიღება და იმისთვის, რომ ქვეყანა წინ წავიდეს, რადგან ის სიტუაცია, რომელიც ახლა არის - საშინელებაა. ახლა გადამწყვეტი დროა იმისთვის, რომ დავინახოთ, თუ რა ხდება უკრაინის საზღვართან. რუსეთი, რა თქმა უნდა, წინააღმდეგია აღმოსავლეთ პარტნიორების ქვეყნები ევროკავშირს დაუახლოვდნენ, ან გახდნენ ნატოს წევრები.

ახლა ბევრი შესაძლებლობა იხსნება და ძალიან მნიშვნელოვანია, იყოს ქვეყანაში სტაბილურობა და განვითარდეს საქართველოს პოლიტიკური სისტემა - ძლიერი ლიდერებით, ოპოზიციით.

მათ, შეიძლება, განსხვავებულად ესმოდეთ სხვადასხვა პროგრამა საქართველოს განვითარებასთან დაკავშირებით, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს გეოპოლიტიკური მიმართულების საერთო გაგება.

თუ იქნება შეთანხმება, მე ვთხოვდი საქართველოს პოლიტიკოსებს, რომ წინ წასულიყვნენ და ეჩვენებინათ სიგნალი საქართველოს წევრობისთვის ევროკავშირსა და NATO-ში. ყველა უნდა იყოს საკმარისად აქტიური, რათა წინ წაიწიონ ამ მიმართულებით,"- აცხადებს რასა იუკნევიჩიანე.

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share