Jump to content
×
×
  • Create New...

Recommended Posts

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)

ქართული ოცნება ევროკავშირის მედიაციით მომზადებულ კომპრომისულ დოკუმენტს ხელს მოაწერს

1105talakvadze-780x405.jpg.webp

საქართველოს პარლამენტის თავმჯომარემ, არჩილ თალაკვაძემ 16 თებერვალს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისის გადასალახად ქართული ოცნება ევროკავშირის მედიაციით მმართველი გუნდისა და ოპოზიციისთვის 31 მარტს შეთავაზებულ კომპრომისულ დოკუმენტს ხელს მოაწერს.

პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მმართველი გუნდი მზად არის ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიციის მიერ მოთხოვნილი რიგგარეშე არჩევნებიც განიხილოს, თუკი ქართული ოცნება 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ქართული ოცნება ხმების 40%-ის მიღებას ვერ შეძლებს.

„ჩვენ დიალოგის დასკვნით შეხვედრაზევე [31 მარტს] დავაფიქსირეთ დოკუმენტის ხელმოწერაზე პრინციპული მზადყოფნა, რაც ასევე არაერთმა ოპოზიციონერმა თქვა თავის კომენტარებში, თუმცა, დღემდე არ მოვაწერეთ ხელი, რადგან ველოდით ოპოზიციისგან შემხვედრ ნაბიჯებს და დაველოდეთ, სანამ ელჩები დამატებით კონსულტაციებს გამართავდნენ“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მანვე აღნიშნა, რომ ახალი არჩევნების საკითხი საბოლოო დოკუმენტში ევროკავშირის მედიატორმა, ქრისტიან დანიელსონმა შეიტანა, რაც „საპარლამენტო არჩევნებისა და პარლამენტის ლეგიტიმურობის კიდევ ერთი მკაფიო დადასტურება გახლავთ“. „ოპოზიციის მიერ გამოთქმულ ბრალდებას არჩევნების გაყალბების შესახებ, არ იზიარებს საერთაშორისო საზოგადოება“, – დაამატა მან.

ხაზი გაუსვა რა, რომ დოკუმენტზე ხელმოწერის შესახებ ქართული ოცნების გადაწყვეტილება „მაღალი პასუხისმგებლობის დემონსტრირებაა“, არჩილ თალაკვაძემ დაამატა, რომ „ახლა ჯერი ოპოზიციაზეა. მათ აქვთ კიდევ ერთი შანსი, დაამტკიცონ, რომ საკუთარ პარტიულ ინტერესებზე მაღლა სახელმწიფო ინტერესებს აყენებენ“.

 

საქართველოში პოლიტიკური კრიზისის მედიაციის საკითხებში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ქრისტიან დანიელსონმა 31 მარტს კომპრომისული დოკუმენტი მას შემდეგ გაასაჯაროვა, რაც ქართულ ოცნებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმების მიღწევის მისი ორივე მცდელობა წარუმატებლად დასრულდა. მხარეებმა საარჩევნო და სასამართლო სისტემების რეფორმირებაზე, ასევე პარლამენტში ძალაუფლების განაწილების საკითხზე პოზიციის მნიშვნელოვნად დაახლოება შეძლეს, თუმცა „პოლიტპატიმრებისა“ და ახალი არჩევნების დანიშვნაზე კომპრომისს ვერ მიაღწიეს. მმართველი გუნდი და ოპოზიცია მოლაპარაკების ჩაშლაში ერთმანეთს ადანაშაულებს.

ურთიერთბრალდებების ფონზე, 31 მარტს, მოლაპარაკების მეორედ ჩაშლის შემდეგ, მედიასთან საუბარში შარლ მიშელმა განაცხადა, რომ, სამწუხაროდ, მის მიერ წარდგენილ კრიზისიდან გამოსვლის დოკუმენტს „მთლიანობაში არცერთი პარტია არ დაეთანხმა“.

ასევე წაიკითხეთ:

 

Edited by Moor

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი

„კარგია, რომ ვხედავთ „ქართული ოცნების“ მზაობას კომპრომისისთვის. ეს არის სწორი მიმართულებით გადადგმული სწორი ნაბიჯი. საქართველოს გულისთვის ოპოზიციამ ასევე უნდა მიბაძოს მაგალითს. ამასობაში, ჯერ კიდევ რჩება ბევრი დეტალი, რომელიც შესამუშავებელია. ევროკავშირი კვლავ მზად არის ამაში დასახმარებლად“, – წერს ვიოლა ფონ კრამონი Tweeter-ზე.

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი
1 საათის წინ, Moor said:

ხაზი გაუსვა რა, რომ დოკუმენტზე ხელმოწერის შესახებ ქართული ოცნების გადაწყვეტილება „მაღალი პასუხისმგებლობის დემონსტრირებაა“

ამას ვინმემ გადაეცით, რომ სანამ გაჩეჩილი ამის უფროსს დაურეკავდა და მერე უფროსის თანაშემწე ყავას დალევდა და ამის ნომერს იპოვიდა, დიდი ალბათობით სოფელში შეხვედრის შედეგები იცოდნენ უკვე ჟოპოში.

ჰოდა აქვთ კიდევაც შესაბამისი რეაქცია...

 

პ.ს. ანდა ნუ გადასცემთ, მაინც ვერ გაიგებს :დ

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)

 

55 minutes წინ, Seth said:

ჰოდა აქვთ კიდევაც შესაბამისი რეაქცია...

 

ისედაც მაგ პოზიციაზე არ იყვნენ ოპოები?

 

==

 

„ევროკავშირი ცდილობს განსხვავებული პოზიციების დაახლოებას, მაგრამ საბოლოოდ, ცხადია, ქართველი პოლიტიკოსების პასუხისმგებლობაა, რომ მიაღწიონ შეთანხმებას. შესაბამისად, ჩვენ მივყვებით სხვადასხვა პოზიციებს, სხვადასხვა პრობლემებს, სასამართლო რეფორმა იქნება თუ სხვა რამ - ეს კომპლექსური პოლიტიკური კრიზისია. კიდევ ერთხელ, ჩვენ ახლა ვფიქრობთ, როგორ გავაგრძელოთ მედიაცია და კრიზისის მართვა, მაგრამ ამ წუთას ახალი არაფერია. ვნახოთ, როგორ დასრულდება ამაზე ფიქრი ორშაბათს - საგარეო საქმეთა საბჭო ამ რეფლექსიის ნაწილია, რადგან ჩვენ გვსურს და უმაღლეს წარმომადგენელს სურს, მოისმინოს მოსაზრებები ფედერალური მინისტრებისგან, თუ რა მხრივ შეიძლება განვითარება.

უმეტესობა უკვე შეხვდა საქართველოს სხვადასხვა წარმომადგენელს და ეს იქნება ნაყოფიერი დებატები, რომელიც, ჩემი აზრით, გვაჩვენებს, თუ რა იქნება ევროკავშირის მიერ გადადგმული შემდეგი ნაბიჯები“, - განაცხადა ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური ლიდერის, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ ჟოზეპ ბორელის ოფისის წამომადგენელმა მედიასთან ბრიფინგზე, ქართველი ჟურნალისტების კითხვის პასუხად.

აქვე ითქვა, რომ საქართველოში არსებულ კრიზისზე ისაუბრებენ საგარეო საქმეთა საბჭოს ფორმატში, რაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შალრ მიშელის სპეციალური წარმომადგენლის კრისტიან დანიელსონის იდეა იყო.

"მიზეზი, რის გამოც უმაღლესი წარმომადგენელმა გადაწყვიტა საგარეო საქმეთა საბჭოს ჩართვა, სწორედ ისაა, რომ მას სურს მინისტრების მოსაზრებების მოსმენა, რაც დაეხმარება გადაწყვეტილების მიღებაში, თუ როგორ უნდა გაგრძელდეს მედიაცია. მაგრამ დანიელსონის ვიზიტი უახლოეს მომავალში ან რამე მსგავსი მოსალოდნელი არ არის. რაც შეეხება საგარეო საქმეთა მინისტრ ლანდსბერგისს, დიახ, ის რეგიონს ეწვევა, სხვადასხვა ვიზიტის ჩარჩოში და ეს ცხადია, არ იქნება ფორმალურად მედიაციის ნაწილი, თუმცა, როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი, ის იმავე მესიჯს გააჟღერებს, რასაც ჩვენ ბოლო რამდენიმე კვირისა თუ თვის განმავლობაში ვიმეორებთ - რომ შეთანხმება უნდა შედგეს, რომ ეს პოლიტიკური კრიზისი დაძლეულ უნდა იქნეს, რომ სასწორზე საქართველოს რეპუტაციაა, რომ სასწორზე საქართველოს ურთიერთობაა ევროკავშირთან და ბატონი [გაბრიელიუს] ლანსბერგისი, ცხადია, ამ მესიჯს ჩამოიტანს“.

Edited by Moor

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი
15 minutes წინ, Seth said:

რა პოზიციაზე?

რაზეც ახლა არიან. არ აწერენ ხელს

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი
1 minute წინ, Moor said:

რაზეც ახლა არიან. არ აწერენ ხელს

გარემო ხომ შეიცვალა ელეჯედლი? აგერ სოფლელებს გაუპრესიათ პატივცემული...

თქვენ თვლით რომ პრინციპულობა არ აწერინებთ ხელს?

Share on other sites

  • ფორუმელი

@Seth პოლიტპატიმრები და ვადამდელი  არ დათმეს. დანარჩენზე ისედაც პრესავდდა ძია სემი. ქოცები ისედაც აპირებდნენ ხელის მოწერას მაგ დოკუმენტზე. 

კობახიძის წასვლამდეც თქვა ეგ თალაკვაძემ

ეხლა ოპოებზე იქნება პრესი, რომ დიალოგზე არ მიდიან

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   319 all people including: 1 წევრი, 0 ანონიმური, 318 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(20)
    • YandexBot(4)
    • t-90
    • Googlebot(3)