Jump to content
×
×
  • Create New...

Recommended Posts

  • ფორუმელი

@Seth ვიცი რაცაა. ვიცნობ კიდეც, მარა დღეს  როლშია და თანმიმდევრული. თვითონ ვერ იზამდა ასე მგონია :crazy:

 

 
Share on other sites

  • მოდერატორი

ორი აზრი არაა რათქმაუნდა, ორბელიანის სასახლეში მაქს. პრინტერზე ამობეჭდილია ეგ მესიჯები, რაც გააჟღერა :დ 

Share on other sites

  • ფორუმელი

@Moor

@Freeman

სენიორებო,  ის თუ რანაირად იქნა პრეზიდენტი არჩეული ჩემთვის პირადად საკმარისია იმისთვის რომ მის არცერთ მოქმედებას თუ სიტყვას არ მივაქციო ყურადღება.

არ აქვს მნიშვნელობა სწორს ამბობს თი არასწორს. 

Share on other sites

  • ფორუმელი

კრისტიან დენიელსონს დღიური დარჩენია გაფრენისას აეროპორტში :lool: ჰო და, ვინცხას უპოვნია, უთარგმნია და

დღეს დაიდო იქით, ფორუმზე და გადმოვაკოპირე, იყოს აქაც

მე კი ვიცინე და რა ვიცი ... ;)

დღე პირველი (ხელისუფლების გაცნობა)
ჩავედი თბილისში. აეროპორტში საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები დამხვდნენ. ორი მანქანით იყვნენ. წამით შევყოვნდი, ვიკითხე, რომელში ჩავჯდე - თქო. ერთმა აქ დაბრძანდითო, მეორემ არა, ჩემთანო. კამათი დაიწყეს. ცუდად მენიშნა. ბოლოს მე თვითონ გავაკეთე არჩევანი. წამოვედი სასტუმროში. მშვენიერი ქვეყანა ყოფილა. თბილისი მომეწონა, თუმცა სიმართლე რომ ვთქვა, მისი მერის თამაში უფრო მომწონდა. დავბნავდი. საღამოს ხელისუფლების წარმომადგენლების გასაცნობად წავედი. შენობა, სადაც მივედით, არ გავდა არც პარლამენტს, არც მთავრობის სახლს, არც საგარეო საქმეთა სამინისტროს. რესტორანი ყოფილა. კარგი ჟესტია.ყოჩაღ ქართველებო. გავიცანი ირაკლი, აჩიკო. მამუკა. სოზარი.მეორე ირაკლი. საქმეზე დავილაპარაკოთ - თქო, სოზარიმ - საქმე მოიცდის, დღეს ვიქეიფოთო. რა გზა მქონდა, დავთანხმდი. ოფიციანტმა მენიუ მოიტანა. ერთ-ერთმა ირაკლიმ თქვა, მენიუ შევათანხმოთო და სადღაც დარეკა. დავსხედით. აქ კარგი ხინკალი აქვთო, მითხრა მამუკამ და მომაწოდა. მართლაც შესანიშნავი რამაა ხინკალი. რეცეპტი ჩავიწერე. ცოლს უნდა გავუკეთო სახლში - მეთქი. უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა. ირაკლიმ - თამადა ავირჩიოთო (თამადას აქ უწოდებენ ადამიანს რომელიც კონკრეტულ სუფრაზე ამბობს სადღეგრძელოებს და სხვები იმეორებენ). შევატყვე, ყველას უნდოდა თამადობა. თუმცა ირაკლიმ სადღაც ისევ დარეკა და გადაწყდა რომ თავადვე იქნებოდა. მოკლედ, კარგად გავერთე. აჩიკო ლექსს ლექსზე კითხულობდა. კარგი ბიჭია. მომეწონა. მამუკამ იმღერა. კარგად მღერის. ირაკლიმ (თმახუჭუჭამ - ასე განვახსვავე მეორისგან) ცოტათი შემაშინა. 90 გრადუსიანი ვისკი დავდგი მაგიდაზე (შვედური ტრადიციული წესია, სტუმრად სასმელის მიტანა), მთელი ჭიქა დაცალა და სახე საერთოდ არ შეცვლია. ვიკინგებზე მქონდა განაგონი ასეთი ლეგენდა. ბევრი ღვინო დამალევინეს, არ მინდოდა, მაგრამ ყველა სადღეგრძელოში ჩემს ირგვლივ ტრიალებდნენ(თამადამ თქვა ასე). ხან ცოლი დამილოცეს, ხან შვილები, მშობლები, მეგობრები, და-ძმა, მეზობლებიც კი. მეტი აღარ მახსოვს. მხოლოდ ის მახსოვს, ბოლოს სოზარიმ ვებერთელა სასმისი დაცალა და ხტუნვა დაიწყო, მეც მახტუნა, ჩემებური ცეკვააო.
 

დღე მეორე (ოპოზიციის გაცნობა)
შუადღით გავიღვიძე (ცხოვრებაში პირველად) თავი მტკივა. წამალი დავლიე. საღამოს ოპოზიცია უნდა გავიცნო. მომაკითხეს. მივადექით დიდ, თეთრ სვეტებიან სასახლეს. ოპოზიცია უფრო სერიოზული ყოფილა - გავიფიქრე. შევედი. ესეც რესტორანი ყოფილა, ღმერთო. გავიცანი, გიგა, გიგი, მამუკა, შალვა, იაგო, გიორგი, აკო. მივედით სუფრასთან. მე შევყოვნდი. მენიუს შესათანხმებლად არ რეკავთ - მეთქი? - ვიკითხე. გაეცინათ, არა, უკვე შევათანხმეთო და წარმომიდგინეს მენიუ, რომელზეც ყველა პარტიას ჰქონდა ხელი მოწერილი. მეც მომაწერინეს და ოფიციანტიც დაიძრა. საქმეზე მინდოდა ლაპარაკი. გიგიმ - დღეს ვიქეიფოთ, საქმე მოიცდის ხვალამდეო. იგივე. ყველა მანდატიანები ხართ - თქო? - ვიკითხე. მანდატიანებიც ვართ და კვერცხებიანებიცო - შალვამ. ყველამ გაიცინა. უცნაური ხალხია. თამადად უმანდატო გიგამ დაიყენა თავი. არავინ შეეწინააღმდეგა. ესენიც კარგი ხალხი სჩანს. აქ კარგი ხინკალი აქვთო - მითხრა გიგიმ. მართალი იყო, აქაც კარგი ხინკალი მოიტანეს. დალევაზე უარი ვთქვი. იაგომ - დალევის გარეშეც შეგვიძლია კარგ ხასიათზე დაგაყენოთო. ცოტა უნდა დალიოთ, თორემ ხელისუფლებასთან რო დალიეთ და ჩვენთან უარი თქვით, პოზიციის დაფიქსირება გამოგივათო - მირჩია გიგამ. სერიოზული არგუმენტია. შევთანხმდით, დავლევდი, ოღონდ თამადა სადრეგრძელოს განსხვავებულებით არ იტყოდა. კარგი დრო გავატარეთ. გიგა, გიგი და გიორგი 10 წლის წინანდელ ამბებს იხსენებდნენ. აკო ყველაფერს იღებდა და სადღაც აგზავნიდა. შალვა ანეკდოტებს ყვებოდა. იაგო იცინოდა.მხოლოდ მამუკა იჯდა ჩაფიქრებული. შალვას ვკითხე, რატომ არ არის ხასიათზე - თქო. ამ სუფრის ფულს ეგ იხდის და რა მოიყვანს ხასიათზეო და გაიცინა. დავიშალეთ. იმედი მომეცა.ისეთი უბრალოები და გახსნილები იყვნენ სუფრასთან ორივე მხარე, იმდენჯერ დალიეს საქართველოს სადღეგრძელო და ისეთი მგზნებარე სიტყვები (ლექსებიც) უძღვნეს, მგონი ხვალვე მოვრჩები მედიაციას.

დღე მესამე (შეხვედრა ამერიკის და ევროკავშირის ელჩებთან)
8 საათზე გავიღვიძე. სასტუმროდან პირდაპირ ევროკავშირის საელჩოში წავედი. კარლ ჰარცელთან და კელი დეგნანთან მაქვს შეხვედრა. დიდი ხანია აქ არიან, ჩემზე უკეთ იცნობენ სიტუაციას და რეკომენდაციას მომცემენ. ჰარცელი კარებთან დამხვდა. კარგად გამოიყურება. კელიც იქვე იყო. მოვიკითხე. ავღანეთში, პაკისტანში და არაბეთში უფრო უკეთ ვიყავიო. რას ამბობთ, ახლაც ახალგაზრდულად გამოიყურებით - მეთქი, ვუთხარი კომპლიმენტი. დავსხედით. საქმეზე მინდა დავილაპარაკოთ - თქო. კარლმა - სანამ საქმეზე გადავალთ, თითო ჭიქა ხომ არ დაგველიაო. მერე უცებ ბოდიში მოიხადა, დიდი ხანია აქ ვარ და ამის თქმას მივეჩვიეო, რა თქმა უნდა ჯერ საქმეო. მე ორივეს რესტორნის ამბები მოვუყევი და ჩემი იმედები გავუზიარე. ღმერთმა ქნასო - ამოიოხრეს. ცუდად მენიშნა ამერიკის და ევროკავშირის ელჩები რომ ღმერთის იმედად არიან. ისევ მე გავაგრძელე საუბარი. ძალიან კარგი ხალხი სჩანს. ალბათ ხვალვე მოვაგვარებ პრობლემას, ზეგ ცოლის დაბადების დღეა და სახლში უნდა ვიყო - მეთქი. დეგნანმა შემაწყვეტინა. ფოსტით გაგზავნისთვისაც მზად იყავი, ყოველი შემთხვევისთვისო. გამოცდილი დიპლომატია. სიტყვებს ტყუილად არ ისვრის. ნეტა რატომ მითხრა ეს? რაიმე ახალი სტრატეგია გაქვთო? - მკითხა კარლმა. გავაცანი ჩემი სტრატეგია. მარტივი საკითხებით ვაპირებ დავიწყო. ოპოზიციას ვადამდელ არჩევნებზე უარს ვათქმევინებ. ხელისუფლებას კი პოლიტპატიმრების განთავისუფლებაზე დავითანხმებ. შემდეგ გადავალ უფრო რთულ, თუმცა ქვეყნისთვის სასიცოხლო საკითხებზე, როგორიცაა სასამართლოს და პროკურატურის დამოუკიდებლობა და საარჩევნო რეფორმა. შეიძლება ცოტა გამიჭირდეს, მაგრამ იმედი მაქვს შეთანხმებას მივაღწევ - მეთქი. რა გაძლევს ამის იმედსო, მკითხა კელიმ. მე იმ სასმისების და ფიალების რაოდენობა დავასახელე, რომლებითაც რესტორნებში, ორივე მხარემ, სამშობლოს სადღეგრძელოები დალიეს. კელიმ - ყავას მოვიტანო და წავიდა, არადა ყავა მდივან ქალს მოქონდა ხოლმე სულ, ძალიან გამიკვირდა და დამაფიქრა, ეს პუნქტები მიშელმა დაწერა თუ თქვენო? - მკითხა ჩაფიქრებულს კარლმა. მეც ამაყად ვუთხარი, რომ ეს პუნქტები ჩემი მეგობარი დიპლომატის დაწერილია, რომელიც აფრიკის ერთ-ერთ ქვეყანაში იყო ელჩი. იქაც ზუსტად იგივე პრობლემის წინაშე იდგა ოპოზიცია და ხელისუფლება და ძალიან მარტივად შეძლო შეთანხმების მიღწევა, აქ მითუმეტეს არ უნდა გაჭირდეს, ხომ მეთანხმებით - მეთქი, ვკითხე ჰარცელს. მან გაზაფხული დგება, ბუნება იღვიძებსო თქვა და ფანჯარაში გაიხედა. რატომ ამიგდო სიტყვა ბანზე? რაღაც უცნაურად იქცევიან. ვამჯობინე პირდაპირ მეკითხა ჩემი ეჭვების შესახებ. იმაზე ცუდადაა საქმე, ვიდრე თქვენ გგონიათო - ამოიოხრა კარლმა. ანუ გამოდის ყველაფერი სცადეთ ჩემამდე და არაფერი გამოვიდა? - კი, ეგრეაო, მითხრა კარლმა, თუმცა ჩვენ ახლა ცოტა განსხვავებული სტრატეგია ავირჩიეთო. მე, ცოლთან ერთად ქართული სიმღერა ,,ფიფქები ცვივა" ვიმღერე და დრამზე დავუკარიო. მერე სურამში სერგოს ნაზუქები ვიყიდე და სელფი გადავიღეო. კელი შემოვიდა და ღიმილით თქვა: მე კი საელჩოს თანამშრომლებთან ერთად ლექსი წავიკითხე და ვიდეოთი გადავიღეო. ჰმ, მეხუმრებიან. მერე გაამართლა ამ ხუმრობამ? - ვიკითხე და გავიღიმე. არა, არ გაამართლაო, სერიოზული სახით მიპასუხა ამერიკის ელჩმა და მივხვდი, რომ არ ხუმრობდნენ. ტანში გამცრა. თუმცა ახლა გაამართლებსო, განაგრძო ჰარცელმა. მე და კელი დაისის გაკვეთილებზე დავდივართო. ძალიან მაგარი ილეთები ვისწავლეთო. მერე ტელეფონში მუსიკა ჩართო. ხელებით მუშტები გააკეთა. ფეხზე წამოდგა და მაგიდას წრე დაარტყა, კელის წინ გაჩერდა. თავი დაუკრა. კელიც წამოდგა ხელები გაშალა და ახლა ორივემ დაარტყეს მაგიდას წრე. საშინელმა წინათგრძნობამ შემიპყრო. ტელეფონი ავიღე და ცოლისთვის საჩუქარი შევუკვეთე.
 

დღე მეოთხე (მოლაპარაკება ქართულ ოცნებასთან)
ისევ ადრე ავდექი. დღეს ხელისუფლების წარმომადგენლებს ვხვდები. იმედი თითქმის გადამეწურა, რომ რაიმეს მივაღწევ, თუმცა უკან დახევას არ ვაპირებ. ცოლს უნდა დავურეკო. გაგიჟდება. როგორმე უნდა შევამზადო. ალბათ კიდე მომიწევს დარჩენა. მივედი ევროკავშირის რეზიდენციაში. მოსულები დამხვდნენ აჩიკო, ირაკლი და მამუკა. უხერული სიჩუმე მე დავარღვიე. რესტორნის ამბები გავიხსენე და ხინკალი შევაქე. ყველა დამეთანხმა. საქმეზე გადავედით. ახალი არჩევნები არ იქნება - თქვა ირაკლიმ ზუსტად ისეთივე სახით, როგორიც 90 გრადუსიანი ვისკის დალევისას. ასე, რომ, არავითარი ორი ირაკლი არსებობს. მოდით უფრო მნიშვნელოვან საკითხებზე ვისაუბროთ - თქო, ვუთხარი მე. გაუკვირდათ. ამაზე მნიშვნელოვანი რა არისო. სასამართლოს თავისუფლება, თქო და ირაკლიმ - ეს ადრე არ იყო სასამართლო თავისუფალი, ხოლო ახლა არისო. აშკარად ცრუობს, თუმცა ზუსტად ისეთივე სახე აქვს, როგორიც იმ ვისკის დალევისას ჰქონდა. რთული იქნება ამასთან მოლაპარაკება. ანუ, არაფერს თმობთ არა? შეტევაზე გადასვლას დავაპირე. ხომ დავთმეთ უკვე საარჩევნო სისტემა ელისაშვილთანო - მიპასუხა აჩიკომ. უცნაური ხალხია ეს ქართველები. უკეთეს საარჩევნო სისტემას, ან თავისუფალ სასამართლოს თუ შექმნიან, ამას ეძახიან დათმობას. მე შევეცადე შეთანხმების ის პუნქტები წამეკითხა, შარლმა რომ გამომატანა. სულ 6 პუნქტი იყო, მაგრამ ძალიან გამიჭირდა ბოლომდე ჩასვლა. ყოველ პუნქტზე მაჩერებდნენ, სადღაც რეკავდნენ და ქართულად ესაუბრებოდნენ ვიღაცას. კარლმა მითხრა, ეგ ვიღაც არისთუ არისო. რესტორანში რომ ურეკავდნენ მენიუს შესათანხმებლად, ის ვიღაც და ეს ვიღაც ერთი და იგივეაო. მივხვდი ვისზეც ამბობდა. კი, მაგრამ ხომ თქვა იმ ვიღაცამ, წავედი და აღარ დამირეკოთო?, ვთქვი მე, ირაკლიმ და აჩიკომ თავები დახარეს, ხოლო ჰარცელმა ისე გადაიხარარა, კელი დეგნანს ყავის ჭიქა გაუვარდა ხელიდან. ბიჭებო, ასე გაგრძელება არ შეიძლება, უთხარით იმ თქვენს უფროსს, ნიკა მელია უნდა განთავისუფლდეს. ის ჩვენი უფროსი აღარაა, წავიდა პოლიტიკიდანო - მითხრა მამუკამ. აშკარად მეკაიფებიან. მუქარაზე გადავედი. ცუდად წაგივათ საქმე - თქო. დახმარებებს აღარ მოგცემთ. ლარი გაუფასურდება, ეკონომიკა ჩამოგეშლებათ. ყველაფერი გაძვირდება. ადგილობრივ არჩევნებზე ხალხი ხმას არ მოგცემთ - თქო. ახლა სამივემ გადაიხარხარეს. სულ რომ 10 ლარი გახდეს ერთი დოლარი და 30 ლარი ლიტრი ზეთი, მაინც მოგვცემს ხალხი ხმასო - თავდაჯერებულად თქვა აჩიკომ. კელის გადავხედე, მართალს ამბობსო, მანიშნა. კი მაგრამ ეგ როგორ - მეთქი? მართლა დამაინტერესა. ეჰ, ჩემო კრისტიან, მითხრა ჰარცელმა, ეგ ფენომენი რომ ამომახსნევინა, ფროიდს და კარნეგის ჯიბეში ჩავისვამდიო. აზრი აღარ ჰქონდა რურუას ხსენებას. ესენი არაფერზე წამომსვლელები არ არიან. დღესვე ვაცნობებ შარლს. თუმცა ოპოზიციასაც უნდა შევხვდე. იქნებ იმათა დათმონ რამე და მერე ერთად დავსვამ ორივე მხარეს და ვნახოთ რა გამოვა. ხავსს ჩავეჭიდე. ბიჭებო - გიყვართ თუ არა სამშობლო? - დავსვი ნამუსზე ასაგდები შეკითხვა, იმ იმედით, რომ დადებითი პასუხის შემთხვევაში, იქნებ ექვსიდან რომელიმე პუნქტი შემეპარებინა, თუმცა როცა თქვეს, მაგ კთხვას ცოტა ხანში ვუპასუხებთო და ისევ სადღაც დარეკეს, საპირფარეშოში გასვლა მოვიმიზეზე და საელჩოს შენობა, უკანა კარით, ჩუმად დავტოვე. მართლა საშინელ ხასიათზე დავდექი. ჩემი შვედეთი გამახსენდა. როგორ მიყვარს. მისთვის ხომ ყველაფერზე წამსვლელი ვარ.

დღე მეხუთე (მოლაპარაკება ოპოზიციასთან)
დღეს უფრო რთული დღე მაქვს. ჰარცელთან ადრე მივედი. კარლმა წინასწარ ამიხსნა რაღაცები. ოპოზიციას ბევრი ტელევიზია და გამომცემლობა აქვსო. ამიტომ ყველა პარტიას ეშინიაო. ერთი პატარა პარტია დავითანხმეთ მე და კელიმ პარლამენტში შესვლაზე და ისეთი ბულინგი მოუწყეს, გეგონებოდა ალქაიდაში შევიდაო. აქ ასეთი სიტუაციაა, ნაცებიდან ბევრს უნდა შესვლა, მაგრამ მიშას ვერ გაურბიანო, ბოკერია გაბრაზდა თვითონ რო ვერ შევიდა და არც სხვებს უშვებსო, ვაშაძეა და ყოველ დილით, სახლიდან რო გამოდის, თითქოს პარლამენტში მიდის, მაგრამ სახლთან თაკო ხვდება და ნათელაშვილის ოფისში მიყავსო, ხაზარაძე ამბობს, არ ვიცი პოლიტიკაო და ყველაფერზე ბოკერიას ეთანხმება. მოკლედ, პარლამენტში 54 კაცი რომ შევიდეს, ან საქართველოში არ მყოფი სააკაშვილი უნდა დაითანხმო, ან პარლამენტში არ არჩეული ბოკერია. ასეთი უცნაური ხალხია ოპოზიციაშიო. ეჭვის თვალით შევხედე. 54 კაცი ორ ადამიანს ემორჩილებოდეს, რა...სამხედრო შენაერთია? მაინც ვცდი. მოვიდნენ. კარებთან კელი იდგა. ყველას ტელეფონი ჩამოართვა. ალბათ ამათმაც შეფთან რომ არ დარეკონ ხო?- ვკითხე ჰარცელს. არა, შეფის გარეშე ისედაც არაფერს გადაწყვეტენ, უარესი, რასაც აქ ვიტყვით პრესკონფერეციამდე, პრესას რო არ მიაწოდონ ინფორმაციაო. ღმერთო მიშველე. დავიწყეთ. წარვადგინე ექვსპუნქტიანი გეგმა და დავამატე, რომ ამ პუნქტების ხელისუფლების მხრიდან შესრულებას ბატონი მიშელი და ევროკავშირი უზრუნველყოფს - თქო. დრო მივეცი რომ წაეკითხათ. ისე გულმოდგინედ კითხულობდნენ, იმედი მომეცა. ერთი ვინც უარი თქვა წაკითხვაზე, შალვა იყო. ამხელა ტექსტს რა წამაკითხებსო და გარეთ გავარდა. მერე გავიგე, გარეთ უთქვამს, ვადამდელზე არ იყო ლაპარაკი და პროტესტის ნიშნად, ვეთიშები მოლაპარაკებასო. არადა, რესტორანში მართალი კაცის სადღეგრძელო სკამზე დამდგარმა შესვა. კითხვის დამთავრების შემდეგ პარტიების ცალკე დაბარების დრო დადგა. პირველი გირჩი შევიყვანე. ტყუილად მაწვალებო. რაზეც გინდა ხელს მოვაწერო. იმედი მომეცა. უხერხულია, ასე უცებ მოვრჩეთ მოლაპარაკებას - თქო, ვუთხარი. კარგი, მაშინ რამე მომიყევი თქვენი ცხოვრებიდანო. მომეწონა, უშუალო ადამიანი ჩანდა. რა მოგიყვე - მეთქი და ჰოლანდიაში რომ იყავით სტუდენტობისასო (საიდან იცოდა?!), როგორ ერთობოდითო... მეც არ დავზარდი. აი, ასეთი ქვეყანა მინდა საქართველო გავხადოო, თქვა და გავიდა. შემდეგ ვაშაძე შემოვიდა. კარგია ქალი რომ არ ახლავს. ალბათ ადვილად დავიყოლიებ შესვლაზე. კი, მინდა შესვლა და შევალ კიდეცო. ოღონდ მოვიფიქროთ რა ვთქვა, რატომ შევედიო. მე დამაბრალე - თქო, ვუთხარი. აგაშენა ღმერთმაო. გავიდა. შემდეგი მეორე გირჩი შემოვიდა. ვიფიქრე, აქაც იოლად გავალ და ჰოლანდიის ამბების მოყოლა დავიწყე. არაო, პუნქტებს მივყვეთო. გამიკვირდა. მივყევით. თითქოს ყველა მოეწონა. მოკლედ, თითქმის ყველა დავითანხმე, ბოკერიას გარდა. თუმცა ერთ ბოკერიას, ამდენი პარტია ადვილად ვაჯობებთ - გავიფიქრე და საერთო მაგიდასთან იმედიანად დავჯექი. საუბარი ბოკერიამ დაიწყო. მადლობაო, კარგი პუნქტებიაო, ქვეყანას რომ სჭირდება ზუსტად ისეთიო, მაგრამ ამ პუქტებს შემდეგი მთავრობა განახორციელებსო. ის მთავრობა, რომელსაც ხალხი ვადამდელი არჩევნებით აირჩევსო. მარტო დარჩენილი კაცის განწირული ღაღადია - გავიფიქრე. აკომ დაუჭირა მხარი. ველოდი, ისე ორჭოფულად ლაპარაკობდა ცალკე რომ ვიყავით. შემდეგ ხაზარაძემ ითხოვა სიტყვა. ჩემდა გასაოცრად, აკოზე უფრო რადიკალური იყო. მერე ვაშაძე გამოვიდა, წეღან რომ შეთანხმების ნიშნად ვისკი დავლიეთ, ის ვაშაძე, და ყველა პუნქტის წინააღმდეგ მიდიოდა, შიგადაშიგ ბოკერიას გადახედავდა, ხომ კარგად ვთქვიო. მოკლედ, რომ მეგონა ყველა აჯობებდა ბოკერიას პრინციპულობას, პირიქით მოხდა, აქეთ გადაუბირებია ყველა. ის, საკაიფო გირჩელი აყვირდა უცებ, საერთოდ ვერაფერი გავიგე აქ რა ხდებაო. ჰარცელს და კელის გაეცინათ. ელჩად დანიშვნის დღიდან, ეგრე ვართ ჩვენო. გარეთ პრესა გველოდება. რა უნდა მექნა? ისევ საპირფარეშო მოვიმიზეზე. ხვალ ხელისუფლებას და ოპოზიციას ერთად შევკრებ. თუ ისევ არაფერი გამოვიდა, წავალ სახლში.

დღე მეექვსე (ერთმანეთის პირისპირ)
დილის ლოცვა წავიკითხე. ყოველთვის მეხმარება რთულ სიტუაციაში. ალბათ ყველაზე რთული დღე მელის ჩემს კარიერაში. დღეს ოპოზიცია და ხელისუფლება უნდა დავსვა ერთმანეთის პირისპირ. ერთი საათით ადრე მივედი ევროკავშირის ოფისში. კელი და ჰარცელი კარგ ხასიათზე დამხვდნენ. თურმე ჩემზე ადრე ერთი გირჩელი მისულა, დაცვას არ შეუშვია და ეს ეუბნებოდა, რას ქვია არ მიშვებთ, მე პარლამენტის წევრი ვარო. იმედი მომეცა. კარლმა მითხრა, მაგას კვირაში ცხრა პარასკევი აქვსო. ვერ მივხვდი. აქაური გამოთქმააო, ამიხსნა. ასე ამბობენ ადამიანზე, რომელიც ვერ წყვეტს რა უნდაო. კელიმ სათათბიროდ დაგვიძახა. ჩვენ ჩვენი უნდა ვცადოთ, თუმცა მაქვს ინფორმაცია, რომ არცერთი მხარე უკან დახევას არ აპირებსო. რა უნდა ვქნათ - მეთქი, ვიკითხე. არაფერიო, კარლმა, კიდე ბევრი ქართული გამოთქმა ვიცი ისეთ სიტუაციაზე, როცა ვინმეს კარგს ურჩევ და ის არ გისმენსო. ჰოდა თუ ასე მოხდა, გასწავლიო. ორივე მხარეს უნდა მივაწვეთო, კელიმ. მე ხელისუფლებას, თქვენ კი ოპოზიციასო. გეგმა დავსახეთ. თავიდან ისეთ თემაზე დაგვეწყო საუბარი, რაზეც კომპრომისი შედგებოდა. ასეც მოხდა. როცა ყველა მოვიდა, მე საუბარი ჩვენი რესტორნებში ვიზიტების გახსენებით დავიწყე და აღვნიშნე, რომ ხინკალი ორთავე ადგილას შესანიშნავი იყო. პირველი შეთანხმება შედგა. მივხვდი რაც უნდა მექნა. ჰარცელს ჩუმად ვუთხარი, ბოკერია და კობახიძე გაიყვანე - მეთქი. კარლმა რაღაც მოიმიზეზა და ორთავეს სთხოვა კაბინეტში გაყოლოდნენ. მე დრო ვიხელთე და კელის ვუთხარი, ჩქარა ვადამდელზე და პოლიტპატიმრებზე შეთანხმებაზე მოვაწერინოთ ხელი, სანამ დაბრუნებულან - თქო. ის იყო, უნდა დაგვეწყო, ვხედავ ყველა ტელეფონში იყურება. გამიკვირდა. მამუკამ, ზუმში ვართ ყველა გიგასთანო. სანამ მოვალ მომასმენინეთ მანდ რა ხდებაო. მეორე მამუკამ, ჩვენ ირაკლისთანო. ეშმაკები არიან ეს მამაძაღლები. სტალინიც ამათნაირი იქნებოდა. ამათ რომ თავიანთი ქვეყნისთვის გამოეყენებინათ ჭკუა, ახლა ჩვენ ვიქნებოდით კავკასიის კავშირთან ასოცირებული წევრები. კელიმ ყველას ტელეფონი ჩამოართვა და თქვა, მოდით ძირითად პრობლემაზე ვისაუბროთო. შეცდომა იყო. საუბარი საშინელ ყაყანში გადაიზარდა. მე სულგანაბული ვუსმენდი, იქნებ რაიმე ხელმოსაჭიდი ფრაზა დავიჭირო - თქო. ასეთი ფრაზები მესმოდა. მელია რატო დაიჭირეთო? გირაო რატო არ გადაიხადაო! რატო არ უშვებთო? გადაიხადოს და გამოვაო. რატომ გადაიხადოსო? სასამართლომ მიუსაჯაო, რომელმა სასამართლომ, თქვენ რომ ჯიბეში გყავთო? თქვენ დროს თავისუფლები იყვნენ, ბებიათქვენისამო. ჰოდა მოდით, სასამართლო გავხადოთ თავისუფალი - ვთქვი გახარებულმა. ბრაზიანი თვალებით შემომხედეს. თითქოს მითხრეს ხელს გვიშლიო. განაგრძეს. მელია სპეციალურად დაიჭირეთო. ეს მელიამ დააჭერინა სახელმწიფოს თავი სპეციალურადო. გამოუშვით ახლავეო. გადაიხადოს და გამოვაო. აქ კი ნერვებმა მიმტყუნა. მე ვიხდი თქვენი დედაც - თქო! არაადამიანური ხმით ვიყვირე. ამას თუ გადახდა უნდოდა, რესტორანში გადაეხადაო, ჩუმად უთხრა მამუკამ ბადრის, მაგრამ გავიგონე. უცებ თავი შევიკავე და ისევ დიპლომატიური ხმით ვიკითხე - საარჩევნო რეფორმაზე ხომ არ გვემუშავა? აქ გრძელცხვირა ბიჭი წამოხტა, ვმუშაობთ ბატონო ჩვენ მაგაზეო. ამ ბიჭს ჩემზე ბრაზიანი თვალებით გადახედეს. გიგა, ირაკლი და კარლი დაბრუნდნენ. გიგამ თქვა ვადამდელი არჩევნების გარეშე, არაფერი გამოვაო. ირაკლიმ, ვადამდელი არ იქნებაო. რატომ არ იქნებაო. ვერ ამტკიცებთ გაყალბებას და იმიტომო უპასუხა და მე გადმომხედა, თითქოს მიმოწმებდა. თვალი ავარიდე. მერე გიგამ თქვა, ერთპარტიული პარლამენტი არადემოკრატიულ ქვეყანას ნიშნავსო და იმანაც მე გადმომხედა. მასაც ავარიდე თვალი. ამ დროს მიშელმა დამირეკა. შენი კოლეგები ჩამოვიდნენ ავღანეთიდანო, თალიბები და ხელისუფლება შეარიგა და შენ რას შვები ამდენ ხანსო. ცოტა დამაკლდა ვაგინებდი. ხუმრობის დროა ახლა? კარლთან მივედი. რომელი ქართული გამოთქმა შეეფერება ამ სიტუაციას - თქო, ვკითხე. რამდენიმე ჩამჩურჩულა. ერთი შევარჩიე და ხმამაღლა ვთქვი: მეგობრებო, ჩვენ თქვენსკენ ვართ, თქვენ კი ეშმაკებისკენ, კარგად ბრძანდებოდეთ! ყველანი გავიდნენ. ოფლში ვცურავდი. კელი მომიახლოვდა. დაისის ცეკვას შენც ხო არ ცდიო. დაისი მოიცდის, ჯერ დავლიოთ - თქო ვთქვი და ვისკი დავასხი.

დღე მეშვიდე (დღიურის დასასრული)

....... აეროპორტში ვარ. მივფრინააააააააავ!!!!!!

 

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

  • ფორუმელი

ბერძენიშვილმა, პატიმრებს თუ გაათავისუფლებენ, ვადამდელზე აღარ გავჭედავთო. 

ეგო მეტაფორა იყოო :crazy:

 

 
Share on other sites

  • მოდერატორი

რა ხთეფა? 

 

აპრილის ბოლოს, თბილისში გეი პარადი გაიმართებაო, მთავარმა - ლელოზე დაყრდნობით :help:

თვის ბოლოს, საქართველოში, სავარაუდოდ, 6 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩამოვა - შეხვედრები ევროკავშირის ოფისში

გამოქვეყნდა: გუშინ, 21:24
 
 
 
 
 

სავარაუდოდ, აპრილის ბოლოს, საქართველოში 6 ქვეყნის საგარეო მინისტრი ჩამოვა. "მთავარ არხს" ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრის შესახებ ეს ინფორმაცია "ლელო საქართველოსთვის" ლიდერებმა დაუდასტურეს. 

"მთავარი არხის" წყაროს ინფორმაციით კი, ეს მინისტრები იქნებიან ბალტიის ქვეყნის მინისტრები - ესტონეთი, ლატვია-ლიეტუვა, ასევე შევედეთი, პოლონეთი და საფრანგეთი. 

მანამდე კი, დღეს, 11 აპრილს, ევროკავშირის წარმომადგენლობაში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი და ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი ჯერ პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძეს, შემდეგ კი "ლელოს" ლიდერებს, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს შეხვდნენ. 

Share on other sites

  • ფორუმელი
1 საათის წინ, Freeman said:

რა ხთეფა? 

6 ევროპელი მინისტრი აპირებს ჩამოსვლას

ჩიჩილაკა აშშ-ში დაიბარეს

ჰარდ კორი იქნება :დდ

...ვინც არა ჰგავს კახაბერსა, მე ვერ ვიტყვი კახაბერად!!!..
,ერთ-ერთი მთავარი ნიშანი ბედნიერებისა არის აბსოლუტურად გამქრალი სურვილი იმისა, რომ ვინმეს რამე უმტკიცო!"- ნ.მანდელა

Share on other sites

  • ფორუმელი
2 საათის წინ, Freeman said:

 ეს მინისტრები იქნებიან ბალტიის ქვეყნის მინისტრები - ესტონეთი, ლატვია-ლიეტუვა, ასევე შევედეთი, პოლონეთი და საფრანგეთი. 

 

რა უცნაური სიაა :scratch_one-s_head:

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   203 all people including: 0 წევრი, 1 ანონიმური, 202 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(16)
    • Googlebot(4)
    • Facebookexternalhit(1)
    • YandexBot(11)