ფორუმელი Moor Posted 27 მარტი, 2021 Posted 27 მარტი, 2021 მიხაელ გალერი - საბოლოო ჯამში, პარტიებს მოუწევთ კომპრომისზე წასვლა, დღევანდელ რთულ სამყაროში ასე ხდება, თავადაც ყოველდღე მივდივარ კომპრომისებზე [ვიდეო] 22:49, 26.03.2021 საბოლოო ჯამში, პარტიებს მოუწევთ კომპრომისზე წასვლა, დღევანდელ რთულ სამყაროში ასე ხდება, თავადაც ყოველდღე მივდივარ კომპრომისებზე, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრმა, მიხაელ გალერმა საქართველოს პირველ არხთან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა. ევროპარლამენტარს საქართველოში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებთან დაკავშირებით ვესაუბრეთ: მოლაპარაკებების პროცესის დასაწყისში მხარეები აცხადებდნენ, რომ მათ წითელი ხაზები არ აქვთ, თუმცა მოგვიანებით გამოჩნდა, რომ მაინც აღმოაჩნდათ გარკვეული წინაპირობები. როგორ შეაფასებდით ამ ფაქტს? – ვნახეთ, რომ ზოგიერთ საკითხთან დაკავშირებით პროგრესი მიღწეულია, მთავრობასა და ოპოზიციას შეუძლიათ შეთანხმება. ეს არის მართლმსაჯულების სტრუქტურული რეფორმა, პროკურორის არჩევა, საარჩევნო რეფორმა. მეორე მხრივ, ვნახეთ, რომ ორ ძირითად საკითხზე ამ ეტაპზე კომპრომისის მიღწევა ვერ მოხერხდა. ეს საკითხებია პატიმრების გათავისუფლება და ვადამდელი არჩევნების გამართვის შესაძლებლობა, თუ როგორ შეიძლება არჩევნებამდე მისვლა. მე შემიძლია, მხოლოდ მივმართო მხარეებს, რომ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მათ უნდა გადალახონ ეს საკითხები, რადგან მუდმივი შიდა კრიზისის არ შეიძლება წესად იქცეს. მოლაპარაკებების პროცესის დასრულების შემდეგ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ: „პასუხისმგებლობა იმისთვის, რომ იყოს ნაპოვნი პოლიტიკური კრიზისის გადაწყვეტილება, დამოკიდებულია საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებზე“, ეს ხომ არ ნიშნავს, რომ ევროკავშირის შუამავლობა საქართველოში წარუმატებელი იყო? – მე არ ვფიქრობ, რომ ევროკავშირი წარუმატებელი იყო. ვფიქრობ, ჩვენ ვაჩვენეთ, რომ ევროკავშირისთვის საქართველო და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები ჩვენთვის მნიშვნელოვანია და გვაღელვებს. ჩვენ გვსურს საქართველოს დემოკრატიული განვითარება. ჩვენი სურვილია, რომ ევროკავშირის სამეზობლოში მდებარე სახელმწიფოებში წესიერი სიტუაცია იყოს და ქვეყანას შეეძლოს კონცენტრირება რეალურ პრობლემებზე. ეს რეალური პრობლემა კი, საქართველოსთვის და ჩვენთვისაც არის „კოვიდ-19“-ის კრიზისი, ასევე ეკონომიკური აღდგენა. სწორედ ამ პრობლემების გადაჭრას ელოდებიან მოქალაქეები. მაგალითად, ჩვენ თუ დავინახავთ, რომ არსებობს თანხმობა მართლმსაჯულების სფეროში რეფორმაზე და ამ საკითხზე წინ წაწევა შესაძლებელია, ეს დადებითი ნიშანია, რადგან ეს საკითხი მიბმულია ევროკავშირის მორიგ მაკროფინანსურ მხარდაჭერასთან. ჩვენ პარლამეტში პასუხისმგებლები ვართ ბიუჯეტზე, ამიტომ მე დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენ არ დაგვჭირდება დისკუსიის გამართვა, რომელზეც საქართველოს მხარდაჭერის გაგრძელება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება. ეს ნამდვილად არ მსურს. ჩემი სურვილია, რომ საქართველოში გამოიძებნოს გამოსავალი. მმართველი პარტიისა და ოპოზიციის ინდივიდუალურ წევრებთან გამართულ მოლაპარაკებებზე დაყრდნობით შემიძლია, გითხრათ, რომ გამოსავლის პოვნა შესაძლებელია. თქვენ ახსენეთ საქართველოს წინაშე არსებული რეალური პრობლემები და ჩამოთვალეთ კიდეც რამდენიმე მათგანი, მათ შორის „კოვიდ-19“-ის პანდემია. ეს ხომ არ ნიშნავს, რომ ახლა არსებული კრიზისი ნაკლებად მნიშვნელოვანია? – ჩემი აზრით, საქართველოში ახლა მნიშვნელოვანი კრიზისია და ყველამ, უპირველეს ყოვლისა კი, მთავრობამ უნდა გააცნობიეროს, რას მოიტანს კრიზისის გახანგრძლივება. კიდევ ერთხელ მივმართავ დაინტერესებულ მხარეებს, მოკლევადიანი პარტიული ინტერესების ნაცვლად, დაინახონ ის შედეგები, რაც შეიძლება ქვეყნის მომავალისთვის დადგეს. ცხადია, ეს ეხება პირველ რიგში ხელისუფლებაში მყოფ პოლიტიკურ ძალას. ამავე დროს, მხარეების მიერ გადადგმული პოზიტიური ნაბიჯები სისუსტედ არ უნდა შეფასდეს. ორივე მხარე ახლა იმდენად ძლიერია, რომ მათ ერთმანეთის ბლოკირება შეუძლიათ, მაგრამ ეს არ არის კონსტრუქციული მიდგომა. საბოლოო ჯამში, მათ მოუწევთ კომპრომისზე წასვლა, ხოლო როდესაც მხარეები დარწმუნდებიან საკუთარი პოლიტიკური პოზიციების სიმტკიცეში, მაშინ შეიძლება, მტკივნეული კომპრომისებიც კი დაუშვან. ახლა მინდა, გკითხოთ მოლაპარაკებების პროცესში განხილული საკითხების შესახებ. მათ შორის, იყო ოპოზიციის მიერ დასმული პატიმრების გათავისუფლების თემა. ხელისუფლება აცხადებს, რომ საქართველოში არ არიან პოლიტიკური პატიმრები, ანალოგიური განცხადება გააკეთა საქართველოში გერმანიის ელჩმა, ჰუბერტ ქნიშრმა: „ჯერ არ მომისმენია ევროკავშირის ოფიციალური განცხადება, სადაც ვინმე ითხოვს საქართველოში პოლიტპატიმრების გათავისუფლებას“. რა იქნება თქვენი კომენტარი ამ საკითხზე? – მე ვხედავ პატიმრებს. მნიშვნელობა არ აქვს ისინი პოლიტიკური ზომების გამო დააკავეს თუ პოლიტიკური ჩარევით. რაში დაგვეხმარება ამ ადამიანებისთვის პოლიტიკური პატიმრის კვალიფიკაციის მინიჭება ან უბრალო პატიმრებად მოხსენიება? ფაქტია, რომ ისინი წარმოადგენენ პოლიტიკურად დაინტერესებულ მხარეს და ციხეში არიან. მათთვის სტატუსის მინიჭებით ან ამაზე უარის თქმით, უკვე პოზიციას გამოვხატავთ. ვფიქრობ, საჭიროა მართლმსაჯულების რეფორმა. აუცილებელია მართლმსაჯულების დეპოლიტიზება. როდესაც ოპოზიცია გრძნობს, რომ მათი წევრები ციხეში პოლიტიკური მიზეზების გამო არიან, მაშინ ოპოზიცია ამბობს, რომ მათი წევრები პოლიტპატიმრები არიან, მთავრობა ამბობს, რომ საქმე გვაქვს სასმართლოს კანონიერი გადაწყვეტილებების აღსრულებასთან. ეს მხარეების შეხედულებებია და არავის არაფერს აძლევს. ვფიქრობ, რომ ეს ადამიანები არიან ციხეში ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური მდგომარეობის გამო და ამის დაძლევაა საჭირო. ამ შემთხვევაში, ჩვენ არ გვსურს ერთი ან მეორე მხარის პოზიცია დავიკავოთ. ჩვენ გვსურს, რომ ყველა მხარე დაბრუნდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან და მოიძებნოს გამოსავალი. მაგალითად, ჩემი ინფორმაციით, ოპოზიცია მზადაა, დათმობაზე წამოვიდეს, თუ ნიკა მელია უბრალოდ, გათავისუფლდება. მიუხედავად იმისა, აღიარებენ თუ არა მას პოლიტიკური პატიმრად. კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც მმართველი პარტია და ოპოზიცია მსჯელობდნენ იყო ვადამდელი არჩევნები. ამასთან ერთად უნდა აღინიშნოს, რომ გასულ კვირას ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ეუთო-მ საქართველოში შარშან გამართული არჩევნები დაახასიათა, როგორც თავისუფალი და სამართლიანი? მაშინ რა შეიძლება იყოს ვადამდელი არჩევნების გამართვის საბაბი? – დიახ, პარლამენტი ახლა ქმედითია, რადგან ჰყავს საკმარისი წევრები. ამავე დროს, ის სათანადოდ არ ფუნქციონირებს, რადგან ნორმალურ დემოკრატიაში პარლამენტში უნდა იყოს ოპოზიცია და მმართველი პარტია. დიახ, ეუთო-მ არჩევნები ნამდვილად აღიარა, მაგრამ ეს არ უნდა იყოს მიზეზი, რომ ეს განცხადება მთავრობამ უკან დასახევად გამოიყენოს და თქვას, რომ შეხედეთ, რა კარგი განცხადება იყო, მით უმეტეს, რომ ეუთო-ს შეფასებაში საუბარი იყო გარკვეულ ხარვეზებზე. ახლა სახეზეა პოლიტიკური კონფრონტაცია და ყველამ უნდა იფიქროს გამოსავლის გზებზე. ამიტომ საჭიროა ახალი იდეები. როგორც ვიცი, იყო შეთავაზება, რომ ადგილობრივი არჩევნების შედეგები იყოს ინდიკატორი. მე არ ვფიქრობ, რომ ეს კარგი იდეაა. ამ შემთხვევაში, ხდება ადგილობრივი არჩევნების რესტრუქტურიზაცია და რეორიენტაცია პლებისციტად ან კვაზი რეფერენდუმად. ეს ძალიან უცნაური ინიციატივაა და მგონია, რომ ეს იდეა არ უნდა განხორციელდეს. საჭიროა სხვა სახის კომპრომისები, რომელზეც ორივე მხარე უნდა წავიდეს. თქვენ ახსენეთ, რომ დათმობას მოუწევს ორივე მხარეს. ამასთან ოპოზიციაში აცხადებენ, რომ თავად მოლაპარაკებებში მონაწილეობა არის მათი მხრიდან დათმობა. – მე მუდმივად გამოსავალზე ვარ ორიენტირებული. ამიტომ, ვიტყვი ერთადერთს, რომ არც ერთმა მხარემ არ უნდა ეძებოს მიზეზი უკან დასახევად. არც ერთმა მხარე არ უნდა თქვას, რომ უკვე დათმო და ახლა მეორე მხარემ ეს უნდა მიიღოს. არა, დათმობაზე უნდა წავიდეს ყველა. ყველა უნდა დარჩეს მოლაპარაკებების მაგიდასთან. მათ უნდა გაითვალისწინონ საქართველოს ინტერესები, არ უნდა იფიქრონ რომ რომელიმე მათგანს ახლა უფრო ძლიერი ან უფრო სუსტი პოზიცია აქვს. ქვეყანაში, სადაც დემოკრატია სათანადოდ მუშაობს, საბოლოო ჯამში მხარეები ყოველთვის ახერხებენ გადაკვეთის წერტილების პოვნას, რაც ყველასთვის მისაღებია. მოვუწოდებ მხარეებს, იყვნენ ორიენტირებული გამოსავალზე და არ დაეთანხმონ გარე ჩარევას. ვგულისხმობ მმართველი პარტიის მხარეს ბიძინა ივანიშვილს და ოპოზიციის მხარე მიხეილ სააკაშვილს. მარტივად რომ ვთქვათ, ჩვენ ვსაუბრობთ ადამიანებზე, რომელთაც არ აქვთ ფორმალური ფუნქცია და ამ დროს გადაწყვეტილებას იღებენ. ეს არის ანომალიის ნიშანი. მე მსურს, რომ საქართველო გახდეს ნორმალური დემოკრატია, სადაც გადაწყვეტილებას ხალხის მიერ არჩეული და თანამდებობაზე მყოფი პირები იღებენ და არა მათ ზურგს უკან მყოფი ადამიანები. მე მინდა, კიდევ ერთხელ ვთქვა, რომ არც ერთი მხარეს არ ვარ და არც ერთს არ ვუმაგრებ ზურგს. თუმცა, მოვუწოდებ ორივე მხარეს, რომ გამოსავალი იპოვონ იმ ადამიანებმა, ვინც არჩეულია ან იკავებს თანამდებობას. ერთადერთი მისაღები გზავნილები ბიძინა ივანიშვილისგან და მიხეილ სააშვილისგან იქნებოდა კონსტრუქციული პოზიცია, რომ მათ მოუწოდონ მხარეებს გამოსავლის პოვნისკენ და არა მოლაპარაკებების ბლოკირებისკენ. თქვენ ახსენეთ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, რომელმაც ერთ-ერთ ბოლო განცხადებაში თქვა, რომ „ყველა ვინც ამბობს, რომ სააკაშვილი უნდა ჩამოშორდეს ძალაუფლებას, გავლენებს, არის ამორალური და იდიოტი“, როგორია თქვენი შეფასება? – ჩვენ ვნახეთ, როგორია საქართველო ახლა და როგორი იყო სააკაშვილის მმართველობის დასასრულს. ყველა პარტიაში არსებობენ ისინი, ვინც წვლილი შეიტანა კონფრონტაციის გამწვავებაში და პროცესი ჩიხში მიმავალ გზაზე დააყენა და ისინიც, ვინც ეძებს გამოსავალს. მე მხარს ვუჭერ გამოსავალზე ორიენტირებულ ხალხს. ის, რაც ახლა ხდება უკავშირდება საქართველოს გრძელვადიან პერსპექტივას. მხარეებმა უნდა შეინარჩუნონ ევროატლანტიკური ორიენტაცია და გეზი. ეს არის ის გეზი, რომელიც ქართველმა ხალხმა აირჩია. მათ არ სურთ პოლიტიკური ჩიხის ხილვა, რომლითაც მხოლოდ კრემლი და პუტინი იხეირებს. ყველა პარტიას აქვს საერთო დღის წესრიგი. ესაა ევროატლანტიკური ორიენტაცია. საქართველოს აქვს გაფორმებული ასოცირების შეთანხმება ევროკავშირთან. ჩვენ გვაქვს სერიოზული დღის წესრიგი, რომელზეც უნდა ვიმუშაოთ. მნიშვნელოვანი და სწრაფად გადასაჭრელი გამოწვევებია „კოვიდ-19“ და ეკონომიკური აღდგენა. ჩვენ გვსურს, დაგეხმაროთ და აუცილებლად დაგეხმარებით, მაგრამ თუ ქვეყანაში მუდმივი პოლიტიკური კრიზისია, როგორ უნდა დავარწმუნოთ ევროპელი ამომრჩევლები, რომ მათ დიდი ფული ჩადონ ასეთი ქვეყნის პოზიტიური გავითარებისთვის? ჩვენ გვსურს, რომ ქვეყანა განვითარდეს და ამ შემთხვევაში ვზრუნავთ მოქალაქეებზე. ეს დახმარება არ უკავშირდება მთავრობის ან ოპოზიციის, გრძელვადიან ან მოკლევადიან, მოგებას ან დანაკარგს. დიახ, მე ვიცი, რომ დაინტერესებულ მხარეებს აქვთ სიამაყე, მაგრამ დღევანდელ რთულ სამყაროში, საბოლოო ჯამში ასე არ ხდება. თავად მეც ყოველდღე მივდივარ კომპრომისებზე. ძალიან მსურს, რომ ევროპარლამენტში გვყავდეს უმრავლესობა, მაგრამ ეს არასდროს ხდება. ჩვენ გვიწევს შეთანხმება ისეთ ადამიანებთანაც კი, რომლებიც ძალიან არ მოგვწონს. სწორედ ესაა თქვენი ამოცანა. ეს თქვენზეა დამოკიდებული. ან ხარ ორიენტირებული მხოლოდ მოკლევადიან ძალაუფლებაზე ან ხარ გამჭრიახი პოლიტიკოსი, სახელმწიფოებრივად იქცევი და ეძებ გამოსავალს. მე მივმართავ ყველა მხარეს, მოიქცნენ სახელმწიფოებრივად. ამიტომ ვისურვებდი, რომ რომ ახლა უქმე დღეებიც გამოიყენოთ არაფორმალური მოლაპარაკებებისთვის. მოიქეცით ზრდასრული ადამიანებივით. და ბოლოს, თქვენ ამბობს, რომ მოლაპარაკება გაგრძელდება, ევროპარლამენტიც ხომ არ აპირებს, ჩაერთოს დისკუსიაში? – ევროპარლამენტში არიან სხვადასხვა პარტიის წარმომადგენელი დეპუტატები, რომლებიც საქართველოს საკითხებზე მუშაობენ. ეს თავისთავად არის გზავნილი, რომ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად, ჩვენ ერთიანები ვართ და გვსურს, რომ საქართველომ წინ წაიწიოს. „კოვიდ-19“ რომ არ ყოფილიყო, შემდეგ კვირაში უკვე ჩამოვიდოდით საქართველოში. თუმცა ჩვენ ახლა ვგეგმავთ, როგორც შეიძლება პროცესში დისტანციურად ჩავერთოთ. მინდა, დაგარწმუნოთ, რომ ახლა ჩვენ ყველა პარტიას ვუბიძგებთ ერთი მიმართულებით, რათა გამოსავალი მოიძებნოს. ავტორი - ლევან ახალაია Share on other sites More sharing options...
ფორუმელი mosamziri Posted 28 მარტი, 2021 Posted 28 მარტი, 2021 სანამ ქვეყანაში არ იარსებებს პოლიტიკური ბალანსი. მანმადე არაფერი გვეშველება. სახელ და გვარებს რეალირად მეორე ხარისხოვანი მნიშვნელობა აქვს. Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Moor Posted 29 მარტი, 2021 Posted 29 მარტი, 2021 ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ქრისტიან დანიელსონმა ქართულ ოცნებასა და ოპოზიციას შორის მედიაციის პროცესის განახლებამდე 28 მარტს თბილისში მოსამზადებელი შეხვედრები გამართა. დანიელსონი ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსაც შეხვდა, რომელთა შორის იყვნენ – „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“, „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ და ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“. დანიელსონმა ევროპარლამენტის შვიდ წამყვან წევრთან დისტანციურ რეჟიმში მომდევნო ნაბიჯებიც განიხილა. არასამთავრობოებთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე დანიელსონმა განაცხადა: „ევროკავშირი მტკიცედაა მზად საქართველოს არსებული პოლიტიკური კრიზისის მოგვარებაში დაეხმაროს“. თუმცა, მან იქვე აღნიშნა, რომ ამაზე პასუხისმგებლობა საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს აკისრიათ და არა ევროკავშირს. „ვფიქრობ, მათაც იციან, რისი გაკეთებაა საჭირო შეთანხმების მისაღწევად“, – განაცხადა მან. „ახლა საჭიროა პოლიტიკური გამბედაობა, საჭიროა კომპრომისი და ნება მომეცით, ხაზი გავუსვა, რომ კომპრომისი არ არის სისუსტე, კომპრომისი არის სიძლიერე, კომპრომისი არის ნიშანი, რომ საქართველოში დემოკრატია მუშაობს და კომპრომისი ევროპული გზაა“, – დასძინა მანვე. შეხვედრის შესახებ საუბრისას, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ხელმძღვანელმა, ეკა გიგაურმა განაცხადა, რომ არასამთავრობოებმა მხარეებს შორის კომპრომისის საჭიროებაზე ისაუბრეს. „ჩვენ ვსაუბრობდით იმაზე, რომ პირველი რიგის ამოცანა არის [ნაციონალური მოძრაობის ლიდერის], ნიკა მელიას და [„მთავარი არხის“ მეწილის], გიორგი რურუას გათავისუფლება…. ასევე ვსაუბრობდით იმაზე, თუ რამ გამოიწვია ეს კრიზისი“, – განაცხადა მან. „პირველ რიგში, დემოკრატიული ინსტიტუციების დამოუკიდებლობისკენ უნდა გადაიდგას ნაბიჯები და ამის შემდგომ ვისაუბრებთ ნორმალურ პოლიტიკურ პროცესებზე “, – განაცხადა საია-ს ხელმძღვანელმა, ნიკა სიმონიშვილმა. მისივე თქმით, პროცედურულად, „ხელისუფლებამ უნდა აიღოს ძირეული რეფორმების გატარების პასუხისმგებლობა, ოპოზიცია კი – უნდა შევიდეს პარლამენტში, იმისათვის, რომ [საჭირო] რეფორმები გატარდეს… სამართლებრივადაც შეუძლებელია ოპოზიციის მონაწილეობის გარეშე ამ რეფორმების განხორციელება“. შეხვედრის წინა დღეს, რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ პოლიტიკური ლიდერების სახელზე მიმართვა გაავრცელა და რეფორმებისა და კრიზისიდან გამოსვლის თაობაზე საკუთარი წინადადებები წარუდგინა. ევროკავშირის წარმომადგენელი თბილისში 27-28 მარტის ღამეს მას შემდეგ ჩამოვიდა, რაც მისი პირველი მისია თვის დასაწყისში წარუმატებლად დასრულდა. ასევე წაიკითხეთ: მმართველ გუნდსა და ოპოზიციაში დანიელსონის დაბრუნებამდე მედიაციაზე საუბრობენ ევროკავშირის მედიაცია: ქრისტიან დანიელსონი საქართველოში დაბრუნდება ევროკავშირის მედიაცია: შეთანხმება ვერ შედგა, დანიელსონი ბრიუსელში გაემგზავრა Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Moor Posted 29 მარტი, 2021 Posted 29 მარტი, 2021 (შესწორებული) „ვადამდელი არჩევნები ქვეყანაში არ იქნება. ამაზე საუბარი ჩვენ დავასრულეთ. ამაზე ევროკავშირის ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებები მოვისმინეთ, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის, სენატის და ა.შ ეუთო/ოდირის დასკვნები, ჩვენი არჩევნები მთელმა მსოფლიომ აღიარა და მოგვილოცა, რა არჩევნებზე მელაპარაკებით? რაც შეეხება ჩვენს დიალოგს, რა თქმა უნდა, ჩვენი დიალოგი გრძელდება. დიდი იმედი მაქვს და მინდა პოზიტიური, ოპტიმისტური მოლოდინი დავიტოვო, რომ ეს შეთანხმება შედგება. ჩვენი მხრიდან არ ჰქონია და არც ექნება რაიმე დესტრუქციას ადგილი. პირიქით, ჩვენ ამის მომსწრენი გავხდით ოპოზიციის მხრიდან, როდესაც მათ რეალურად ჩაშალეს დიალოგი და ისინი არ წამოვიდნენ კომპრომისზე. ჩვენ ვართ მზად, რომ რეალურად გონივრული და სამართლიანი კომპრომისი იქნას მიღწეული. ახლა, ჯერი არის ოპოზიციაზე, რა თქმა უნდა. ვადამდელი არჩევნების საკითხი არის დახურული, პოლიტპატიმრები ჩვენს ქვეყანაში არ არსებობენ, ეს არსებობდა თქვენი ბელადის, სააკაშვილის დროს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა. = „ჩვენ გვქონდა კიდევ ერთი შეხვედრა, სადაც განვიხილეთ რამდენიმე დეტალი იმ სავარაუდო შეთანხმების, რომელზეც მიმდინარეობს დიალოგი. დღის განმავლობაში კიდევ გაიმართება შეხვედრები. ჩვენც გვექნება კიდევ ერთი შეხვედრა დღეს 18:00 საათზე და გაგრძელდება დეტალების განხილვა. ხვალ უკვე სავარაუდოდ, საერთო ფორმატში გაგრძელდება დიალოგი და დისკუსია“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. „ის, რომ ვადამდელი არჩევნები არ იქნება, ეს მოცემულობაა. სულ რომ თეორიულად წარმოვიდგინოთ იმ მოთხოვნების გათვალისწინება, რაც ოპოზიციას აქვს შესაძლო, რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით, იქაც ყველაფერს წააგებენ - პლებისციტსაც წააგებენ, რეფერენდუმსაც წააგებენ, არჩევნები რომ ჩატარდეს, მაგასაც წააგებენ. რაც შეეხება, ულტიმატუმებს, ულტიმატუმებით ოპოზიცია საუბრობს. ჩვენ ვსაუბრობთ, მათ შორის პრემიერი, მოცემულობაზე და ამ მოცემულობით ვადამდელი არჩევნები არ იქნება“, - განაცხადა კობახიძემ. Edited 29 მარტი, 2021 by Moor Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Seth Posted 29 მარტი, 2021 Posted 29 მარტი, 2021 2 საათის წინ, Moor said: ის, რომ ვადამდელი არჩევნები არ იქნება, ეს მოცემულობაა. სულ რომ თეორიულად წარმოვიდგინოთ იმ მოთხოვნების გათვალისწინება, რაც ოპოზიციას აქვს შესაძლო, რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით, იქაც ყველაფერს წააგებენ - პლებისციტსაც წააგებენ, რეფერენდუმსაც წააგებენ, არჩევნები რომ ჩატარდეს, მაგასაც წააგებენ. რაც შეეხება, ულტიმატუმებს, ულტიმატუმებით ოპოზიცია საუბრობს. ჩვენ ვსაუბრობთ, მათ შორის პრემიერი, მოცემულობაზე და ამ მოცემულობით ვადამდელი არჩევნები არ იქნება“, - განაცხადა კობახიძემ. Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Moor Posted 29 მარტი, 2021 Posted 29 მარტი, 2021 ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ქრისტიან დანიელსონმა, რომელიც პოლიტიკის კრიზისის მედიაციის მიზნით თბილისში იმყოფება, დღეს ინდივიდუალური შეხვედრები გამართა საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან, პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან და „ქართული ოცნების“ სხვა წარმომადგენლებთან. საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილმა შეხვედრაზე განაცხადა, რომ „მნიშვნელოვანია პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა და შემდგომში პოსტპანდემიური ეკონომიკური კრიზისის დაძლევაში ევროკავშირის აქტიური ჩართულობა“. ევროკავშირის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ გაიმეორა მმართველი პარტიის პოზიცია, რომ „ვადამდელი არჩევნები ქვეყანაში არ იქნება“. მისი თქმით, „ამაზე მოვისმინეთ განცხადებები ევროკავშირის ოფიციალური წარმომადგენელის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის, სენატის და ა.შ. ეუთო-ოდირის დასკვნები, მთელმა მსოფლიომ აღიარა ჩვენი არჩევნები“. მან ასევე აღნიშნა, რომ „პოლიტპატიმრები ჩვენს ქვეყანაში არ არსებობენ“. „ჩვენვართმზად, რომრეალურადგონივრულიდასამართლიანი კომპრომისი იქნას მიღწეული, ახლა ჯერი არის ოპოზიციაზე“, – განაცხადა მან. ღარიბაშვილმა ლიეტუველი ევროპარლამენტი ანდრიუს კუბილიუსი გააკრიტიკა, რომელიც გამოვიდა წინადადებით, რომ მოლაპარაკებებში „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი და ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ჩაერთონ. პრემიერ-მინისტრის თქმით, სააკაშვილის მონაწილეობა დაუშვებელია, ვინაიდან ის „კრიმინალია“, ხოლო ივანიშვილი „პოლიტიკიდან წავიდა“. დანიელსონსა და მმართველი პარტიის სხვა წარმომადგენლებთან ცალკე გამართული შეხვედრის შემდეგ, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ისინი რამდენიმე საათში კვლავ შეიკრიბებიან, რის შემდეგაც ევროკავშირის წარმომადგენელი „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს შეხვდება. „ის, რომ ვადამდელი არჩევნები არ იქნება, ეს არის მოცემულობა“, – განაცხადა კობახიძემ და დასძინა, რომ მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი, სავარაუდოდ, ხვალ გაიმართება. პრეისტორია დანიელსონი თბილისში 27-28 მარტის ღამეს დაბრუბდა და საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისის მოგვარებას კიდევ ერთხელ შეეცდება. პრემიერის პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილის არჩევიდან რამდენიმე საათში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებით ქვეყანაში გამწვავებული პოლიტიკური კრიზისის მედიაცია ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა იტვირთა. ოპოზიციური პარტიების დიდი ნაწილი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების „მასობრივი გაყალბების“ გამო მის შედეგებს არ ცნობს და ახალ პარლამენტს ბოიკოტს უცხადებს. Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Moor Posted 29 მარტი, 2021 Posted 29 მარტი, 2021 23 საათის წინ, mosamziri said: სანამ ქვეყანაში არ იარსებებს პოლიტიკური ბალანსი. მანმადე არაფერი გვეშველება. ბალანსი საიდან? Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Moor Posted 29 მარტი, 2021 Posted 29 მარტი, 2021 "დღეს, 29 მარტს, პარტია "ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" მიღებულ იქნა "ფსიქოლოგთა განვითარების კვლევითი ცენტრის" ხელმძღვანელის, ვინმე, ბესიკ ბოგველის გადმოგზავნილი წერილი. წერილის შინაარსიდან გამომდინარე, ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ აღნიშნულმა ორგანიზაციამ და პირადად, ბოგველმა ოფიციალურად მიმართა პროკურატურას და გამოთქვა მზადყოფნა ნიკა მელიას მიმართ გამოყენებული გირაოს თანხა, 40 ათასი ლარის ოდენობით, გადაიხადოს. მინდა ნიკა მელიას პოზიცია დავაფიქსირო, რომ აღნიშნული არის აბსოლუტურად მიუღებელი, მეტიც, დიდი ალბათობით, საქმე გვაქვს ხელისუფლების მიერ დადგმულ სპექტკალთან. მინდა საზოგადოების საყურადღებოდ განვმარტო, ბოლო ერთი თვის განმავლობაში, როგორც პროკურატურა, ასევე "ქართული ოცნების" ხელმძღვანელობა საზოგადოებაში ავრცელებენ მესიჯს, რომ ნიკა მელიას შეუძლია ნებისმიერ დროს გადაიხადოს გირაო და გათავისუფლდეს პატიმრობიდან. ეს არის ტყუილი და ხელისუფლების მიერ გამოყენებული პროპაგანდა, განსაკუთრებით, უცხოელი პარტნიორების გასაგონად. მინდა ერთმნიშვნელოვნად განვაცხადო, რომ დღეის მდგომარეობით, ნიკა მელიას აქვს სასამართლოს მიერ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება დაპატიმრება, რომელი გადაწყვეტილებითაც 3 ნოემბერს გამოტანილი გადაწყვეტილება გირაო, არის ანულირებული. შეუძლებელია ნებისმიერი პირის და ისევე, როგორც დიდი სურვილის არსებობის შემთხვევაში, ნიკა მელიას მხრიდან, გირაოს გადახდა როგორც ტექნიკური, ასევე სამართლებრივი საფუძველით. ნიკა მელიას შეფარდებული აქვს დაპატიმრება. პირდაპირ ვსვამ კითხვას - როდესაც თქვენ აცხადებთ, რომ ნიკა მელიას შეუძლია გადაიხადოს გირაო და გათავისუფლდეს იმავე წუთას საპატიმროდან, გთხოვთ, მიგვითითოთ, რომელი გადაწყვეტილების საფუძველზე უნდა გაკეთდეს, რამდენი უნდა გადაიხადოს?", - განაცხადა გიორგი კონდახიშვილმა. არ მჯერა რო იხდიან, უფრო ევროპელებს დაანახეს, ვუხდით და უარზეაო Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა