Jump to content
×
×
  • Create New...

Recommended Posts

  • ფორუმელი
Quote

ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ყოფილი თანაშემწე, მეთიუ ბრაიზა აცხადებს, რომ საქართველოში პოლიტიკური კრიზისის განსამუხტავად რიგგარეშე არჩევნები ერთადერთი გზაა.

“მე ნამდვილად მჯერა, რომ ახალი არჩევნების სწრაფად ჩატარება ერთადერთი გზა არის დაპირისპირების დასასრულებლად. ჩემი ყოფილი კოლეგები სახელმწიფო დეპარტამენტში და კონგრესის წევრები ეთანხმებიან ამას. შეიძლება მოხდეს მოლაპარაკება რიგგარეშე არჩევნებზე. ამერიკა არამხოლოდ მხარეებს უნდა დაეხმაროს, მივიდნენ რიგგარეშე არჩევნებამდე, არამედ იმის უზრუნველყოფაც უნდა მოხდეს, რომ ეს იყოს რეალურად თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები”,– ამბობს ბრაიზა ტვ პირველის ეთერში.

მისივე განცხადებით, მართალია, ამერიკის ოფიციალური პირები მას ეთანხმებიან, თუმცა ისინი ბალანსის დაჭერას ცდილობენ და ამაზე ხმამაღლა არ საუბრობენ.

ბრაიზამ აღნიშნა, რომ დემოკრატიულ ქვეყნებში რიგგარეშე არჩევნები პოლიტიკური დაძაბულობის განმუხტვის საშაულებაა.

 

ეს საინტერესოა. ორი კვირის წინ ყველას შეყრას ითხოვდა

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი
25 minutes წინ, Moor said:

ორი კვირის წინ ყველას შეყრას ითხოვდა

არც ამის ნდობა იქნება :დ მოკლედ, არსენას, ვაჟკაცობის და აბანოს ამბავია რა :დ

 

Share on other sites

1 საათის წინ, Moor said:

პოლიტიკური კრიზისის განსამუხტავად რიგგარეშე არჩევნები ერთადერთი გზაა.

რა მნიშვნელობა აქვს არჩევნებს - ვინც ვერ გავა პირველზე ადგება და პროტესტზე გადავა და ვუყუროთ ამათ ცირკებს და ვაჭრობებს.

ელექტრონული არჩევნები კარგია, მარა მტერი ენდო პროგრამისტს!

 

ისედაც ორ-სამჯერ ვარ ნამყოფი არჩევნებზე და ახლა ნამდვილად აღარ შევიწუხებ თავს!

Share on other sites

  • ფორუმელი

რიგგარეშე ან ახალი არჩევნების საკითხი მხარეების გადასაწყვეტია — დეგნანი

აშშ-ის ელჩ კელი დეგნანის შეფასებით, პარტიებს შორის მიმდინარე დიალოგში არა შეთავაზებებისა და შეთანხმების მცდელობის, არამედ პოლიტიკური გამბედაობის ნაკლებობაა.

ამის შესახებ დეგნანმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, გადაცემა “კვირის ინტერვიუში” განაცხადა.

“მიუხედავად იმისა, რომ პარტიებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, მცდელობის ნაკლებობა არ ყოფილა, პარტიები ძალისხმევას არ იშურებდნენ. მე კვლავ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რომ პარტიები შეძლებენ შეთანხმებას, თუკი იარსებებს პოლიტიკური სურვილი, რომ პარტიები წავიდნენ გაბედულ კომპრომისზე. მხარს ვუჭერ ამ კრიზისის დაუყოვნებლივ მოგვარებას, რადგან ვფიქრობ, საქართველოს აქვს სერიოზული გამოწვევები, რომელზეც უნდა გადაიტანოს ყურადღება. თუმცა კარგად გვესმის, რომ ქართული საზოგადოება გაყოფილია და შეერთებული შტატების ღრმა რწმენაა, რომ პოზიციების შეჯერების ადგილი პარლამენტშია”, – განაცხადა დეგნანმა.

მისი თქმით, პარლამენტის წევრებს აქვთ შესაძლებლობა, განიხილონ საკითხები და მიიღონ კანონმდებლობა მნიშვნელოვანი რეფორმებისთვის, რაც საქართველოს ძალიან სჭირდება დემოკრატიული განვითარების ამ ეტაპზე.

“პარლამენტი, რომელშიც ერთი პარტია დომინირებს, არ არის ჯანსაღი. ეს არ არის ის, რასაც ქართველმა ამომრჩეველმა მისცა ხმა გასულ ოქტომბერში. საჭიროა, არსებობდეს ჯანსაღი მმართველი პარტია, რომელიც გაწონასწორებული იქნება ჯანსაღი ოპოზიციით საქართველოს პარლამენტში. მეტი სიცხადისთვის გავიმეორებ, მმართველ პარტიასაც და ოპოზიციასაც უნდა ჰქონდეთ პოლიტიკური გამბედაობა ამ რთული ნაბიჯების გადასადგმელად. მათ უნდა გაიგონ, რომ კომპრომისი არ არის სისუსტის ნიშანი და მათმა მომხრეებმაც კარგად უნდა გაიგონ ეს”, – თქვა დეგნანმა.

მისი თქმით, “რიგგარეშე არჩევნების ან ახალი არჩევნების საკითხი მხარეების გადასაწყვეტია, ისევე როგორც ამ მოლაპარაკებათა თითოეული პუნქტი პოლიტიკური ლიდერების გადაწეყვეტია და მათ უნდა გაითვალისწინონ, რომ ეს მნიშვნელოვანია”.

კელი დეგნანი იმედოვნებს, რომ მოლაპარაკებების ფარგლებსი მიღწეული შედეგი საქართველოს “დააბრუნებს ევროატლანტიკური ინტეგრაციის სწორ გზაზე”.

“არც შეთავაზებების ნაკლებობა შეინიშნება როგორც მმართველი, ასევე ოპოზიციური პარტიების მხრიდან. არ არის სურვილის ნაკლებობა, რომ ერთად ისხდნენ მოლაპარაკებების მაგიდასთან და ისაუბრონ ამ განსხვავებულ პოზიციებზე. ის, რისი ნაკლებობაც არის, ესაა პოლიტიკური გამბედაობა, რომ საბოლოო ნაბიჯი გადადგან წინ და წავიდნენ კომპრომისებზე. კომპრომისულ შეთანხმებაში თავისი მოთხოვნების 100 პროცენტს ვერავინ მიიღებს, ეს ბუნებრივია. ყველა მხარე უნდა წავიდეს კომპრომისზე. გასულ კვირაში, როდესაც ვიხილეთ ელჩი დანიელსონის ძალიან კარგი ჩართულობა, გამოჩნდა, რომ ზოგიერთი პარტია არ იყო მზად, მიეღო საბოლოო გადაწყვეტილება. როგორ დასრულდება ეს პროცესი, ამას დრო გვიჩვენებს, თუმცა რისი იმედიც გვაქვს, არის ის, რომ აქ მიღწეული შედეგი დააბრუნებს საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების სწორ გზაზე. ნატო-ს, ევროკავშირის წევრობა მოითხოვს კომპრომისს, ეს არის ერთადერთი გზა, როგორც მოქმედებენ კონსენსუსზე დაფუძნებული ორგანიზაციები”, – დასძინა დეგნანმა.

კითხვაზე, ხომ არ განიხილება მოლაპარაკებებში ბიძინა ივანიშვილისა და მიხეილ სააკაშვილის ჩართვა, აშშ-ის ელჩმა აღნიშნა, რომ მოლაპარაკებების პროცესში მონაწილეობენ და გადაწყვეტილება უნდა მიიღონ ხალხის მიერ არჩეულმა წარმომადგენლებმა, ივანიშვილი და სააკაშვილი არ არიან ასეთები.

კითხვაზე, რა განსხვავებაა კაპიტოლიუმში განვითარებულ ცნობილ მოვლენებსა და ნიკა მელიას საქმეს შორის, კელი დეგნანმა უპასუხა:

“ყველაზე დიდი განსხვავება რასაც მე ვხედავ, ეს არის ამერიკის ინსტიტუტების სიძლიერე, რომლებმაც აღადგინა ჩვენი ნდობა საარჩევნო და სამართლებრივი პროცესების მიმართ, რის შედეგადაც კონგრესმა სწრაფადვე გააგრძელა მუშაობა და დაასრულა პრეზიდენტ ბაიდენის ამერიკის პრეზიდენტად დამტკიცების პროცესი. ეს არის ის გზავნილი, რაც განუწყვეტლად მოდის როგორც აქ საელჩოდან, ასევე ვაშინგტონიდან. ის, რომ ძლიერი ინსტიტუტები უმნიშვნელოვანესია დემოკრატიისთვის. დემოკრატია უნდა იყოს მდგრადი და შეეძლოს რეაგირება საზოგადოებაში არსებულ ცვლილებებზე, როდესაც გაქვს ძლიერი და დამოუკიდებელი ინსტიტუტები, დემოკრატია გაუძლებს ნებისმიერ რამეს. ეს არის პროცესი, რომელიც მოითხოვს მუდმივ სიფრთხილეს, ერთგულებას და მედეგობას, რათა დემოკრატია არ შესუსტდეს. მისი შენარჩუნებისთვის მნიშვნელოვანია ხალხის მხარდაჭერა, მათი მუდმივი ძალისხმევა დამოუკიდებელი ინსტიტუტების უზრუნველყოფისთვის. ეს ძალისხმევა, ეს ბრძოლა უნდა განხორციელდეს პარლამენტში, ეს არის სათანადო ადგილი”, – განაცხადა დეგნანმა.

მისი თქმით, ინსტიტუტების მნიშვნელობა და უნდობლობა გამოჩნდა არჩევნებთან და გახმაურებულ საქმეებთან დაკავშირებითაც.

“თუ იარსებებს მეტი ნდობა არჩევნების შედეგების მიმართ, სასამართლოს გადაწყვეტილებების მიმართ, საზოგადოებას სჭირდება ეს ნდობა, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არის დამოუკიდებელი ინსტიტუტები და მოქმედებენ პოლიტიკური ზეწოლისა თუ ჩარევის გარეშე. არსებობს რეფორმები, რომლებსაც განიხილავენ მხარეები ახლა და რაც სასარგებლო იქნება ამ პროცესებისთვის. რაც არ არის სწორი, არის ის, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშებიდან თუ გამოკითხვებიდან მხოლოდ იმ ინფორმაციის ამოწევა ხდება, რაც მხოლოდ ერთ ან მეორე მხარეს სურს”, – განაცხადა აშშ-ის ელჩმა.

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი

https://1tv.ge/live/eqskluziuri-interviu-keli-degnantan-kvirisinterviu/ 

ექსკლუზიური ინტერვიუ კელი დეგნანთან #კვირისინტერვიუ

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი

1. „ჩვენ, ქართული ოცნება“ არ ვაპირებთ, რომ ზურგი შევაქციოთ ჩვენი მოქალაქეებისა და მხარდამჭერების არჩევანს იმ არჩევნებში, რომელშიც გავიმარჯვეთ. ჩვენ არ განვიხილავთ რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას ამ მოლაპარაკებებში, ეს არის ჩვენი პრინციპული პოზიცია, ვინაიდან, ამის საფუძველი არ არსებობს. ოპოზიციას კონსტრუქციული წინადადება შევთავაზეთ, როდესაც ვუთხარით, მოდით, შევქმნათ პარლამენტში საგამოძიებო კომისია, ეს არჩევნები შევაფასოთ, ერთად გამოვიძიოთ, ერთად გადავამოწმოთ პრეტენზიები. თუ იქნება სისტემური გაყალბების ნიშნები და გადახრა, მხოლოდ მაშინ განვიხილოთ უკვე თქვენი მოთხოვნა - მათ ამაზე უარი თქვეს. შესაბამისად, ჩვენ არ ვაპირებთ, ჩვენი მხარდამჭერების არჩევანი გადავყაროთ და ოპოზიციის უსაფუძვლო მოთხოვნას დავეთანხმოთ, ეს ცალსახაა“, - განაცხადა თალაკვაძემ.

2. „ნიკა მელიას დაპირისპირება სახელმწიფოსთან და კანონებთან პოლიტიკური აქტი იყო. მან განაცხადა, რომ არ გადავიხდი გირაოს და ვერც დამაპატიმრებთო. თავის მხარდამჭერებს და მოქალაქეებს უთხრა, რომ კანონი არსებობს თქვენთვის, მაგრამ მე კანონზე მაღლა ვარ და კანონის სხვანაირი გაგება შეიძლება ჩემს შემთხვევაშიო. ამ დროს, მართლმსაჯულებამ და სახელმწიფომ შეახსენა ნიკა მელიას, რომ ამ ქვეყანაში კანონიც არსებობს და მართლმსაჯულებაც. ჩვენი პრინციპული პოზიცია გახლავთ ის, რომ ნიკა მელიამ უნდა გადაიხადოს გირაო. დღესდღეობით ყველაზე მარტივი გზა, რომ ის გათავისუფლდეს პატიმრობიდან, გახლავთ გირაოს გადახდა. ეს არის ჩვენი პრინციპული პოზიცია“, - განაცხადა თალაკვაძემ.

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share