Jump to content
×
×
  • Create New...

Recommended Posts

  • ფორუმელი
10 minutes წინ, kvipriane said:

განულებას რა შედეგი ექნება ქვეყნისთვის ???

თუ ეს ასეა, იგივე შედეგი ექნება რაც ქონდა 100 წლის წინ (პრინციპულად იგივე)

12 minutes წინ, kvipriane said:

ვის აწყობს ამის განულება რაც ბაბუ-გიჟმა იწვალეს და რა მიზნით ?

მიზნების რა მოგახსენოთ და ვის აწყობს მემგონი ცხადია, არა?

12 minutes წინ, kvipriane said:

ვიღაცას თუ აწყობს, ვიღაცას არ აწყობს და დღეს თუ განულდა, ხვალ დაიქოქება უფრო დიდი ძალით ...

თქვენ როგორ ფიქრობთ სენიორ, 100 წლის წინ არ იყო ვინმე ვისაც არ აწყობდა გურჯისტანში ბოლშევიკების გრიალი? რა თქმა უნდა იყო.

ხვალ დაიქოქება ამაში მართალი ხართ, არაფერი მუდმივი ცის ქვეშ. საქმე იმაშია ეს ხვალ როდის იქნება - ბოლოს ეს "ხვალ" 70 წელი გაგრძელდა და მინიმუმ 3 თაობა დაჯდა :)

Share on other sites

  • ფორუმელი
5 საათის წინ, Seth said:

თუ ეს ასეა, იგივე შედეგი ექნება რაც ქონდა 100 წლის წინ (პრინციპულად იგივე)

5 საათის წინ, Seth said:

ვის აწყობს მემგონი ცხადია, არა?

 

5 საათის წინ, Seth said:

თქვენ როგორ ფიქრობთ სენიორ, 100 წლის წინ არ იყო ვინმე ვისაც არ აწყობდა გურჯისტანში ბოლშევიკების გრიალი? რა თქმა უნდა იყო.

ხვალ დაიქოქება ამაში მართალი ხართ, არაფერი მუდმივი ცის ქვეშ. საქმე იმაშია ეს ხვალ როდის იქნება - ბოლოს ეს "ხვალ" 70 წელი გაგრძელდა და მინიმუმ 3 თაობა დაჯდა

აქედან დასკვნა

ვისაც აწყობს (დამგეგმავი, გნებავთ მოთავე) + შემსრულებელი (ბანძები) = ერთ ჯგუფია !!!

ანუ ბანძები ლოთების ხალხია (ნებსით თუ უნებლიედ), - ლოთები ასეთ სტრატეგიულ საკითხს თავად ვერ გადაწყვიტავენ ბევრი მიზეზების გამო, ვიღაც აკეთებს ამას მათი ხელით, დიდი ეჭვი მაქვს ბებრებში უნდა ვეძებოთ "დამნაშავე", ხოლო რატომ ბებრებში ესაა საკითხავი, - რაღაც "კონტურები" კი არის მაგრამ რა გითხრათ აბა ???

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

  • ფორუმელი

Bidzina Ivanishvili & Media ერთ-ერთი ყველაზე პირველი ფეისბუკგვერდია, რომელიც სოციალურ ქსელში შეიქმნა და 2011 წლიდან "ქართული ოცნებისა" და ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერ პოსტებს აქვეყნებდა. გვერდმა სახელი დღეს დილით შეიცვალა და Bidzina Ivanishvili & Media-ს ნაცვლად Gakharia & Media გახდა. ამას წინ უსწრებდა ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას განცხადება პოლიტიკური მოღვაწეობის გაგრძელებაზე.

დეტალურ ინფორმაციას ამ ფეისბუკგვერდის შესახებ "სამართლიანი არჩევნები" ავრცელებს. გვერდმა 2011 წლიდან დღემდე 5631 პოსტი გამოაქვეყნდა, რასაც 2 042 736 ინტერაქცია ჰქონდა (კომენტარი, რეაქცია, გაზიარება). ბოლო მონაცემებით გვერდს 97,7 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს.

გვერდი გაბრიელ წულაიამ შექმნა. "სამართლიანი არჩევნების" მონაცემებით ის მთავრობაში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა:

  • 2013 წლიდან 2015 წლამდე წულაიას საქართველოს მთავრობის კანცელარიის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ოპერატიული რეაგირების სამსახურის უფროსის თანამდებობა ეკავა;
  • 2015 წელს იგი საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ინტერნეტკომუნიკაციის სამსახურის უფროსად დაინიშნა;
  • 2017 წლის დეკემბერში გიორგი გახარიას შინაგან საქმეთა მინისტრად დანიშვნიდან ერთ თვეში, წულაიამ შსს-ის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობა დაიკავა;
  • 2019 წლის სექტემბერში, გახარიას პრემიერ-მინისტრად დანიშვნის შემდეგ, გაბრიელ წულაია მთავრობის ადმინისტრაციაში სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი გახდა;
  • მისი პრემიერ-მინისტრობიდან გადადგომიდან მალევე კი, თანამდებობა წულაიამაც დატოვა.

გაბრიელ წულაიამ 2020 წლის 17 ოქტომბერს "ქართული ოცნების" სასარგებლოდ 6 000 ლარის ოდენობის არაფულადი შემოწირულობა გაიღო.

რადიო თავისუფლებას სურდა გაბრიელ წულაიასთან დაკავშირება, თუმცა მან სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.

ტროლები ამ ტიპთან გადიოდნენ გასაუბრებას :laugh1:

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი

,,ისეთი არჩევნების ჩატარება, რომლებიც ლეგიტიმურობის ზღვარზეა, არ არის საკმარისი. დემოკრატიულ არჩევნებს უნდა ჰქონდეთ საიმედო მექანიზმები უთანხმოებების მოგვარებისთვის, მექანიზმები, რომლებიც სამართლიანადაა მიჩნეული დემოკრატიული პროცესის ყველა მონაწილე მხარის მიერ.

,,აშშ თავისუფალი და დემოკრატიული საქართველოს მოკავშირეა. თუმცა ეს ურთიერთობა დამოკიდებულია საქართველოს ერთგულებაზე, გააძლიეროს დემოკრატიული ინსტიტუტები. საქართველოს ერთგულება დემოკრატიის მიმართ დემონსტრირებული უნდა იყოს მთავრობისა და ოპოზიციის ქმედებებით. უმნიშვნელოვანესია, მთავრობამ გადადგას ნაბიჯები, რომ უზრუნველყოფილი იყოს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა და იმუშავოს ყველა ოპოზიცურ პარტიასთან, რათა კრიზისიდან გამოსავალი დიალოგის გზით იპოვონ. ერთადერთი მხარე ვინც დღეს საქართველოში შექმნილი ვითარებით გამარჯვებულია რუსეთია. ყოველ დღე, როცა ოპოზიციის ლიდერები ციხეში არიან, გამარჯვებაა რუსეთისთვის.

ყოველდღე როცა საქართველოს პარლამენტში ადგილები ცარიელია, ქართველი ხალხისთვის საზიანო და რუსეთისთვის გამარჯვებაა. მოვუწოდებ ორივე მხარეს, გვერდზე გადადონ პოლიტიკური ამბიციები და გადადგან ნაბიჯები საქართველოს დემოკრატიის გასაძლიერებლად", – განაცხადა შაჰინმა.

,,ეუთომ შეაფასა საპარლამენტო არჩევნების პირველი რაუნდი, როგორც კონკურენტუნარიანი, მაგრამ არსებული მდგომარეობა საზოგადოების ნდობას ამცრებს, მიუხედავად იმისა, რომ იმ ამომრჩევლებმა, რომლებმაც ოპოზიციას მისცეს ხმა სურთ, რომ მათ დაიკავონ თავიანთი ადგილები პარლამენტში. ეს გახლავთ ნაბიჯი უკან ქართული დემოკრატიისთვის, როგორც ,,ქართული ოცნებისთვის", ისე ოპოზიციისთვის.

აშშ-მ როგორც საქართველოს მეგობარმა გულახდილად უნდა ილაპარაკოს, განსაკუთრებით მმართველ პარტიასთან, რომ არ მოხდეს გადახვევა იმ გზიდან, რომელიც ქართველმა ხალხმა აირჩია.

ინტეგრაცია დასავლეთთან გახლავთ გამოწვევებით აღსავსე გზა, რომელიც გულისხმობს ვალდებულებებს ერთიანი ღირბულებებისა , დემოკრატიული ნორმებისა და ინსტიტუციების მთლიანობისა, ფუნქციონალური დემოკრატიის მისაღებად.

საქართველოს პოლიტიკური ლიდერები და სხვა ძალები უნდა მუშაობდნენ იმისათვის, რომ მოგვარდეს ეს კრიზისი. წარუმატებლობა მმართველი პარტიისა და ოპოზიციისა, რომ შეთანხმებას მიაღწიო ძირს გამოუთხრის,საქართველოს დასავლურ მისწრაფებას.

საქართველოს პარტნიორებმა უნდა მონახონ დამატებითი საშუალებები ქვეყნის მხარდასაჭერად", - განაცხადა კენტმა.

 

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი

"ჩვენი ლიდერები ამბობენ, რომ პროევროპულები არიან, მაგრამ თქმა საკმარისი არ არის, პროევროპული უნდა იყო".

 

საბანაძეს განცხადებაში მიზეზებზე არ უსაუბრია, თუმცა დეტალები მან ფრანგულ გამოცემა Le Monde-ს გაუმხილა, რომელთან საუბარშიც აღნიშნა, რომ "საქართველოს მთავრობასთან უთანხმოებები ჰქონდა".

"ჩვენი ლიდერები ამბობენ, რომ პროევროპულები არიან, მაგრამ თქმა საკმარისი არ არის, პროევროპული უნდა იყო" – ამბობს ყოფილი ელჩი. დიპლომატი მეტი დეტალის გამჟღავნებაზე უარს აცხადებს, რათა, მისივე განმარტებით, "სიტუაცია არ  დამძიმდეს". 

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)

https://www.foreign.senate.gov/hearings/watch?hearingid=648476F3-5056-A066-60A4-7B0407B44E10

 

02:30

აქ ვართ 

Edited by Moor

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი
27 minutes წინ, Moor said:

ჩვენი ლიდერები ამბობენ, რომ პროევროპულები არიან, მაგრამ თქმა საკმარისი არ არის, პროევროპული უნდა იყო".

 

საბანაძეს განცხადებაში მიზეზებზე არ უსაუბრია, თუმცა დეტალები მან ფრანგულ გამოცემა Le Monde-ს გაუმხილა, რომელთან საუბარშიც აღნიშნა, რომ "საქართველოს მთავრობასთან უთანხმოებები ჰქონდა".

"ჩვენი ლიდერები ამბობენ, რომ პროევროპულები არიან, მაგრამ თქმა საკმარისი არ არის, პროევროპული უნდა იყო" – ამბობს ყოფილი ელჩი. დიპლომატი მეტი დეტალის გამჟღავნებაზე უარს აცხადებს, რათა, მისივე განმარტებით, "სიტუაცია არ  დამძიმდეს". 

ეს ხომ ისედაც მიდიოდა, თუ რამე არასწორად მახსოვს? თან სამინისტრომაც დაადასტურა და :seth:

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
40 minutes წინ, Moor said:

ისეთი არჩევნების ჩატარება, რომლებიც ლეგიტიმურობის ზღვარზეა, არ არის საკმარისი.

ჰმ, მიხვდით რომ იჩქარეთ? თუ ჯერ კიდევ ვერ 

რიტორიკული კითხვაა ამერიკელებისთვის სენიორ მურ :დ

Edited by Seth
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share