Jump to content
×
×
  • Create New...

Recommended Posts

  • ფორუმელი
5 minutes წინ, Moor said:

ოკ, გაიყოს.

დიახ უნდა გაიყოს. ყოველგვარი მაგრამების და თუების გარეშე. როდესაც ეს პოზიცია მიაღწევს ამომრჩევლის 8-10%-ს გურჯისტანში მთლიანად შეიცვლება შიდა პოლიტიკური სიტუაცია.

 

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)

:seth: მე დაჟე 2012 თუ 2013 - შიც ვიყავი გაყოფის ოპოებთან გადაჯგუფების მომხრე, როგორც ზემოთ დავწერე. მიუხედავად იმისა, რომ ნაცებიც მოიაზრებოდნენ ამ ამბავში. ასე რომ არანაირი მაგრამ არ მაქვს მაგ საკითხზე. 

უპერსპექტივო ამბავია ჯერჯერობით

 

Edited by Moor

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი
4 minutes წინ, Moor said:

გაყოფის ოპოებთან გადაჯგუფების მომხრე

აქ პერ სე გაყოფაში არ არის საქმე. პოზიციაშია. დღეს გაყოფაა და ხვალ შეიძლება შპს "ანტუნის" ტენდერი იყოს ან მაგალითად ზალკალიანის მინისტრობა ან ის ვაიმოსამართლე.

მე იმის თქმა მინდა რომ გურჯისტანისთვის კარგი ან მკიდია მთავრობამაც კი არ უნდა იარსებოს ერთი 50 წელი. ყველა მთავრობა უნდა იყოს მოდერმარომაკრძალა. სხვა გამოსავალი შიგნით ამ სიტუაციიდან არ არის.

Share on other sites

  • ფორუმელი
2 minutes წინ, Seth said:

მე იმის თქმა მინდა რომ გურჯისტანისთვის კარგი ან მკიდია მთავრობამაც კი არ უნდა იარსებოს ერთი 50 წელი. ყველა მთავრობა უნდა იყოს მოდერმარომაკრძალა. სხვა გამოსავალი შიგნით ამ სიტუაციიდან არ არის.

ისეთი ხისტი და აგრესიული ადმინისტრირება, როგორიც ნაცებს ქონდათ თავიდანვე, ვეღარავის ექნება. დროც სხვაა. 

თან ერთ დევიაციას მეორე მოყვება. ;)

მთავარია, ხელისუფლების შტოებს შორის ბალანსი და ანტიკორუფციული პოლიტიკა, მარა ვინ უნდა გაატაროს ეგ, კაი რა

 

 

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი
49 minutes წინ, Moor said:

ისეთი ხისტი და აგრესიული ადმინისტრირება, როგორიც ნაცებს ქონდათ თავიდანვე, ვეღარავის ექნება. დროც სხვაა. 

თან ერთ დევიაციას მეორე მოყვება. ;)

მთავარია, ხელისუფლების შტოებს შორის ბალანსი და ანტიკორუფციული პოლიტიკა, მარა ვინ უნდა გაატაროს ეგ, კაი რა

 

 

არასწორად გამიგეთ. არ ვლაპარაკობ მთავრობაზე. ვლაპარაკობ წესიერ მოქალაქეზე. მისთვის უნდა იყოს ყველა მთავრობა მოდერმარონაკრძალა. აბსოლუტურად ყველა. ჰოდა ეტთ 50 წელიწადში შეიძლება ჯორჯიან მენტალიტეტ-ს სადღაც 15%-ში ეშველოს.

მეტი არც ჭირდება გურჯისტანს, დანარჩენი კორუმპირებულები მარტივად დაბალანსდებიან.

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)

@Seth ეგ კიბატონო

 

„ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის 9-საათიანი შეხვედრა რამდენიმე საკითხზე შეთანხმების გარეშე დასრულდა

„ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის 9-საათიანი შეხვედრა რამდენიმე საკითხზე შეთანხმების გარეშე დასრულდა
fbshare.png
print.png

მედიატორ კრისტიან დანიელსონის განცხადებით, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის ფარგლებში მნიშვნელოვანი პროგრესი 6 პუნქტიდან მხოლოდ რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით იქნა მიღწეული.

როგორც დანიელსონმა ხანგრძლივი აუდიენციის დასრულების შემდეგ განაცხადა, რამდენიმე საკითხზე ნაკლები პროგრესი იყო.

„პრეზიდენტ მიშელის მიერ დატოვებული 6 პუნქტიდან მნიშვნელოვანი პროგრესი ზოგიერთ მათგანთან დაკავშირებით იყო მიღწეული სხვადასხვა ასპექტში. რაც შეეხება სხვა საკითხებს, ამაზე ნაკლები პროგრესი იყო. ახლა მე დავბრუნდები ბრიუსელში და ამ ყველაფრის შესახებ მოვახსენებ პრეზიდენტ მიშელს“, - განაცხადა დანიელსონმა.

შეგახსენებთ, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მორიგი შეხვედრა 15:00 საათისთვის დაიწყო. მოლაპარაკებები 9 საათზე მეტხანს გრძელდებოდა.

 
Edited by Moor

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი
12 minutes წინ, Moor said:

ახლა მე დავბრუნდები ბრიუსელში და ამ ყველაფრის შესახებ მოვახსენებ პრეზიდენტ მიშელს

დრო არ ეყოთ გურჯებს, ერთი-ორი დღე უნდა დაეტოვებინათ კიდევ :დ

Share on other sites

  • ფორუმელი

კრისტიან დანიელსონი - საბოლოოდ, პასუხისმგებლობა კრიზისის მოსაგვარებლად ქართულ პოლიტიკურ აქტორებს ენიჭებათ, ეს მნიშვნელოვანია ქვეყნის დემოკრატიული კონსოლიდაციისა და ევროპული მისწრაფებებისთვის

კრისტიან დანიელსონი - საბოლოოდ, პასუხისმგებლობა კრიზისის მოსაგვარებლად ქართულ პოლიტიკურ აქტორებს ენიჭებათ, ეს მნიშვნელოვანია ქვეყნის დემოკრატიული კონსოლიდაციისა და ევროპული მისწრაფებებისთვის
fbshare.png
print.png

საბოლოოდ, პასუხისმგებლობა პოლიტიკური კრიზისის მოსაგვარებლად ქართულ პოლიტიკურ აქტორებს ენიჭებათ, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადმა წარმომადგენელმა კრისტიან დანიელსონმა „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

"გარკვეული ასპექტით რამდენიმე მნიშვნელოვანი პროგრესი განხორციელდა პრეზიდენტ მიშელის 6 პუნქტიანი გეგმაში, ეს მისასალმებელი და შეუცვლელი გზაა კრიზისიდან გამოსასვლელად. რაც შეეხება სხვა საკითხებს, აქ ნაკლები პროგრესი იყო. მე ხვალ ბრიუსელში დავბრუნდები და ანგარიშს წარვადგენ პრეზიდენტ მიშელთან. საბოლოოდ, პასუხისმგებლობა პოლიტიკური კრიზისის მოსაგვარებლად ქართულ პოლიტიკურ აქტორებს ენიჭებათ, ეს მნიშვნელოვანია ქვეყნის დემოკრატიული კონსოლიდაციისა და მისი ევროპული მისწრაფებებისთვის", - განაცხადა დანიელსონმა.

მისივე თქმით, იმედოვნებს, რომ მხარეები ახლა სერიოზულად შეაფასებენ სიტუაციას.

"ვიმედოვნებ, რომ მხარეები ახლა სერიოზულად შეაფასებენ სიტუაციას წინ სვლაზე, საჭირო გზებზე, რომლებიც კომპრომისისთვისაა საჭირო, რათა მედიაციის პროცესი წარმატებით განხორციელდეს და მისი შედეგები უფრო თვალსაჩინო გახდეს. მე ნამდვილად მჯერა, რომ ეს ისაა, რასაც ქართველი ხალხი იმსახურებს", - განაცხადა დანიელსონმა.

ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში ევროსაბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენელის,კრისტიან დანიელსონის მედიატორობით "ქართული ოცნებისა" და ოპოზიციის ლიდერების გაერთიანებული შეხვედრა 15:00 საათზე დაიწყო და 9 საათზე მეტი ხნის განმავლობაში გრძელდებოდა.

ცნობისთვის, კრისტიან დანიელსონი საქართველოში 12 მარტს ჩამოვიდა. მას შემდეგ მან ცალკე-ცალკე გამართა შეხვედრები ოპოზიციისა და მმართველი გუნდის ლიდერებთან. 17 მარტს კი მისი მედიაციით "ქართული ოცნების" ლიდერებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების პირველი ერთობლივი შეხვედრა გაიმართა.

"მე ჩართული ვიყავი ინტენსიურ მოლაპარაკებებში ამ კვირაში, როგორც პრეზიდენტ მიშელის პერსონალური წარმომადგენელი, მისი ვიზიტისა და შემოთავაზების შემდეგ, რომ ევროკავშირს მედიაციის როლი შეესრულებინა. ევროკავშირმა და აშშ-მ დიდი სამუშაო გასწიეს იმისთვის, რომ დახმარებოდნენ პარტიებს შეთანხმების მიღწევასა და საქართველოში პოლიტიკური კრიზისი დასრულებაში. პოლიტიკური კრიზისის დასრულება იქნებოდა იმის საფუძველი, რომ პოლიტიკურ აქტორებს მათი მთელი ყურადღება კოვიდ პანდემიისა და მისი სოციალურ-პოლიტიკური შედეგებისთვის დაეთმოთ, ევროკავშირის დღის წესრიგში მოეხდინათ პროგრესი და საქართველოს რეგიონალური უსაფრთხოების ინტერესები დაეცვათ - ეს ნამდვილი გამოწვევებია, რომლის წინაშეც ეს ქვეყანა დგას", - აღნიშნა მედიატორმა.

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   136 all people including: 0 წევრი, 0 ანონიმური, 136 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Googlebot(3)
    • Chrome(12)