Jump to content
×
×
  • Create New...

Recommended Posts

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)

გამოვა ეს 

არჩილ თალაკვაძე - პარლამენტშიც გვინდა ზუსტად ისეთი ოპონირება იყოს, რაც დღეს ვნახეთ აქ

არჩილ თალაკვაძე - მიხარია, რომ შეთანხმების ტექსტი საბოლოო ჯამში იღებს ისეთ სახეს, რომელიც უფრო სამართლიანად გამოხატავს პოზიციებს ყველა საკითხზე

და მერე ეს 

ირაკლი კობახიძე - ოპოზიციას პოზიციები დღითიდღე უმძიმდება :lool:

Edited by Moor

 

 
Share on other sites

Guest Genetic Miracle
10 minutes წინ, Moor said:

ჯეიმს აპატურაი - საქართველოს არ აქვს ხანგრძლივი პოლიტიკური კრიზისის დრო - ოპოზიციური პარტიები უნდა დაბრუნდნენ პარლამენტში

 

გლეხიკაცისთვის არავინ არ ალი

Share on other sites

  • ფორუმელი
15 minutes წინ, Moor said:

ირაკლი კობახიძე - ოპოზიციას პოზიციები დღითიდღე უმძიმდება

ბოლონდროინდელი გამოცდილება გვეუბნება რომ როდესაც ეს ასე ლაპარაკობს საჯაროდ, ამის საპირისპიროდ ვითარდება პროცესები შიგნით :დ ასე რომ ამის მოსმენა არ შეიძლება...

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)

@Seth

ეგ ტროლია, კი

 

მარა უკვე ნატოც პირდაპირ აწვება ოპოზციას, რომ შევიდნენ 

„საქართველოს პრემიერ - მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილისა და საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის დროული ვიზიტი დღეს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურ მდივანთან. ღია და კონსტრუქციული განხილვა მთელი რიგი საკითხებისა. როგორც ყოველთვის, ნატო მხარს უჭერს საქართველოს. ჩემი მთავარი დასკვნაა: რეგიონალური ვითარების, კოვიდის კრიზისის და რეფორმების გაგრძელებისა მკვეთრი აუცილებლობის გათვალისწინებით, საქართველოს არ აქვს ხანგრძლივი პოლიტიკური კრიზისის დრო. რაც შეიძლება სწრაფად უნდა შემცირდეს პოლიტიკური პოლარიზაცია, ოპოზიციური პარტიები უნდა დაბრუნდნენ პარლამენტში, რათა მან ნორმალურად ფუნქციონირება შეძლოს და ყველა პარტიამ ერთად უნდა შეათანხმოს პოლიტიკური პროცესის წინ წაწევის გზა. ჩვენ მხარს ვუჭერთ ევროკავშირისა და აშშ-ს საშუამავლო ძალისხმევას, რომლებსაც ორი ბრწყინვალე დიპლომატი ხელმძღვანელობს“, - წერს ჯეიმს აპატურაი.

Edited by Moor

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
52 minutes წინ, Moor said:

მარა უკვე ნატოც პირდაპირ აწვება ოპოზციას, რომ შევიდნენ 

როდის მერე გახდა ჯეიმსი იენსის უფროსი სენიორ? :დ

აბა რას ეტყვიან არ შეხვიდეთო? :დ რა თქმა უნდა ეტყვიან შედით, იმათ ეტყვიან პასუხისმგებლობა თქვენზეაო და ა.შ. ამას არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. იმჰო, მნიშვნელობა აქვს 2 რამეს - ჯოზეფი და შარლი ნაჩხუბრები ხომ არ არიან და ყოფილი ელჩები იელოუსტოუნის მიწიდან რამდენად ყოფილები არიან :დ 

52 minutes წინ, Moor said:

ეგ ტროლია, კი

ჰმ, ეხლა ტროლი ქვია თურმე :user:

Edited by Seth
Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
59 minutes წინ, Seth said:

როდის მერე გახდა ჯეიმსი იენსის უფროსი სენიორ? :დ

 

უფროსობა რა შუაშია. წარმომადგენელია და აპატურაის განცხადება სტოლტენბერგის და ნატოს პოზიციას გამოხატავს რეგიონში. 

ღარიბა გაპრესეს რეფორმებზე, ოპოები გაპრესეს არჩევნების დელეგიტიმაციის მცდელობებზე. :hi:

59 minutes წინ, Seth said:

იმჰო, მნიშვნელობა აქვს 2 რამეს - ჯოზეფი და შარლი ნაჩხუბრები ხომ არ არიან და ყოფილი ელჩები იელოუსტოუნის მიწიდან რამდენად ყოფილები არიან :დ 

რამე ინფო გვაქვს? იმჰო უფრო მარტივადაა საქმე. მიშელის ბელგიური პარტია იპიპიშია. ბორელი კიდე ქოცების პარტნიორია. ეუპარლამენტს სულაც ქოცები აკონტროლებენ. 

 

Edited by Moor

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი

კრისტიან დანიელსონი - ვაგრძელებთ მუშაობას, ვფიქრობ, ძალიან კარგად მიდის

კრისტიან დანიელსონი - ვაგრძელებთ მუშაობას, ვფიქრობ, ძალიან კარგად მიდის
 

ვაგრძელებთ მუშაობას. ვფიქრობ, ძალიან კარგად მიდის, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადმა წარმომადგენელმა კრისტიან დანიელსონმა ოპოზიციასა და ხელისუფლებასთან შეხვედრის შემდეგ მედიასთან განაცხადა.

„დღეს ბევრი ვიმუშავეთ“, - განაცხადა დანიელსონმა.

ცნობისთვის, ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში, „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციურ პარტიებს შორის შეხვედრა მედიატორის მონაწილეობით ჩატარდა.

შეგახსენებთ, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებში მედიატორი კრისტიან დანიელსონია, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა თბილისში საკუთარ წარმომადგენლად დანიშნა.

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი

Ewru5S2WQAAPHB1?format=jpg&name=large 

ქოცები და ნაცები გვერდიგვერ დასვეს :scratch_one-s_head:

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share