Jump to content
×
×
  • Create New...

Recommended Posts

  • ფორუმელი

ვფიქრობ, უკვე შეთანხმების პუნქტები ყალიბდება იმ ფორმით, რომ პოზიციების დაახლოება შესაძლებელია , - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, "ტექსტი თანდათან იღებს ისეთ სახეს, რომ იქ უფრო მეტი თანხმობის მოძებნა შეიძლება, ვიდრე დაპირისპირების".

"გვქონდა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი, საქმიანი, ძალიან კარგი შეხვედრა. პროცესი წინ მიდის, მოლაპარაკებები გრძელდება. განსაკუთრებით მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს ევროპელ კოლეგებს და ბატონ დანიელსონს ასეთი პროფესიონალური მიდგომისთვის, როგორიც მას აქვს მედიაციის და დიალოგის ფარგლებში.

ვფიქრობ, უკვე შეთანხმების პუნქტები ყალიბდება იმ ფორმით, რომ პოზიციების დაახლოება შესაძლებელია და იმედს ვიტოვებ, რომ ორივე მხრიდან კონსტრუქციული მიდგომებით ჩვენ შევძლებთ ამოვწუროთ ეს უთანხმოება და შევძლოთ ნორმალურ პოლიტიკურ პროცესს დაუბრუნდეს ყველა პოლიტიკური პარტია და პარლამენტი.

პუნქტებში, რომელზეც განხილვა მიმდინარეობს, არის მნიშვნელოვანი წინსვლა პოზიციების დაახლოების კუთხით და გარკვეული სამუშაო რჩება. თუ ოპოზიციის მხრიდან იქნება პრაგმატული ნაბიჯები გადადგმული, ჩვენი მხრიდან სამართლიანი და პრაგმატული ნაბიჯები იყო გადადგმული ამ დღეებში, ვფიქრობ, რომ ჩვენ შეთანხმებას შევძლებთ. აქ ამოსავალი წერტილი და შეთანხმების მთავარი ფაქტორი უნდა იყოს ჩვენი ქვეყნის და ჩვენი საზოგადოების ინტერესები. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ეს შეთანხმება არ არის რომელიმე პოლიტიკური პარტიისთვის, ეს შეთანხმება არის იმისთვის, რომ საქართველომ მოახდინოს დემოკრატიის კონსოლიდაცია და კონცერნტრირდეს იმ მნიშვნელოვან ამოცანებზე, რაც დღეს არის როგორც საზოგადოების დაკვეთა, ასევე ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები, ეს არის ევროინტეგრაცია, ეს არის პოსტკოვიდური ეკონომიკის სწრაფი აღდგენა, სიღარიბის შემცირება, ახალი სამუშაო ადგილები და ის დღის წესრიგი, რაც საქართველოს აქვს დასავლეთთან ინტეგრაციის თვალსაზრისით. ამისთვის მნიშვნელოვანია, ჩვენ როგორც სახელმწიფომ ვაჩვენოთ, რომ გვაქვს სტაბილური, პოლიტიკური სისტემა და არა ისეთი სისტემა, რომელიც არჩევნებიდან არჩევნებამდე ასეთ კრიზისებს აჩვენებს“, - განაცხადა თალაკვაძემ.

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი
18 minutes წინ, kvipriane said:

10 წუთი და 10 წამიდან ძალიან ყურადრებით მოუსმინეთ მუსიე ...

 

რა ტროლია ეს კარგ მოხნული :D

Share on other sites

  • ფორუმელი
5 minutes წინ, Global said:

რა ტროლია ეს კარგ მოხნული

რა ვიცი ძმაო, ტროლია თუ რაც არის, პირველად რომ მოვისმინე ნახევარი საათი სიცილისგან ვგორაობდი :lool:

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

  • მოდერატორი
1 საათის წინ, Seth said:

ნუ ჩქარობთ პატივცემულო, ნუ ჩქარობთ თქო სულ ვამბობ.

პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან შეხვედრის შემდეგ აცხადებს, რომ ისინი მოწოდებული არიან, რათა გამოსავალი იპოვონ, მაგრამ არცერთ შემთხვევაში ეს სახელმწიფოს ინტერესების ხარჯზე არ მოხდება.

თითქოს და რა ხო, სტანდარტული წინადადებაა ))) 

Share on other sites

  • ფორუმელი

რაც შეეხება შეკითხვას, მისაღები იქნება თუ არა "ქართული ოცნებისთვის" პლებისციტი, პრემიერმა აღნიშნა: "მე თავს შევიკავებ კონკრეტული პოზიციების გახმოვანებისგან, ვინაიდან, არაა დასრულებული პროცესი".:gamer:

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი
17 minutes წინ, Freeman said:

მაგრამ არცერთ შემთხვევაში ეს სახელმწიფოს ინტერესების ხარჯზე არ მოხდება

სუპერპრინციპულად დგას სახელმწიფო ინტერესების სადარაჯოზე.

19 minutes წინ, Freeman said:

თითქოს და რა ხო, სტანდარტული წინადადებაა ))) 

სენიორ, უფროსს დაბრო არ უთქვამს და ეს იმიტომ ლაპარაკობს რასაც ლაპარაკობს :დ

15 minutes წინ, Moor said:

მე თავს შევიკავებ კონკრეტული პოზიციების გახმოვანებისგან, ვინაიდან, არაა დასრულებული პროცესი".

:seth: პროცესი დასრულდა როგორც ჩანს, ამას არ უთხრეს უბრალოდ.

Share on other sites

Posted (შესწორებული)
18 საათის წინ, Moor said:

“საქართველო არის აღმოსავლეთ პარტნიორობის და ამ რეგიონის ლიდერი სახელმწიფო. სულ ახლახან ჩვენ ვნახეთ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი, ამიტომ ახლა ჩვენ გვჭირდება საქართველო, როგორც მოთამაშე, როგორც აქტორი და არა ქვეყანა, რომელიც ძირითადად საკუთარი პრობლემებითაა დაკავებული.

ვიმედოვნებ, რომ ყველამ მიიღო ახალი რეალობა, რომ სულელური თამაშებისთვის დრო დასრულდა და ახლა მართლა მაქვს იმედი, რომ მთავრობა გაიაზრებს მის პასუხისმგებლობას და იმას, რომ ბოლო ქმედებებით წითელი ხაზები გადაკვეთა”,– ვიოლა ფონ კრამონი

ერთი ერთში ბოსხამპი გვითხრა. ანუ მენტალიტეტ დებილ , მარა ეხლა ამის დრო არ არისო :gigi:

 

როგორც ჩანს ჯენკო აბანდანოს კონსოლიერის დაარეკინეს სამკუთხედთავიანთან.

Edited by Eric
Share on other sites

  • ფორუმელი

გია ხუხაშვილი - თუ რიგგარეშე არჩევნებზე მხარეები შეთანხმდნენ, მოვუწოდებდი ნიკა მელიას, გირაო გადაიხადოს

 

გაიგო ამან რაზეცაა ბაზარი და ჩაეკვეხა. აფირისტ

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   145 all people including: 1 წევრი, 0 ანონიმური, 144 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(15)
    • YandexBot(1)
    • Googlebot(1)
    • t-90