Jump to content
×
×
  • Create New...

Recommended Posts

3 minutes წინ, Freeman said:

@Moor

no way :lool:წყარო ანკარა? 

არ იციან, ვარანგები ისტორიულად რომ ვერ გვიქაჩავენ :lol:

მე გამოვუწერე ამათ (ყველას) იატაგანი კაი ხანია და არ ასცდებათ.

ერთი შეიძლება შევცდე და იატაგანის მაგივრად შტიკნოჟი იყოს.

Share on other sites

  • ფორუმელი

  

1 minute წინ, Freeman said:

no way :lool:წყარო ანკარა? 

რავი, ეგრე წამეკითხა. სხვებსაც ქონდათ მსგავსი განცხადებები

"კარგი ამბავია, რომ ბატონი დანიელსონი შეეცდება მანამ იყოს საქართველოში, სანამ შეთანხმება არ მოხდება (ც) ვაშაძე

 

 

 
Share on other sites

ონლაინ, Moor said:

"კარგი ამბავია, რომ ბატონი დანიელსონი შეეცდება მანამ იყოს საქართველოში, სანამ შეთანხმება არ მოხდება (ც) ვაშაძე

საწყალი, ფსიქოლოგთან კონსულტაციები და რეაბილიტაციის კურსი დაჭირდება სახლში ამას.

Share on other sites

  • ფორუმელი

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ბრიუსელში, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომაში მიიღებს მონაწილეობას

2021-03-15

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-6 სხდომაში მიიღებს მონაწილეობას. სამთავრობო დელეგაცია, მთავრობის მეთაურის ხელმძღვანელობით, ბრიუსელში დღეს გაემგზავრა. 

ვიზიტის ფარგლებში გაიმართება მაღალი დონის შეხვედრები როგორც ევროკომისიაში, ევროპულ საბჭოსა და ევროპარლამენტში, ასევე - ნატოში. 

პირველ შეხვედრას ირაკლი ღარიბაშვილი დღეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან გამართავს. 
16 მარტს, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომის შემდეგ, გაიმართება პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჟოზეფ ბორელის და ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის ერთობლივი პრესკონფერენცია. 

17 მარტს მაღალი დონის შეხვედრები შედგება ევროპარლამენტსა და ნატოში. საქართველოს მთავრობის მეთაურს ნატოს შტაბბინაში ალიანსის გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი უმასპინძლებს. შეხვედრის შემდეგ, ირაკლი ღარიბაშვილის და იენს სტოლტენბერგის ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება. ასევე, დაგეგმილია ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა. 

საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს, ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა და იუსტიციის მინისტრი გოჩა ლორთქიფანიძე იმყოფებიან.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური

556_78848_538772_2021-03-15.jpeg_650.jpg.251db4df7d188ea6e5b41d154d1c372c.jpg

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
2 საათის წინ, Moor said:

მაგ ტრუბაში იმხელა ინვესტიცია ჩადეს გერმანელებმა, რომ ახლა, როცა დასრულებულია 99 პროცენტი, ჩვენს გამო ნამდვილად არ შეექმნება პრობლემა :დ უფრო მნიშვნელოვანი რამეების გამიც არ შექმნია

მანდ ვარ მეც, ამხელა პროექტში ჩახუტებულ ლოთებს ჩვენს გამო არ დაუპირისპირდებიან , არა და ლოთები "ლიჩნი ნეპრიაზნ"-ად იღებენ ჩვენსკენ გადმოდგმულ ნებისმიერ დადებით ნაბიჯს დასავლეთის მხრიდან, ძალიან ღიზიანდებიან , ალბათ ამის მიზეზი ისაა, რომ ერთი პერიოდი, როგორც პოსტ-საბჭოთა სამყაროს პირველი "დემოკრატიის შუქურას" პროცესს ვახორციელებდით, პიარი მთელ მსოფლიოში მიდიოდა და საბოლოოდ რომ დასამარდება და ისევ ავტორიტარიზმით შეპყრობილ ლოთებს შეუერთდება, ეს დასავლეთისკენ მომზირალ ბევრ პოსტ-საბჭოთა ქვეყანას დააფრთხობს, რაც ლოთების ერთ-ერთი მიზანია ... სავარაუდოდ ამიტომაც , დავალება მიეცათ ბანძებს, ჩამოაქციონ სახელმწიფო ინსიტუტები, წამოწიონ კორუფცია, პატარ-პატარა გადაგდებებით ქვეყანა გააშავონ დასავლეთის თვალში, რომ იქეთ შეეხვეწოს დასავლეთი, - ლოთებო მიხედეთ ამ აფერისტებსო ... 

რამე რო იყოს დასავლეთმა ჰა-ჰაა სანქციები დაადოს თავმჯდომარეს, მეტი რა უნდა ქნან ??? სამხედრო ძალით არ დაგვეხმარებიან გამორიცხულია

საპირისპიროდ, ლოთებს 40 კილომეტრში ყავთ ტანკები, მათთვის კომფორტულ ხელისუფლებას თუ საფრთხე შეექმნა , ტანკების შემოგრიალებაში ჭკუა დაუშლით თუ გონება ??? რას მოერიდებიან ???

ნიუანსი არის უკაინა, სადაც ცოტა ხნის წინ დაიძაბა სიტუაცია, რომელიც ჩვენზე ლოთური ძალის შემცირებით კი იმოქმედებს, მაგრამ მთლიანობაში რამდენად იმოქმედებს გაუგებარია ჯერ ... 

გუშინ უკრებს ვუსმინე და ამბობენ სი ძინ პინები "პადჟიგატლის" როლში მოგვევლინენ  სოფლელებსა და ლოთებს შორისო, მათ ეს დატაკება აწყობთ, ნახევარ ციმბირს ჩამოაჭრიან დასუსტებულ ლოთებსო ... ამ სოფლელებმაც კიდე, ეს თავისი ხომალდი ვერ შეაკეთეს ჯერ-ჯერობით როგორც სჩანს, იქეთ ბირმა ააფცქვნეს, აქეთ მცირე აზიაში დაბუქსავდნენ, ქურთები გადააგდეს თუ რა ხდება გაურკვეველია და კავკასიაც თუ დათმეს რაღა უნდათ საერთოდ  ???

როგოც სჩანს ყველაზე მაგრად ბრიტები ზიან, 3 მილიარდამდე ქვეშევრდომი (ანუ პოტენციური ბაზარი)  ყავს გვირგვინს, - კუნძული, კანადა, ავსტრალია , ინდოეთი და კიდევ წვრილ-წვრილები , შუააზიაში შეძვრა, ჩერეზ აზერები-ოსმალო გზა გაჭრა, შუააზიას თუ რამენაირად ინდოეთიც მიაბა და მაგათთვის უსვრია "ავრორას" ;)

ბებრები ლოთებს ეხუტებიან, ღამურაჭამიებთან გეგმებს აწყობენ, მაგრამ ....

მოკლედ, ჩვენ ამ რასკლადებში საერთოდ სადმე ვართ ??? 

 

Edited by kvipriane

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

  • ფორუმელი
1 საათის წინ, Eric said:

ნეაპოლიდან ან სიცილიიდან არავინ ყავთ წესიერი კაცი

ვინმე ჯაკომო აბანდანო ან ლუკა სტრაჩჩი

სენიორ, ვინ იყო ის ??? მათ მიერ გამოგზავნილ ელჩებთან საუბრისას ციხესიმაგრის ზედა ფანჯრიდან რო გადახტა ბარონი თუ მეფე ???

:lol: (ამნაირ ხალხთან "კონსილიერები" არ დადიან სასაუბროდ, ამათთან ლუკა ბრაზი მიდის ხოლმე "ბოლო ჟამს"და შედეგად "ბრონეჟილეტში" გახვეულ თევზს უგზავნიან ხოლმე ან მოჭრილი ცხენის თავს უდებენ საწოლში)

 

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
2 საათის წინ, Moor said:

ერთი დღე კიარა, შეთანხმების მიღწევამდე რჩებაო

აბა დარჩენილა ეს კაი ხანი აქ :დ

2 საათის წინ, Eric said:

ვინ პიჟონებს აგზავნიან ისინიც ვერ გავიგე

სწორია ბრძანებაა სენიორ. შვედიო! ჰმ, რა შვედი?! კოსოვოდან არ ყავთ ვინმე? აი კოსოვოს პრემიერი რო იყო ორგანოებს რომ ყიდდა, იმის მრჩეველი ან ვინმე

2 საათის წინ, Eric said:

ნეაპოლიდან ან სიცილიიდან არავინ ყავთ წესიერი კაცი

:roll:

1 საათის წინ, Eric said:

საწყალი, ფსიქოლოგთან კონსულტაციები და რეაბილიტაციის კურსი დაჭირდება სახლში ამას.

ამ ტემპით თუ გაგრძელდა, საფორთ ჯგუფის მოძებნაც არ დაჭირდება. ეგ, კარლი, ბურგერების და ბაყაყიჭამიების ელჩები, ერთად წრეში დაჯდებიან და მოყვებიან გურჯისტანელ პოლიტიკოსებთან გადატანალ პერიპეტიებს :დ

მერე ჰევროპაში ფსიქოლოგიური ჰორორ ჟანრში წიგნებს დაწერენ და ასე...

Edited by Seth
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   150 all people including: 0 წევრი, 0 ანონიმური, 150 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(5)
    • Googlebot(1)
    • YandexBot(1)
    • Facebookexternalhit(1)