Jump to content
×
×
  • Create New...

Recommended Posts

  • ფორუმელი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის სპეციალურმა წარმომადგენელმა საქართველოს პოლიტიკური კრიზისის მედიაციის საკითხში, ქრისტიან დანიელსონმა 14 მარტის გვიან საღამოს განაცხადა, რომ თბილისში კიდევ ერთი დღით დარჩება და შეხვედრებს 15 მარტსაც გამართავს. მისი თქმით, „ნათელია, რომ კიდევ გვჭირდება გარკვეული დრო” მოსალაპარაკებლად.

დანიელსონმა აღნიშნა, რომ „ყველა პოლიტიკური მოთამაშე უნდა იყოს მზად კომპრომისებზე წასასვლელად“. მისი თქმით, მხარეებმა გარკვეულ პროგრესს მიაღწიეს და რომ სწორედ ქართულმა პარტიებმა უნდა მოახერხონ ამ პროცესში წინსვლა. „მე [მხოლოდ] ვცდილობ მათ ამაში დავეხმარო“, – თქვა ევროკავშირის მედიატორმა.

დანიელსონმა აღნიშნული განცხადებები თბილისში სტუმრობის მესამე დღის მიწურულს, ქართულ ოცნებასთან დღეს უკვე მეორე შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ევროკავშირის მედიატორის ბრიფინგს წინ უძღოდა იმავე შეხვედრის შემდგომ მმართველი პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებები. ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ „წინ წავიწიეთ ბევრი მიმართულებით“ და რომ მოლაპარაკებები პრემიერის ბრიუსელში ვიზიტის შემდეგაც გაგრძელდება.

„ბატონი დანიელსონის ვიზიტმა აჩვენა, რომ მისი ჩართულობა არის ძალიან პროდუქტიული, ძალიან კარგად მიჰყავს მას დიალოგის პროცესი. აქედან გამომდინარე, ჩვენი სურვილია, ასეთ რეჟიმში გაგრძელდეს ეს დიალოგი და მოლაპარაკებები. ჩვენ, რა თქმა უნდა, დაველოდებით შემდეგ მისიას“, – განაცხადა ქართული ოცნების თავმჯდომარემ.

მმართველი გუნდიდან მეორე მომლაპარაკებლის, პარლამენტის თამჯდომარის, არჩილ თალაკვაძის თქმით, „ოპოზიციის მხრიდან კიდევ არის საჭირო ნაბიჯების გადადგმა, რათა შეთანხმება შედგეს“.

მმართველ პარტიასთან ორ შეხვედრას შორის პერიოდში, დანიელსონმა დღეს ორი შეხვედრა გამართა ოპოზიციონერ პოლიტიკოსებთანაც. პირველად იგი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ბლოკის წარმომადგენლებს შეხვდა, მოგვიანებით კი მცირე ოპოზიციური პარტიების – ევროპულ საქართველოს, სტრატეგია აღმაშენებელს, ლელოს, გირჩსა და გირჩი – მეტი თავისუფლების – ლიდერებსაც ესაუბრა.

სალომე სამადაშვილმა, ნაციონალური მოძრაობის მხრიდან მომლაპარაკებელმა, დღეს მედიას განუცხადა, რომ „არსებობს საკითხები, სადაც პოზიციები თანხვედრას განიცდის მარტივად, არსებობს პოზიციები, სადაც რჩება დაშორიშორებული მხარეების ხედვები“.  მისი თქმით, „არსებობს სივრცე, რომ შეთანხმება შედგეს, თუ ქართულ ოცნებას პოლიტიკური ნება ამისი აღმოაჩნდება.“

წინაისტორია

დანიელსონი თბილისში 12 მარტს ჩამოვიდა და უკვე შეხვდა ქვეყნის პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს. უკანასკნელი სამი დღის განმავლობაში მან რამდენიმე შეხვედრა გამართა მმართველი პარტიისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთანაც.

ქრისტიან დანიელსონს ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის მოლაპარაკებებში შუამავლის მანდატი ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა მიანიჭა, რომელიც, თავის მხრივ, 1 მარტს მხარეებს შორის განახლებულ მოლაპარაკებას უწევდა მედიაციას.

ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის მოლაპარაკებებში ევროკავშირის შუამავლობის ინიციატივა, თებერვალში ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებით ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისის გაღრმავებას მოჰყვა. მელია პრემიერის პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილის არჩევიდან მეორე დღესვე დააპატიმრეს. ღარიბაშვილმა თანამდებობაზე გიორგი გახარია შეცვალა, რომელიც მელიას დაკავების საკითხზე გუნდთან არსებული უთანხმოების გამო გადადგა.

თუმცა მიმდინარე პოლიტიკური კრიზისის კონტურები ჯერ კიდევ შემოდგომაზე გამოიკვეთა. ოპოზიციური პარტიების დიდი ნაწილი 2020 წლის ოქტომბრის არჩევნების „მასობრივი გაყალბების“ გამო მის შედეგებს არ ცნობს და ახალ პარლამენტს 60 ოპოზიციონერი დეპუტატიდან 54 კვლავაც ბოიკოტს უცხადებს.

ასევე წაიკითხეთ:

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი
41 minutes წინ, Moor said:

ჩვენ, რა თქმა უნდა, დაველოდებით შემდეგ მისიას“

 

42 minutes წინ, Moor said:

რა თქმა უნდა,

:seth:

Share on other sites

  • ფორუმელი
1 საათის წინ, Seth said:

ზოგადად სენიორ, ძალიან ცუდი ტონი და საბჭოთა ილეთია

 

1 საათის წინ, Seth said:

არავინ არ გადაყლაპავს ამას (წესით).

მოდით დავფიქრდეთ მუსიე სეტ ...

დიახ, ასე ჩანს , რომ რიგგარეშეს დიდ ხიფათად აღიქვამენ, მაგრამ მეორე ისაა რომ რადგან ამდენი გაბედეს, ესეიგი ზურგი აქვთ საიდანღაც, აბა თავისი ძალების იმედად რომ არ იქნებიან ეს ნათელია ხომ ???

საიდან ზურგი ??? - ამ კითხვაზე ყველაზე ადვილი პასუხი არის - ლოთები 

პლიუს ამას, ნამახვანის თემით წაუგებელ თამაშში შემოიყვანა ოსმალო 

ლოთებს თუ ეუ-ს მხარედ მივიჩნევთ და ოსმალოს გვირგვინის მხარედ , მაშინ რა გამოდის ??? ...

ანუ გამოდის რომ, თუ ბანძებმა მოლაპარაკება ჩაშალეს , ესეიგი ვაბანკზე მიდიან 

ეხლა ეს ვაბანკი რომ დავთვალოთ : - ლოთების იმედად ამხელა ეუ-სთან ვაბანკი  ნიშნავს ტანკებს თბილისში და ლოთურ ორბიტაზე დაბრუნებას, ამას შეიძლება სისხლი მოყველს და სანაცვლო საფასური არ მესმის , რა არის ის რაც ამხელა რამის საფასურად შეიძლება ღირდეს ??? შიში ???

ლოთები ეტყოდნე, შენ ეუსი ნუ გეშინია, მაგათ არაფრის თავი არ აქვთ, მხოლოდ აღშფოთება იციან, ჩემ მხარეს ითამაშებ, ქვეყანას დააბრუნებ ჩემს ორბიტაზე და მე გიშველი, არ დააბრუნებ და ცულს მოვიტან ცუნცულასო, ხელეცოს და წანდულასო, ხეს მოვჭრი და ხის ძირსაცო (ეს ნაღდად შეუძლიათ) შენც შეგჭამ და შენს შვილსაცო ... ალბათ ესეა ...

 

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

  • ფორუმელი
51 minutes წინ, Say_or said:

თუ ისევ ამ სისტემით ჩატარდება

თუ.

იმჰო, ვადამდელი არის დამბასავით, ეგ თუ გაიხსნა ეგარი :დ

Share on other sites

Guest Genetic Miracle
1 minute წინ, kvipriane said:

დიახ, ასე ჩანს , რომ რიგგარეშეს დიდ ხიფათად აღიქვამენ, მაგრამ მეორე ისაა რომ რადგან ამდენი გაბედეს, ესეიგი ზურგი აქვთ საიდანღაც, აბა თავისი ძალების იმედად რომ არ იქნებიან ეს ნათელია ხომ ???

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
5 minutes წინ, kvipriane said:

 

მოდით დავფიქრდეთ მუსიე სეტ ...

დიახ, ასე ჩანს , რომ რიგგარეშეს დიდ ხიფათად აღიქვამენ, მაგრამ მეორე ისაა რომ რადგან ამდენი გაბედეს, ესეიგი ზურგი აქვთ საიდანღაც, აბა თავისი ძალების იმედად რომ არ იქნებიან ეს ნათელია ხომ ???

საიდან ზურგი ??? - ამ კითხვაზე ყველაზე ადვილი პასუხი არის - ლოთები 

პლიუს ამას, ნამახვანის თემით წაუგებელ თამაშში შემოიყვანა ოსმალო 

ლოთებს თუ ეუ-ს მხარედ მივიჩნევთ და ოსმალოს გვირგვინის მხარედ , მაშინ რა გამოდის ??? ...

ანუ გამოდის რომ, თუ ბანძებმა მოლაპარაკება ჩაშალეს , ესეიგი ვაბანკზე მიდიან 

ეხლა ეს ვაბანკი რომ დავთვალოთ : - ლოთების იმედად ამხელა ეუ-სთან ვაბანკი  ნიშნავს ტანკებს თბილისში და ლოთურ ორბიტაზე დაბრუნებას, ამას შეიძლება სისხლი მოყველს და სანაცვლო საფასური არ მესმის , რა არის ის რაც ამხელა რამის საფასურად შეიძლება ღირდეს ??? შიში ???

ლოთები ეტყოდნე, შენ ეუსი ნუ გეშინია, მაგათ არაფრის თავი არ აქვთ, მხოლოდ აღშფოთება იციან, ჩემ მხარეს ითამაშებ, ქვეყანას დააბრუნებ ჩემს ორბიტაზე და მე გიშველი, არ დააბრუნებ და ცულს მოვიტან ცუნცულასო, ხელეცოს და წანდულასო, ხეს მოვჭრი და ხის ძირსაცო (ეს ნაღდად შეუძლიათ) შენც შეგჭამ და შენს შვილსაცო ... ალბათ ესეა ...

 

არ ვფიქრობ რომ ერთი ადგილი ეყოფათ დასავლეთის გადასაგდებათ, თუმცა ამათგან არაფერია გამორიცხული.

Edited by Seth
Share on other sites

  • ფორუმელი

რუსეთის საგარეო დაზვერვა:

გეიეებთან ჩახუტებული ლოთები რანაირად უდგანან ზურგში ამაში გამარკვიე ???

 

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

  • ფორუმელი
1 minute წინ, Seth said:

არ ვფიქრობ რომ ერთი ადგილი ეყოფათ დასავლეთის გადასაგდებათ

რა უნდა გკითხოთ : - ლოთების მიზანი ხომ არის ტრუბის "შერჭობა" ეუ-ში ??? ეს დიდი პროექტია, სარფიანი, ღირებული და დიდი დივიდენდების მომტანი ლოთებისთვის, გეიეებთან ჩახუტებულები არიან, ბებიას და ყაენის მეგობრობაზე ლეგენდები დადის , - ჰო და , რატომ გაიფუჭებენ ჩვენს გამო ლოთები ეუ-სთან საქმეს ???

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share