Jump to content
×
×
  • Create New...

Recommended Posts

  • ფორუმელი
3 საათის წინ, Moor said:

დღეს საღამოსკენ უნდა გაირკვეს

გაირკვევა აბა სად წავა :) 

ძალიან გამიკვირდება თუ ჩემი კლასიფიკაციის მე-2 პუნქტს გასცდება :დ

Share on other sites

  • ფორუმელი
48 minutes წინ, Deutschland said:

„მიმდინარეობს მოლაპარაკება ფორმულაზე, თუ როგორ უნდა მოხდეს შეთანხმება ახალ არჩევნებთან დაკავშირებით“, - ამის შესახებ განაცხადა “ლელო საქართველოსთვის" ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირად წარმომადგენელ კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ.

ჰმ, ნუ ვიჩქარებთ პატივცემულებო, ნუ ვიჩქარებთ.

Share on other sites

  • ფორუმელი

"დღეს მოლაპარაკებებში გვქონდა პოზიტიური დინამიკა, მაგრამ შეთანხმება მიღწეული ჯერ არ არის. საერთო დოკუმენტი, ექვსპუნქტიანი ჩარჩო-დოკუმენტი შეთანხმებული არ არის. დინამიკა შენარჩუნებული იყო, შეხვედრები დღეს გაგრძელდება, დანიელსონის წასვლამდე კიდევ გვექნება შეხვედრა ამ ოფისში და იმედი მაქვს, ყველა ერთად მოვახერხებთ ბოლომდე მივიყვანოთ პროცესი და გამოსავალი მოვძებნოთ. პროგრესი იყო, დღევანდელი შეხვედრა იყო პოზიტიური შეხვედრა, მსვლელობა შეთანხმების მიღწევისკენ გრძელდება და იმედი მაქვს მოვახერხებთ შეთანხმება შედგეს და ქვეყანა კრიზისიდან გამოვიყვანოთ. გამომდინარე დროში შეზღუდვებიდან ჩვენი ამოცანაა დღეს, დღის ბოლომდე მოხდეს საბოლოო შეთანხმება. შემიძლია მხოლოდ ლოგიკურად ვივარაუდო, რომ ხელისუფლებასთან ერთადაც გაიმართება შეხვედრა, თუმცა ამას წყვეტს ბატონი დანიელსონი. ჯერჯერობით მას ძალიან პროფესიონალურად და სწორად მიყავს მოლაპარაკებების პროცესი, როგორც ის გადაწყვეტს ჩვენ მივყვებით მის დადგენილ პროცედურას. ლოგიკურად ვვარაუდობ, რომ ალბათ ხელისუფლებასთანაც იქნება მოლაპარაკებები“, - აღნიშნა დავით ბაქრაძემ.

ზურაბ ჯაფარიძე - ბევრად უფრო დეტალებში წავედით საკითხების განხილვის დროს, მაქვს მოლოდინი, რომ შესაძლოა, საბოლოო ჯამში მივიდეთ შეთანხმებამდე - წინადადებები მოდის თვითონ მედიატორისგან

მამუკა ხაზარაძე - ნაბიჯ-ნაბიჯ კრიზისის დაძლევისკენ მივდივართ - შარლ მიშელის 6-პუნქტიანი დოკუმენტი უფრო ღრმა დოკუმენტად გადააქცია დანიელსონმა

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი

"შინაარსობრივ დეტალებში ვერ შევალ, მაგრამ გარკვეული პროგრესი გვაქვს, რაც მე პოზიტიურად განმაწყობს, რომ დღეს დღის ბოლომდე, სადამდეც კიდევ ერთი ან ორი შეხვედრა გვექნება, გარკვეული საკითხები კიდევ დაზუსტდება და კიდევ შეიძლება დაახლოვდეს მხარეების პოზიცია. იმედი მაქვს, რომ დღის ბოლომდე, რაც დარჩა იმ საკითხებზე, ჩვენ ვიხილავთ რაღაც ახალ პოზიციებს "ქართული ოცნების" მხრიდან.

ხაზი მინდა გავუსვა, რომ დოკუმენტზე, რომელზეც ვმუშაობდით, ეს არის არა მხარეების დოკუმენტი, არამედ ევროკავშირის და აშშ- ის მიერ დადებული საბაზისო დოკუმენტი, რის გარშემოც მიდის მუშაობა. განიხილება 6- ვე პუნქტი, როგორც პატიმრების და პოლიტპატიმრების საკითხი, საარჩევნო რეფორმის ფუნდამენტური საკითხი და განიხილება რიგგარეშე არჩევნების თემატიკაც, როგორ შეიძლება მივიდეთ რიგგარეშე არჩევნებამდე. ჩვენ სამი ალტერნატივაც კი ვთქვით, სხვადასხვა ვარიაციები თარიღების და წინაპირობების რიგგარეშე არჩევნების, მაგრამ ველოდებით ამ საკითხებზე პასუხს,"- აცხადებს ვაშაძე.

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი

ქოცებმა ახლა ოპოებისგანაა დათმობის დროო :nea:

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი

უნდა გვესმოდეს, რომ თითოეული დღე, როდესაც ოპოზიცია რჩება ხელოვნურ კრიზისში და ბოიკოტში, ეს არის ჩვენი ქვეყნისთვის დაკარგული დღე. ამიტომ, კიდევ ერთხელ, იმედს გამოვთქვამ, რომ ჩვენ შევძლებთ სამართლიანი პირობების გარშემო შეთანხმებას. დიალოგი გაგრძელდება, ჯერ კიდევ რჩება საკითხები, რაზეც პოზიციების დაახლოება საჭიროა. (ც) თალაკვაძე

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი

"პრემიერი მიდის ძალიან მსხვილი პაკეტით, ჩვენ გვაქვს ჩვენი დღის წესრიგი ევროკავშირთან ინტეგრაციის მიმართულებით და უამრავი რამ გაკეთდა გასული წლების განმავლობაში და უამრავი რამ კეთდება ახლაც, ეს არის ასოცირების დღის წესრიგი, რასაც ზედმიწევნით ახორციელებს ჩვენი ხელისუფლება და ჩვენ გვაქვს უპრეცედენტო პროგრესი ევროკავშირთან დაახლოების მიმართულებით.

ძალიან მსხვილი პაკეტით მიდის ირაკლი ღარიბაშვილი ევროპაში, ბრიუსელში, ცარიელი ხელებით არის დარჩენილი მხოლოდ ოპოზიცია. მათ აქვთ ცარიელი ხელები, დარჩენილი არიან ქუჩაში, არიან გაკოტრებული, მათ აქვთ ცარიელი ხელები, ჩვენ გვაქვს სავსე ხელები, რომლითაც ჩავდივართ ბრიუსელში და ეს ყველაფერი არის დაკავშირებული იმასთან, რომ ჩვენ კონკრეტული, ხელშესახები წარმატებები ევროკავშირთან ინტეგრაციის მიმართულებით", — განაცხადა კობახიძემ.

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი

ოპოზიციის მხრიდან კიდევ არის საჭირო ნაბიჯების გადადგმა, რათა შეთანხმება შედგეს — თალაკვაძე

160512906_272709774244440_56834481667282

ფოტო: თამთა კახაბერიძე / On.ge

64წაკითხვა10გაზიარება
   
 

პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის თქმით, შეთანხმების მისაღწევად ოპოზიციის მხრიდან ნაბიჯების გადადგმა კიდევ არის საჭირო. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის წარმომადგენელ კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ მან განაცხადა, რომ ქართულ ოცნებას სამართლიანი შეთავაზებები აქვს გაკეთებული.

"ჩვენ გვაქვს სამართლიანი შეთავაზებები გაკეთებული და ვფიქრობთ, რომ ოპოზიციის მხრიდან კიდევ არის საჭირო ნაბიჯების გადადგმა, რათა შეთანხმება შედგეს, ვინაიდან ამ შეთანხმების გადაწყვეტის მთავარი გზა არის მხარეებმა გადადგან ნაბიჯები და არა მხოლოდ ხელისუფლებამ მიიღოს კონკრეტული გადაწყვეტილება", — განაცხადა თალაკვაძემ.

ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, კრისტიან დანიელსონთან შეხვედრაზე ყველა ის საკითხი განიხილეს, რომელიც დიალოგსა და შესაძლო შეთანხმებას უკავშირდება, თუმცა მხარეებს შორის შეთანხმება მიღწეული ისევ არ არის.

კრისტიან დანიელსონი მესამე დღეა მხარეებთან შეხვედრებს მართავს. ის ქართული ოცნებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს ცალ-ცალკე ხვდება.

დანიელსონი საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარების განმუხტვის მიზნით ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის გადაწყვეტილებით ჩამოვიდა. შუამავლის საქართველოში მივლინება ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ჟოზეფ ბორელთან შეთანხმებით, საქართველოში ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი შუამავლობისა და პოლიტიკური დიალოგის პროცესის ფარგლებში გადაწყდა.

ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შარლ მიშელის მონაწილეობით შეხვედრა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში პირველ მარტს გაიმართა. შეხვედრაზე პოლიტიკური დიალოგის განახლების 6-პუნქტიან გეგმაზე იმსჯელეს.

მას შემდეგ, რაც სავრაუდოდ, ირაკლი ღარიბაშვილის, ბერა ივანიშვილისა და ანზორ ჩუბინიძის მონაწილეობით ფარული ჩანაწერი გავრცელდა, მოლაპარაკების გაგრძელება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. ოპოზიციის ნაწილმა მოითხოვა, რომ ღარიბაშვილი მოლაპარაკებებს აღარ დაესწროს, თუმცა ოპოზიციის საერთო შეხვედრის შემდეგ პარტიებმა განაცხადეს, რომ მმართველ გუნდს მოლაპარაკების ჩაშლის საბაბს არ მისცემენ.

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share