ფორუმელი Moor Posted 11 მარტი, 2021 Posted 11 მარტი, 2021 @Seth რამე განსაკუთრებული არ მომხდარა, ელექტორატს 'მოხოდვა" ჭირდება და ყველა შანსს იყენებენ. პიარი მნიშვნელოვანია ყველამ თავისი უნდა მიიღოს კი, მარა ეს განცხადებები მიშას დროსაც გაკეთდებოდა. ალბათ თვითონ პრეზიდენტი გამართავდა ბრიფინგს მოვლენის განსაკუთრებულობის ხაზგასასმელად. :დ Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Seth Posted 11 მარტი, 2021 Posted 11 მარტი, 2021 (შესწორებული) 30 minutes წინ, Moor said: ყველამ თავისი უნდა მიიღოს კი, მარა ეს განცხადებები მიშას დროსაც გაკეთდებოდა ბაბუს დროსაც. არავინ შეიტანს დღეს ბზარს დასავლეთის ერთობლივ პოზიციაში ოფიციალურად. კულისებში მიღმა სხვა ამბავია. შესაბამისად დიდ ყურადღებას ამ განცხადებებს არ მივაქცევდი. აგერ გამოჩნდება 2-3 დღეში რა და როგორ. მე მაინც ჩემს ძველ პოზიციაზე ვრჩები ვარიანტების იმავე რიგითობით. (თუმცა იმჰო კიდევ ერთი ჩანაწერის გამოჩენა მაგ ვარიანტებს ზუსტად 180 გრადუსით შეატრიალებს). ამასთანავე უკრების ამბავი ძალიან იმოქმედებს აქ ყველაფერზე. შესაძლოა ამიტომაც ჩქარობს მისტერ შარლი. Edited 11 მარტი, 2021 by Seth Share on other sites More sharing options...
ფორუმელი mikheil Posted 12 მარტი, 2021 Posted 12 მარტი, 2021 მაქსიმუმ მაისის ბოლომდე შეძლონ ქოცებმა არა მმართველობა, არამედ არსებობა. ჩვეულებრივი კრიმინალები მართავენ სისტემას ყველა რგოლში. გუშინ საავადმყოფოში დაცვა არ უშვებდა ჩემს ახლობელს, კაი ბიჭს დაარეკინა და ბოდიშებით შეუშვეს. სად გძინავთ? ცოტა გაახილეთ თვალები! რახმაჩების ქვეყანა გვაქვს! Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Moor Posted 12 მარტი, 2021 Posted 12 მარტი, 2021 ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის განცხადებით, ქვეყანა პოლიტიკურ ჩიხშია შესული. მისივე თქმით, ევროკავშირისათვის მნიშვნელოვანია ის, რაც საქართველოში ხდება და ამიტომაც, მისი, როგორც შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის როლი იქნება ხელისუფლებასა და ოპოზიციას პოლიტიკური ჩიხიდან გამოსვლის პროცესს დაეხმაროს. ,,მოხარული ვარ, რომ საქართველოში ვიმყოფები. ეს არ არის ჩემი პირველი ვიზიტი, მე უკვე რამდენჯერმე ვარ ამ ქვეყანასი ნამყოფი, როგორც ევროკომისიის წარმომადგენელი სამეზობლოსა და გაფართოების საკითხებში. ახლა მე ვიმყოფები, როგორც შარლ მიშელის ნაყოფიერი ვიზიტის შემდეგ , როგორც მისი პირადი წარმომადგენელი. ახლა ჩემი, როგორც პირადი წარმომადგნელის როლი არის არის, რომ დავეხმარო ძალიან მნიშვნელოვან პროცესს, რომელიც ამჟამად წარიმართება. ეს ეხება პოლიტიკურ დიალოგს, ეხება, რომ ყველა პოლიტიკური დიალოგის მონაწილე მხარეს შეეძლოს წინ წაწევა და პროგრესის მიღწევა ძალიან მნიშვნელოვან საქმეში. როგორც აქამდე ფასილიტაციას უწევდნენ ამ პროცესს ელჩი ჰარცელი და ელჩი დეგნანი, ამ პროცესს ვაგრძელებთ. ევროკავშირისათვის საქართველო ძალიან მნიშვნელოვანია და საქართველოს მიმართ ყურადღება აქვს გამახვილებული. აქ რაც ხდება, მნიშვნელოვანია ევროკავშირისთვის. ჩვენი მხრიდან არის შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყანა პოლიტიკურ ჩიხშია შესული. ძალიან ბევრი გამოწვევაა, სამწუხაროდ, რომელიც ეხება პანდემიას, ეკონომიკურ სიტუაციას. ჩვენ გვჯერა, რომ ახლა არის დრო, პოლიტიკურმა მხარეებმა ყველა ძალა იხმარონ კომპრომისების სახით, პოლიტიკური ჩიხიდან გამოსავლელად. მინდა ხაზგასმით ავღნიშნო, რომ ჩემი როლი ისევე, როგორც ბატონი ჰარცელისა და ელჩი დეგნანის არის, რომ ამ პროცესს ხელი შევუწყოთ და დავეხმაროთ. ეს არის პარტიების, მათი წარმომადგენლების საქმე, რომ მათ იპოვნონ ჩვენი დახმარებით გამოსავალი იმისათვის, რათა ამ სიტუაციას გაუმკლავდნენ და ამ მდგომარეობიდან გამოვიდნენ ეს არის ხედვა იმისაკენ, რომ ჩვენ უფრო გავერთიანდეთ", - განაცხადა დანიელსონმა. ცნობისთვის, კრისტიან დანიელსონი დედაქალქს გამთენიისას ეწვია. დანიელსონი საქართველოში 14 მარტამდე დარჩება. როგორც ცნობილია, მისი ვიზიტის მიზანია ჩართვა პრეზიდენტ მიშელის ინიციატივით პირველ მარტს განახლებულ პოლიტიკურ დიალოგში, მასში მონაწილე ყველა პარტიის ლიდერთან ერთად. Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Moor Posted 12 მარტი, 2021 Posted 12 მარტი, 2021 ირაკლი ღარიბაშვილის ინფორმაციით, „ქართული ოცნებიდან“ პროცესში მონაწილეობას მიიღებენ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, ვიცე-სპიკერი კახა კუჭავა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე. "ქართულ ოცნებასთან" შემდგომ მოლაპარაკებაში ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად მონაწილეობას Share on other sites More sharing options...
Jimmy Posted 12 მარტი, 2021 Posted 12 მარტი, 2021 35 minutes წინ, Moor said: ირაკლი ღარიბაშვილის ინფორმაციით, „ქართული ოცნებიდან“ პროცესში მონაწილეობას მიიღებენ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, ვიცე-სპიკერი კახა კუჭავა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე. "ქართულ ოცნებასთან" შემდგომ მოლაპარაკებაში ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად მონაწილეობას A team Share on other sites More sharing options...
ფორუმელი kvipriane Posted 12 მარტი, 2021 Posted 12 მარტი, 2021 15 საათის წინ, Moor said: ქართველებს აქვთ მიდრეკილება, რომ უფსკრულს მიუახლოვდნენ, მაგრამ როგორც წესი, ისინი უფსკრულში არ ვარდებიან. მეთიუ შე ძველო ... თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ... Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Global Posted 12 მარტი, 2021 Posted 12 მარტი, 2021 აბა რა ხდება შერიგდებიან ვითამ? მიშამ შევრიგდეთო Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა