Jump to content
×
×
  • Create New...

Recommended Posts

  • ფორუმელი
2 საათის წინ, Eric said:

კიდევ რა ჭკუაზე ვართ

მაკფოლმა მოიწონა :დ

 

 

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი

@Freeman   მოგეწონება :დ

შალვა ნათელაშვილი - ღრმად პატივცემულ საფრანგეთის ელჩს ვურჩევდი, როგორც მოიყვანეს ივანიშვილი და ის ქალბატონი, ისე წაიყვანონ აქედან
13:52, 06.03.2021
 

ღრმად პატივცემულ საფრანგეთის ელჩს,დიეგო კოლასს ვურჩევდი, როგორც მოიყვანეს ივანიშვილი და ის ქალბატონი, ისე წაიყვანონ აქედან, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა.

„ღრმად პატივცემულ საფრანგეთის ელჩს ვურჩევდი, მოუხმოს და მოუწოდოს საკუთარ მთავრობას, დროზე დაასრულოს ივანიშვილის მიმართ მიმდინარე გამოძიება პარიზის პროკურატურაში ანგოლა გეიტის საქმეზე, რომლის თანახმადაც, ამ პიროვნებამ ერთი მილიონი რუსული იარაღი შეიტანა ანგოლაში სამოქალაქო ომის დროს, რასაც მსხვერპლად შეეწირა მილიონზე მეტი ადამიანი. ეს საქმე ივანიშვილის მიმართ დაუმთავრებელია მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულზე უკვე ციხეები მოიარეს ფრანსუა მიტერანის ვაჟმა, ფრანგმა ბიზნესმენმა პასკუალმა, ებრაელმა ბიზნესმენმა ჰაიდა მაკმა და ამ ჯგუფის ხელმძღვანელი ივანიშვილი დღეს საფრანგეთის საპატიო ლეგიონის კავალერის წოდებით ამაყობს, რადგანაც მან თურმე შეიტანა მილიონები საფრანგეთის კოვიდის ფონდში ასაცრელად. საკუთარი ხალხი დატოვა აცრის გარეშე. აი, რეალური სახე ივანიშვილისა და ეს ფრანგებმა ძალიან კარგად იციან. ამიტომ, იქნებ მიხედონ თავიან მოქალაქეს და როგორც მოიყვანეს აქ, ისე წაიყვანონ თავისი მოქალაქეები, ივანიშვილიც და ის მოხუცი პენსიონერი ქალბატონი რომ გამოგვიგზავნეს“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი

გამოჩნდა პატივცემული მუსიე

 

საფრანგეთის ელჩი - საქართველო ბევრი გამოწვევის წინაშე დგას - ჩნდება განცდა, რომ თითოეული პოლიტიკური პარტია თავის პოზიციას გადახედავს, მათ უნდა იმუშაონ კომპრომისის მისაღწევად

საფრანგეთის ელჩი - საქართველო ბევრი გამოწვევის წინაშე დგას - ჩნდება განცდა, რომ თითოეული პოლიტიკური პარტია თავის პოზიციას გადახედავს, მათ უნდა იმუშაონ კომპრომისის მისაღწევად
fbshare.png
print.png

იმედი მაქვს ადამიანები, რომლებსაც ქვეყნისთვის სიკეთე უნდათ და ამის ვალდებულებას გრძნობენ, გამოსავალს გამოძებნიან, შეათანხმებენ პოზიციებს და წარმატებას მიაღწევენ, - ამის შესახებ საქართველოში საფრანგეთის ელჩმა დიეგო კოლასმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

მისივე თქმით, შარლ მიშელის ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანი და სასარგებლო იყო, რომელმაც აჩვენა, თუ რამდენად საინტერესოა ჩვენთვის, ევროპისთვის საქართველო, მისი დემოკრატიული განვითარება.

„ახლა მიმდინარეობს შუამავლობის პროცესი. კარგია, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა შეძლეს დასხდომა და წინადადებების შემოთავაზება, ჩნდება განცდა, რომ თითოეული პარტია თავის პოზიციას გადახედავს. მათ უნდა იმუშაონ კომპრომისის მისაღწევად,“- განაცხადა ელჩმა.

მისი თქმით, საქართველო უამრავი გამოწვევის წინაშე დგას და ამ გამოიწვევების გადასალახად საჭიროა ერთიანი ძალით მოქმედება.

„იმედი მაქვს ადამიანები, რომლებსაც ქვეყნისთვის სიკეთე უნდათ და ამის ვალდებულებას გრძნობენ, გამოსავალს გამოძებნიან, შეათანხმებენ პოზიციებს და წარმატებას მიაღწევენ. ეს მნიშვნელოვანია. დღეს საქართველო ბევრი გამოწვევის წინაშე დგას და საქართველოს ნამდვილად სჭირდება გააერთიანოს მთელი ენერგია ამ გამოწვევების გასამკლავებლად. ჩვენ მზად ვართ, ამაში ქვეყანას მხარი დავუჭიროთ. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ყველამ გააერთიანოს ძალები“, - განაცხადა დიეგო კოლასმა.

 

 

 
Share on other sites

  • მოდერატორი

@Moor სხვათაშორის, პო/ოპოს ფასილიტაციის ყველა სტარტ მოლაპარაკებას ესწრებოდა, მერე აგრძელებდა კარლი და მადამი :დ ოღონდ ძაან გაკვრით ახსენებდნენ ტვ-ები მის შესახებ :boli:

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
On 3/5/2021 at 2:04 PM, Seth said:

1. ამომრჩევლის ნარატივი - ამაში გადახურდავება დასჭირდება მხოლოდ მაშინ თუ პლებისციტი საერთოდ არ იქნება ან ჟოპო წააგებს პლებისციტს ხომ? ამ შემთვევაში ხომ გეუბნებოდით ნარატივს მხოლოდ თქმა ჭირდება ტელევიზიით და თვითონ გადახურდავდება ყველაფერი ავტომატურად :დ + მის დოსკრეცია გახდება ე.წ. გაყიდულების დასახელება, რაც მოგეხსენებათ უამრავ ბერკეტს აძლევს გიჟს.

2. კაპიტალისტების ნარატივი - ამ ეტაპზე (და დიდი ეჭვი მაქვს არც მომავალში) არ გადახურდავდება. და რა? ისინი უარს იტყვიან მედიაციაზე? :დ არა ხომ? შესაბამისად, თუ სისხლისმსმელების პარტია დარჩება მთავარ ჟოპოდ (იხ. პუნქტი 1) (დაზუსტება - კაპიტალისტების კიდიათ ვინ იქნება მთავარი ჟოპო, გიჟის ინტერესშია დარჩეს მთავარ ჟოპოდ და ნაკლებად აინტერესებს რას იტყვიან მის განცხადებაზე კაპიტალისტები), ეხლა ეს პლებისციტზე რას იტყვის (მთავარია არ ჩააგდოს :დ) კაპიტალისტებისთვის იქნება არარელევანტური.

მხოლოდ შიგნით ახურდავებს ე.ი))

ამ შემთხვევაშიც არ მგონია  მასშტაბები დიდი იყოს,

გიჟს არამგონია ოდესმე ისეთი მხარდაჭერა გაუჩნდეს, როგორც 2003-ში ჰქონდა;

იმის თქმა მინდა, რომ პოლიტ. ველი იმედენად უნაყოფოა,

რომ დიდ ძვრებს ავტონომიურად ვერ გამოიწვევს - ხალხიც აღარაა ამყოლი.

მთავარი სიტყვა კაპიტალისტებზეა და რამდენად დაალაგებს გიჟი კაპიტალისტებთან,

ეს უფრო საკითხავი )). ამ ნაწილში კი მის საჯარო ნარატივს, როგორც თქვით, დიდი 

მნიშვნელობა არ აქვს. თუმცა ისიცაა, რომ არ ვიცით გიჟის ინსაიდერული ჩალიჩის გაქანება :დ

Edited by Say_or

Life is serious.

Share on other sites

  • ფორუმელი

მოკლედ, კონკრეტულად და ოფიციალურად! ქოცებმა უნდა გააჯვან სასწრაფოდ და სამუდამოდ! თუ ამ თვეში არ მოხდა ვადამდელზე თანხმობა, აპრილში სამოქალაქო ომი გარანტირებული გვაქვს. რუსული არმიის შემოსვლასაც არ გამოვრიცხავ. ერთ კვირაში თუ აშშ პირდაპირ არ იმოქმედებს, ძალიან მძიმე შედეგებს მოვიმკით. ქოც მხარდამჭერების უმეტესობა არიან: დაბალი ინტელექტის ციცო დეიდები, კრიმინალები, ნარკომანები და მსგავსი მაიმუნი ხალხი! რეალობას გავუსწოროთ თვალი და ყველამ საკუთარ გულში ჩაიხედოს. რა სჭირს ერს? დიდი ილიას პროგნოზი: ჩვენისთანა ბედნიერი განა არის სადმე ერი? (ვისაც არ წაუკითხია, დაგუგლოს)

Share on other sites

  • ფორუმელი
34 minutes წინ, Say_or said:

მხოლოდ შიგნით ახურდავებს ე.ი))

ამ შემთხვევაშიც არ მგონია  მასშტაბები დიდი იყოს,

გიჟს არამგონია ოდესმე ისეთი მხარდაჭერა გაუჩნდეს, როგორც 2003-ში ჰქონდა;

იმის თქმა მინდა, რომ პოლიტ. ველი იმედენად უნაყოფოა,

რომ დიდ ძვრებს ავტონომიურად ვერ გამოიწვევს - ხალხიც აღარაა ამყოლი.

მთავარი სიტყვა კაპიტალისტებზეა და რამდენად დაალაგებს გიჟი კაპიტალისტებთან,

ეს უფრო საკითხავი )). ამ ნაწილში კი მის საჯარო ნარატივს, როგორც თქვით, დიდი 

მნიშვნელობა არ აქვს. თუმცა ისიცაა, რომ არ ვიცით გიჟის ინსაიდერული ჩალიჩის გაქანება :დ

გეთანხმებით სენიორ, ერთს დავამატებ  - ჩვენ ხშირად გადამეტებულად და არასწორად ვაფასებთ გარე ძალების ჩართულობას. ისინი იმუშავებენ იმასთან ვინც იქნება კონკრეტულ პერიოდში პოლიტ ველზე. რაც უფრო ძლიერი იქნება მით მეტად დაელაპარაკებიან. გიჟზე კარგად ეგ არავის ესმის. ამიტომაც აკეთებს რასაც აკეთებს. 

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share