Jump to content
×
×
  • Create New...

Recommended Posts

  • ფორუმელი

ლევან იოსელიანი - პლებისციტი ხაფანგია და თუ მასში ოპოზიცია თავს გაყოფს, აუცილებლად დამარცხდება :boli:

 

„პლებისციტთან დაკავშირებით ჩემი და ალეკოს პოზიცია იყო უარყოფითი. მიმაჩნია, რომ პლებისციტი ეს არის ხაფანგი, რომელშიც თუ ოპოზიცია გაყოფს თავს, აუცილებლად დამარცხდება. პლებისციტს არ ვემხრობი, ოპოზიციამ ეს კარგად იცის, ცუდი გამოსავალია ოპოზიციისთვის”, - აცხადებს იოსელიანი.

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
10 საათის წინ, Seth said:

მე სხვა რამეს ვგულისხმობდი სენიორ.

ასე შევხედოთ:

პლებისციტის ჩატარების შემთვევაში - არჩევნბზე კი - გიჟს რიგგარეშე აქვს და თან იზმუილებს დრო დავკარგეთო - ჟოპო მოგებულია, ყველა

                                                           - არჩევნებზე უარი - გიჟი ყვირის აი ხომ გეუბნებოდით, გაიყიდეთ, მე ვარ ჟოპო მარტო. გიჟი იგებს, დანარჩენები აგებენ.

არ ჩატარების შემთხვევაში - აი ხომ გეუბნებოდით, დრო დავკარგეთ და თქვენ შეუწყეთ ქოცებს ამაში ხელი. გიჟი იგებს, დანარჩენები აგებენ.

 

არის რამე სხვა ვარიანტი, სადაც გიჟი აგებს?

მაგ რაკურსით გიჟი ყველა ვარიანტში მოგებულია;

მაგრამ ეგ ხომ გიჟის ნარატივია ცალკე აღებული

და რამდენად გადახურდავდება უკმაყოფილო ამომრჩევლის ნარატივად?

ან ბებრებისა და იანკების ნარატივად?

Edited by Say_or

Life is serious.

Share on other sites

  • ფორუმელი
14 minutes წინ, Moor said:

ლევან იოსელიანი - პლებისციტი ხაფანგია და თუ მასში ოპოზიცია თავს გაყოფს, აუცილებლად დამარცხდება 

:D 

Life is serious.

Share on other sites

  • ფორუმელი

„მე მიხეილ სააკაშვილის პოზიციას არ ვეთანხმები. პლებისციტი არის ის, რისთვისაც დღეს შევიკრიბეთ - ადამიანებს, ჩვენ მოქალქეებს ვკითხოთ თავისი მომავლის ბედი. თუ ადამიანებს ვეუბნებით არჩევანი გააკეთოს, მაშინ რატომ არ უნდა ვკითხოთ მოქალაქეებს, გვინდა თუ არა ჩვენ მომავალი საპარლამენტო არჩევნები 2022 წელს?!

პროცესი ჩიხშია შესული. ქვეყანა პოლიტიკურ კრიზისშია. გამოსავალია განვითარებაზე სტაბილურად გადასვლა. განვითარებაზე გადასვლის საუკეთესო საშუალებაა მოქალაქეებს ვკითხოთ, სჭრიდებათ თუ არა ახალი არჩევნები“, - აცხადებს ხაზარაძე. :basketball:

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი

გიგი უგულავა - მე მქონდა მიხეილ სააკაშვილთან საუბარი და შევჯერდით, რომ ახლა პლებისციტის საკითხის დამუნათება, არასწორია

მე მქონდა მიხეილ სააკაშვილთან საუბარი გუშინ, ჩვენ აზრები გავცვალეთ და შევჯერდით, რომ არასწორია ახლა რაიმეს დამუნათება, საკითხის ამგვარად დაყენება, რომ პლებისციტი ბიძინას თამაშია, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.

მისივე განმარტებით, ოპოზიციას პლებისციტთან დაკავშირებული დისკუსიები უკეთეს მდგომარეობაში არ აყენებს. როგორც უგულავამ აღნიშნა, ოპოზიციის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა რიგგარეშე არჩევნები, თუმცა ამ ვითარებაში პლებისციტის იდეის გატარებაც გამარჯვება იქნება.

„ჩვენ მოლაპარაკებების წინ არ უნდა გავცდეთ დღის წესრიგს. ამ თვალსაზრისით, მიმაჩნია, რომ აბსოლუტურად უადგილოა და ჩვენ, ოპოზიციას, ტაქტიკურად არ გვაგდებს უკეთეს მდგომარეობაში წინასწარი დისკუსიები პლებისციტთან დაკავშირებით. პირველი ჩვენი მოთხოვნა არის, როგორც მოგეხსენებათ და დოკუმენტში ჩაწერილიც არის, რიგგარეშე არჩევნები და ბუნებრივია, ჩვენ ვითხოვთ რიგგარეშე არჩევნებს და პლებისციტი რომ გვდომოდა, პირდაპირ ჩაიწერებოდა. თუმცა, მე არ მომწონს პლებისციტის იდეის დამუნათება, იმიტომ, რომ პლებისციტის იდეაც გამარჯვებაა ამ ვითარებაში და ნებისმიერ სხვა ვითარებაში და მას ბევრი პლუსი აქვს, სხვათა შორის, რაც რიგგარეშე არჩევნების შემთხვევაში ეს არის, სულ მცირე ის, რომ პლებისციტით შენ მიდიხარ სრულად პროპორციული სქემით და რიგგარეშეზე 120/30-ით ტარდება. მოგეხსენებათ, თუ რამე არის ბიძინა ივანიშვილის, ეს 30 მაჟორიტარი, რომელიც ფორად აწაპნა 8 მარტის შეთანხმების შემდეგ და ეს ფორა უნდა, რომ ჰქონდეს 2024 წლამდე.

ჩვენ იარლიყების გარეშე უნდა ვისაუბროთ, მე მქონდა მიხეილ სააკაშვილთან საუბარი გუშინ, როდესაც ვნახე მისი ვიდეომიმართვა. ჩვენ აზრები გავცვალეთ და შევჯერდით იმაზე, რომ არასწორია ახლა რაიმეს დამუნათება, პლებისციტი ბიძინას თამაშია - საკითხის ამგვარად დაყენება არასწორია, ამავე დროს, ჩვენ მოლაპარაკებაზე მივდივართ 6 პუნქტით, ამ 6 პუნქტში დევს რიგგარეშე არჩევნები,“- განაცხადა უგულავამ.

მან, ამასთანავე, აღნიშნა, რომ ოპოზიცია მოლაპარაკებებზე შედის ყოველგვარი წითელი ხაზების გარეშე.

„მთავარი არის ის, რომ ჩვენ მოლაპარაკებებზე შევდივართ წითელი ხაზების გარეშე. საზოგადოებისთვის ცნობილია ჩვენი მკაფიო პრინციპული პოზიცია ორ ძირითად საკითხთან დაკავშირებით, ეს არის პოლიტპატიმრებისა და პოლიტიკური მართლმსაჯულების დასრულება. პოლიტპატიმრებში ვგულისხმობ ამჯერად 20 ივნისის შემდეგ პატიმრებს: ნიკა მელიას და გიორგი რურუას და რიგგარეშე არჩევნები. ეს ჩვენი პრინციპული პოზიციაა, ამ პოზიციით ჩვენ მზად ვართ საერთაშორისო პარტნიორების მედიაციით შევიდეთ დიალოგში, იმიტომ, რომ კრიზისის განმუხტვა დღეს სჭირდება ქვეყანას პირველ რიგში,“- განაცხადა უგულავამ.

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის თქმით, ამ ვითარებაში „ქართული ოცნების“ ამომრჩეველიც კი ხვდება, რომ ბიძინა ივანიშვილის თამაში მთავრდება, რადგან „ღარიბაშვილის იქით სათადარიგოთა სკამი ცარიელია“.

„ღარიბაშვილი დაინიშნა მხოლოდ და მხოლოდ სასოწარკვეთილებისგან, სხვა გზა რომ აღარ გაქვს და ბოლო ომზე მიდიხარ, რომ მარტო გაანადგურო მოწინააღმდეგე და ამ შემთხვევაში, მოწინააღმდეგეში გულისხმობ ოპოზიციას. აი, ამისთვის დაინიშნა, თორემ მტერთან საბრძოლველად და ტერიტორიების დასაბრუნებლად ეს კაცი არავის დაუნიშნავს!“- აღნიშნა უგულავამ.

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
2 საათის წინ, Say_or said:

მაგრამ ეგ ხომ გიჟის ნარატივია ცალკე აღებული

და რამდენად გადახურდავდება უკმაყოფილო ამომრჩევლის ნარატივად?

ან ბებრებისა და იანკების ნარატივად?

კარგი შეკითხვაა.

1. ამომრჩევლის ნარატივი - ამაში გადახურდავება დასჭირდება მხოლოდ მაშინ თუ პლებისციტი საერთოდ არ იქნება ან ჟოპო წააგებს პლებისციტს ხომ? ამ შემთვევაში ხომ გეუბნებოდით ნარატივს მხოლოდ თქმა ჭირდება ტელევიზიით და თვითონ გადახურდავდება ყველაფერი ავტომატურად :დ + მის დოსკრეცია გახდება ე.წ. გაყიდულების დასახელება, რაც მოგეხსენებათ უამრავ ბერკეტს აძლევს გიჟს.

2. კაპიტალისტების ნარატივი - ამ ეტაპზე (და დიდი ეჭვი მაქვს არც მომავალში) არ გადახურდავდება. და რა? ისინი უარს იტყვიან მედიაციაზე? :დ არა ხომ? შესაბამისად, თუ სისხლისმსმელების პარტია დარჩება მთავარ ჟოპოდ (იხ. პუნქტი 1) (დაზუსტება - კაპიტალისტების კიდიათ ვინ იქნება მთავარი ჟოპო, გიჟის ინტერესშია დარჩეს მთავარ ჟოპოდ და ნაკლებად აინტერესებს რას იტყვიან მის განცხადებაზე კაპიტალისტები), ეხლა ეს პლებისციტზე რას იტყვის (მთავარია არ ჩააგდოს :დ) კაპიტალისტებისთვის იქნება არარელევანტური.

აგერ ნახავთ, იზმუილებს, დაამუნათებს, იტყვის მე გაფრთხილებთ ძმაო, მაგრამ ბოლოს დააყოლებს ჟოპო ერთიანობისთვის ყველაფერს გავაკეთებ და ჯამში არ ჩააგდებს  :დ

შესაბამისად პლებისციტის წარუმატებლობა შეეტენებათ ისევ შუაშისტ პოლიტიკანებს :დ 

 

Edited by Seth
Share on other sites

  • ფორუმელი

ფრიად გამაკვირვა ცხენოსნის განცხადებამ პლებისციტზე, ეს მისი შეცდომაა და ძვირი დაუჯდება. დანარჩენები გასაგებია. ესაა განსხვავება პოლიტიკანებსა და პოლიტიკოსებს შორის.

 

Share on other sites

  • ფორუმელი

გიორგი ვაშაძე სააკაშვილის განცხადებაზე - სხვა პარტიის ლიდერების განცხადებებს ნაკლებად ვუსმენ, ჩვენთვის მთავარია გონს მოვიყვანოთ „ქართული ოცნება“

 

„ჩემთვის და „სტრატეგია აღმაშენებლის“ გუნდისთვის არაფერი არ იცვლება. ჩვენ ყოველთვის ერთგული ვართ ჩვენი გაცემული პირობის. ვინ რა ცვლილებებს შეიტანს გეგმებში ეს კითხეთ სხვას. სხვა პარტიის ლიდერების განცხადებებს ნაკლებად ვუსმენ. ჩვენ ზოგიერთ პოლიტიკურ ძალასთან თუ პირებთან მეტ სინერგიას ვხედავთ და რა თქმა უნდა, ვიფიქრებთ თანამშრომლობის მექანიზმებზე. არაერთხელ მითქვამს, რომ ძალთა გაერთიანება მნიშვნელოვანია, რომ პასუხიმგებლიანი ხალხი მოვიყვანო ხელისუფლებაში. ამისთვის ბევრი უნდა ვიშრომოთ. ცალკეული განცხადებები ჩემთვის არაფერს არ შეუშლის ხელს, ჩვენთვის მთავარია გონს მოვიყვანოთ „ქართული ოცნება“. ცალკეული განცხადებები ნაკლებად მაინტერესებს. რაც შეეხება მოლაპარაკებებს, ვფიქრობ, რომ მოლაპარაკებები შეთანხმებით დასრულდება“ - , განაცხადა ვაშაძემ.

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share