Jump to content
×
×
  • Create New...

Recommended Posts

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)

პრემიერი - ჩვენი პრინციპული პოზიცია ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით უცვლელია - დიალოგი ოპოზიციის კონსტრუქციულ ნაწილთან გაგრძელდება და დასრულდება წარმატებით

 

„შეხვედრაზე განვიხილეთ საკითხები, რომელიც ზოგადად მუსირებს და ოპოზიციური პარტიების მხრიდან განხილვის საგანია. ჩვენი პოზიცია მკაფიოდ დავაფიქსირე და ახლა მინდა საჯაროდ დავაფიქსირო. პირველი საკითხი შეეხებოდა ნიკა მელიას ციხიდან გამოშვებას, ვთქვი, რომ ჩვენ არ და ვერ ჩავერევით კანონის აღსრულებაში. ამასთან, ნიკა მელიას ოჯახს და პარტიის წევრებს თუ სურვილი აქვთ, თუ მართლაა მათ ინტერესებში მელიას გამოყვანა, სანამ საქმეზე საბოლოო განაჩენი დადგება, აქვთ სრული შესაძლებლობა რომ ნებისმიერ დროს და დღეს გადაიხადონ მოთხოვნილი გირაო. მეორე საკითხი ეხებოდა ჩვენი მხრიდან სრულ მზაობას საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით, ამაზე ჩვენ უკვე გადავდგით კონკრეტული ნაბიჯები, ეს მოიცავს კომპლექსურ საკითხებს, რომ კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ და დავხვეწოთ საარჩევნო რეფორმა. ეს ეხება ადგილობრივ არჩევნებს და მომდევნო საპარლამენტო არჩევნებს. მესამე საკითხი იყო ვადამდელი არჩევნები. ჩვენი პრინციპული პოზიცია ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით არის უცვლელი, ეს არის უცვლელი ხაზი, საკითხი, რომელიც არ განიხილება. არავითარი ლეგიტიმური საფუძველი ვადამდელი არჩევნების მოთხოვნის ქვეყანაში არ არსებობს.

მე პირადად და ჩვენი გუნდი ვმოქმედებთ და ვიმოქმედებთ მხოლოდ ქვეყნისა და ხალხის ინტერესების შესაბამისად და არა რომელიმე კონკრეტული პარტიის პირადი ახირებისა თუ ინტერესების შესაბამისად. თუ პარტიებს სურთ რეალური დიალოგის დაწყება, ჩვენ ამისთვის გავხსენით შესაბამისი ფორმატი და მზად ვართ გავაგრძელოთ ეს ფორმატი. მე იქ გავეცანი და მოვისმინე მონაწილეების საკმაოდ საღი, კონსტურქციული მოსაზრებები. ეს მაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს რომ ვივარაუდო, ეს დიალოგი ოპოზიციის კონსტრუქციულ ნაწილთან გაგრძელდება და დასრულდება წარმატებით. რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა შევძლოთ ერთიან პარლამენტში მუშაობა, რათა ქვეყანა ნორმალურ პოლიტიკურ ცხოვრებას დაუბრუნდეს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

Edited by Moor

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი
2 საათის წინ, Seth said:

არ გაუჭირდებოდა სენიორ, განსაკუთრებით მინი უტიფარს. უბრალოდ სასაცილოა...

ნეტა რიგგარეშეზე რას ფიქრობენ , რისი იმედი აქვთ ???

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
1 საათის წინ, Moor said:

ჩვენი პრინციპული პოზიცია ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით უცვლელია - ღარიბა 

14 დღე აქვს და "ჯორზეა" შემჯდარი  

ამ 14 დღის მერე რას იტყვის საინტერესოა ? - ან რიგგარეშე ან პლებისციტი რიგგარეშეზე რომ გაუხდება საჯაროდ სათქმელი ???

Edited by kvipriane

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)

@kvipriane

არ ვიცით. ჯერ მხოლოდ ის ვიცით, რომ ეს საკითხები განიხილებოდა. შარლ მიშელმა ეს საკითხები მოაქუჩა და დასვა ველურები მაგიდასთან. თვითონ ბებრები რაზე როგორ გაჭედავენ ან იმმანიპულირებენ, არაფერი არ ვიცით. 

ვიცით მხოლოდ   ის რომ ევროკავშირის დონეზე აიწია გარჩევებმა და ალბათ ასოცირებასაც მიაბამენ საჭიროების შემთხვევაში რაღაც საკითხებს. 

მე მგონია, რო რეფორმებზე იქნება ზეწოლა უფრო და არა ძალაუფლების დანაწილებაზე ან ტრანზაქციაზე

Edited by Moor

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი
12 minutes წინ, Moor said:

მე მგონია, რო რეფორმებზე იქნება ზეწოლა უფრო და არა ძალაუფლების დანაწილებაზე ან ტრანზაქციაზე

არ მჯერავს რომ , ბებრები არ იყვნენ შეფიქრიანებულები იმის გამო, რომ ბანძები ჯერ ბანძურად გაიგებენ რეფორმებს და მერე ბანძურადვე აღასრულებენ, ანუ არანაირი რეფორმები არ იქნება, როსი 30 წლიანი გამოცდილება მათ უნდა ჰქონდეთ, - აქედან გამომდინარე ბებრებს თუ მართლა რეფორმები უნდათ, უნდა შეირჩეს ისეთი ჯგუფი, რომელიც სათანადოდ მიხედავს დასმულ საკითხს ...

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

  • ფორუმელი
2 საათის წინ, Moor said:

პრემიერი - ჩვენი პრინციპული პოზიცია ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით უცვლელია - დიალოგი ოპოზიციის კონსტრუქციულ ნაწილთან გაგრძელდება და დასრულდება წარმატებით

ჰო, შვილო ჰო :seth:

ამას მემგონი სამშაბათი არ ევასება, გართულებები აქვს ხოლმე. ორშაბათს მთლიან ჟოპოს ელაპარაკებოდა, სამშაბათს მარტო კონსტრუქციულს (და ეს ვინაა უტიფრები? :დ )...

 

შეიძლება Დღეგამოშცებითაა, დაკვირვებას საჭიროებს...

20 minutes წინ, Moor said:

მგონია, რო რეფორმებზე იქნება ზეწოლა უფრო და არა ძალაუფლების დანაწილებაზე ან ტრანზაქციაზე

თქვენ ფიქრობთ მიშელის ერთდღიანი ვიზიტის მიზანი რეფორმები იყო? :seth:

Share on other sites

  • ფორუმელი

@kvipriane

ბრიუსელიდან ვერავის დანიშნავენ. :დ ვისაც აირჩევს ბრძენი ქართველი ერი, იმას მიაწვებიან. მისაღებს ნაკლებად, მიუღებელს - მეტად. ქოცები უფრო მისაღებებში გადიან.

ასოცირების პროცესში რაღაცები გვევალება ისედა, რაც შეეხება სასამართლოს და საარჩევნო რეფორმას და ამ ესკალაციას გამოიყენებენ რომ ძირითადი საქმე გაკეთდეს.  ბრიუსელში შეხვედრაც ასოცირების საბჭოს შეხვედრას ემთხვევა და არც ისე შემთხვევით. :boli:

 

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი
ონლაინ, Seth said:

თქვენ ფიქრობთ მიშელის ერთდღიანი ვიზიტის მიზანი რეფორმები იყო? :seth:

თქვენ ფიქრობთ, რომ მელიას გამოშვება? :seth:

მე მგონია, რომ როგორც ბორელმა თქვა მთავარი აღმოსავლეთპარტნიორობა და რუსეთია, მაგრამ ეს ესკალაცია 'პირად კონტროლზე' აიყვანეს

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share