Jump to content
×
×
  • Create New...

Recommended Posts

  • ფორუმელი

  

21 minutes წინ, Seth said:

არ ამბობდა. მეტიც როგორც აღნიშნა ჯერ იანკებს არ აქვთ არც ახალი პარადიგმა ბებრებთან ურთიერთობის და არც კადრები. ეს კი იმას ნიშნავს რომ ყველა საკითხში შეინარჩუნებენ სტატუს ქვოს. სადაც მშვიდობაა მშვიდობას და სადაც კრიზისია კრიზისს, სანამ დალაგდებიან. ჩვენთანაც ეგრე იქნება. რომც იყოს რაღაც კომპრომისული ვარიანტი, მაინც მყიფე იქნება იანკების ჩამოყალიბებამდე.

კი, ეგრეა. მეგონა, დავიცინე, ეს ვინ დაგვიპოსტეო :დ 

23 minutes წინ, Seth said:

იმჰო, რისკავენ მაგრამ დიდად არა. ჟოპოს 3 საგარეო საქმის ტიპს რომ მოუსმინოთ როდესაც პარტნიორებს ახსენებენ, პირველი აშშ-ა და მერე ევროკავშირი :დ შესაბამისად გარკვეულწილად ეგ კარტი შესაძლოა ეჭიროთ თუ დარღვევა დასჭირდათ. თან გააჩნია ამ შეთანხმების ნაწილი/ავტორი იქნება თუ არა ქალ-ნი ელჩი.

 

სწრაფად ხდება ყველაფერი. ვნახოთ

„დღევანდელი დღე კარგი შესაძლებლობაა, რომ ეს ინიციატივა, რაც პრეზიდენტმა გააჟღერა სწორად გამოვიყენოთ და მხარეები დიალოგის მაგიდასთან დავსხდეთ. დიალოგზე უარი არასდროს მითქვამს. დიალოგი უნდა იყო მხოლოდ ერთი საერთო მიზნისთვის, რომ ჩვენ გამოვნახოთ ისეთი შესაძლებლობა, რომელიც ჩვენს საზოგადოებას გააერთიანებს. ჩვენ ყოველგვარი პირობების გარეშე უნდა დავიწყოთ საუბარი და დიალოგი. სხვა შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ეს კონსტრუქციული დიალოგი არ შედგება. მზად ვართ, კონსტრუქციული დიალოგი დაიწყოს მხარეებს შორის“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა. :დ

„ევროკავშირი არის სანდო პარტნიორი საქართველოსთვის და საქართველო არის მთავარი პარტნიორი ევროკავშირისთვის, ჩვენ ვიზიარებთ იმ ფასეულობებს, რომელიც უკავშირდება დემოკრატიას, კანონიერებას. ჩემი მეორე მთავარი მიზანი ის, არის, რომ თქვენს გვერდით ვართ კოვიდ-19-თან ბრძოლაში. თქვენ რთული სიტუაცია გაგაჩნიათ ამ კომპლექსურ და რთულ რეგიონში. ჩემი გზავნილი ის გახლავთ, რომ ახლა და აქ, მე მაწუხებს ძალიან ის გაღრმავებული პოლიტიკური კრიზისი, რომელიც საქართველოში არსებობს. არსებული პოლარიზაცია და კრიზისი იმაზე მეტყველებს, რომ საქართველომ წლების განმავლობაში მოიპოვა ეს დემოკრატია და ეს ყველაფერი თქვენი პრემიერ-მინისტრობის პერიოდში და თქვენი კოლეგების ძალისხმევითაც და ოპოზიციის ლიდერების ძალისხმევითაც უნდა გამოსწორდეს, უნდა დასრულდეს პოლარიზაცია. ნებისმიერი ქვეყნის მთავრობამ უნდა გამოიჩინოს ლიდერული თვისებები და ასევე, გამოწვევებს გაუსწოროს თვალი და საქართველოს ინტერესებისთვის იმოქმედოს. მე ყველა მხარეს მოვუწოდებ, რომ მოხდეს დეესკალაცია და გაერთიანდეს ძალები იმისათვის, რომ პოლიტიკური დიალოგი შედგეს და მე ყველას გიწვევთ რომ დღეს საღამოს შეხვდეთ! დადგა იმის დრო, რომ ფასილიტაციიდან გადავიდეთ მედიაციაზე და პოლიტიკური დიალოგის დრო დადგა! ეს პროცესი რამდენიმე საკითხს მოაგვარებს. ეს არის სასამართლო სისტემის რეფორმა, დამოუკიდებელი და ანგარიშვალდებული სასამართლო არის ის ძირითადი ასპექტი, რომელიც ჩვენი თანამშრომლობის ძირითად კომპონენტს წარმოადგენს. საქართველოს მოქალაქეებს უნდა შეეძლოთ სასამართლოსადმი ნდობის გამოხატვა, ეს მნიშვნელოვანი ასპექტია და ყველამ ვიცით, რომ კონკრეტული საქმეები უნდა იქნეს მოგვარებული. ასევე მოგიწოდებთ კიდევ უფრო მეტი ძალისხმევით და მეტი ამბიციებით განახორციელოთ რეფორმები, ამას დასჭირდება თქვენი ლიდერული პოზიცია, ყველამხრივ ჩართულობა და კომპრომისებზე წასვლა. ეს არის ის გზა და ის დემოკრატიული ფორმატი, რომელიც მოგვიტანს კეთილდღეობას და კიდევ უფრო ძლიერი პარტნიორობა შედგება საქართველოსა და ევროკავშირს შორის“, - განაცხადა შარლ მიშელმა.

„ჩემი განზრახვა არც ყოფილა და არც არის, ამ ლამაზ ქვეყანაში გავატარო ერთი დღე და შემდეგ დავბრუნდე ბრიუსელში და მიხაროდეს შედეგები. ჩემი მთავარი მიზანია, რომ სერიოზულად ვუყურებ არსებულ მდგომარეობას, პოლიტიკური სტაბილურობის მიღწევის პერსპექტივას. კარგად ფუნქციონირებადი დემოკრატია მნიშვნელოვანია სხვადასხვა გამოწვევების დასაძლევად. ჩვენი გუნდი მზადაა, რომ დარჩეს ერთგული, სხვა პარტნიორებთან ერთად, ჩაერთოს ამ პროცესში. იმედი მაქვს, დღეს საღამოს გვექნება შანსი, რომ მივაღწიოთ წინსვლას, შეიძლება დღეს ყველაფერი ვერ მოვაგვაროთ, მაგრამ დღეს შეიქმნება ჩარჩო სისტემა დიალოგისთვის და სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხი იქნება განხილული“,-აღნიშნა შარლ მიშელმა.

 

6 minutes წინ, Seth said:

ისეთი პირი უჩანს ბატონო @Moorრომ ჟოპომდე ჯერ ბანძებს მოუწევთ ბატონი მიშელის (რა დამთხვევაა ისე :დ რაღა მიშელი, ყოფილიყო ბიძშელი ) გადაგდება... პრინციპში მათთვის არახალია :დ არ გაუჭირდებათ :დ

ღარიბამ წინაპირობების გარეშეო, დაძაბა თავიდანვე. ვნახოთ აბა :დ

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი
3 minutes წინ, Moor said:

სხვა შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ეს კონსტრუქციული დიალოგი არ შედგება.

პირობები უკვე დევს და თან საჯაროდ. ამას ეტყობა აუტოტრენინგი აქვს :დ

ეჰ.

Share on other sites

  • ფორუმელი

@Seth

მე მგონია, რომ ოცნებასთან გაიასნებული ამბავია  თავიდანვე, რასაც  ბებრების კაცი აკეთებს.

პს. რომ იცოდეთ, შარლ მიშელის ვიზიტზე ცალკე თემა რაც იყო, ამ თემას მოვაბი, მაინც ამ კონტექსტში განვიხილავთ ძირითადად და ნიუსებიც აქ იყოს

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი
1 minute წინ, Moor said:

მე მგონია, რომ ოცნებასთან გაიასნებული ამბავია  თავიდანვე, რასაც  ბებრების კაცი აკეთებს.

შესაძლებელია.

თუმცა მე ასე არ ვფიქრობ, რასაც მიშელი ეტყვის ამათ ყველას, იქნება ის რაზეც მოილაპარაკეს ბრიუსელში ბებრებმა კარლის ინფოზე დაყრდნობით და სახდეპის განცხადების გათვალისწინებით. 

შესაბამისად არავინ კითხავს ბანძებს რას ეთანხმებიან და რას არა :დ ამასთნავე რაღაც flexibility ექნებათ აუცილებლად. 

Share on other sites

  • ფორუმელი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ დღეს საღამოს ქართულ ოცნებასა და ოპოზიციას შორის შეხვედრაზე იგი შუამავლის როლს შეასრულებს.

აღნიშნა რა, რომ „პოლიტიკური პოლარიზაცია უნდა დასრულდეს“, პრეზიდენტმა მიშელმა განაცხადა, რომ „დროა ფასილიტატორობიდან შუამავლობაზე გადავიდეთ და ხელახლა დავიწყოთ პოლიტიკური დიალოგი“.

„ხელისუფლებამ, როგორც ნებისმიერმა ხელისუფლებამ პასუხისმგებლიანი ხელმძღვანელობა უნდა აჩვენოს“, – განაცხადა ევროპულის საბჭოს პრეზიდენტმა და ოპოზიციას დიალოგში კონსტრუქციული ჩართვისკენ მოუწოდა „საქართველოს ინტერესების შესაბამისად“.

მისი თქმით, მოლაპარაკებებზე სხვადასხვა საკითხები უნდა იქნას განხილული, მათ შორის სასამართლო და საარჩევნო რეფორმები. „საქართველოს მოქალაქეებს უნდა შეეძლოთ საკუთარი მართლმსაჯულების სისტემის ნდობა. მართლმსაჯულების ნებისმიერი პოლარიზაცია მიუღებელია და ჩვენ ყველამ ვიცით, რომ რაღაც კონკრეტული შემთხვევები უნდა მოგვარდეს“, – განაცხადა მან.

როგორც შარლ მიშელმა მოგვიანებით ჟურნალისტებს განუცხადა, იგი აპირებს, რომ მხარეებს ძირითადი საკითხების მოსაგვარებლად კონკრეტული წინადადება შესთავაზოს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ „ყველაფერი ამ საღამოს მოგვარდება“. მისი თქმით, ბრიუსელში დაგეგმილი ასოცირების შეთანხმების კომისიის შეხვედრაც „საინტერესო მომენტი“ იქნება.

ირაკლი ღარიბაშვილი მიესალმება შარლ მიშელის ინიციატივას

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სიტყვამდე, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ შეხვედრაზე ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებული „საკითხების ფართო სპექტრი“ განიხილეს. პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველო ევროპული მისწრაფებებისა და ღირებულებებისადმი ერთგულია.

„ბატონ პრეზიდენტს დავუდასტურეთ ხელისუფლების მტკიცე მზაობა პოლიტიკურ ძალებთან დიალოგისთვის, რათა მაქსიმალურად მოკლე დროში შევძლოთ ქვეყანაში პოლიტიკური პროცესების ნორმალიზება“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის განცხადების შემდეგ, ირაკლი ღარიბაშვილმა ოპოზიციასთან შეხვედრის, სიტუაციის დეესკალაციისა და კონსტრუქციული დიალოგისთვის ქართული ოცნების მზაობა დააფიქსირა.

მანამდე განვითარებული მოვლენები

პრესკონფერენციამდე ცოტა ხნით ადრე, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ოპოზიოციურ პარტიებს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ, ოპოზიციის ლიდერებმა განაცხადეს, რომ რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნასთან დაკავშირებით დათმობაზე წავიდოდნენ და რიგგარეშე არჩევნების ჩატარების თაობაზე პრებისციტზე დათანხმდებოდნენ. პირველად ეს იდეა ოპოზიციამ დეკემბერში გააჟღერა, აშშ-ის და ევროკავშირის ფასილიტატორობით არჩევნების შემდეგ გამართული მოლაპარაკებების მესამე რაუნდის წინ, თუმცა მმართველმა პარტიამ ეს წინადადება უკუაგდო.

ოპოზიცური პარტიების დიდი ნაწილი 2020 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების „გაყალბების“ გამო მის შედეგებს არ ცნობს და პარლამენტს ბოიკოტს უცხადებს. პოლიტიკური ჩიხის გადასალახად უცხოელი ფასილიტატორების ჩართულობით დაწყებული მოლაპარაკებები გასული წლის დეკემბერში შეჩერდა. არსებული კრიზისი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავების შემდეგ კიდევ უფრო გამწვავდა.

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი
4 minutes წინ, Seth said:

რასაც მიშელი ეტყვის ამათ ყველას, იქნება ის რაზეც მოილაპარაკეს ბრიუსელში ბებრებმა კარლის ინფოზე დაყრდნობით და სახდეპის განცხადების გათვალისწინებით. 

შესაბამისად არავინ კითხავს ბანძებს რას ეთანხმებიან და რას არა :დ

ბანძებს კი არ კითხავს, მედიით არ ელაპარაკებიან ერთმანეთსთქო.

კარლის ინფოზე დაყრდნობით, რაღაც დაიგეგმებოდა. მიშელი ამას უკვე გაივლიდა ქოცებთან. წამოსარტყმელსაც, წამოარტყავდა უკვე. გრძნობს კაცი მომენტს და უნდა რომ შედეგი დადოს ხვალამდე ანუ სანამ წავა :boli:

 

ქოცებში ხედავენ ვიგოდას მაინც. თლად წამგებიან პოზიციებს არ შესთვაზებენ

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
2 minutes წინ, Moor said:

კარლის ინფოზე დაყრდნობით, რაღაც დაიგეგმებოდა. მიშელი ამას უკვე გაივლიდა ქოცებთან. წამოსარტყმელსაც, წამოარტყავდა უკვე. გრძნობს კაცი მომენტს და უნდა რომ შედეგი დადოს ხვალამდე ანუ სანამ წავა

ნუ ქულების დაწერაზე არავინ იტყვის უარს რა თქმა უნდა. მე ვამბობ იმას რომ ბანძებს არ შეეკითხებიან მოლაპრაკების ძირითად თეზისებს, აი ჟოპოს რაც შეეხება

პასუხის პასუხი

გიგა ბოკერია - ოპოზიცია მზად არის ხელისუფლებასთან დღესვე შეხვედრისთვის, თუმცა მან  შედეგად უნდა გამოიღოს პოლიტპატიმრების სწრაფად გათავისუფლება და  ვადამდელი არჩევნებისკენ სვლაზე საქმიანი საუბრის დაწყება | საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსი" (interpressnews.ge)

3%-იანი, დაშლილი პარტიისგან,

Edited by Seth
Share on other sites

  • ფორუმელი
4 minutes წინ, Moor said:

ქოცებში ხედავენ ვიგოდას მაინც. თლად წამგებიან პოზიციებს არ შესთვაზებენ

რა თქმა უნდა. იანკებივით არ არიან :დ ვიგოდაზეც არაა, დიპლომატიაზეა

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   211 all people including: 0 წევრი, 1 ანონიმური, 210 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(16)
    • Googlebot(3)
    • Facebookexternalhit(1)